• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! უბრალოდ, ჟანრი…

June 22, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დიდხანს ვფიქრობდი რა დავარქვა ამ ინტერვიუს-მეთქი. მუდამ ასე მემართება, როცა ჩემთვის ძალიან საყვარელ რესპონდენტს ეხება საქმე − ყველაფრის თქმა ერთბაშად მინდა და შემდეგ ვეღარაფერს ვუყრი თავს. ამ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მეორედ მომეცა. პირველი 5 წლის წინ იყო და ესეც კარგად მახსოვს. მაშინაც და ახლაც, ჩემ წინაშე იდგა საოცარი ადამიანი, დიდებული მხატვარი და გენიალური მსახიობი. დამენანა, იცით, ინტერვიუ მხოლოდ ბეჭდური რომ უნდა ყოფილიყო. მისი გრძნობა, ემოცია, საუბრის მანერა, აქცენტები − ყველაფერი უნდა ენახა ადამიანს. მე მაქსიმალურად ვეცადე, რესპონდენტის ენა შემენახა და ემოციებიც შემომენახა სასვენ ნიშნებში, მაგრამ ვინ იცის, ეს როგორ გამოვიდა. ჰო, სათქმელს რომ დავუბრუნდე − დიდხანს ვფიქრობდი ინტერვიუს სახელზე-მეთქი და უცებ მივხვდი სრულიად მარტივ რამეს − ამ ადამიანს არ სჭირდება შეფასებები ან ზედმეტი ეპითეტები, რადგან მან შექმნა ეპოქა, სადაც მხოლოდ სახელიც ბევრისმთქმელია. ჰოდა ასე, ჟანრი ლოლაშვილი ყველანაირი როლისა და ჟანრის გარეშე − უბრალოდ, ჟანრი…

80 წლის გახდით და ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას?

რასაკვირველია, გულდასაწყვეტი უფრო მეტია, ვიდრე სასიამოვნო დღეები. ასეა მოწყობილი ადამიანი: სასიამოვნო არ გახსოვს და ცუდი რაღაცები ფსიქოლოგიაში ღრმად ილექება. თუმცა, ცხოვრება მაინც კაია, ქართველობაც კარგია. ახლა ვიცი, როგორ უნდა დავჯდე, რომ საკუთარი გულის ხმა გავიგო, განსხვავებით ახალგაზრდობისგან, როცა გულის მხარეს ვერ ვწვებოდი, რადგან ისე ძლიერად გიცემს გული, რომ ეს ხმა გაწუხებს. არადა, ხანდახან ვეღარც კი ვიგებ, საერთოდ არის კი აქ გული… ჰო, ნუ, არ ვწუწუნებ. მადლობელი უნდა იყო ადამიანი, იმიტომ, რომ კვდებოდი და აქ დაგაბრუნეს. ე.ი. ვიღაცას კიდევ სჭირდები. 80 წლის იუბილეზე მომლოცველების სია ძალიან დიდი იყო. არ დაგიმალავ და გამიკვირდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას ვხედავ და ვხვდები ხალხისგან. ისიც მესმის, რომ ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება, მაგრამ ამის გამო რომ დეზები და თმა გავისწორო, რომელიც არ მაქვს და პოზაში ჩავვარდე, არ მჩვევია.

ალბათ იმიტომ, რომ რაც მეტად დიდსულოვანი და გენიოსია ადამიანი, მით უფრო თავმდაბალია…

ასე ფიქრობთ? მიხარია. საერთოდ, თავდაჯერებას ბევრი რამ სჭირდება. და მე ეს მაკლია. მაგრამ კარგია, უაზროდ აღარ „იბრიქები“. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რა გავაკეთე ასეთი, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე. რა თქმა უნდა, იღბალიც დიდია. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება განსაკუთრებულია, თანაც მაშინ, თუ 80 წელს მიაღწია. აქ გამორჩევა არ ხდება, რადგან თავისთავად ადამიანია საერთოდ სხვა მოვლენა, კალენდარული დღეები არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, სხვანაირი დაფიქრება მოდის, თავშეკავებაც, რაღაცის შიშიც. კომპლექსებიც ბევრია ჩვენს თავს. ნუ, ვერაფერს ვიზამთ. ასეთია ადამიანი. მაგრამ კარგიც ბევრია: ვიღაც გიყვარდება, ვიღაცასთან კონტაქტი გინდა. დიდი ხანი თუ ხარ მარტო, გსურს ადამიანები გვერდით გყავდეს, ძალიან ბევრი ხალხი თუ გყავს, პირიქით − მარტო გინდა ყოფნა. მერე სადღაც წასვლა გსურს, მერე მოსვლა გინდა, მერე სიზმარი არ გასვენებს, მერე წინათგრძნობა გიჭამს გონებას და ეს „მერე“ იმდენია, რომ შეიძლება გულიც გაგისკდეს. ნუ, რა უნდა ქნას ადამიანმა? ხანდახან ოპტიმიზმი და საკუთარი თავით ტკბობაც საჭიროა. მაგრამ აქაც სიფხიზლეა საჭირო, აზროვნება − არ უნდა გატუტუცდე, არ უნდა აგივარდეს თავში. ვიღაცას მართლა უყვარხარ, ვიღაც გეფარისევლება. ესეც კარგია − ჩანს, ვინ ვინ არის. ზოგი რაღაცას ვერ გიბედავს. ზოგი ძალიან ბევრს გიბედავს და მერე უნდა გაიხადო და „დაეგდო ლოგინში“ და ისევ იფიქრო, იმიტომ, რომ ეს ფიქრები ძილშიც არ გასვენებს…

და ამ დროს, აი, ის „გარდამავალი წამი“ რომ არის, ჩვენი თავი ყველამ რომ ვიცით − როგორია საკუთარ თავთან დარჩენილი ჟანრი ლოლაშვილი?

უბედურიც ვარ, ტრაგიკული ვარ, ბედნიერიც ვარ. ერთი სიტყვით, მაგარი „გოთვერანი“ ვარ. ანალიტიკურიც ვარ. კარგად უნდა შეძლო მოვლენების გააზრება, დაფიქრება. მაგრამ ვინ იცის… ეგებ ამ არაჩვეულებრივ შეკითხვაზე უკეთესადაც კი მეპასუხა… უფრო აზრიანად. ისე აზრსაც უნდა დასვენება, მაგრამ არასდროს ისვენებს. ასეთი შექმნა ღმერთმა ადამიანი. ამდენი ფიქრით შესაძლოა თავი გაგისკდეს. წლოვანებას თავისი მოაქვს. ახალგაზრდობაში ჩემი აზროვნება მაინც მექანიკური იყო − საკუთარი ცხოვრების ტემპი, რიტმი, ინტერესის სფეროები სხვაა. ნელ-ნელა კალენდარული დღეები გადის და ცხოვრების შიდა განაწესები იცვლება. ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ისე, ადამიანს არ შეუძლია ამ კითხვის ნიშნების გარეშე იცხოვროს. ახლა, როცა სავარძელი შემიყვარდა ძალიან (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვდგავარ ფეხზე და ძალიან ბევრს ვხატავ), ბევრს ვფიქრობ − სამშობლოზე, ჩემს ხალხზე, სადმე რამე უშნოდ ხომ არ ვთქვი, ვინმეს ხომ არ ვაწყენინე. ვარ ასე ანალიზების ანალიზებში. ბოლო დროს ქვეყნის ამბებზე მომეძალა ფიქრები.

ე.ი. სამშობლოზე ბევრს ფიქრობთ?

დიახ, ბევრს ვფიქრობ, როგორ არ ვფიქრობ… მეხსიერება კაი რამეა. ხშირად გარედან ხდება პასუხები და არა შიგნიდან. შენგან კი არა, არამედ, გარედან. იქ ძალიან ბევრი ბიძგია. შენ შენი ჭკუით და შენი ფეხებით დადიხარ და სწორ გზაზე უნდა დადგე, სამშვიდობოს რომ გახვიდე. ის, ჩვენ რომ ყველამ ვიცით, სულ რომ ველაპარაკებით და თვითონ არაფერს გვეუბნება, მუდმივად გაეჭვებს, რთულ სიტუაციებში გაყენებს, იმას ვგულისხმობ − „თლა იმას − იმანოს“. ჩვენ მუდმივი აბიტურიენტები ვართ. მე განსაკუთრებით, სცენაზეც და მხატვრობაშიც. სულ რომ გამოცდების ჩაბარებისთვის გვიწევს მზადება. საბოლოოდ კი, რა არის ცხოვრება? − გულში ჩაკერებული აპარატურა და ბოლო ცდები, რომ ადამიანებთან კარგი ურთიერთობები გქონდეს. მე რაღაც 3 დღე დამრჩენია. თავს კი არ გაცოდებთ − ყველა ასეა. მინდა ეს დღეები სიყვარულში გავატარო. ბევრს ფიქრობ ადამიანი, ბევრს. გინდა ვიღაცები გაამართლო მათი საქციელის გამო, გინდა, მაგრამ უცებ ეს ფიქრები გღლის… საჭიროა პასუხისგება შენს ჩადენილ საქციელებზე. სხვის ჩადენილ საქციელებზეც ფიქრობ. მე თუ მკითხავთ, კიდევ დიდხანს ცხოვრობს ადამიანი ასეთ ორომტრიალში.

ეს ფიქრები ასაკის მატებასთან ერთად უფრო მძიმდება თუ უბრალოდ, მძაფრდება?

მძაფრდება. ბევრი რამ გაიარე. ყველაფრის ცნობა ასე თუ ისე შეგიძლია. ბევრი რამის ამოყრა შეგიძლია, რადგან ეს უკვე ნაცნობია. მაგრამ მერე იმაზე გინდა შეფასებების კეთება, რაც დაგხვდა. არ მთავრდება ადამიანებისთვის ეს კითხვის ნიშნები.

და ამ შეკითხვებში თუ პოულობთ პასუხს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე? რაც ამაოებას და ამქვეყნიურ ცხოვრებას სცილდება?

აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. არსებობს: არის და იყო, კითხვის ნიშანია − „იქნება“ კი? ამქვეყნადაც არსებობს მთავარი ფასეულობები, როგორ არა − განსაკუთრებული ინსტინქტი იღვიძებს შვილზე ფიქრისას, ცოლზე ფიქრისას. ეგ კიდევ სხვა ენერგიაა. კითხვის ნიშნები არ მთავრდება, გრძელდება და მძაფრდება. რაღაცის კეთება გეხმარება, რომ ამდენი არ იფიქრო. განსაკუთრებულია ადამიანებთან ურთიერთობა. ვიღაცას უყვარხარ, პატივს გცემს და ეს მხარე ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შეძახილი, რაღაც ტაში − გაცოცხლებს. ბედნიერების წუთები და წამები გამშვიდებს. გეზრდება თითქოს სასიცოცხლო ძალა. მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ყველაფერი მაინც ამაოებაა. მოგივა დრო, წუთი, და წამოწექი, თუ ძმა ხარ. იმიტომ, რომ რაც გიწერია ბუნებაში − რამდენ წელს უნდა იყო ამ ცხოვრებაში, მოხდება ისე, როგორც ეს „იქ“ განსაზღვრეს. შენ უბრალოდ, უნდა იფიქრო, ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა შეგიძლია გააკეთო. მერე ეს შენი ცხოვრების ლაიტმოტივი ხდება. ცოდოა ადამიანი… ხომ გაგიგონიათ, ღმერთთან მართალი უნდა იყო, ღმერთთანო. ახლა ღმერთს არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ გაბუტულია.

და ნიშნები? სასწაულები?..

კი, მაგას ვამბობ ზუსტად. ეგ არის, რომ მუდამ აბიტურიენტები ვართ, მუდამ გამოცდებში. სწავლა დავამთავრეო, რომ ვამბობთ, რა დაამთავრე?! − მთავარი დასამთავრებელი წინ გაქვს. უნდა იგრძნო, რა ხდება სამყაროში − მეცნიერებაც ეგაა და ცხოვრებაც.

და კაცია ადამიანი?!

დიახ, კაცია ადამიანი. იცით, რატომ? მასში სხვაზე ფიქრის, სხვისი სიყვარულისა და სიკეთის სურვილი დომინანტია. გიხარია სხვისი კარგად ყოფნა, სურვილი გიჩნდება შვილს ჩაეხუტო, ცოლს ჩაეხუტო უფრო დიდი ხნით, და ასე…

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ერთი წლის შვილი გამოაჩინეს

#OK! ვენსან კასელმა და ნარა ბაპტისტამ ერთი წლის შვილი გამოაჩინეს

December 25, 2025
#OK! ილია ჭავჭავაძის 10 ცნობილი გამონათქვამი საქართველოზე!

#OK! ილია ჭავჭავაძის 10 ცნობილი გამონათქვამი საქართველოზე!

June 24, 2025
#OK! გლამურული ლილი კოლინსი: მსახიობი Yves Saint Laurent-ის კაბით!

#OK! გლამურული ლილი კოლინსი: მსახიობი Yves Saint Laurent-ის კაბით!

March 3, 2021
#OK! ცნობილია თუ ვინ ჩაანაცვლებს Sex and the City-ში სამანტას როლის შემსრულებელს

#OK! ცნობილია თუ ვინ ჩაანაცვლებს Sex and the City-ში სამანტას როლის შემსრულებელს

August 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები