რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი

December 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

„ქიმიოთერაპია“ − სიტყვა, რომელიც ადამიანების უმრავლესობაში შიშის განცდას იწვევს. ექიმებისთვის კი პროფესია, რომელიც სხვების სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება. რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ან სად ჩაიტარებს პაციენტი ქიმიოთერაპიის კურსს? რატომ გარბიან პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ? არის თუ არა ქიმიოთერაპია განაჩენი? − ამ და სხვა შეკითხვებზე გვიპასუხებს კლინიკა „კარაპს მედლაინის“ კლინიკური ონკოლოგი-ქიმიოთერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი − ნანა ჩიხლაძე.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ამ პროფესიას. ადრეული ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის გარეშე, ვფიქრობ ვერ ვიქნები ის, ვინც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ზოგადად ექიმობა, არასდროს მინანია საკუთარი არჩევანი, თუმცა როდესაც ჩემი შვილი ირჩევდა პროფესიას, ვერ ვურჩიე მედიცინის გზით ევლო, ვინაიდან მიმაჩნია, რომ თუ მთელი არსებით არ გსურს ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი. ჩემი ყოველი დღე იწყება და მთავრდება საკუთარი პროფესიული საქმიანობით. პაციენტებთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მაქვს, ასე რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩემს პროფესიას უჭირავს.

 

რატომ გადაწყვიტეთ სამედიცინო სფეროში, საკმაოდ საპასუხისმგებლო/რთული მიმართულებით წასულიყავით?

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მედიცინაში რევოლუციური ნაბიჯები იდგმება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს წინსვლა ონკოლოგიაში. კლინიკურ ონკოლოგიაში პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ინერგება ახალი პრეპარატები და მკურნალობის სტანდარტი. სიახლეების ძიება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მით უმეტეს, როცა ამ სიახლეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება და მიმართულია კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

მოვიშველიებ ჰიპოკრატეს სიტყვებს: „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე − არაფერია“. როცა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგახარ, ცდილობ პაციენტს ჯანმრთელობა შეუნარჩუნო, სამყარო კვლავ გაუფერადო, და როცა შენს მიზანს აღწევ, რთულია არ გაკადნიერდე და არ იფიქრო, რომ ექიმობა − ეს არის პროფესიათა შორის ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო, დამღლელი, თუმცა ყველაზე კეთილშობილური და სასიამოვნო საქმე. თითოეული მადლიერი პაციენტის მადლობა, მათი ღიმილი, ისეთი სიხარულის მომგვრელია, რომ ვფიქრობ ამის გარეშე მე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, გზა შედეგამდე ზოგჯერ ძალიან რთული და ეკლიანია − როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. დაუღალავი შრომა და ბრძოლაა ზოგჯერ საჭირო იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ და ჩვენ − ექიმი, პაციენტი და პაციენტის ახლობლები, ერთობლივად ვიბრძვით და საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში ვიმარჯვებთ.

 

ჩემი საექიმო პრაქტიკა უკვე 15 წელს ითვლის. პირველი ნაბიჯები გადავდგი როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, პირველი ადრენალინის გემოც იქ ვიგრძენი და ამის გარეშე ცხოვრება ახლა მართლა წარმოუდგენლად მეჩვენება.

 

 

რა სახის სტერეოტიპებს აწყდებით პაციენტებთან საუბრისას?

სტერეოტიპებს ნამდვილად არ ვუჩივით. პირველი, რითაც პაციენტთან კონსულტაციას ვიწყებ, როცა ვხედავ, პაციენტი ძალიან შეშინებულია, არის ის, რომ ვეუბნები: თქვენ ქიმიოთერაპევტთან იმიტომ არ გამოგიშვეს, რომ თქვენი საქმე ცუდადაა. აქ იმიტომ მოხვედით, რომ კარგად გახდეთ. ძალიან ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ ქიმიოთერაპიის დანიშვნა − ეს დასასრულია, რაც იმთავითვე არასწორია და ამაზე ხშირი დისკუსია მაქვს ჩემს პაციენტებთან.

 

რა მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის, ვინ გეგმავს ქიმიოთერაპიის კურსს და სად იტარებს?

ზოგადად, ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის სტრატეგია იგეგმება მულტიდისციპლინურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაქტიკა მხოლოდ ერთი ექიმის გადასაწყვეტი არაა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი და რადიაციული ონკოლოგი. ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პრაქტიკაა მიღებული, ამ მეთოდიკას მინიმუმამდე დაჰყავს სამედიცინო შეცდომის რისკი. კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაციით ვცდილობთ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს და დაცული იყოს პაციენტის უპირველესი ინტერესი.

 

რეკლამა

თქვენი აზრით, რა არის მიზეზი, რის გამო პაციენტები უცხო ქვეყანაში მიდიან სამკურნალოდ და რა სახის შესაძლებლობებს ფლობთ საქართველოში?

სამწუხაროდ, საქართველოდან ბევრი პაციენტი მიედინება უცხოეთში სამკურნალოდ. ვფიქრობ, აქ 2 მთავარი მიზეზია: პირველი ის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ, რაც დაკავშირებულია ონკოლოგიური პრეპარატების მაღალ ფასთან. არ შემიძლია არ აღვნიშნო და მადლიერება არ გამოვხატო იმის გამო, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს პაციენტებს საკმაოდ გაუუმჯობესდათ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, გაიზარდა დაფინანსების ლიმიტი და იმ პრეპარატების ნუსხაც, რომლებიც 100%-ით უფინანსდებათ სახელმწიფოს მიერ, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი. მეორე მიზეზი, ეს არის უნდობლობა ქართველი ექიმების მიმართ. აღნიშნულის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და აღარ დავაკონკრეტებ. მიმაჩნია, რომ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რითაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს ყველა წამყვანი ონკოლოგიური კლინიკა და სამეცნიერო ცენტრი. აღნიშნული გაიდლაინები შედგენილია ექსპერტების მიერ და დაფუძნებულია მტკიცებულებებზე.

 

პაციენტი, რომელიც დაგამახსოვრდათ, არის…

დაახლოებით 9 წლის წინ ჩემთან შემოვიდა ფერმკრთალი, დაუძლურებული პაციენტი, დიაგნოზი − კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე, მრავლობითი მეტასტაზით ღვიძლში. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა სტატისტიკის მიხედვით შეადგენდა დაახლოებით 1 წელს.

 

პაციენტი დღემდე დადის ჩემთან, ახლა უკვე აღაჟღაჟებული ლოყებით და იმერული კილოთი მეკითხება: „რავა ხარ, ნანა ექიმო?..“ სანამ შეკითხვას დავუბრუნებ, დაკოჟრილ ხელებს მაჩვენებს: „თოხი და ბარი არ გამიგდია ხელიდან და რაფრა ვიქნები მე“-ო. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. დღემდე ვერაფრით ავხსენი. როცა ექიმი ხარ, უფრო ხშირად ფიქრობ, რომ რაღაცები ზემოდანაც განისაზღვრება.

 

რას ეტყოდით სასოწარკვეთილ პაციენტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არის დასასრული?..

ვფიქრობ, ზემოთ ნაამბობი ამბავი ამ შეკითხვის პასუხია. სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს, მით უმეტეს, როცა დღეს საბრძოლო არსენალი საკმაოდ დიდია.

 

ტექსტი: გვანცა ჯვარიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე  ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან
Health & Beauty

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

February 1, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას
Health & Beauty

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Health & Beauty

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! რიანა “პრადას” ტრენდული ქურთუკით, რომლის ღირებულებაც £2900-ია

#OK! რიანა “პრადას” ტრენდული ქურთუკით, რომლის ღირებულებაც £2900-ია

November 5, 2021
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის შეყვარებულთან ერთად St. Barts-ში იახტაზე ისვენებს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის შეყვარებულთან ერთად St. Barts-ში იახტაზე ისვენებს

January 31, 2023
#OK! 9 მოდური მომენტი, როდესაც მეგან მარკლის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

#OK! 9 მოდური მომენტი, როდესაც მეგან მარკლის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას საკულტო სტილი გახდა

August 4, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის შიშველი ფოტოსესია და ინტერვიუ Interview Magazine-თან

February 3, 2023
#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს

#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს

February 2, 2023
#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

February 3, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

January 31, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×