რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! თერმოინდუსტრია – ხარისხის 10-წლიანი ისტორია

ნოემბერი 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

კომპანია „თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 2012 წლიდან თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი. ფართო ასორტიმენტთან ერთად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ენერგოეფექტიან, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ, უსაფრთხო სისტემებს. ასევე, დიზაინერულ გადაწყვეტილებებს (ფერად რადიატორებს, საშრობებს და ა.შ.). 10 წლის განმავლობაში კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მსხვილი პროექტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის: მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, სპაცენტრები, ოფისები და საწარმოები. „თერმოინდუსტრიის“ ხარისხის 10-წლიანი განვითარების ისტორიის შესახებ, ჟურნალ OK!-ისთან კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა − ნათია ფაილოძემ ისაუბრა.

 

„თერმოინდუსტრიას“ ქართულ ბაზარზე ოპერირების ათწლიანი ისტორია აქვს. განვითარების რა ეტაპზეა კომპანია ამჟამად?

„თერმოინდუსტრია“ 2012 წელს დაარსდა და თავიდან მხოლოდ ერთი ფილიალით დაიწყო ოპერირება. დღეს კომპანია საქართველოში გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბო სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. 10 წლის შემდეგ საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 2 ცენტრალური საწყობი თბილისსა და ბათუმში გვაქვს. ჩვენი ძირითადი კრედო ხარისხია.

რამდენ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობთ და რა სახის შესაძლებლობებს აჩენს წამყვან ევროპულ კომპანიებთან პარტნიორობა ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებისას?

ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას, 2012-2015 წლებში სულ 20-25 პარტნიორი გვყავდა. ეს იმ დროისთვის კარგი მაჩვენებელი იყო. დღეისთვის პარტნიორი ევროპული კომპანიების რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ყველა ჩვენს პროდუქტს ISO-სერტიფიკატი აქვს, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტს პასუხობს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ ისეთი იტალიური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ, როგორიცაა „იტალთერმი“. ექსკლუზიურად ჩამოგვაქვს საქართველოში ამ ბრენდის გათბობის ქვაბები და საჭირო სისტემები.

 

გვესაუბრეთ უსაფრთხოებაზე.

ხარისხიანი ევროპული პროდუქტის მიწოდება გვაძლევს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მომხმარებელს პრობლემები არ შეექმნება. ეს სერვისის მიწოდებიდან მომდევნო მხარდაჭერის აუცილებლობას ამცირებს, მომხმარებელს კი აძლევს გარანტირებული სისტემების მონტაჟისა და ხელოსნის ხშირი გამოძახებიდან თავის არიდების კომფორტს. „თერმოინდუსტრიაში“ შეძენილი ISO და KIWA-სერტიფიკატების მქონე ნებისმიერი პროდუქტი იმას გულისხმობს, რომ ის ენერგოეფექტიანია, რაც ნაკლები ენერგიის მოხმარებას და ნაკლებ დანახარჯს გულისხმობს. მესამე პრიორიტეტი, რომელსაც ევროპელ კომპანიებთან თანამშრომლობა გვაძლევს, უსაფრთხოებაა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ჩვენი კედლის ქვაბები აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების შესაძლებლობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. თითოეული ქვაბი ლაბორატორიულ პირობებში მოწმდება და ისე იგზავნება საქართველოში. ყველა პროდუქტს აქვს საგარანტიო ვადა, რომლის დროსაც ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერა უსასყიდლოდ ხორციელდება.

 

გვესაუბრეთ მომსახურების ხარისხსა და „თერმოინდუსტრიის“ გუნდზე.

10 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხი შეგვენარჩუნებინა, რაც უპირველეს ყოვლისა მაღალკვალიფიციური პერსონალის პროფესიონალიზმით დასტურდება. სამუშაო ადგილების შექმნისას, კომპანია მუდამ ზრუნავს თავისი კადრების პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც საზღვარგარეთ ან ადგილზე ჩვენი ევროპული პარტნიორი კომპანიების სპეციალისტთა ტრენინგ-კურსებსა და მასტერკლასებს ვთავაზობთ. პერიოდულად ვატარებთ ტესტირებებს, რათა ისინი მომხმარებელს კვალიფიციურად მოემსახურონ. რიგ შემთხვევაში, დასაქმებულებს ახალი პროდუქტის წარმოების პროცესში საზღვარგარეთ პარტნიორი კომპანიების წარმოებებში ვუშვებთ, რათა ადგილზე ნახონ, როგორ მუშაობს წარმოება, როგორ აწყობენ გათბობის ქვაბს თუ სხვა სისტემებს.

რა სახის პროექტებს ახორციელებს კომპანია და რომელ სეგმენტზეა ორიენტირებული?

ჩვენ ვემსახურებით როგორც კორპორაციულ სეგმენტს, ასევე ფიზიკურ პირებს. კორპორაციულ სეგმენტში, თბილისსა და ბათუმში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, სპა-ცენტრების, სტადიონებისა და სხვადასხვა სახის კომპლექსის წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებით უზრუნველყოფა ხორციელდება (რკინა-ბეტონის საწარმო „მიქსორი“, საცხოვრებელი სახლი „აბრისი“; სასტუმროები − „ორბი პალასი“, „პრემიერ ბესტ ვესტერნი“, „ნეპტუნ პალასი“, „სნოუ რუმსი“ და სხვა); გვაქვს ასევე საცალო განყოფილება, რომელიც კერძო ბინებსა და ინდივიდუალურ კლიენტებს ემსახურება.

რამდენად კონკურენტულია ქართული ბაზარი თქვენს სეგმენტში და როგორ პოზიციონირებს კომპანია ამ პირობებში?

ქართულ ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა ჩვენთვის კონკურენცია ხელის შემშლელი არ არის, პირიქით − ეს სამოტივაციო ძალაა იმისათვის, რათა არ მოვდუნდეთ და მუდმივ განვითარებაზე ვიზრუნოთ. ჩვენ გვაქვს პროდუქტი, რომელსაც იცნობენ, ენდობიან და იციან, რომ ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმას, რაც მათ მოთხოვნებს ესაჭიროება. შესაბამისად, კონკურენცია არ გვაშინებს. ხარისხი ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, პროდუქტი და მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი.

 

10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება და მოთხოვნა?

ვინაიდან მსოფლიოში ტექნოლოგიური პროგრესია, მომხმარებელსაც ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა სურს. ვცდილობთ ტექნოლოგიური სიახლეები საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებაში მაქსიმალურად მოკლე დროში ავსახოთ. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ყველა სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი გვაქვს და ნებისმიერი მოთხოვნის მქონე მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება შეგვიძლია.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამაზე ყურადღების გამახვილება უფრო გააქტიურდა. სახელმწიფომაც, ამ მხრივ, კანონმდებლობა დახვეწა და თუ ადრე გამათბობლების მონტაჟისას ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, დღეს სახელმწიფოს მხრიდან გამათბობლებისადმი არსებული სტანდარტული მოთხოვნის გამო, მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა და ისინი უსაფრთხო გამათბობლებს ანიჭებენ უპირატესობას. მეორე ფაქტორი, რომელსაც ისინი ყურადღებას აქცევენ, გამოყენებული ენერგიის ხარჯია. ჩვენი პროდუქტი ევროპული სტანდარტისაა და თითოეული მოწყობილობა ენერგოეფექტიანია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

წლიდან წლამდე კომპანიის დატვირთვა და ბრუნვა იზრდება, მომატებული მოთხოვნა კი კომპანიის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს. „თერმოინდუსტრიაც“ განაგრძობს განვითარებას და თბილისის მასშტაბით გაფართოების გეგმა გვაქვს. შესაბამისად, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ ჩვენს შოურუმს კიდევ ერთი ფილიალი შეემატება. გარდა ამისა, აუცილებლად გაიზრდება ჩვენი პროდუქციის არჩევანი. ჩვენ ბრენდების დამატების გეგმაც გვაქვს, არა მხოლოდ გათბობის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც. რა თქმა უნდა, ეს გეგმები მსოფლიოსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგადად კი, ჩვენი გუნდისთვის გამოწვევები ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

 

რეკლამა

 

www.thermoindustria.com

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

დეკემბერი 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

იანვარი 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

დეკემბერი 27, 2022
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება
Décor

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

დეკემბერი 28, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ბუკინგემის სასახლემ კიმ კარდაშიანს უარი უთხრა – ელიზაბეტ II-ის მეფობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას რეალითი შოუს ვარსკვლავი ვერ დაესწრო

#OK! ბუკინგემის სასახლემ კიმ კარდაშიანს უარი უთხრა – ელიზაბეტ II-ის მეფობის პლატინის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას რეალითი შოუს ვარსკვლავი ვერ დაესწრო

ივნისი 3, 2022
#OK! 46 წლის ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური Elle-ისთვის

#OK! 46 წლის ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური Elle-ისთვის

ოქტომბერი 7, 2021
#OK! ნანიკო ხაზარაძე 50 წლის გახდა

#OK! ნანიკო ხაზარაძე 50 წლის გახდა

ოქტომბერი 26, 2022
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი დიზაინერ Raf Simons-ის მოსაცმელით!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი დიზაინერ Raf Simons-ის მოსაცმელით!

ივლისი 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც ფულისა და პოპულარობის გამო განათლების მიღებაზე უარი არ თქვეს

#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც ფულისა და პოპულარობის გამო განათლების მიღებაზე უარი არ თქვეს

იანვარი 27, 2023
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

იანვარი 25, 2023
#OK! „ მგონია, რომ ჩემს სხეულში 2 ადამიანის გული ერთდროულად ძგერს“ – ნათია თოდუა ორსულობის შესახებ საუბრობს

#OK! „ მგონია, რომ ჩემს სხეულში 2 ადამიანის გული ერთდროულად ძგერს“ – ნათია თოდუა ორსულობის შესახებ საუბრობს

იანვარი 24, 2023
#OK! 78 წლის მაიკლ დუგლასი და 53 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი BAFTA-ს ყოველწლიურ Burns Bash-ზე

#OK! 78 წლის მაიკლ დუგლასი და 53 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი BAFTA-ს ყოველწლიურ Burns Bash-ზე

იანვარი 21, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×