• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თამთა შავიძე კლინიკა „ლაზერ მედზე“, სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებზე

September 11, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„დერმატო-კოსმეტოლოგია ამოუწურავი და მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც ყველაზე აღმატებული – ექიმის წოდება არ გაძლევს მოდუნების უფლებას“

უდიდესი პასუხისმგბლობის მიუხედავად, თვლის, რომ მისთვის სასიამოვნო გამოწვევაა იყოს ექიმი, ემსახურებოდეს სილამაზესა და ესთეტიკას, წვლილი შეჰქონდეს იმაში, რომ ადამიანებმა უფრო მიმზიდველებად, ბედნიერად და კომფორტულად იგრძნონ თავი. OK! ბათუმის სტუმარი „ლაზერ მედის“ წამყვანი ექიმი-დერმატოლოგი თამთა შავიძეა, რომლისთვისაც უდიდესი მოტივაციაა იყოს თავისი ოჯახის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, ყოველდღიურად, დაუღალავად შრომობდეს იმისთვის, რომ  სრულიად განსხვავებული მიდგომით ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს ესთეტიკის სფერო. რას მიიჩნევს კლინიკის წარმატების მიზეზად, რას ურჩევს, ვისაც სურს სახის კანი მუდმივად ფორმაში ჰქონდეს, ვინ არის მისთვის მისაბაძი ადამიანი და ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებს უპირატესობას – პასუხები წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.

ემსახურო სილამაზესა და ესთეტიკას, საინტერესო გამოწვევასთან ერთად, სასიამოვნო პროცესია, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ექიმი, კონკრეტულად კი დერმატო-კოსმეტოლოგი?

იყო ექიმი, გეცვას თეთრი ხალათი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და პაციენტების მხრიდან გამოცხადებული ნდობა – პრივილეგია. ჩვენს პროფესიაში პატიოსნება ყველაფერზე ზემოთ უნდა იდგეს. ჩემთვის ესთეტიკა ცხოვრების საწყისი ეტაპია, საიდანაც ბედნიერების, სრულყოფილების და თავდაჯერებულობის აღქმა იწყება. ჩემი კაბინეტიდან გასული ბედნიერი, კმაყოფილი პაციენტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, ჩემს პროფესიას უფრო მაყვარებს. არაფერია იმაზე უკეთესი ემსახურებოდე სილამაზეს და ესთეტიკას, ამის ნიჭიც უნდა გიბოძოს ღმერთმა, აღიქვა თითოეული ნაკვთი და მისი მნიშვნელობა სახის ნაკვთების მთელ „ანსამბლში“, შეისწავლო პაციენტის სურვილი, გაიაზრო მისი თვალით აღქმული სილამაზე, გადაკვეთო შენი მოსაზრება და ერთად შეჯერებული,  დაგეგმილი ჩანაფიქრი მოიყვანო სისრულეში, სრულად მოერგო პაციენტის სურვილებს.

კლინიკა „ლაზერ მედის“ წამყვანი ექიმი ხართ, აგრძელებთ ოჯახის ტრადიციას, როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რამაც კლინიკის მრავალწლიანი ურყევი წარმატება  განაპირობა?

პროფესია ექიმი – ოჯახური ტრადიციაა, კლინიკა „ლაზერ მედის“ ბრენდის მიღმა  დგას დიდი ოჯახის ერთობლივი ძალა, მოტივაცია და უწყვეტი, ხარისხიანი შრომა, რომელმაც ნაყოფი გამოიღო… ამას „ლაზერ მედის“ წარმატება ჰქვია. ათწლეულობით დაგროვებული გამოცდილება, მაღალი სტანდარტები, ინოვაციური ტექნოლოგია და ერთად მომუშავე გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება, ვითარდება!.. მე, როგორც ოჯახის ტრადიციების ერთ-ერთი გამგრძელებელი, მაქსიმალურად  ვცდილობ, არა მარტო შევუნარჩუნო წარმატება, არამედ, სრულიად განსხვავებული მიდგომით, ახალ სიმაღლეებზე ავიყვანო ესთეტიკის სფერო.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში „ლაზერ მედი“ მუდმივად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, პრეპარატებისა და მეთოდების დანერგვა-განახლება. აღნიშნული მიმართულებით წელს რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

გახსნის დღიდან კლინიკა „ლაზერ მედი“ განსაკუთრებით ზრუნავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაზე, გამოყენებული პრეპარატებისა და სახარჯი მასალის უცვლელ ხარისხზე, რაც თავისთავად აისახება კლინიკის სახელსა და მის წარმატებაზე. უწყვეტ რეჟიმში ხდება აპარატურის განახლება, ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება და სულ მალე იგეგმება კლინიკის მასშტაბების გაზრდა საქართველოს  მასშტაბით.

 

როგორია თქვენი თავისუფალი დრო…

ჩემი პროფესიიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება. ვფიქრობ, ახლა სწორედ ის პერიოდი მაქვს, როდესაც მაქსიმალურად საჭიროა ჩემი ჩართულობა კლინიკის საქმეებში. რა თქმა უნდა, ვცდილობ, თავისუფალი დრო, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო…

რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი…

ბათუმი ჩემთვის შეუცვლელი და უნიკალური ქალაქია. მოგეხსენებათ,   ბათუმელი არ გახლავართ, 4 წლის წინ თბილისიდან სრულიად უცხო ქალაქში ჩამოსვლა სერიოზული გამოწვევა იყო ჩემთვის, თუმცა ამ ქალაქმა თავისიანად მიმიღო, სითბო, სიყვარული მაჩვენა და მეც უპირობოდ შევიყვარე მისი განუმეორებელი ხასიათი, უჩვეულო ცა, გამორჩეული სურნელი…

თუ ბათუმის გულისცემას მოუსმენ, სულ სხვანაირი „მე“ შეგიძლია აღმოაჩინო საკუთარ თავში, ამ ქალაქში იციან წრფელი ურთიერთობებისა და სიყვარულის ნამდვილი ფასი. მომწონს ძველი და ახალი ბათუმის ეკლექტიკური შერწყმა.

როგორ ფიქრობთ, რა არის სილამაზის  ფორმულა?

„სილამაზის ფორმულა“ არ არსებობს, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი თავისთვის სილამაზის ფორმულა, რომელშიც ჩვენ დაგეხმარებით. თუ მკითხავთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ყველამ მიაღწიოს ამ „ოქროს სტანდარტს“, მაშინაც კი, თუ სამყარომ ჩვენი გადმოსახედით სათანადო ბუნებრივი სილამაზე არ გვიბოძა, ჩემი პასუხი იქნება: დიახ, რა თქმა უნდა! გიყვარდეთ საკუთარი თავი, იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან, გქონდეთ ამაღლებული გუნება-განწყობა, ეს ყოველთვის აისახება თქვენს ვიზუალზე…

როგორც დერმატო-კოსმეტოლოგი, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ  მათი სახის კანი მუდმივად ლამაზი და ჯანმრთელი იყოს…

მნიშვნელოვანია ექიმ დერმატო-კოსმეტოლოგთან კონსულტაცია და საკუთარი კანის ტიპის დადგენა, მისი სპეციფიკურობის განსაზღვრა და მუდმივი კონტროლი. საზოგადოებაში გავრცელებული უამრავი მითი, რაც სახის კანის მოვლასა და დერმატო-კოსმეტოლოგის ჩარევასთან არის დაკავშირებული – უმჯობესია მსგავსი საკითხები ექიმთან შეათანხმოთ. სტანდარტების მიხედვით 25 წლიდან იწყება კანის ბიოლოგიური დაბერების პროცესი, ამიტომ არ უნდა დაველოდოთ 40-45 წლის ასაკს ინექციური კოსმეტოლოგიის ჩართვისთვის, რაც ხშირად დაგვიანებულ და მძიმე, აგრესიულ პროცედურებს საჭიროებს.

ფილმი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე…

გამოარჩიო რაიმე კონკრეტული – რთულია, თუმცა უცხოენოვანი ფილმებიდან აღვნიშნავდი შტეფან ცვაიგის რომანის მოტივებზე 2014 წელს გადაღებულ ფილმს „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“, სადაც გამორჩეულად მაღალი დონის იუმორი, სამსახიობო დასი, კადრების ტექნიკა, დეკორაციები და  ესთეტიკურად გადმოცემული სიუჟეტია. ქართული ფილმებიდან „ცისფერი მთები“…  ფილმის უამრავი პოპულარული ფრაზები და მასში წამოჭრილი თემები: სამსახურებრივი გულგრილობა, უსასრულო ერთფეროვნება, კომფორმიზმი, შემოქმედებითი კრიზისი… ერთი გამომცემლობის ყოველდღიური ამბები კი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

როგორია სილამაზის სფეროს თანამედროვე ტენდენციები და საქართველო რამდენად ახერხებს არ ჩამორჩეს ტემპს?

სილამაზის სფეროს ტენდენციები ყოველდღიურად იცვლება, რამდენიმე წლის წინ თუ აქტუალური იყო ტუჩის მოცულობის გაზრდა ან თუნდაც კეხის გასწორება ბუნებრივი შემავსებლებით, ახლა მოდაშია და ბუნებრივად აღიქმება ოდნავ კეხიანი და დაწეული ნესტოებიანი ცხვირი, თხელი ტუჩი, თუმცა მეთოდი მეთოდს ანაცვლებს, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ინოვაციურად; დღესდღეობით აქტუალურია მეზოძაფებით სახის მოდელირება. კლინიკა „ლაზერ მედი“ აქტიურად ჩართულია ამ სფეროში აპრობირებული მეთოდების დანერგვით, ახალი პრეპარატების შემოტანით, მიზანი მიმართულია იმისკენ, გახადოს რეაბილიტაცია ბევრად მარტივი და მინიმუმამდე დაიყვანოს ტკივილის შეგრძნება, რაც ქალბატონებში ჯერ კიდევ შიშს იწვევს. ჩვენი ქალბატონები ძალიან გათვითცნობიერებულნი არიან ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში, რასაც მივესალმები და მოხარული ვარ, მომწონს, რომ ყურადღებას აქცევენ თავს, სახის კანს, ცდილობენ იყვნენ სასურველი და არ ჩამორჩნენ დროს.

ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა…

მოგზაურობა ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ვცდილობ შევუთავსო სასიამოვნო სასარგებლოს და მოგზაურობა დავამთხვიო კოლეგებთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლებას. ერთად უფრო შეგიძლია დააგროვო ბევრი სასიამოვნო მომენტი, რაც, მე პირადად, მთელი წელი მიქმნის ამაღლებულ განწყობას, ვიღებ დადებით მუხტს.

მისაბაძი ადამიანი…

უდავოდ – დედა. ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქალი, დედა, შვილი, ბებია… ძლიერი, რისკიანი, ჭკვიანი, პოზიტიური და მებრძოლი ადამიანი, რომლის უშრეტი ენერგია და გადამდები განწყობა დღემდე, ჩვენთვის, შვილებისთვისაც კი ამოუხსნელია და ყოველდღიურად გვაოცებს თავისი შეუდარებელი თვისებებით.

ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას…

ძირითადად ე.წ. Casual business საკუთარი შტრიხებით: კომფორტისა და ელეგანტურობის ნაზავი. აქსესუარებიდან გამორჩეულად მიყვარს სათვალე, რომელიც უამრავ ადგილს იკავებს ჩემს გარდერობში. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს, ჩემს კლინიკაში, თეთრ სამედიცინო უნიფორმაში ვგრძნობ.

რა არის იმისთვის საჭირო, რომ როგორც ექიმმა, მოიპოვო საზოგადოების ნდობა?

 გულწრფელობა. ხშირად ექიმსა და პაციენტს შორის პირადი ნდობა და კომუნიკაცია ბევრად მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე მედიცინის ყველა მიღწევა ერთად აღებული. პაციენტისთვის ექიმის პიროვნული ღირსებები პროფესიონალიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თქვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია…

მუდმივად ტონუსში ყოფნა. სიახლეების, ტექნოლოგიების, თანამედროვე გამოწვევების პულსაციის მუდმივი შეგრძნება. დერმატო-კოსმეტოლოგია ამოუწურავი და მუდმივად განახლებადი სფეროა, სადაც  ყველაზე აღმატებული – ექიმის წოდება არ გაძლევს მოდუნების უფლებას.

 

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები