• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

March 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია კატარაქტა და რეფრაქციული ანომალიები – შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი. ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დარღვევები უფრო ხშირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მხედველობის დაქვეითების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში მივმართოთ მაღალკვალიფიციურ ექიმს, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენს თვალისჩინს ვანდობთ.  სწორედ საკუთარი საქმის პროფესიონალი, სამედიცინო სფეროში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილების მქონე, მედიცინის დოქტორი, „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე, პროფესორი მიხეილ ომიაძე გვესაუბრა თვალის ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებების შესახებ და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე.

 

 

ბატონო მიხეილ, თავის დროზე რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ალბათ 18 წლის ასაკში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მყარად გადაწყვეტილი, თუ რა პროფესიის არჩევა სურს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, სკოლის პერიოდში ხატვა და არქიტექტურა უფრო მიტაცებდა, ვიდრე მედიცინა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ოჯახურმა ტრადიციებმა გადაწონა და განაპირობა ჩემი სამედიცინო გზით წასვლა. ბაბუა, პროფესორი მიხეილ ჩაჩავა გახლდათ საქართველოში ზოგადი ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჩემი ბიძა, თამაზ ჩაჩავა კი კარდიოლოგი იყო. გადაწყდა, რომ მეც კარდიოლოგი უნდა გამოვსულიყავი. საბედნიეროდ, ინსტიტუტის დამთავრებამდე ჩემმა მეუღლემ ოფთალმოლოგობა გადაწყვიტა და მეც მირჩია, კარდიოლოგიის ნაცვლად ოფთალმოლოგია ამერჩია. მე დღეს უზომოდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ მისი ამ რჩევისთვის და მართლაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ამ დარგში მოღვაწეობა.

 

 

როგორ დაიწყო და გაგრძელდა თქვენი პროფესიული კარიერა?

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში გავიარე ერთწლიანი ინტერნატურა, ტარსაიძის სახელობის თვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაშინ მას ასე ეწოდებოდა, დღეს მის ბაზაზე აშენებულია „ნიუ ჰოსპიტალსი“. შემდეგ სწავლა გავაგრძელე მოსკოვში – ფიოდოროვის სახელობის თვალის ქირურგიის ცენტრში, ჯერ ორდინატურაში შემდეგ ასპირანტურაში. დავიცავი დისერტაცია თემაზე – კოლაგენის ხელოვნური ბროლის კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევა. ამის შემდეგ არაერთ ქვეყანაში გავიარე სტაჟირება, მათ შორის: ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკასა და ასევე, რამდენიმე თვე ვმუშაობდი ჩინეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა თვალის ეროვნულ ცენტრში, ვიმუშავე გენერალური დირექტორის თანამდებობაზეც, შემდეგ ვმუშაობდი „ნიუ ჰოსპიტალსში“ – და დღეს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ოფთალმოლოგიურ სამსახურს ვხელმძღვანელობ.

 

 

რომელია ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებები?

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია კატარაქტა, რეფრაქციული მანკები – შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი. ასევე, გლაუკომა და მაკულის ასაკობრივი დისტროფია.

შორსმხედველობის, ახლომხედველობისა და ასტიგმატიზმის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს დღეს თქვენს კლინიკაში?

ჩვენს ცენტრში ამ პრობლემის მქონე პაციენტებისთვის ტარდება ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ფემტო-ექსიმერ ლაზერული კორექცია. ლაზერული კორექციის პროცედურა პაციენტისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. ტარდება ორივე თვალზე ერთ დღეს, გრძელდება რამდენიმე წამი. პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ახლომხედველობა, ერთიდან ექვს დიოპტრიამდე, შორსმხედველობა, ერთიდან ორ-ნახევარ დიოპტრიამდე და ასტიგმატიზმი 3 დიოპტრიამდე. ხოლო პაციენტებს, რომლებსაც აქვთ იგივე პრობლემები უფრო მაღალი ხარისხით გამოხატული, 45 წლამდე, ვთავაზობთ ხელოვნური ბროლის გადანერგვას, ანუ ფაკიური ბროლის იმპლანტაციას, რომელიც საშუალებას იძლევა, მოიხსნას ნებისმიერი ხარისხის შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი. ამ მეთოდის გამოყენებისას პაციენტს საკუთარი ბროლი უნარჩუნდება. სამწუხაროდ, 45 წლის ზევით ბუნებრივი ბროლი თავის ელასტიკურობას კარგავს,რის გამოც პაციენტს უძნელდება ახლო მანძილზე მხედველობა და ესაჭიროება საკითხავი სათვალე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ საკითხავი სათვალის მოსახსნელად, ჩვენს განყოფილებაში პაციენტებს ვთავაზობთ ოპერაციას, რეფრაქციულ ფაკოემულსიფიკაციას, მულტიფოკალური ბროლის გადანერგვით. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ამ დროს ხდება გამყარებული ბუნებრივი ბროლის ჩანაცვლება ხელოვნური ბროლით, რომელსაც აქვს უნარი, გამოსახულების ფოკუსირება მოახდინოს შორს, ახლოს და შუალედურ მანძლზეც. ეს მთლიანად ანთავისუფლებს ადამიანს ასაკობრივი სათვალისგან.

 

 

 

რა ტიპის ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობთ თქვენს ცენტრში კატარაქტით დაავადებულ პაციენტებს?

ჩვენს კლინიკაში ყოველთვე ტარდება 400-ზე მეტი კატარაქტის უნაკერო ოპერაცია ულტრაბგერის გამოყენებით.

კატარაქტით გამოწვეული შემღვრეული ბროლის ჩანაცვლება ხდება მაღალტექნოლოგიური, ამერიკული წარმოების ხელოვნური ბროლით. პაციენტთა დიდ ნაწილში ვნერგავთ პრემიუმ ხარისხის ბროლებს, რომელიც იძლევა საშუალებას, პაციენტმა დაინახოს შორს, შუალედურ და ახლო მანძილზე. თუ პაციენტს კატარაქტასთან ერთად აქვს ასტიგმატიზმი, ჩვენ შეგვიძლია მისი გამოსწორება ასტიგმატური ბროლის გადანერგვის საშუალებით. კატარაქტის ოპერაცია ტარდება ამბულატორიულად, ანუ პაციენტი არ საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას. ოპერაციის ხანგრძლივობა 7-8 წუთია, გაუტკივარება ხდება წვეთების საშუალებით, თვალის ახვევაც არ ხდება, ოპერაციის შემდეგ, 20-30 წუთში, იწყება მხედველობის აღდგენა. ოპერაციის შემდეგ 3-4 კვირა პაციენტს ენიშნება ანთების საწინააღმდეგო წვეთები. საპენსიო ასაკის პაციენტებს ეს ოპერაციები უტარდებათ 90%-იანი თანადაფინანსებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი შვილიც თვალის ექიმია და თქვენს განყოფილებაში მუშაობს. როგორც მშობელს, უფრო მეტი სიხარული თუ ნერვიულობა მოაქვს თქვენს ერთობლივ მოღვაწეობას?

დიახ, მართალი ბრძანდებით, რეზოც ჩემს კვალს გაჰყვა, ოღონდ ამ შემთხვევაში სწორედ მისი სურვილი იყო, ექიმი, კერძოდ ოფთალმოლოგი გამხდარიყო. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უილმერის თვალის ინსტიტუტში 4 წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას და ასევე დაკავებული იყო სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევით, რომლის შედეგებიც რამდენიმე წამყვან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა.

მან, როგორც ყველა ქირურგმა, საკმაოდ რთული გზა გაიარა. სწორედ ამ გზის დასაწყისში ბევრი სანერვიულო ჰქონდა მას და მეც მასთან ერთად. თუმცა, რა თქმა უნდა, ნერვიულობა ქირურგს არა მარტო დასაწყისში, არამედ მთელი მისი კარიერის განმავლობაში უწევს, სხვადასხვა არაორდინარული და გართულებული პაციენტების მკურნალობის გამო. მშობლისთვის კი ეს ორმაგად სანერვიულო და მძიმე განსაცდელია. დღეს უკვე რეზოს მდიდარი კლინიკური გამოცდილება აქვს და მის ქირურგიულ მოღვაწეობას უკვე უფრო მეტი და სიხარული მოაქვს ჩემთვის, ვიდრე ნერვიულობა. მის ქირურგიულ არსენალშია ოპერაციები კატარაქტის, კერატოკონუსის, რეფრაქციული ანომალიებისა და ბადურის ჩამოშლის მხრივ. თუმცა ამ შედეგის მიღწევისთვის მან საკმაოდ მძიმე და გრძელი გზა გაიარა.

 

 

რას ურჩევდით პაციენტებს?

პირველ რიგში ვურჩევდი, რომ მხედველობის დაქვეითების პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ან ტკივილის შემთხვევაში მაშინვე მიმართოს ოფთალმოლოგს. რა თქმა უნდა, სასურველია მაღალკვალიფიციურ ექიმს, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პაციენტმა უნდა იცოდეს, ვინ უკეთებს ოპერაციას, რა გამოცდილების გუნდია, რამდენი წელია მოღვაწეობენ და რა რაოდენობის ოპერაციები აქვთ ჩატარებული.

ჩვენმა კლინიკამ ახლა გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია და მიიღო საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის, JCI სერტიფიკატი, რაც იმის გარანტიაა, რომ პაციენტი ჩვენს კლინიკაში მიიღებს საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი დონის მომსახურებას.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საქართველოს პირველი საკოლექციო, 8000-ევროიანი ბანკნოტი ევროპაში

#OK! საქართველოს პირველი საკოლექციო, 8000-ევროიანი ბანკნოტი ევროპაში

October 7, 2024
#OK! 87 წლის ჯუდი დენჩი ლონდონის კინოფესტივალზე

#OK! 87 წლის ჯუდი დენჩი ლონდონის კინოფესტივალზე

October 10, 2022
#OK! სილამაზის სალონი „კონტრასტი“ – ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

#OK! სილამაზის სალონი „კონტრასტი“ – ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

July 12, 2023
#OK!  გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

#OK! გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

June 24, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

December 24, 2025
ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

ბედნიერება მოძრაობასა და უწყვეტ განვითარებაშია – თამარ ნიკურაძის გზა…

December 21, 2025
#OK! როგორ აღნიშნეს შობა ჯენიფერ ლოპესმა, ანა ვინტურმა, ბექჰემებმა და სხვებმა

#OK! როგორ აღნიშნეს შობა ჯენიფერ ლოპესმა, ანა ვინტურმა, ბექჰემებმა და სხვებმა

December 26, 2025
#OK! 2025 წლის 16 მთავარი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

#OK! 2025 წლის 16 მთავარი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

December 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები