• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025

ბრენდი „ხე კადუ“ 2019 წლიდან შემეცნებით ხის სათამაშოებს ქმნის და პატარებს ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს. ჟურნალ OK!-ს რესპონდენტი ბრენდის დამფუძნებელი, 17 წლის ელენე კუჭუხიძეა. გოგონა, რომელიც საკუთარი ხელით სათამაშოს პირველ დეტალს ქმნის, მის ფუნქციურ დატვირთვას კი ბავშვის ფანტაზია აგრძელებს.

 

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენ შესახებ.

მე ვარ ელენე კუჭუხიძე, 17 წლის, აბიტურიენტი. ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ვემზადები, ამიტომ ჩემი დროის უმეტესი ნაწილი სწავლას ეთმობა. ბავშვობიდან არასდროს მომწონდა პლასტმასის, უფუნქციო სათამაშოები. ვფიქრობ, სათამაშოს დიდი შთაბეჭდილების მოხდენა და ბავშვის გაბედნიერება უნდა შეეძლოს. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როცა ნივთს თავად ქმნი, საკუთარი გემოვნებით აფორმებ და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის პრაქტიკულ ფუნქციას ხედავ. ბუნებაში გატარებული დრო ძალიან მიყვარს. სწორედ იქ ვპოულობ ინსპირაციას მასალებისა და დეკორაციების იდეებისთვის. ბუნების სიყვარულიდან გამომდინარე, მასალის არჩევაც მარტივი იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი სათამაშოები აუცილებლად ხისგან იქნებოდა დამზადებული. ჰობი საქმიანობად ვაქციე და სპორტთან ერთად, ხესთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი განტვირთვის საშუალებაა.

 

 

როგორ გაჩნდა „ხე კადუს“ შექმნის იდეა?

სათამაშოების შექმნისა და გამოშვების სურვილი 2019 წელს გამიჩნდა. იდეა მალევე, მშობლებისა და მეგობრების დახმარებით განვახორციელე. პირველი ნიმუში „ჩიტის სახლი“ იყო. არყის ხის მცირე ზომის ფანერისგან დამზადებული 9 დეტალისგან შემდგარი სათამაშო, რომლის აწყობაც ხელსაწყოების გარეშეა შესაძლებელი. ბავშვს შეუძლია საკუთარი გემოვნებით მოხატოს, შეურჩიოს ადგილი და ჩიტზეც იზრუნოს. მოგვიანებით სხვა მოდელები შეიქმნა – „ჩემი საყვარელი წიგნის თარო“ და „ახალი თბილისი“. „ხე კადუს“ სათამაშოებმა სოციალურ ქსელებში მალევე მოიპოვა პოპულარობა. 2019 წლიდან დღემდე საშუალება მქონდა, მონაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ გამოფენაში მიმეღო, სოციალური პროექტები განმეხორციელებინა და გარდა ამისა, საქველმოქმედო ღონისძიებები ჩამეტარებინა. პირველი სათამაშოს შექმნის პარალელურად, დავიწყე პროექტი „მხატვრის თვალით დანახული ხე კადუს ჩიტის სახლი“. ქართველ მხატვრებს სათამაშოების მოხატვა ვთხოვე. ნამუშევრები მათივე ინდივიდუალიზმითა და კრეატიული ხედვით ძალიან ლამაზი სანახავია. ჩემს კოლექციაში დღეს 30 ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრებია წარმოდგენილი.

 

ნივთის შექმნის პროცესი და მასთან დაკავშირებული სირთულეები

ოთხივე სათამაშოს გამოშვებამდე ბევრი ფიქრი და ხანგრძლივი მუშაობის პროცესი იყო. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეეძლო თამაშის პროცესს პატარა ბავშვებში შრომის უნარი, კრეატიულობა, ემპათია, სხვა დადებითი თვისებები და უნარ-ჩვევები განევითარებინა. გრაფიკულ დიზაინერთან ერთად თითოეულ დეტალს ვაანალიზებ. ლაზერზე მასალის ჭრის პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ზომები ზუსტად უნდა განისაზღვროს. დიდი რაოდენობით სათამაშოების ჭრის პროცესში რამდენიმე ხარვეზიც დაფიქსირებულა, რის შემდეგაც, სპეციალური საშუალების გამოყენებით თავად მომიწია თითოეული სათამაშოს ზედაპირის გასუფთავებამ.

 

როგორ ინარჩუნებთ ეკოლოგიურ სტანდარტებს სათამაშოების შექმნისას?

პატარებისთვის სათამაშოს შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი, რასაც ბავშვი ეხება, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს. ამიტომ კოლექციის შექმნისას მხოლოდ სერტიფიცირებულ მასალას ვიყენებთ, ხოლო დიზაინზე მუშაობის დროს უსაფრთხოების ყველა დეტალს ვითვალისწინებთ. აღსანიშნავია, რომ „ხე კადუს“ დიზაინი ჩემი მეგობრის, თაკო ზუკაკიშვილის მიერ სპეციალურად ამ ბრენდისთვის არის შექმნილი.

 

შემოქმედებითი პროცესი…

ახალი წლის დადგომასთან ერთად „ხე კადუს“ სოციალური ქსელი განსაკუთრებით ფერადი და მრავალფეროვანი ხდება. დედამ ხელნაკეთი ნაძვის ხეების აწყობა მასწავლა, სამუშაო ოთახში მასთან ერთად საათობით შემიძლია ვიყო და საყვარელი საქმე ვაკეთო. ოთახში უამრავი საინტერესო მასალაა: გირჩები, ტოტები, წიწვები, ბურთები და სხვადასხვა დეკორატიული დეტალები.

 

 

დეკემბრის გამოფენა…

წელს ჩემს გამოფენას ლიტერატურულმა კაფე Another Valley-მ (ვასილ ბარნოვის 57) უმასპინძლა. იქ არსებული მყუდრო გარემო განსაკუთრებით უხდება ასეთი ტიპის ღონისძიებებს. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც „ხე კადუს“ სათამაშოები, ასევე ქართველი მხატვრების მიერ მოხატული ნამუშევრები და 50 ხელნაკეთი ნაძვის ხე. ექსპოზიცია 5 დეკემბერს გაიხსნა და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ბრენდის სამომავლო გეგმები.

2026 წლის იანვრის ბოლოს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენა „Spielwarenmesse 2026“ გაიმართება, სადაც მონაწილეობა დაგეგმილი მაქვს. ამ ღონისძიებაზე მოხვედრა ჩემთვის დიდი ხნის ოცნებაა. მჯერა, რომ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება „ხე კადუს“ პოპულარიზაციისთვის, ხოლო ჩემთვის – შთაბეჭდილებებისა და შთაგონების უდიდესი წყარო.

 

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! MEN – სანდრო გეგეჭკორი

#OK! MEN – სანდრო გეგეჭკორი

March 26, 2024
#OK! HQD-ის პროდუქტები ექსკლუზიურად ევროპროდუქტში

#OK! HQD-ის პროდუქტები ექსკლუზიურად ევროპროდუქტში

November 2, 2023
#OK! ინტერვიუ დიზაინერ ელენე შავდიასთან

#OK! ინტერვიუ დიზაინერ ელენე შავდიასთან

July 8, 2021
იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

November 19, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

#OK! ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი ცნობილია

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები