• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! შოუ ბიზნესი

#OK! “მე არ მეშინია სიბერის, ჩემთვის ასაკის მატება იმას აღნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ და კარგად ვარ” – 59 წლის მონიკა ბელუჩი

May 6, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული იტალიელი დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მუზა მონიკა ბელუჩი დღეს ორი შვილის დედაა, მისი, როგორც მსახიობის კარიერა თითქმის ისეთივე წარმატებულია, როგორიც წლების წინ იყო.

წარმოგიდგენთ იტალიელი ლამაზმანის ინტერვიუს, სადაც ის კარიერულ წინსვლაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე გულახდილად საუბრობს.

ასაკის მატება მონიკასთვის არა მწუხარებასთან, არამედ გამარჯვებასთან ასოცირდება.

“იტალიაში ქალის სექსუალურობა და სილამაზე ჰაერში იგრძნობა, სადაც სხეულს სიტყვების გარეშე შეუძლია მეტყველება. დაბერების პროცესს ძალიან ბუნებრივად ვხვდები. ჩემი ყოველი დაბადების დღე არის აღმნიშვნელი იმის, რომ ცოცხალი ვარ… მაგალითად, საფრანგეთში ქალის სილამაზე განსხვავებულად აღიქმება, იქ ფემინურობა ენერგიულობასთანაა დაკავშირებული და არა ასაკთან.

 ვფიქრობ, ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს სექსუალურობას ეს არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია, არ უნდა გვქონდეს  არასრულფასოვნების კომლექსი და არ უნდა ვფარავდეთ ნაკლოვანებებს.”

 

MONICA BELLUCCI in Elle Magazine, Italy November 2019 – HawtCelebs

 

როგორია მსახიობის თვალით დანახული “იტალიური სილამაზე“

“ჩემთვის იტალიური სილამაზე არის მიქსი თანამედროვეობასა და სექსუალურობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, იტალიელი ქალების თვალებში დრამატულობის ამოკითხვა მარტივად შეიძლება, რადგან უფრო ხშირად ისინი მიჩვეულები არიან იმეტყველონ თვალებით, ვიდრე სიტყვებით.”

 

Monica Bellucci - ELLE Magazine Italy December 2017 Issue • CelebMafia

 

რჩევა 50 წელს გადაცილებულ ქალებს

“დღეს ძალიან ბევრი პროცედურა არსებობს იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ. პირადად მე, არავის არაფერს არ ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის. ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად. დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის შედარებით პრივილეგირებულია. 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს. მინდა ყველამ დაიმახსოვროვს, რომ მთავარია ვნება და მონდომება ჩადო საკუთარ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, ყოველთვის შეგიძლია ხელოვნება შექმნა. თუ მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.”

 

Hapers Bazar - Signe Vilstrup - John Nollet

 

მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა მონიკას ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარა.

“როგორც ყოველთვის ვამბობ, საკუთარი თავის გამოსახატად სხეული ძალიან მნიშვნელოვანია, მოდის ინდუსტრიაში მუშაობამ საშუალება მომცა საკუთარ თავთან კავშირი მეპოვნა. როდესაც მსახიობი ხარ, თითქოს გარკვეულწილად მოცეკვავეც ხარ, ამ დროს ყველაფერს სხეულის გავლით გამოხატავ, რადგან საკუთარი თავის ინსტრუმენტი თავად ხარ.”

 

 

“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მიზიდავდა ნახატები და საინტერესო სურათები, რადგან ხელოვნების ნიმუშები ემოციებს ყოველთვის საუკეთესოდ გამოხატავდა კარგი წიგნის, ან საინტერესო სიუჟეტის მქონე ფილმის მსგავსად. მოდის ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილება სამსახიობო საქმიანობაში ძალიან დამეხმარა და ბევრი ახალი რამ მასწავლა. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობის დროს ყველაფერი დელიკატური, თუმცა ამავდროულად ძალიან ლამაზი უნდა იყოს.”

 

17 Times Monica Bellucci Proved She Was Dolce & Gabbana's Ultimate Muse | British Vogue

 

იტალიელი ლამაზმანისთვის საკუთარი ბებიები ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალების სიმბოლოა.

“ბებიები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ. ქალები, რომლებმაც ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედავად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლეს. ისინი ჩემთვის დღემდე მისაბაძი მაგალითები არიან. ქალები რომლებიც ძალიან ძლიერები, ამავდროულად კი წარმოუდგენლად ფემინურები იყვნენ, საკუთარი ოჯახებისთვის წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდნენ.”

“ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს პერიოდი, როდესაც უსუსური და დაუცველი ხარ. მახსოვს, ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა არის ის, რომელსაც საკუთარი თავის ძიებაში გადიხარ. ეს არის პერიოდი, რომელიც ყველაზე რთულია, თუმცა საკუთარი ღირებულებების, სიძლიერეებისა და სისუსტეების აღმოჩენაში აუცილებლად დაგეხმარება.”

 

dolce & gabbana with monica bellucci | Hanging Out With Teo

 

რას გეგმავს მსახიობი ახლო მომავალში და დაინტერესებულია თუ არა განსხვავებული საქმიანობით.

“ნებისმიერ ინდუსტრიაში მუშაობა შეიძლება იყოს რთული, განსაკუთრებით ქალებისთვის. ზოგჯერ გხვდება ადამიანი, რომელიც ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მუშაობა არანორმალურ ადამიანებთან გიწევს. განსხვავება, რაც გასულ ათწლეულებთან შედარებით დღეს იგრძნობა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ქალებმა ისწავლეს საკუთარი აზრის დაფიქსირება და პოზიციის დაცვა.

ექსპერიმენტების არასდროს მეშინია. სულ ვცდილობ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. როდესაც ვირჩევ როლს და უკვე ზუსტად ვიცი, რომ კონკრეტულ ფილმში მონაწილეობა მე უნდა მივიღო, ამ დროს მუზა ვხდები და თავს მთლიანად რეჟისორს ვანდობ.”

გაიგე მეტი: მონიკა ბელუჩი

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა
OK! News

#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

December 8, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა
OK! News

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა
OK! News

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს
OK! News

#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ადგილები სადაც ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს!

#OK! ნახეთ, როგორ გამოიყურება ის ადგილები სადაც ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს!

August 17, 2021
#OK! კაილი ჯენერის მდიდრული წვეულება სააღდგომო დღესასწაულისთვის

#OK! კაილი ჯენერის მდიდრული წვეულება სააღდგომო დღესასწაულისთვის

April 6, 2021
#OK! ნიკოლ კიდმანი საცხოვრებლად პორტუგალიაში გადადის

#OK! ნიკოლ კიდმანი საცხოვრებლად პორტუგალიაში გადადის

October 17, 2025
#OK! დღეს კეტი პერი 38 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს კეტი პერი 38 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

October 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

December 22, 2025
#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

#OK! ჯონ ტრავოლტას შვილი შეიძლება ელვის პრესლის შვილთაშვილი აღმოჩნდეს

December 18, 2025
#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

December 23, 2025
#OK! მეგან მარკლმა უარი თქვა მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! მეგან მარკლმა უარი თქვა მამის მონახულებაზე, რომელსაც ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა

December 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები