• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ,,ვერ დავკარგავთ იმას, რაც ოდითგანვე გაგვაჩნდა…” – ბრძოლა თავისუფლებისთვის თავისუფლებით გრძელდება…

May 1, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

OK! გაგაცნობთ ახალგაზრდა პოეტსა და პოლიტიკოსს, პარტია „საქართველოსთვის“ ბორჯომის საკრებულოს წევრს კოკა კობალაძეს. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც სურს იყოს ევროპის ნაწილი და იბრძვის იმ ევროპული ღირებულებების გადასარჩენად, რაც ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს. კოკა ჩვენთან საუბარში იხსენებს 7-10 მარტის მოვლენებს, თუ როგორ აღმოჩნდა წყლის ჭავლის პირისპირ, იმ ქალის გვერდით, რომელსაც ევროკავშირის დროშა ეჭირა და რატომ მოხდა მისი დაკავება აქციის მეორე დღეს.

 

პოეზია უპირველეს ყოვლისა…

ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რამაც ჩემი პოეზიითა და ლიტერატურით დაინტერესება განაპირობა. გამოვყოფდი ბებიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ის ბავშობიდან ლექსებს მიკითხავდა და მასწავლიდა. მახსოვს, ვკითხულობდი სხვადასხვა პოეტის ლექსებს და ვაიგივებდი ემოციურ დონეზე – აზრობრივად. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით დაინტერება, ზოგადად, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე მოხდა.

წერა 13 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ მეგონა, რომ ეს ყველას შეეძლო – ასეთი ფორმით ემოციებისა და აზრის გადმოცემა. არ მივიჩნევდი ამ ყველაფერს განსაკუთრებულად, თუმცა ასაკთან ერთად მივხვდი, რომ წერა ყველას არ შეუძლია, რამაც უფრო მეტად ამავსო განსაკუთრებული გრძნობით.

ჩემი აზრით, პოეტის ცხოვრებაში მუზა და შთაგონების წყარო შეუძლებელია მხოლოდ ერთი იყოს. პირადად ჩემთვის ინსპირაციის წყარო შესაძლოა იყოს როგორც კონკრეტული პიროვნება, ისე მოვლენა, თუნდაც ნახატი, ამ დროს წარმოსახვით სამყაროში გადადიხარ, სადაც მხოლოდ შენ ხარ და წერ ყველაფერს ისე, როგორც თავად გრძნობ და განიცდი.

 

 

პოლიტიკა…

არასოდეს მქონია პოლიტიკური ამბიციები და არ მეგონა, თუ ამ სფეროთი ოდესმე დავინტერედებოდი. ჩემი ამ როლში ყოფნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. პირველი ესაა პირადი დამოკიდებულება და პირადი ურთიერთობები, რაც მოჰყვა იმ ინციდენტს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში 2019 წელს მოხდა, როცა გიორგი გახარიამ ჩემთვის უპრეცედენტო და შეუფასებელი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგად ამ ადამიანის მიმართ პირადი სიმპათიები და პატივისცემა გამიჩნდა. დავინახე, რომ მას ეფექტურად შეუძლია მართოს. შემდეგ, როცა ის ამ ხელისუფლებას გამოეყო, მეც მის გვერდით დავდექი.

გარდა ამისა, პოლიტიკაში წასვლა გადამაწყვეტინა იმ რეალობამ, რაშიც ვიყავით და ახლაც ვართ. უმოქმედოდ ვერ ვიჯდებოდი. ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო, მინდოდა ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. ვფიქრობ, თუ შევძლებ რამე შევცვალო ან უკეთესობისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგა, ან ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც გავაუმჯობესო ჩემი პოლიტიკაში ყოფნით, ე. ი ეს ამად ღირდა. მინდა იმ ადამიანების სათქმელი ვთქვა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

 

ახალგაზრდა პოეტი და ახალგაზრდა პოლიტიკოსი კოკა კობალაძე. თქვენი აზრით, რა განასხვავებს და აერთიანებს ამ ორ ადამიანს?

ძალიან კარგი კითხვაა. ვფიქრობ, ბევრი რამ აერთიანებს და ბევრი რამ განასხვავებს კოკას, როგორც პოეტს და კოკას, როგორც პოლიტიკოსს. მაგალითად, რაიმე საგანი რომ აიღოთ,  სადაც არ უნდა დადოთ იგი, ისევ ის საგანი იქნება და თავის დანიშნულებას, თვისებებს, ვფიქრობ, არ დაკარგავს. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზე. თუმცა არის რაღაცები, რაც პოლიტიკაში არ გამოდგება და არ გეპატიება, მაგალითად, სენტიმენტალურობა, ემოციურობა… პოლიტიკაში შეცდომების დაშვება ძალიან საფრთხილოა. პოეზიაში შესაძლოა შეცდომა დაუშვა და მალევე გამოასწორო, მაგრამ პოლიტიკაში ასე არ ხდება, რადგან ისტორია ყველაფერს ინახავს. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსს დიდი სიფრთხილე და თავშეკავება სჭირდება.

 რაც შეეხება იმას, რაც ამ ორ კოკას აერთიანებს, არის იდეა – ჩვენი სამშობლოს მომავალი, სურვილი იმისა, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ როგორც ჩვენ, ისე მომავალმა თაობამ.

 

7-10 მარტის აქცია…

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო აქცია, რომელმაც გაგვაერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, იდეოლოგიისა თუ მრწამსისა. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა ევროპული მომავალი და ის ღირებულებები, რაც წინაპრებმა სისხლისა და სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს. მახსოვს, რამხელა ენერგიას ვგრძნობდი იმ დღეს, როცა ის ქალბატონი დროშით ხელში დავინახე. მე დავინახე ყველაზე ძლიერი ქალი, რომელიც იქ მყოფ ყველა კაცზე ძლიერი იყო. ჩავთვალე, რომ უნდა მივსულიყავი მასთან, რადგან ყველაზე ძლიერი უნდა დამეცვა… შემდეგ სხვებიც მოვიდნენ. მინდოდა იმ ტკივილისა თუ იმ ემოციის მონაწილე ვყოფილიყავი, რასაც ის ქალბატონი იმწუთას წყლის ჭავლის პირისპირ განიცდიდა.

 

 

 

აქციის მეორე დღეს მე და ჩემი მეგობრები პარლამენტთან ვიყავით მისულები, რობოკოპები იქვე იყვნენ განლაგებული. რამდენიმე წუთში ვერც გავიაზრე რა მოხდა, დავინახე, რომ ერთ მოქალაქეს 6 პოლიციელი ურტყამდა. მივედი, მინდოდა გამეყვანა ეს მოქალაქე, გამერიდებინა იმ სიტუაციას. როგორც მაშინ მინდოდა იმ ქალბატონის დახმარება, ისე მინდოდა ახლაც ამ ადამიანის დაცვა, რადგან ვფიქრობ, როდესაც უსამართლობას ხედავ და არ რეაგირებ, მაშინ იმ უსამართლობის მონაწილე ხდები. სწორედ ამ დროს ორმა პოლიციელმა გამიყვანა. ვკითხე მათ: „მოგწონთ თქვენ, აქ რაც ხდება? ამ რუსულ კანონს ეთანხმებით?“ ამ დროს მოვიდა მესამე პირი და მითხრა, დაკავებული ხარო. რა მუხლით მაკავებ-მეთქი ვიკითხე, თუმცა პასუხი არავის გაუცია. რა თქმა უნდა, ხელიც დამარტყეს, ძალის გადამეტება იყო, ამ ფაქტის ვიდეოჩანაწერიც არსებობს – 16 კაცს მივყავდი.

 

7-8 მაისი…

მე, როგორც შემოქმედს, ხშირად მიწევს ახალგაზრდებთან ურთიერთობა როგორც ლექციების ფორმატში, ისე სალონური შეხვედრების სახით. ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აქტუალურზეც… ახლაც, 7 მაისს მაქვს სალონური შეხვედრა ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ხოლო მეორე დღეს, 8-ში სასამართლოა დანიშნული.

 

 

ევროპა…

ჩვენ ისტორიულად ოდითგანვე ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, თუმცა მერე მოხდა ის, რაც მოხდა. არსებული სიტუაცია საბჭოთა კავშირმა შეცვალა და არია. ახლა კი ვცდილობთ ისევ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ ის ევროპული ღირებულებები, რაც ჩვენ ევროპასთან გვაკავშირებს და რასაც ჩვენი წინაპრების სიცოცხლე შეეწირა.

ვფიქრობ, რომ მოსახლეობის 85%-ს სწორი მიმართულება გვაქვს არჩეული და არ ვაპირებთ გადავუხვიოთ ამ გზას, რადგან საქართველოს მომავალსა და ხსნას ამაში ვხედავთ.

 

GenZ თაობა…

ჯენზი არის ცოცხალი თაობა, რომელსაც კითხვებიც აქვს  და პასუხებიც. ეს არის თაობა, რომელიც თავისუფლებისთვის თავისუფლებით იბრძვის და პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავს. ვფიქრობ, ჯენზი არის თაობა, რომელიც ისტორიაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ეს არის თაობა, რომელიც ძალიან ახლოსაა ევროპასთან. ჩემი აზრით, ევროპამდე ერთადერთი რამ გვაკლია – მოქმედი მთავრობის სწორი გეზი და გადაწყვეტილება, რაც ევროპასთან დაგვაახლოებს, თორემ ხალხი ისედაც ახლოსაა ევროპასთან.

 

სამომავლო გეგმები

მალე ჩემი მეორე კრებული გამოვა. ასევე, გაგრძელდება ჩემი პოეზიის საღამოები და სალონური შეხვედრები. გარდა ამისა, გრძელდება ბრძოლა, რომელშიც ყველა ერთად ვართ. გავაგრძელებ იმ ყველაფერს, რაც დავიწყე და სადაც ვიქნები, ვიქნები ეფექტური ან საერთოდ არ ვიქნები.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებას პრინცი უილიამიც გამოეხმაურა

#OK! მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებას პრინცი უილიამიც გამოეხმაურა

March 14, 2021
#OK! სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ − სასურველი შედეგის გარანტი

#OK! სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ − სასურველი შედეგის გარანტი

July 8, 2022
#OK! ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

#OK! ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

October 7, 2021
#OK! სამოდელო სააგენტო კატრინი – წარმატების გარანტი

#OK! სამოდელო სააგენტო კატრინი – წარმატების გარანტი

March 9, 2025

კვირის ჰიტები

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
#OK! ნინო სურგულაძე Opera Australia-ს სცენაზე დებიუტისთვის ემზადება

#OK! ნინო სურგულაძე Opera Australia-ს სცენაზე დებიუტისთვის ემზადება

August 26, 2026
#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

August 22, 2026
#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

August 26, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები