• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! წიგნის სიყვარულიდან გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტობამდე

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წიგნთან ურთიერთობა თამაშით დაიწყო. პროფესია, ალბათ, მაშინ აირჩია, როცა ძალიან პატარა ასაკში ხელნაკეთ წიგნებს აკეთებდა − ფურცლებს აწებებდა, ყდას უკეთებდა, სათაურს აწერდა და შიგნით საყვარელ ლექსებს წერდა. ასე იქცა წიგნის სიყვარული საყვარელ საქმედ, შემდეგ პროფესიად და 2022 წელს დიდ პასუხისმგებლობად − გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტობად. გაეცანით გვანცა ჯობავას საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე გზას, რომელიც ნდობასა და პასუხისმგებლობაზე დგას.

გვანცა და წიგნი

ჩემი ბავშვობის სახლიდან რაც მახსოვს, ეს არის წიგნები. თაროები იატაკიდან იწყებოდა და ცოცვის ასაკშიც ხელმისაწვდომი იყო წიგნებით თამაში. ასე, თამაშით დაიწყო ჩემი ურთიერთობა წიგნებთან. იმ ასაკში წარმოდგენა არ მქონდა, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი პროფესიით, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ხელნაკეთ წიგნებს ვაკეთებდი. ბავშვობის ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილებაა, როგორ ვიჯექი და ვაწებებდი გვერდებს, ვუკეთებდი გარეკანს, ვაწერდი სათაურს და შიგნით ვწერდი ჩემს საყვარელ ლექსებს. წლების შემდეგ, როცა პროფესია ავირჩიე, ეს მოგონება ბავშვობიდან დამიბრუნდა.

არჩევანი, ნდობა და პასუხისმგებლობა

თავიდან მეგონა, ვიქნებოდი გამომცემელი, მექნებოდა ურთიერთობა ავტორებთან, წიგნებთან, და ეს იქნებოდა პატარა წრე. მაშინ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მომიწევდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმა და საჯაროდ პროტესტის ან საკუთარი აზრის დაფიქსირება. მერე მივხვდი, რომ არ არსებობს პროფესია, რომელშიც არ ერევა პოლიტიკა. თუ ხარ სამართლიანი ადამიანი და თავისუფლება შენთვის მნიშვნელოვანია, ამ თავისუფლებისთვის ბრძოლა ხდება შენი ცხოვრების ნაწილი. ყველაზე მკაფიოდ ეს აღვიქვი, როდესაც გავხდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე − ეს უკვე სხვა სტატუსი და საქმიანობა იყო. საგამომცემლო საქმის გარდა, ეს გახლდათ სფეროს პოლიტიკის განსაზღვრა. მივხვდი, რომ საზოგადოებრივი აქტივიზმი აუცილებელი იყო, თუ გვინდოდა რაიმესთვის მიგვეღწია. ეს იყო ჩემი არჩევანი.

როცა თავმჯდომარედ გირჩევენ, იმ ადამიანებს წარმოადგენ, ვინც აგირჩია. შეუძლებელია, ყველა გეთანხმებოდეს, თან ასეთ დიდი ორგანიზაციაში, სადაც ბევრი მეამბოხეა, ან პირიქით − შენი მეამბოხეობა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ხანდახან სიჩუმე სჯობს. ჩემთვის ეს არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი. როცა გულწრფელად აკეთებ იმას, რისიც გჯერა, აღარაფერი გაშინებს. ვფიქრობ, ახლა ჩვენ არ გვაქვს გაჩუმების უფლება, გარდამტეხი მომენტი დგას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ბევრი რამეა ჩვენზე − მოქალაქეებზე დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის ბედი.

მეორე ოჯახი

კახმეგ კუდავას პირველად სტუდენტობისას შევხვდი. ღონისძიება გვქონდა, სადაც ტერენტი გრანელის ლექსების ინგლისურ თარგმანს ვკითხულობდი. იმ ეტაპზე უფრო თამამი მთარგმნელი ვიყავი. ახლა ქართულიდან ინგლისურად აღარ ვთარგმნი. ძალიან მიყვარს ტერენტი და გავბედე თარგმნა. მოვიდა ჩემთან ბატონო კახმეგი და შემომთავაზა, მოდი ჩვენთან და შენი თარგმანები მოიტანეო. მაშინ ტერენტის წიგნის გამოცემას გეგმავდნენ. ასე მოვხვდი პირველად „ინტელექტში“, როგორც მთარგმნელი. შემდეგ იყო შემოთავაზება − საერთაშორისო მიმართულების თანამშრომელს ვეძებთ და ხომ არ დაინტერესდებოდიო. უკვე 12 წელია მეორე ოჯახია ეს გამომცემლობა ჩემთვის და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ბატონმა კახმეგმა მომცა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და რაც ყველაზე მეტად მჭირდება − თავისუფლება. მითხრა − ეს არის შენი საქმე, მიზანი არის ეს. არასოდეს უკითხავს, სად ხარ, ახლა რას აკეთებ. ნდობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მახსოვს, პირველად რომ გამიშვა მარტო, 2011 წელს, ფრანკფურტში, წიგნის ბაზრობაზე. წარმოიდგინეთ, არავის ვიცნობ. ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ. მეილით დავნიშნე შეხვედრები და წავედი. მარტო აღმოვჩნდი უცხო, უზარმაზარ გარემოში და მივხვდი, რომ მე აქ გზა უნდა გამეკვლია. ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. როცა გენდობიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობა გაამართლო. ეს ნდობა ჩემთვის არის მოტივაცია. 2013 წელს როცა ასოციაციაში შევედი, ვიყავი გამომცემლობის წარმომადგენელი. როგორც წესი, ხელმძღვანელი პირები არიან წევრები. ეს ნდობის კიდევ სხვა ხარისხი იყო. მითხრა, ჩემ ნაცვლად გიშვებო.

შემდეგ იყო ისევ ფრანკფურტი 2018 წელს როცა საქართველო გახლდათ საპატიო სტუმარი ფესტივალზე. როცა ეს პროექტი დასრულდა, ყველა ვამბობდით, თუ რაიმეს შვილიშვილებს მოვუყვებით, აი, ეს პროექტი იქნებაო. როცა ამაზე მუშაობა დავიწყეთ, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა. როცა დაიჯერეს, მაშინ ყველას მოუნდა ამ „გემზე“ მოხვედრა. მერე იყო ბრძოლა იმის შესანარჩუნებლად, რასაც მანამდე მივაღწიეთ. ეს ბრძოლა ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა მოიგეს.

ერთი შანსი

2018 წელს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ მე არჩევნების გზით პირველად ამირჩია აღმასრულებელი ბორდის წევრად. ამ ამბავს წინ უძღოდა ჩვენი ბრძოლა საავტორო უფლებებისთვის. ამ დროს მივმართეთ პირველად მსოფლიო ასოციაციას, რომლის წევრებიც ვიყავით 2007 წლიდან. ქართულმა საგამომცემლო ინდუსტრიამ კარგად გამოავლინა თავი, როგორც სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალმა ორგანიზმმა. ამ ბრძოლამ მსოფლიო ასოციაციის დამოკიდებულება დადებითი გახადა. ბრძოლით დავიწყეთ. შემდეგ იყო კომიტეტში ჩემი არჩევა. ვცდილობდი აქტიური ვყოფილიყავი და ეს შანსი გამომეყენებინა. ვყოფილიყავი სასარგებლო. წელს შეიქმნა საგანგებო დროებითი კომიტეტი, რომელსაც უნდა მოეძებნა ვიცეპრეზიდენტის კანდიდატები. კომიტეტის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მითხრა, ბევრმა ადამიანმა დაგასახელა და ხომ არ იქნებით დაინტერესებულიო. ეს იყო ძალიან მოულოდნელი და მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე, არა იმაზე, მინდა თუ არა ვიცეპრეზიდენტობა, არამედ იმაზე, რამდენად მზად ვარ ამისთვის. ეს შანსი ცხოვრებაში გეძლევა ერთხელ და არ გაქვს წარუმატებლობის უფლება. ეს წინადადება ისეთ დროს გაკეთდა, როცა უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო და ჩვენი ქვეყნის პოზიცია და მომავალი ძალიან არასტაბილური გახლდათ. თითქოს გვჭირდებოდა, ვინმეს ეთქვა ჩვენთვის, რომ გვენდობიან, რომ ჩვენი სჯერათ. იმ მომენტში ეს იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აქ კიდევ კარგად გამოჩნდა, რომ ადამიანებს ფასი გვაქვს და ამიტომაც, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დავთანხმდი იმიტომ, რომ ეს მხოლოდ გვანცა ჯობავას შესაძლებლობა არაა. ამ თანამდებობაზე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვინც ყოფილა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ. ამ ასოციაციას სულ ორი ქალი ჰყავდა სათავეში, მესამე ახლა იქნება და მე ვიქნები მეოთხე.

ლიტერატურული 2022

ურთულესი იყო 2022 წელი ლიტერატურული წრეებისთვის. წიგნის ფესტივალი, ლიტერატურული ფესტივალი, ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, ლიტერატურული ჟურნალები სრულად სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა დარჩა. ვიპოვეთ ძალა და ალტერნატიული გზები, ამდენი ხნის შრომა წყალში რომ არ ჩაგვყროდა. ეს წელი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც ყველა ეტაპზე მოვიგეთ.

მთელი ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარების ისტორია დგას ნდობაზე. ყოველთვის მაქვს შეკითხვა საკუთარ თავთან, რატომ მიმართლებს ასე. არის იღბალიც ამ ყველაფერში. მგონია, ყველა შანსი გამოვიყენე და როცა არჩევანი იყო გასაკეთებელი, ამ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს ბედნიერად. გვაქვს ერთი ცხოვრება, გვაქვს ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან ვჭირდებით ჩვენი საქმის კარგად კეთებით. არასოდეს დამიგეგმავს ნაბიჯი, შემდეგ კონკრეტული შედეგი რომ არ მოჰყოლოდა, არც ამ თანამდებობაზე ყოფნა დამიგეგმავს. რა პოზიციაზეც უნდა ვიყო, უნდა ვიმუშაო თავდადებულად და შედეგი გამოჩნდება.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! #StreetStyle კორტნი კარდაშიანი: ვარსკვლავი ოჯახის წევრებთან ერთად Nobu-ს ესტუმრა!

#OK! #StreetStyle კორტნი კარდაშიანი: ვარსკვლავი ოჯახის წევრებთან ერთად Nobu-ს ესტუმრა!

April 6, 2021
#OK! Chanel-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK! Chanel-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის “ოტ კუტიურ” კოლექცია

January 26, 2022
#OK! თაკო მექვაბიძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმის ნომრისთვის

#OK! თაკო მექვაბიძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმის ნომრისთვის

March 29, 2025
#OK! რა ბედი ელის დედოფალ ელიზაბეტს პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ?

#OK! რა ბედი ელის დედოფალ ელიზაბეტს პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ?

April 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 2, 2026
#OK! 77 წლის რიჩარდ გირი კვლავ “შეყვარებულია” – მსახიობი ახალ რომანტიკულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს

#OK! 77 წლის რიჩარდ გირი კვლავ “შეყვარებულია” – მსახიობი ახალ რომანტიკულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს

August 31, 2026
#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები