• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თუ ადამიანი გულით მოინდომებს, უცილებლად მიაღწევს საწადელს

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK!-ს სტუმარი ექიმი-სტომატოლოგი თამარ შავაძეა. ბავშვობიდან გადაწყვიტა, რომ ექიმი გახდებოდა, რისთვისაც საკმაოდ ვრცელი და შრომატევადი გზა გაიარა. სტუდენტობის მთელ არდადეგებს დედის – ნათელა გაბაიძის დაფუძნებულ კლინიკაში ატარებდა, სადაც ეხმარებოდა ექიმებს, იყო მათი ასისტენტი და, ფაქტობრივად, ის გამოცდილება, რომლის დაგროვებასაც პრაქტიკული მუშაობის ბევრი წელი სჭირდება, საკმაოდ ადრე დააგროვა. მიაჩნია, რომ თუ ადამიანი გულით მოინდომებს და იშრომებს, აუცილებლად მიაღწევს საწადელს და წარმატებას. მაშ ასე, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენს სტუმარს უკეთ გაგაცნობთ.

უპირველესად, გაგვეცანით. გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

გახლავართ თამარ შავაძე, ექიმი-სტომატოლოგი (თერაპევტი, ორთოპედი, ქირურგი, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი), დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, რეზიდენტურა გავიარე სტომატოლოგიურ კლინიკასა და სასწავლო კვლევით ცენტრ „უნიდენტში“. 2012 წლის დეკემბერში ავიღე ლიცენზია და მას შემდეგ უწყვეტად ვემსახურები პროფესიას.

კლინიკა, სადაც ვმუშაობ, მდებარეობს ბათუმში, დაარსდა 2009 წელს, ქალბატონ ნათელა გაბაიძის (დედაჩემის) მიერ. შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემის დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია ყოველი ჩემი წარმატება. სტუდენტობისას მთელ არდადეგებს კლინიკაში ვატარებდი, ვეხმარებოდი ექიმებს, ვიყავი მათი ასისტენტი, მივიღე ის გამოცდილება, რომლის დაგროვებასაც პრაქტიკული მუშაობის ბევრი წელი სჭირდება.

სწავლის დასრულების შემდეგ კი დაიწყო ჩემი პროფესიული ცხოვრება. მიზიდავდა ყველაფერი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ვცდილობდი გამეგო, მესწავლა და მიმეღო ისეთივე შედეგები, როგორსაც უცხოელი კოლეგები გვიზიარებდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო შეკრებების დროს.

ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე წელი, როცა მუშაობას დილით 6 საათზე ვიწყებდი და გვიან ღამე ვასრულებდი. ვიღლებოდი? რა თქმა უნდა, მაგრამ სასურველი შედეგის მიღება იმდენად სასიამოვნო იყო, დაღლა მავიწყდებოდა. არ ვტოვებდი კონფერენციებს, ვცდილობდი ყველგან წავსულიყავი, სადაც ხელი მიმიწვდებოდა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ჩემს მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მტკიცედ მჯერა, თუ ადამიანი გულით მოინდომებს და იშრომებს, ის აუცილებლად მიაღწევს საწადელს.

 

გაგვაცანით თამარ შავაძე პროფესიის მიღმა, რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალი დრო იშვიათი ფუფუნებაა ჩემთვის. ყოველთვის სადღაც გავრბივარ, სადღაც მეჩქარება, თითქოს ყველაფერი უნდა მოვასწრო. გადაღლის ფონზე კი ვხვდები, რომ არაფერია დასვენებაზე მნიშვნელოვანი. მიყვარს დილით ადრე ადგომა, გემრიელი საუზმე, ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება, მოგზაურობა, ახალი ლამაზი ადგილების აღმოჩენა, ვარჯიში, მეგობრებთან ყოფნა, იშვიათად – არაფრის კეთება და ძილი. პროფესიის მიღმა ვარ ერთი ჩვეულებრივი „გოგო“, რომელსაც ყოველთვის სადღაც ეჩქარება.

რა პასუხისმგებლობებთან ასოცირდება თქვენთვის ექიმის პროფესია?

ზოგადად ჩემთვის პირველი და უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ადამიანი, გერქვას ადამიანი და არაფერმა დაგაკარგვინოს სახე. ექიმობა კი არის გაასმაგებული პასუხისმგებლობა.

ყოველი ადამიანი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული პაციენტის პრობლემა არის უმნიშვნელოვანესი და გასათვალისწინებელი. პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ იმ მოცემულ მომენტში ის არის პრიორიტეტული და თქვენ ბოლომდე გესმით მისი. სამწუხაროდ, ექიმს არ ძალუძს, დაეხმაროს ყველა პაციენტს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

არ მიყვარს არაფრის დაგეგმვა წინასწარ, და არც გეგმებზე საუბარი, ვინაიდან არასდროს ვიცით, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ მოულოდნელად. გეგმების არევამ კი შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვლილება. შესაბამისად, მე არასდროს ვგეგმავ, მე მიზნებს ვისახავ და ადრე თუ გვიან აუცილებლად ვაღწევ მათ.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ოლგა რულიკი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

#OK! სტივ ჯობსის 23 წლის ქალიშვილი სამოდელო კონტრაქტს DNA Model Management-თან აფორმებს

March 8, 2022
#OK! ქეით უინსლეტის იშვიათი გამოჩენა 20 წლის ქალიშვილთან ერთად

#OK! ქეით უინსლეტის იშვიათი გამოჩენა 20 წლის ქალიშვილთან ერთად

March 25, 2021
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი: ASAP Rocky და Rihanna!

#OK! პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი: ASAP Rocky და Rihanna!

July 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

January 15, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

#OK! როგორ გახდა რიმა ერისთავი კოკო შანელის მოდელი

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები