• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! წარმატება, როგორც უწყვეტი პროცესი და გამოწვევებთან ადაპტაცია

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK!-ს მკითხველი კარგად იცნობს ჩვენს სტუმარს, ტურისტული კომპანიის, Guide of Georgia-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, საქართველოში არაბული ტურიზმის დანერგვის ერთ-ერთ პიონერს, ეკატერინე ჯიქიძეს. მისი ცხოვრების სტილი და დამოკიდებულებები კი შესაძლოა ბევრი ქალბატონისთვის იქცეს მოტივაციად. დამეთანხმებით, არც ისე ადვილია აქტიური კარიერული საქმიანობის პარალელურად დრო ისე გაანაწილო, რომ ოჯახურ ყოველდღიურობასაც არ მოაკლო საკუთარი თავი და რესურსები, რასაც ჩვენი გმირი შესანიშნავად ართმევს თავს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ და უფრო უკეთ გაგაცნობთ წარმატებულ და ძლიერ ქალბატონს, ეკატერინე ჯიქიძეს.

ეკატერინე, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თქვენს საქმიანობას. როგორი იყო გზა დღევანდელ დღემდე. როდის გაგიჩნდათ პირველად ინტერესი ტურიზმის სფეროს მიმართ?

სიმართლე გითხრათ, არ იყო მარტივი ყველაფრის ნულიდან დაწყება, თუმცა იმდენად მინდოდა ტურიზმის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა, თავდაუზოგავი შრომა დავიწყე ამისთვის. ბავშვობიდან მიზიდავდა მოგზაურობა, მრავალფეროვნება, კომუნიკაცია… მოგეხსენებათ, ეს ის სფეროა, სადაც დიდი კონკურენციაა, მაგრამ არ შევუშინდი ახალ გამოწვევებს. ჩემთვის ტურიზმის ინდუსტრიაში ყოფნა ჩემი ქვეყნის ელჩობაა. ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობის ორგანიზება – ეს არის საქართველოს წარმოჩენა მსოფლიოში, მისი სილამაზის, კულტურისა და სტუმართმოყვარეობის ჩვენება. თავიდანვე ტურიზმს ვხედავდი, როგორც სხვადასხვა კულტურის ხალხის დამაკავშირებელ და დაუვიწყარი გამოცდილების შექმნის საშუალებას. საქართველოს აქვს თვალწარმტაცი პეიზაჟები, მდიდარი ტრადიციები და თბილი სტუმართმოყვარეობა იციან, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. როდესაც ჩვენ დავაარსეთ კომპანია, საქართველო ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით არაბული ქვეყნებისთვის და სწორედ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა.

ყველა მოგზაური, რომელიც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში Guide of Georgia-ს მეშვეობით, არის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ სტუმარი, რომელიც შეიგრძნობს საქართველოს ყველაზე ავთენტურად. ეს არის ის, რაც ტურიზმს ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვნად აქცევს. ყოველი ტურის შემდეგ, როდესაც უკუკავშირს ვიღებთ სტუმრებისგან, თუ როგორ შეუყვარდათ საქართველო, როგორი დაუვიწყარი მოგონებებით ბრუნდებიან შინ და როგორ გეგმავენ მომავალ მოგზაურობას ისევ ჩვენთან, მაძლევს უდიდეს მოტივაციას და ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

 

თქვენს კომპანიაზე მოგვიყევით. საიდან გაჩნდა დაფუძნების იდეა და რას სთავაზობთ საზოგადოებას?

Guide of Georgia-ს დაარსების იდეა მომივიდა ტურიზმისადმი ჩემი ღრმა გატაცებიდან და სურვილიდან, საქართველო გავაცნო და შევაყვარო საერთაშორისო მოგზაურებს. როცა პირველად დავიწყეთ, საქართველო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი მიმართულება იყო მრავალი ტურისტისთვის და მე განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავდი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ პერსონალიზებულ და მაღალი ხარისხის მოგზაურობის გამოცდილებას, გთავაზობთ ყველაფერს, დაბალბიუჯეტიანი ტურპაკეტებიდან დაწყებული ძვირადღირებული ტურისტული სერვისებით დამთავრებული. ჩვენ მოვიპოვეთ უამრავი კომპანიისა თუ ტურისტის ნდობა, რადგან მათ იციან ჩვენი მომსახურება, კომფორტი, პროფესიონალიზმი და მისაღები ფასები. რაც გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან, არის ჩვენი ერთგულება მომსახურების ხარისხის მიმართ. სწორედ ამიტომ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ მხოლოდ ჩვენთან და ასევე გვაქვს მიღებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო ბრწყინვალე სერვისისთვის.

თქვენთვის რასთან ასოცირდება მოგზაურობა?

თამამად ვიტყვი, რომ მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ბევრ ქვეყანაში ვმოგზაურობ ოჯახთან ერთად, მიყვარს სიახლე და თავგადასავლები. ამ აქტივობებში ჩემი სამსახურიც ხელს მიწყობს – ხშირად მიწევს მივლინებები და ასევე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემიძლია ვიმუშაო, მთავარია, ინტერნეტთან მქონდეს წვდომა. ვფიქრობ, ჩემთვის მოგზაურობა ასოცირდება განტვირთვასთან, ახლის შეცნობასა და შემეცნებასთან, სამყაროს ახალი თვალით დანახვასთან. რაც მთავარია, მოგზაურობა არის მოგონებების შეგროვება. ემოციები, გამოცდილება და კავშირები, რომლებსაც სამყაროს შესწავლისას ვიღებთ, სამუდამოდ რჩება ჩვენთან და გვაყალიბებს იმ ადამიანებად, ვინც ვართ. ამიტომ მჯერა, რომ ყოველი მოგზაურობა მნიშვნელოვანია, იქნება ეს ჩემთვის თუ იმ ტურისტებისთვის დაგეგმილი, ვინც თავიანთ მოგზაურობას გვანდობენ.

რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და კარიერის ერთმანეთთან დაბალანსება?

პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება ყოველთვის გამოწვევაა, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში, სადაც სამუშაო ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ საათებს, ზოგჯერ 24 საათსაც კი, მუდმივ კომუნიკაციას და ხშირ მოგზაურობას. თუმცა მჯერა, რომ როცა გატაცებული ხარ იმით, რასაც აკეთებ, ეს ხდება შენი ცხოვრების ნაწილი და არა მხოლოდ სამსახური.

მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე და დედა აქტიურად არიან ჩართულები ბავშვების აღზრდა-განვითარებაში, ქალს, როგორც დედას, ხშირად მიწევს მათ გვერდით დგომა და ყოველთვის მაქვს შიში, რომ მათი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები არ გამოვტოვო, რადგან დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. სწორედ ამიტომ ყველა მივლინებაში დავდივარ ბავშვებით, სანამ მე და ჩემი მეუღლე შეხვედრებზე დავდივართ, ბავშვები სასტუმროში ერთობიან და საღამოს ყველას ერთად გვაქვს განტვირთვის დრო. რა თქმა უნდა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მწამს, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ბალანსი შენარჩუნებული მაქვს.

რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

ჩემთვის თავისუფალი დრო ფუფუნებაა, თუმცა როდესაც ეს დრო გამომიჩნდება, ვცდილობ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავუთმო. სასიამოვნოა, როცა საყვარელ ადამიანებთან ბედნიერად გრძნობ თავს. ასევე ძალიან მიყვარს პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა. მიმაჩნია, რომ ერთ ადგილზე გაჩერება უკუსვლის ტოლფასია და მუდმივად ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო, გავაკეთო. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა.

 

რა არის წარმატების მიღწევის მთავარი გასაღები? რა თვისებებია ამისთვის საჭირო?

ჩემი აზრით, წარმატების გასაღები მუდმივ განვითარებასა და გამძლეობაშია. წარმატება არ არის მხოლოდ მიზნების მიღწევა – ეს არის უწყვეტი პროცესი, გამოწვევებთან ადაპტაცია და პერმამენტული წინსვლა. ჩემთვის წარმატება არ არის მხოლოდ პროფესიული მიღწევები, არამედ პოზიტიური გავლენის მოხდენა – სხვების დახმარება, ადამიანების შთაგონება და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის დატოვება. რა თქმა უნდა, ადამიანები განსხვავდებიან, მაგრამ მჯერა, რომ თითოეულ მათგანს აქვს ნიჭი, რომლის განვითარებაც შეუძლია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ნიჭიერება წარმატების მომტანი არ არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ალბათ მთავარი ფიქრი, სურვილი, მიზნის დასახვა და გარისკვაა და ყველას მოვუწოდებ, რომ განჭვრიტოს და გაბედოს. ამასთან ერთად, მთავარია საკუთარი თავის რწმენა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა… ჩემს შემთხვევაში, როცა კომპანიას ვქმნიდით, დიდი გავლენა ჰქონდა ჩემსა და ჩემი მეუღლის რწმენას, რომ აუცილებლად შევძლებდით. ის იყო და არის ჩემი მთავარი საყრდენი ძალა, რომლის დახმარებითაც დღევანდელ დღემდე მოვედი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

ჩემი სამომავლო გეგმები და მიზნები ორიენტირებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩემი მოღვაწეობის გაფართოებაზე, ინოვაციების გაძლიერებასა და კულტურათაშორისი კავშირების ხელშეწყობაზე. მინდა გავაგრძელო Guide of Georgia-ს ზრდა, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და შევთავაზოთ სტუმრებს კიდევ უფრო პერსონალიზებული და მაღალი ხარისხის მოგზაურობა. გაგიმხელთ ერთ უახლოეს გეგმას. ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად წარმოდგენილი ვიქნებით ჩინეთის უდიდეს გამოფენაზე, რომლისთვისაც მხოლოდ რამდენიმე ტურისტული კომპანია შეირჩა და ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ლიდერი შემომყვანი ტურიზმის სფეროში, გავაცნობთ საქართველოს პოტენციალს ჩინელ და აზიელ პოტენციურ მომხმარებლებს და შევიტანთ ჩვენს წვლილს ქართული ტურიზმის კიდევ უფრო მეტად გაზრდასა და განვითარებაში.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ცნობილი ქალები, რომლებმაც წარმატებას 40 წლის შემდეგ მიაღწიეს

#OK! ცნობილი ქალები, რომლებმაც წარმატებას 40 წლის შემდეგ მიაღწიეს

October 27, 2025
#OK! “ბედნიერი ვარ, რომ მეცვა ქართველი გენიოსის, დემნას მიერ შექმნილი კაბა” – ნუცა ბუზალაძე Balenciaga-ს წითელი კაბით

#OK! “ბედნიერი ვარ, რომ მეცვა ქართველი გენიოსის, დემნას მიერ შექმნილი კაბა” – ნუცა ბუზალაძე Balenciaga-ს წითელი კაბით

May 1, 2023
#OK! ეკოვილა – ეკომეგობრული დასახლება თბილისთან ახლოს

#OK! ეკოვილა – ეკომეგობრული დასახლება თბილისთან ახლოს

February 4, 2022
#OK! INSTA INSPIRATION – ნათია ფარცხალაძე

#OK! INSTA INSPIRATION – ნათია ფარცხალაძე

November 11, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები