• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

April 7, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მერილაინი ქართული ბრენდია, რომელიც ერთი წლის წინ დებმა მარიამ და ნინი გურჩიანებმა შექმნეს. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა ფერის დეკორატიულ სანთლებს სთავაზობს. ორიგინალური სანთლებით შეგიძლიათ გაალამაზოთ თქვენი სახლის ინტერიერი ან გამოიყენოთ ის დღესასწაულისთვის თუ რომანტიული საღამოსთვის. გარდა ამისა, სანთლები სურნელოვანია და სასიამოვნო სურნელი კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენს სახლს და უფრო მეტად დასამახსოვრებელს გახდის თქვენს დღეს.

 

როგორია თქვენი ბრენდის შექმნის ისტორია?

სანთლების დამზადების იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთ უცხოურ საიტზე აღმოვაჩინე ულამაზესი სანთლები. გამიჩნდა სურვილი ჩემი ხელით დამემზადებინა ისეთი სანთლები, რომლებიც სახლის ინტერიერს უფრო მეტად ლამაზს და დახვეწილს გახდიდა. ჩემს ტყუპისცალთნ ერთად მოვიძიე დეტალური ინფორმაცია სანთლების დამზადების შესახებ, წავიკითხე უამრავი სტატია, ვუყურე იუთუბზე არსებულ ყველა ვიდეოს. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს და ის გერმანულ სტატიებს მიათრგმნიდა. შემდეგი ეტაპი იყო საჭირო მასალის შეძენა, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმ მასალას, რაც საქართველოში არ იშოვება, ჩემი და მიგზავნის გერმანიიდან. ნელ-ნელა აქაც აღმოვაჩინე ადამინები, რომელთა საშუალებითც შევძელი სხვადასხვა საჭირო  ინსტრუმენტების და წვრილმანების შეძენა. ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლისთვის  დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა, დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წესი თუ ხრიკი, რომელიც სანთლის დამზადებისთვისაა საჭირო ძირფესვიანად შევისწავლე.

რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთვაზობთ როგორც სხვადასხვა ფორმის დეკორატიულ სანთლებს, ასევე ჭიქებში და ქილებში ჩამოსხმულს, ბუნებრივი, გამომშრალი ყვავილებით გაფორმებულს. ასევე სურნელოვან ტაბლეტებს, რომლებიც განკუთვნილია ტანსაცმლის საკიდებისთვის, სასიამოვნო არომატების შესაქმნელად.

დიზაინს ვინ ქმნის?

რადგან სანთლებზე მარტო ვმუშაობ დიზაინიც მთლიანად ჩემი შექმნილია. მუშაობის პროცესი მომდის უარმავი იდეა. განსაკუთრებული მუშაობა სჭირდება იმ სანთლებს, რომლებიც გაფორმებულია ყვავილებით ან სხვა დეკორაციით. ფორმალურ მხარეებს განვიხილავ ჩემს დასთან ერთდ. მართლია გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ერთობლივი შრომის უდიდესი დამსახურებაა ჩვენი ბრენდის დღევანდელი მდგომარეობა.

რამდენად დიდია მოთხოვნა პროდუქტზე?

პროდუქტზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. დასაწყისში თუ კვირაში სამი შეკვეთა მქონდა, დღეს უკვე დღეში შემომდის რვიდან ათამდე. გვყავს საკმაოდ მრავალფეროვანი მომხმარებელი, რომლებიც სანთლებს გვიკვეთვენ სასაჩუქრედ, ასევე ინტერიერის გასაფორმებლად, იქნება ეს დღესასწაული, რომანტიული საღამო თუ სხვა.

თქვენი ბრენდის რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული?

განსაკუთრებული მოთოვნა არის ყვავილებით გაფორმებულ ჭიქებზე და სურნელოვან ტაბლეტებზე. ეს ყვაყილები არის ბუნებრივი და საოცარ ეფექტს აძლევს სანთლებს. თანაც ქართულ ბაზარზე თითქმის არ არის მსგავსი გაფორმებით სანთლები. თამამად შემიძლია ვთქვა რომ პირველები ვართ ვინც სურნელოვან ტაბლეტებს ამზადებს.

 

ასევე, მოთხოვნადია თემატური სანთლები, რომლებიც უკავშირდება კონკრეტულ დღესასწაულს. მაგალითდ ახალი წლის, აღდგომის ჰელოუინუსთვის  განკუთვნილი სანთლები. მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ვთვაზობთ. იქნება ეს ნაძვის ხეები, საახალწლო ირმები, ჰელოუინის გოგრები თუ სააღდგომო კვერცხის ფორმის სანთლები. ასევე გამოვარჩევდი საშანდლე სანთლებს რომლებსაც ძირითდად ივენთ კომპანიები იყენებენ სხვადასხვა ღონისძიებების გაფორმებისთვის.

 

1 of 3
- +

1.

2.

3.

 

სამომავლო გეგმები . . .

ამ ეტაპზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა რომელიც მაქვს ეს არის ჩემი სახელოსნოს მოწყობა, სადაც შევძლებ უფრო მეტი იდეის განხორციელებას. ასევე ფართო მაშტაბებზე გასვლა, როგორიცაა თუნდაც მერილაინის მაღზიის გახსნა, სადაც არა მხოლოდ სანთლების არამედ ბევრი ისეთი ნივთის შეძენას შეძლებს მომხმარებელი, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს და სილამაზეს შეუქმნის, როგორც სახლში, ასევე მისთვის მნიშვნელოვანი დღსასწაულისა თუ წვეულებების გაფორმებისთვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/Marylineshandmadeaccessory

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

October 4, 2024
#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

September 29, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები