• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ცინცაძის ქუჩაზე „ევექსის“ ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

November 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ცინცაძის 24 ნომერში მდებარე ახალგახსნილი „ევექსის“ პოლიკლინიკა აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. აქ მომხმარებელს შეუძლია მაღალი ხარისხის სრული ამბულატორიული მომსახურების მიღება, რაც გულისხმობს როგორც ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას, ისე ოჯახის ექიმის, პედიატრის და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს. თუ როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის და რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვისთვის გეგმური აცრების ჩატარება, ამის შესახებ ჟურნალი OK! „ევექსის“ გინეკოლოგ თეა მუჭაურსა და პედიატრ ქეთევან შარანგიას ესაუბრა.

 

რატომაა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი საჭირო?

(თეა მუჭაური): ზოგადად, რეკომენდებულია ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან გეგმური კონსულტაცია გაიაროს. გინეკოლოგი არის ის ადამიანი, რომელიც ქალის ჯანმრთელობასა და მის რეპროდუქციულ სისტემაზეა ორიენტირებული. გინეკოლოგთან ვიზიტი კი რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: ინფორმაციის მიღება, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ის აფასებს ქალის ფიზიოლოგიას, ახორციელებს გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკას, დროულად გამოავლენს რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიას და ატარებს ადეკვატურ მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ გინეკოლოგი პრივატულ გარემოში პაციენტის მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის, სქესობრივი ცხოვრებისა და გამოყენებული კონტრაცეპტივების შესახებ ანამნეზს აგროვებს. შემდეგ კი მას სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მენსტრუალური ციკლის ნორმალური მახასიათებლები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ჰიგიენის დაცვის წესები, ორსულობის დაგეგმვა და სხვ. თავის მხრივ, გინეკოლოგი ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციის გზით, ცდილობს ქალის საერთო კეთილდღეობის გრძელვადიან პერსპექტივაში წარმართვას.

გარდა ამისა, აუცილებელია ყველა ქალს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია პაპილომა ვირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, რადგან ეს არის რეპროდუქციული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ინფექცია და მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. პაპილომა ვირუსი ძალიან გავრცელებული ინფექციაა, რომელიც სქესობრივი გზით გადადის. მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციით კი შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი არის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.

 

 

როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის?

უპირველესად, ორივე მშობელი ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად ბავშვის გასაჩენად, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქალის ფიზიოლოგიური მზადყოფნა. ჩასახვამდელი ვიზიტის დროს ხდება დედის რისკ-ფაქტორების გამოვლენა და პრევენციული ინტერვენციების განხორციელება, მაგალითად: ფოლიუმის მჟავას მიღების დაწყება, იმუნიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ფსიქოსოციალური ინტერვენციების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ორსულობამდე დაწყებული სწორი კვება უზრუნველყოფს ორსულობის დაწყებას საჭირო საკვების ფონზე და ოპტიმალურ პირობებს ქმნის ნაყოფის ზრდა-განვითარებისათვის, უფრო მეტიც, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩასახვამდელი პერიოდიდან დაწყებული, ქალმა აღარ უნდა მოიხმაროს თამბაქო, ალკოჰოლი, აკრძალული პრეპარატები და მცენარეული მედიკამენტები.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში გეგმური ვიზიტები?

რასაკვირველია, ორსულობის პერიოდში გეგმური ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ არსებობს ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა (ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა), რომლის მიზანია, დედისათვის მინიმალური რისკებით ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების უზრუნველყოფა. მის ფარგლებში, გაწერილია გეგმური ვიზიტები და მიმდინარეობს ორსულისა და მუცლადმყოფი ნაყოფის ჯანმრთელობის მონიტორინგი, რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდება დედისა და ნაყოფის გართულებათა პრევენცია, დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური მკურნალობა.

 

 

რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვისთვის გეგმური ვიზიტი პედიატრთან და აცრების ჩატარება?

(ქეთევან შარანგია): ბავშვის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა არის თანამიმდევრული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განვითარების მონიტორინგი, მისი განვითარების ხელშეწყობა, არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება, დაავადების გამოვლენა, მათზე დროული რეაგირება და მართვა.

პედიატრის მიზანია ასევე, დროული იმუნიზაციის უზრუნველყოფა, სასწავლო პროცესისთვის მზაობის შეფასება, განვითარების ჩამორჩენის განსაზღვრა და კორექცია, მემკვიდრული დაავადებების გამოვლენა.

რაც შეეხება იმუნიზაციას, ეს არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის (აცრის) გზით. ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ (ინაქტივირებულ) ფორმებს, ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს. ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ის ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები (ნივთიერება), რომელიც ებრძვის ინფექციას.

 

როგორ ყალიბდება ერთ წლამდე ბავშვის იმუნიტეტი და როდის ავცრათ ბავშვი?

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამა თუ იმ დაავადებას. არსებობს თანდაყოლილი (დედისგან გადაცემული) და შეძენილი იმუნიტეტი. ის წარმოადგენს საკმაოდ რთულ სისტემას და მასში მონაწილეობს ადამიანის სხვადასხვა სისტემა. ჯერ კიდევ ნაყოფი დედისგან იღებს ანტისხეულებს, რომელიც განაპირობებს მის პასიურ ანუ თანდაყოლილ იმუნიტეტს. შემდეგ უკვე დაბადებისთანავე იწყება მისი იმუნური სისტემის გააქტიურება, რასაც კიდევ უფრო ვაძლიერებთ ვაქცინაციით.

აუცილებელია მოსახლეობამ გააცნობიეროს იმუნიზაციის აუცილებლობა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ამით უზრუნველვყოფთ მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.

პირველი აცრა ახალშობილს პირველი 24 საათის განმავლობაში უკეთდება, ეს არის – B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, მეორე-მესამე დღეს კი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო. შემდეგი აცრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პედიატრი სწორედ გეგმური ვიზიტებისას უზრუნველყოფს.

 

როგორ დავიცვათ ბავშვი სეზონური გრიპისა და მისი შემდგომი გართულებებისგან?

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და, შესაბამისად, შესაძლო გართულებებისგან თავის დასაცავად. ვაქცინაცია ეფექტიანად ამცირებს გრიპით დაავადების რისკს, გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრისა და გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს. ცხადია, ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის პრევენციისთვის რეკომენდებული ღონისძიებებია: ხელების ხშირი დაბანა, საკონტაქტო ზედაპირების დამუშავება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – ანა ტიკარაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – ანა ტიკარაძე (ვიდეო)

December 21, 2023
#OK! მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ – საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

#OK! მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ – საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

November 23, 2022
#OK! ისი პარიმ SHISEIDO-ს ახალი შრატი წარადგინა!

#OK! ისი პარიმ SHISEIDO-ს ახალი შრატი წარადგინა!

December 21, 2023
#OK! ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუზი, კრისტენ სტიუარტი, ბენედიქტ კამბერბეჩი და სხვები Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

#OK! ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუზი, კრისტენ სტიუარტი, ბენედიქტ კამბერბეჩი და სხვები Vanity Fair-ის ახალი ნომრისთვის

February 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები