• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

October 12, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ვარდისფერი ოქტომბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პრევენცია არის ძალა – ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მისი დამარცხებისთვის აუცილებელია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიყვარულია, როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩვენი ახლობელი ადამიანების. თითოეული პროფილაქტიკური შემოწმება შესაძლოა გახდეს ჩვენის სიცოცხლის გადამრჩენი.

ჟურნალ OK!-ს კამპანიას შემოუერთდა სხვადასხვა ორგანიზაცია: EUROPA DONNA, franco fontana და DRESSCODE საერთო მიზნით: ცნობიერების ამაღლებით დაამარცხონ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნე.

კიბო განაჩენი არ არის! #წადისკრინინგზე

ანა მაზანაშვილი, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი: „ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას – EUROPA DONNA, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღვწის აღნიშნული დიაგნოზით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად.

„ევროპა დონა საქართველოს“ წევრები არიან როგორც ევროპული კოალიცია EUROPA DONNA-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე, ამ დიაგნოზიდან განკურნებული ქალბატონები. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ დიაგნოზით წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და, სამწუხაროდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

 

„ევროპა დონა“ ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

„ევროპა დონა ჯორჯიას“ ძალიან წარმატებული კამპანიებია: „სამიზნე სიცოცხლისთვის“, „ნუ განმასხვავებ“, „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“… ყველა ამ პროექტს მოჰყვა დაფინანსების პროგრამები სახელმწიფოსგან.

რაც შეეხება ონკოსაზოგადოებას, „ჰოუფი“, მისი დაფუძნების იდეა გაჩნდა იმ მიზნით, რომ ყველა ონკოპაციენტის უფლება ყოფილიყო დაცული.

თათული დალაქიშვილი, საიუველირო კომპანია franco fontana: კიბო განაჩენი არ არის. დროული დიაგნოსტიკა – სიცოცხლის შენარჩუნების გზაა. ძვირფასო ქალებო, ძუძუს კიბო არ არის დასასრული – ის გამოწვევაა, რომელსაც ერთად, ცოდნით, პრევენციითა და დროული მოქმედებით ვუპასუხებთ.

აუცილებელია, რომ არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკური შემოწმებები. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია – ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და, რაც მთავარია, თქვენთვის.

თქვენ არ ხართ მარტო – თქვენ გვერდით დგანან ახლობლები, პროფესიონალები და მთელი საზოგადოება, რომელსაც გულით სჯერა, რომ დროული რეაგირება სიცოცხლეს ნიშნავს.

 

 

ხათუნა დოჭვირი, DressCode: DressCode-ისთვის მოდა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკა. ჩვენი მისიაა ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება ცხოვრების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა ჩვენთვის შემთხვევითი არ არის. ეს კამპანია გვაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთოთ აქცენტი არა მხოლოდ გარეგნულ სილამაზეზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებიც ქალების ჯანმრთელობას, ძალასა და მომავლის რწმენას უკავშირდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრენდს, რომელიც ქალებისთვის იქმნება, აქვს პასუხისმგებლობა, იყოს მათი ხმა.

 

ჩვენი მიზანია, ქალებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციონ. იმედს ვიტოვებთ, ქალები აცნობიერებენ, რომ რეგულარული შემოწმება და პრევენცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყოველდღიური ცხოვრების სხვა გადაწყვეტილებები. ჩვენი ბრენდისთვის პრევენცია ნიშნავს არა შიშს, არამედ ძალას, რომელიც ქალს აძლევს თავისუფლებასა და თავდაჯერებას. სწორედ ეს არის ზრუნვის თანამედროვე სახე, რომელსაც DRESSCODE ყოველთვის მხარს უჭერს.

 

ხათუნა ჭინჭარაშვილი, ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ პრეზიდენტი: 2018 წლის გაზაფხულის ერთ დღეს, მარჯვენა ძუძუში ნაპოვნმა პაწაწინა წარმონაქმნმა ცოტა შემაფიქრა. „კიბო ხომ არ არის-მეთქი“, – გავიფიქრე. ექიმთან მალევე მივედი და დიაგნოზიც მეორე დღესვე მივიღე – „ინვაზიური სადინროვანი კარცინომა“. დავგუგლე და გავიგე, რომ კიბო მქონდა და თითქოს ცხოვრებაც ორად გაიყო – კიბომდე და კიბოს შემდეგ.

კიბოს წინაშე დადგომამ მისი რეალური მასშტაბები დამანახვა და ამან თითქოს პარადოქსულად, ჩემი შესაძლებლობების უსაზღვრობაც აღმომაჩენინა. მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა უდიდეს სიმამაცეს, გამბედაობას, მიმღებლობას, მოთმინებას, შემეცნებას, იმედს და გონიერებას მოითხოვდა.

მერე მოსმენა დავიწყე, კიბოს მოსმენა და მივხვდი, რომ კიბოს თუ კარგად მოუსმენ, აუცილებლად გეტყვის რაღაცას შენ შესახებ. ალბათ ეს არის „გამარჯვების“ საიდუმლოც. მოუსმინო, გაიგო, გათამამდე და გაბედო.

და დღეს ზუსტად ვიცი, რომ გზა, რომელსაც დიაგნოზის წინაშე მდგომი გადიხარ, რთულია, მაგრამ გაკვალული. უკვე ბევრმა გავკვალეთ და გამოცდილებაც ბევრი დავაგროვეთ. ჩვენ შევძელით და შენც შეძლებ! ყოველდღე აირჩიე სიცოცხლე. არა უშავს, თუ შეშინდები, ითხოვე დახმარება, მოუსმინე საკუთარ გულს და ყოველდღე იპოვე თუნდაც ერთი პატარა რამ, რაც გაგაღიმებს.

 

 

გახსოვდეს, მარტო არ ხარ და მალე ხელახლა დაიბადები – ახალი ხედვით, ახალი ღირებულებებით, ახალი და უკეთესი ცხოვრებისთვის. მთავარია, აქციო მკურნალობის პერიოდი თავგადასავლად! ეს ეტაპიც შენი ცხოვრებაა და შენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ის. ლაღი და ხალისიანი, თუ მძიმე და ჩაკეტილი. შენვე ირჩევ სტრატეგიას – როგორც ბრძოლას, როგორც გაკვეთილს თუ როგორც გარდასახვას. იზრუნე თავზე, იზრუნე შენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჭკვიანად კიბოსთან! ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული!

 

 

 

მეგი თედეევი, „ევროპა დონა საქართველოს“ საბჭოს წევრი: როცა პირველად გავიგე დიაგნოზის შესახებ, დრო თითქოს გაჩერდა. შიში, გაურკვევლობა და უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი. ექიმების მხარდაჭერა, ოჯახის სიყვარული, ჩემი Europa Donna Georgia-ს სამაგალითო, გმირი გოგოები და საკუთარი ნებისყოფა გახდა ის ძალა, რომელმაც დამანახვა, რომ კიბო განაჩენი არ არის. გადარჩენისთვის ბრძოლის გზა რთული იყო, ბევრი ცრემლი, ტკივილი და სირთულე, მაგრამ დროული და უწყვეტი მკურნალობა, თან ჩემი სუპერუძლეველი შემართება ვიცოდი, რომ გამარჯვებამდე მიმიყვანდა. დღეს ვიცი, რომ მთავარია დროული რეაგირება. არ უნდა დანებდე, სწორედ მაშინ ხდება შეუძლებელი შესაძლებელი.

 

კიბო ცხოვრების მძიმე გამოწვევაა, მაგრამ რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ, მით უფრო ადვილია მისი დამარცხება. ნუ გადადებთ გამოკვლევებს და მოუსმინეთ თქვენს სხეულს. გახსოვდეთ: თქვენში უზარმაზარი ძალა და სილამაზეა, რომელსაც ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. #წადისკრინინგზე შენი სიცოცხლე შენს ხელშია. მე გამარჯვებული ონკოპაციენტი ვარ და ვცხოვრობ სრულფასოვანი ცხოვრებით, რადგან ავირჩიე სიცოცხლე და საკუთარი თავი.

 

 

 

 

სოფიკო ჭკადუა, „ევროპა დონა საქართველოს“ საბჭოს წევრი: უკვე შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ოთახი და წამი, როცა ექიმმა მითხრა ჩემი დიაგნოზის შესახებ. პირველი ფიქრი, რამაც თავში გამიელვა, გახლდათ – „ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს“. თუმცა მაგიდაზე ყველა კვლევის პასუხი იდო და რეალობა თვალწინ მედგა. ეს მომენტი დამაბნეველი იყო, თითქოს დრო შეჩერდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, არ დავიწყე ამ ყველაფრის დრამატიზება – პირიქით, მივხვდი, რომ დროის დაკარგვის უფლება არ მქონდა. დავიწყე სწორი კითხვების დასმა: საიდან უნდა დამეწყო, რა ნაბიჯები უნდა გადამედგა. მკურნალობის პერიოდი რთული იყო – ფიზიკურადაც და ემოციურადაც, მაგრამ შეუძლებელი – არა. თითოეული დღე, თითოეული პროცედურა ჩემი გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ.

 

 

დღეს კარგად ვარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ – ვისწავლე ყველაფრის სიყვარულის და მადლიერების ფასი.

ვინც ახლა ებრძვის ამ დიაგნოზს, მინდა ვუთხრა: რამდენადაც დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმდენად ასე მოხდება. მე თუ შევძელი – შენც შეძლებ!

კიბო განაჩენი არ არის! ეს გზა იქნება შენი ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ბრძოლა, რომლის მოგებაც შენ აუცილებლად შეგიძლია.

 

 

საქორწილო კაბები: DRESSCODE

სამკაული: Franco Fontana Georgia

იდეის ავტორი: ქეთა დაუშვილი

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტოგრაფი: მარიამი თოდუა

პროექტი: თამთა დალაქიშვილი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან
ინტერვიუ

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან

October 12, 2025
#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა
OK! News

#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა

October 12, 2025
#OK! Gold Market  თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი
ინტერვიუ

#OK! Gold Market თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი

October 12, 2025
#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან
ინტერვიუ

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

October 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი და ქენდის სვეინფული ერთმანეთს ხვდებიან

#OK! ქანიე უესტი და ქენდის სვეინფული ერთმანეთს ხვდებიან

September 17, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო მალიბუში დედ-მამასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო მალიბუში დედ-მამასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს

June 2, 2021
#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

June 3, 2022
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! TRAVELISTA თქვენი კომფორტული მოგზაურობის გარანტი

February 6, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები