• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

July 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩვენ გვასწავლიან, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, რომ მასზე ზრუნვა აუცილებელია. თუმცა, ამის პრაქტიკაში განხორციელება გვიჭირს, არქიტექტორი კი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს იმ სივრცის გაჯანსაღებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ისე დაგეგმოს და მოაწყოს ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, რომ ადამიანი და ბუნება ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს და შეგვიქმნას ჯანსაღი გარემო. დღევანდელი ჩვენი გმირი გამოცდილი არქიტექტორია. მისი შემოქმედებითი ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო და გამოწვევებით სავსეა. ის მუდმივად ცდილობს განავითაროს და დანერგოს ინდივიდუალური მიდგომა თავის საქმიანობაში. თუ რისგან იღებს შთაგონებას და როგორ დაიწყო კარიერა ამ სფეროში, ამის შესახებ სალომე ავალიანი ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.

პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი არქიტექტურის მიმართ?

პროფესიის არჩევა ძალიან პატარა ასაკში ყველასგან დამოუკიდებლად მოხდა. ბავშვობიდან გამორჩეულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ვაკვირდებოდი გარემოს, შენობების ფასადებს, ყოველთვის ვცდილობდი წარმომედგინა, თუ რა ხდებოდა მათ შიგნით და რას შევცვლიდი მათში.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერის განვითარება?

ჩემი კარიერის განვითარება რეალურად უცხოეთში სწავლის გაგრძელებით დაიწყო, სადაც მივხვდი, თუ რას ნიშნავდა რეალურ პროექტზე მუშაობა, როგორ იმართებოდა პროცესები. ნათლად გავაცნობიერე, თუ როგორი სიღრმისეული შესწავლა სჭირდება საკითხს, რომელზეც მუშაობ.

შემდეგ კი იყო „არქი“, რომელსაც ჩემი ცხოვრების 8 წელი უკავშირდება, სადაც ბოლო წლებში მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში, „არქიში“ 50-მდე მასშტაბური სასტუმროს, საცხოვრებელი თუ მრავალფუნქციური შენობა მაქვს დაპროექტებული, იყო უამრავი გამოწვევა, ჩემ თვალწინ იცვლებოდა საპროექტო წესები, მიდგომები. სწორედ აქ ვისწავლე პრაგმატულობა და დავინახე უსაზღვრო შესაძლებლობების არსებობა.

 

 

 

გამოარჩევდით თუ არა რომელიღაც პროექტს?

თითოეულ პროექტს თავისი ისტორია აქვს. პროექტის დასრულება ჩემთვის გარკვეული მიღწევა და დადებითი ემოციაა, თუმცა გამოვარჩევდი არცთუ მასშტაბურ, მაგრამ ბუნებასთან ყველაზე მიახლოებულ პროექტს ბაკურიანში, რომელშიც მაქსიმალურად მომეცა ბუნებრივი მასალების გამოყენების, ასევე,  არსებული რელიეფისა და გარემოს გაანალიზების საშუალება.

რომელ მასალებს ანიჭებთ უპირატესობას?

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვაფასებ და მიყვარს ბუნებრივი მასალა. ვფიქრობ, სწორედ ბუნებრივი მასალით, და არა მისი იმიტაციით შექმნილ პროექტებს შეუძლიათ გაუძლონ დროს.

რა გაძლევთ შთაგონებას? რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?

ვინაიდან ჩემი საქმიანობა საკმაოდ მრავლისმომცველი და კომპლექსურია, ყველაზე მეტად სირთულეების გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევის მომენტი მიზიდავს. ძალიან მიყვარს საწყისი ეტაპიც, ესკიზზე მუშაობა, სადაც მარტო შენ და ჯერ არარსებული პროექტი ხართ, უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან ერთად. სწორედ აქ იგრძნობა თავისუფლება და სასიამოვნო მღელვარებაც.

 

როგორი მდგომარეობაა დღეს არქიტექტურის სფეროში?

ვფიქრობ, დღეს მრავალი საინტერესო ინიციატივაა წამოწეული და შესაბამისად, ბევრი ცვლილება ხდება, როგორც არქიტექტურის, ასევე სამშენებლო სფეროებში. ქვეყანაში ნელ-ნელა ხდება აქცენტის გამახვილება ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაზე, სამომავლო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სარეკრეაციო ზონაზე, ადამიანების უსაფრთხოებაზე, და ეს ყველაფერი არა მხოლოდ არქიტექტორისა და მშენებლის, არამედ სახელმწიფოს საზრუნავია. კანონი ამყარებს ამ ყოველივეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია არქიტექტურის სფეროში, თუმცა პარალელურად გასააზრებელია, რომ აღნიშნული ცვლილებები ადაპტირებული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, არ შეიზღუდოს არქიტექტორის შემოქმედებითობა და ხედვა.

რას ურჩევდით ახალგაზრდა არქიტექტორებს?

ახალგაზრდა არქიტექტორებს ვურჩევდი, გამოიყენონ თითოეული შანსი და საკითხები, რომლებთანაც შეხება ექნებათ. დეტალურად გაიაზრონ, შეისწავლონ და მიუდგნენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით.

სამომავლო გეგმები…

საკმაოდ ბევრი საინტერესო გამოწვევა მაქვს. სამომავლოდ მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო დამწყებ არქიტექტორებსა და სტუდენტებს. გავაცნო, თუ როგორია რეალობა და რასთან მოუწევთ კარიერის განმავლობაში ჭიდილი.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი
OK! Business

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 6, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი
Slider Area

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 6, 2026
#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის
Slider Area

#OK! სამშობლოსაგან შორს… საქართველოსთვის

March 6, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი
ინტერვიუ

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში – რუსუდან დაუშვილი

March 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დამზადებულია სიყვარულით  „თამთინი“ – კულინარიული სკოლა და საკონდიტრო

#OK! დამზადებულია სიყვარულით „თამთინი“ – კულინარიული სკოლა და საკონდიტრო

May 9, 2024
#OK! საქორწილო გამოფენა 2024 – დაგეგმე შენი მნიშვნელოვანი დღე

#OK! საქორწილო გამოფენა 2024 – დაგეგმე შენი მნიშვნელოვანი დღე

March 4, 2024
#OK! ღირსეული თამაში

#OK! ღირსეული თამაში

June 12, 2025
#OK! „მადლობა სიყვარულით სავსე 26 წლისთვის“ – ნინა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი ქორწინების 26 წელს აღნიშნავენ!

#OK! „მადლობა სიყვარულით სავსე 26 წლისთვის“ – ნინა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი ქორწინების 26 წელს აღნიშნავენ!

November 24, 2023

კვირის ჰიტები

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! LOVE STORY  ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

#OK! LOVE STORY ორი ხელოვანი, ერთი მთლიანობა – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სიყვარულის ისტორია

March 5, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები