• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ესთეტიკური მედიცინა ჩემთვის მხოლოდ საქმე კი არა, მოწოდებაა – თამთა ხანთაძე

October 22, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც პროფესიას როგორც მხოლოდ საქმეს კი არ უდგებიან, მათთვის პროფესია უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი რუტინა. დღევანდელი ჩემი რესპონდენტი სწორედ ასეთი პიროვნებაა – ექიმი კოსმეტოლოგი – თამთა ხანთაძე, რომლისთვისაც მთავარი მისია ადამიანებზე ზრუნვა, მათთვის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება და თავდაჯერებულობის დაბრუნებაა. პაციენტებთან ურთიერთობაში იგრძნობა განსაკუთრებული სითბო და თანადგომა; როგორც თავად აღნიშნავს, პროცედურა მხოლოდ გარეგნულ ცვლილებას კი არა, შინაგან სიმშვიდესა და ბედნიერებასაც გულისხმობს. სწორედ ამ დამოკიდებულებამ აქცია ის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად ქართულ ესთეტიკურ მედიცინაში და ასევე გავლენიან ინფლუენსერად სოციალურ ქსელებში, სადაც ათასობით გამომწერი ენდობა მის რჩევებსა და გამოცდილებას.  მისი კლინიკა Esthetic Line VIP Clinic-ი კი დღეს არა მხოლოდ პროფესიული მომსახურების, არამედ ნამდვილი ემოციური მხარდაჭერის სივრცეა.

 

თამთა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ჩემი პროფესიული არჩევანი სკოლის დასრულებისთანავე განისაზღვრა, როცა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მისი დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ამ გამოცდილებას დამატებოდა ესთეტიკური მედიცინის მიმართულება. გავიარე არაერთი კვალიფიკაცია და დღემდე, გამუდმებით, ვსწავლობ სიახლეებს და ვიღებ გამოცდილებას როგორც ევროპაში, ისე აზიასა და ამერიკაში.

ჩემთვის ეს პროფესია მხოლოდ საქმიანობა კი არა, მოწოდებაა, არჩევანი, რომელიც გულით გავაკეთე. ადამიანებზე ზრუნვა და მათი ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. განსაკუთრებით კი ის ემოცია, რასაც ადამიანები განიცდიან შედეგის დანახვისას, უდიდესი სტიმულია ჩემთვის. სწორედ მათი სიხარული მაძლევს ძალას, რომ დავეუფლო ყველა ინოვაციას და მაქსიმალურად შევუწყო ხელი თითოეულის ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას.

 

 

როდის გადაწყვიტეთ კლინიკა Esthetic Line Vip Clinic-ის შექმნა და რა იყო მიზანი?

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებლობა და საკუთარი პროფესიული ხედვის რეალიზება, სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მალევე გადავწყვიტე ჩემი კლინიკის გახსნა. მიზანი იყო – შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას, თანამედროვე მიდგომებსა და გულით ზრუნვას შევთავაზებდი.

 

რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ყველა ტიპის ესთეტიკურ მომსახურებას, დაწყებული კლასიკური კოსმეტოლოგიით, დამთავრებული ინექციური და აპარატურული პროცედურებით. განსაკუთრებულ გამოცდილებას ვიძენ რთულ საინექციო და საკორექტირებელ ჩარევებში, მათ შორის ყბა-სახის არეს მოდელირებასა და აღდგენით პროცედურებში. ჩემთან ხშირად მოდიან პაციენტები, რომლებიც მძიმე ტრავმების ან პათოლოგიური შემთხვევების შემდეგ საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, არის მარიამი, რომელიც ავარიის შედეგად სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობაში მოვიდა – სახის არე პრაქტიკულად განადგურებული ჰქონდა, თვალები დაშავებული, ცხვირ-ტუჩის არე მოშლილი, ტუჩი თითქმის არ არსებობდა. რთული პროცედურების შედეგად, მარიამმა შეძლო თავდაჯერებულობისა და გარეგნული ჰარმონიის აღდგენა. დღეს  ამბობს, რომ ჩემი დახმარება მისთვის ცხოვრების გაგრძელების სტიმული გახდა.

ასეთი გამოცდილებები ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ მუდმივად დავეუფლო სიახლეებს, უფრო მეტად განვვითარდე და მაქსიმალურად შევუწყო ხელი თითოეული პაციენტის ბედნიერებასა და თვითრწმენის დაბრუნებას.

 

რა გამოარჩევს Esthetic Line Vip Clinic-ს ბაზარზე?

Esthetic Line VIP Clinics ჩემთვის არა მხოლოდ სამუშაო სივრცეა – ეს არის ჩემი  გული და სული. აქ ვმოქმედებ სრულად, „All Inclusive“ პრინციპით, რათა თითოეულმა პაციენტმა მიიღოს მაქსიმალური კომფორტი და პროფესიული ზრუნვა.

VIP მომსახურეობის იდეა სწორედ ამისგან წარმოიქმნა. მყავს ბევრი პაციენტი, რომელთაც სურთ ინდივიდუალური ვიზიტი სპეციალურ პროცედურებზე, რასაც ვთავაზობ. ზოგიერთი ცნობილი ადამიანის თუ ინფლუენსერის (ვგულისხმობ ჩემს პაციენტებს) სურვილია, რომ ჩატარებული პროცედურები იყოს პირადული. ჩემი მიზანი კი თითოეული პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა, და, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ მომსახურება არა მხოლოდ ეფექტური, არამედ სასიამოვნო და დამამშვიდებელი იყოს.

კლინიკაში გათვალისწინებულია ყველა დეტალი: პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ბარ-ლაუნჯით, სრული რელაქსითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. თითოეული ვიზიტი აქ არ არის მხოლოდ პროცედურა – ეს გამოცდილებაა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, ინდივიდუალურ მიდგომას და ემოციურ კომფორტს.

 

არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს პატარა ასისტენტზე  Dr.Anna-ზე, რომელსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში.

დიახ, ჩემი სამი წლის გოგონა, ხშირად არის ჩემთან, მეხმარება პროცედურების დასრულების დროს. ბევრ რამეს სწავლობს ჩემგან. ხშირად მსტუმრობენ ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც სურთ Dr.Anna ესწრებოდეს მათ პროცედურას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს და ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში.

სამომავლო გეგმებშიც შედის კლინიკის განვითარება ჩემს შვილებთან ერთად, მისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, რათა Esthetic Line გახდეს ძლიერი, ოჯახური, პროფესიული სივრცე მომავალი თაობებისთვისაც.

 

 

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.     

ჩემი სამომავლო გეგმა ძალიან ამბიციურია და რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, ვგეგმავ საზღვარგარეთ მეტ ვიზიტებს, რათა პაციენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას, პირადად ჩავაკითხო და ჩავუტარო მაღალი ხარისხის მომსახურება. ასევე, მინდა შემოვიტანო ახალი და ინოვაციური ესთეტიკური პროცედურები, რომლებიც ექსკლუზიურად Esthetic Line-ში იქნება ხელმისაწვდომი, რაც ჩემი კლინიკის უნიკალურობას კიდევ უფრო გაზრდის.

ჩემს მთავარ პრინციპად რჩება პაციენტზე ინდივიდუალური, მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო მიდგომის უზრუნველყოფა, რაც VIP მომსახურეობის მუდმივი დახვეწის საფუძველია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ენ ჰეტევეი “ვალენტინოს” ჩვენებას დაესწრო – ვარსკვლავის თვალისმომჭრელი იმიჯი და უახლესი კადრები რომიდან

#OK! ენ ჰეტევეი “ვალენტინოს” ჩვენებას დაესწრო – ვარსკვლავის თვალისმომჭრელი იმიჯი და უახლესი კადრები რომიდან

July 9, 2022
#OK! გლამურული ლილი კოლინსი: მსახიობი Yves Saint Laurent-ის კაბით!

#OK! გლამურული ლილი კოლინსი: მსახიობი Yves Saint Laurent-ის კაბით!

March 3, 2021
#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი რიანას Savage X Fenty-ის შოუზე

#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი რიანას Savage X Fenty-ის შოუზე

September 25, 2021
#OK! ცნობილი ლამაზმანების ყველაზე მიმზიდველი ჩაცმულობები BVLGARI-ს წვეულებაზე

#OK! ცნობილი ლამაზმანების ყველაზე მიმზიდველი ჩაცმულობები BVLGARI-ს წვეულებაზე

June 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

#OK! ვინ არის ქალი, რომელიც სამოდელო კარიერის ხანგრძლივობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

February 22, 2026
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

February 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები