• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! პროფესიას ირჩევ შენ და არა გარშემო მყოფები – ქალები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

March 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ადამიანების მენტალობაში ჯერ ისევ არსებობს ცნება „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. თუმცა აშკარაა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა დაწყებულია. ამას ამტკიცებენ ჩვენი რესპონდენტებიც. ჟურნალი OK! გაგაცნობთ წარმატებულ ქალებს, რომლებიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილ მახინჯ დამოკიდებულებებს არღვევენ და არჩეულ პროფესიულ გზას წარმატებით მიჰყვებიან. საკუთარ გამოცდილებას „თეგეტა ჰოლდინგის“ პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი ნინო იმნაძე და „გრავიტას“ სამშენებლო პროექტების მენეჯერი მარიამ ჯანელიძე გვიზიარებენ.

 

(ნინო იმნაძე): ხუთი წლის წინ შევუერთდი „თეგეტა ჰოლდინგს“. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია გამორჩეულია ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით. შესაბამისად, ჩემი არჩევანიც თავიდანვე ამ მიმართულებაზე შევაჩერე და გადავწყვიტე, პროცესები სიღრმისეულად შემესწავლა.

სამი წლის წინ ჩამაბარეს პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს იყო „ტოიოტა ცენტრის“ შოურუმისა და სერვისცენტრის გახსნა ბათუმში. სამუშაოები პანდემიის პერიოდში მიმდინარეობდა, თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, პროექტი წარმატებით დავასრულეთ.

მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მიმაჩნია, რომ ყოველი ახალი პროექტი მაძლევს შესაძლებლობას განვვითარდე, მივიღო ახალი გამოცდილება და კარიერულად გავიზარდო.

 

(მარიამ ჯანელიძე): 2012 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სამშენებლო სფეროში. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობამ დამარწმუნა, რომ რთულად მოიძებნება ისეთი მრავალფეროვანი, მუდმივად განვითარებადი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობა, როგორიც მშენებლობაა.

 

 

როგორია ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის პროცესი?

 

(ნინო): ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესი მასშტაბურია და გუნდის თითოეული წევრის როლი და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გამიმართლა, რომ ჩვენი საპროექტო გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით გამოწვევებს.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „თეგეტას“ თანამედროვე ბიზნესლაუნჯის მოწყობა იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროექტის იმპლემენტაციის გარდა, სივრცის შემდგომი ფუნქციონირებაც ჩემს მოვალეობებში შევიდა, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომხმარებლის კომფორტსა და მომსახურების ხარისხზე.

 

(მარიამი): ჩემი საქმიანობა სამშენებლო პროცესების დაგეგმვასა და მართვას მოიცავს. ცხადია, ამას დამკვეთთან ინტენსიური კომუნიკაციის პარალელურად ვახორციელებთ. საქმე მრავალმხრივია, ვაერთიანებთ სხვადასხვა სპეციალიზაციას, ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა. ერთ მხრივ, არ უნდა შეფერხდეს პროცესი და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს.

 

როგორი შეგრძნებაა პროექტის დასრულების შემდეგ დადებითი შეფასებების მიღება?

 

(მარიამი): უპირველესად, მე ვაფასებ საკუთარ თავს და ჩემს როლს კონკრეტული პროექტის ფარგლებში. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ეს მეხმარება გავაანალიზო ჩემი თითოეული ქმედება. დავფიქრდე, ხომ არ შემეძლო რაიმეს უკეთესად გაკეთება.

რაც შეეხება მეორე მხარეს, კომპლიმენტი და დადებითი შეფასებები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიმოვნოა. სხვა მნიშვნელოვან მოტივატორებთან ერთად, მიღებული დადებითი შეფასება მაძლევს სწორედ იმ ძალას და შემართებას, რაც აუცილებელია მომდევნო პროექტების წარმატებისთვის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კულმინაციური მომენტი სწორედ დასრულებული პროექტის ნახვაა, – არაფერია იმაზე შთამბეჭდავი, ვიდრე დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების და მასში შესაბამისი საქმიანობის დაწყების ხილვა.

 

(ნინო): პროექტის დასკვნითი ეტაპი ყოველთვის ძალიან სტრესულია გუნდის წევრებისთვის. მაგრამ როდესაც პროდუქტი უკვე ხელშესახები ხდება, ეს ყველანაირ დაღლას თუ სტრესს ფარავს. პროექტის დასრულების შემდეგ იწყება ყველაზე სასიამოვნო პროცესი: პროდუქტის ჩაბარება და უკუკავშირის მიღება. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო „პორშე ცენტრი თბილისის“ რეკონსტრუქცია, Destination Porsche, რომლის დასრულების შემდგომ დამკვეთის და მომხმარებლების მხრიდან მიღებულმა შეფასებებმა გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. ამ დროს მთელი ჩვენი გუნდი ბედნიერი და ამაყია.

 

 

„პროფესიას გენდერი არ აქვს“… რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც საპირისპიროს ფიქრობს?

 

(მარიამი): რომელიმე სფერო იმიტომ კი არ უნდა ავირჩიოთ, რომ სხვებს დავუმტკიცოთ, თუ როგორი ჭკვიანები და ძლიერები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვწონს, გვაინტერესებს და გვსიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა, მშენებლები ვიქნებით, კულინარი, ფინანსისტი, სპორტსმენი თუ საერთოდ არ ვიქნებით კარიერული ცხოვრებით დაინტერესებულები, მთავარი არის ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს და როგორ მივდივართ საკუთარი, ინდივიდუალური მიზნისკენ. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ზოგჯერ ქალებს ჩვენი პროფესიული არჩევანისთვის სტერეოტიპებთან ბრძოლა გვიწევს. ვისურვებდი, რომ იმ ქალებმა, ვისაც მსგავსი საქმე აქვს არჩეული, წარმატებას რაც შეიძლება მცირე „დანახარჯებით“ მიაღწიონ. შეძლონ საკუთარი უნარების გამომჟღავნება, დაიმკვიდრონ თავი და მისცენ მაგალითი მათ, ვისაც საზოგადოებრივი წნეხი აფერხებს.

 

რა არის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი, რასაც ქალები სამუშაო პროცესში აწყდებიან?

 

(მარიამი): მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მხრივ ცალსახა პროგრესი გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრ სამწუხარო და მიუღებელ ფაქტებს ვაწყდებით.

 

არაერთი შემთხვევის გახსენება შემიძლია, როდესაც თანამშრომლობის პირველ ეტაპზე ეჭვის თვალით შემოუხედავთ ჩემი კომპეტენციისა და უნარ-ჩვევებისთვის, ვმართო სამშენებლო პროცესი. მიზეზი მხოლოდ სქესია. შესაბამისად, მიწევს რესურსის დახარჯვა იმისთვის, ავუხსნა მათ ჩემი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ უშუალო საქმიანობაზე. შედეგად ვიღებთ ფუჭად დაკარგულ დროს, რაც სამწუხაროა. მას შემდეგ, რაც რეალური თანამშრომლობა იწყება, ჩემი სამსახურებრივი ეთიკა, მუშაობის წესები და კომპეტენცია მომენტალურად აქრობს ყველა შესაძლო სტერეოტიპს.

 

(ნინო): მიხარია, რომ არიან კომპანიები, სადაც სჯერათ, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს. ჩვენი ჰოლდინგი უდავოდ გამორჩეულია, სულ უფრო მეტი ქალი გვხვდება მენეჯერულ პოზიციაზე, ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეტიც, გარკვეული პერიოდის წინ მარკეტინგული კამპანიაც გვქონდა – „ქალები მართავენ“ კონცეფციით, რასაც უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ქალები ჩვენთან ყველა მიმართულებაში არიან დასაქმებულები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისში, რაც ძალიან გვეამაყება.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით ქალებს სამოტივაციოდ?

 

(ნინო): ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარია, დავისახოთ მიზანი და მტკიცედ ვიაროთ ამ მიზნისკენ. დაუძლეველი გამოწვევები არ არსებობს, დაბრკოლებას მხოლოდ გარემო ქმნის, რომლის ცვლილებაც ჩვენს ხელშია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

April 26, 2021
#OK! ბენ აფლეკის პირველი გამოჩენა მეუღლის შესახებ გაკეთებული სკანდალური კომენტარის შემდეგ

#OK! ბენ აფლეკის პირველი გამოჩენა მეუღლის შესახებ გაკეთებული სკანდალური კომენტარის შემდეგ

December 16, 2021
#OK! პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა და უკვე კალიფორნიაში იმყოფება

#OK! პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა და უკვე კალიფორნიაში იმყოფება

April 22, 2021
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

November 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

March 21, 2023
#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023
#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023
#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×