• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სხვა კითხვები – გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა (ვიდეო)

April 22, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რუბრიკა „სხვა კითხვების“ სტუმრები არიან მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა. წყვილი, რომელიც გამოირჩევა სილაღით, გულწრფელობით და საინტერესო საუბრით. დღესაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, ვისაუბრეთ ჯანსაღ ურთიერთობაზე, მშობლობასა და ისეთ მსუბუქ თემაზეც, როგორიცაა კულინარია.

ჩვენი მასპინძელია რესტორანი „სხვა“, ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის და გემოვნების ადამიანი შეძლებს სასიამოვნო დროის გატარებას და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას.

 

პროფესიულად ორივე ძალიან აქტიურები ხართ, რამდენად ხშირად ახერხებთ ერთად შეკრებას? და ასეთ დრო სახლში ამჯობინებთ ყოფნას თუ გარეთ?

(სალომე): მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რაც დღეს, ზოგადად, ჩვეულებრივი ამბავია, არ გვეპატიება ამის გამო ერთად არყოფნა. დროის ერთად გატარება აუცილებელია არა მხოლოდ ურთიერთობისთვის, არამედ ჩვენი პროფესიული წარმატებისთვისაც, ეს ერთგვარი საკვანძო თემაა ჩვენთვის.

(გიორგი): ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, რათა ენერგეტიკულად სულიერი საზრდო მიიღო. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება.

(სალომე): დილაობით ადრე, მზე რომ ახალი ამოსულია, პარკში სასეირნოდ ერთად წასვლა ეს დღის იდეალური დასაწყისია.

 

 

გიორგი, რამდენიმე პროფესიას ერთად ითავსებთ, არ არის რთული? და რომელ სფეროში გრძნობთ უფრო კომფორტულად თავს?

(გიორგი): რთულია, რადგან საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. იყო პერიოდი, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც შემექმნა პრობლემა, სამსახურის მერე მანქანაში ვითიშებოდი, ისე ვიღლებოდი.

ყველაზე კომფორტულად, რა თქმა უნდა, თეატრში ვგრძნობ თავს. მსახიობობა არის ჩემი მთავარი პროფესია და თეატრის შენობაში როცა შევდივარ, სულ სხვანაირი განწყობით ვარ, აქ ბოლომდე თავისუფალი ვარ – ჩემი გარემო მაქვს, ჩემი საყვარელი დასი და მაყურებელი მყავს.

 

სალომე, აქტიური ხართ ტიკ-ტოკ პლატფორმაზე, როგორია ძირითადად გამოხმაურება თქვენს ვიდოებზე? რომელია თქვენი კონტენტი?

(სალომე): ჩემი კონტენტი, ძირითადად, არის ის, სამსახურიდან დაბრუნებული სახლში რას ვაკეთებ, ანუ ოჯახური ამბები. რაც შეეხება ჰეითერებს, ძალიან ნაკლებია.

მინდა აღვნიშნო, რომ ტიკ-ტოკი ძალიან დამეხმარა ბევრი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ჩემი თავი უფრო დადებითად შევაფასე, ეს კი განაპირობა ჩემი გამომწერების დადებითმა კომენტარებმა. მიხარია, რომ ძალიან მგულშემატკივრობენ და მოტივაციას მაძლევენ.

 

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

(გიორგი): თავისუფალ დროს ყველაზე მეტად მიყვარს ფილმების ყურება სალომესა და ნენესთან ერთად. ასევე, ჭამა და კულინარია ძალიან გვიყვარს სამივეს. ბოლო დროს კი ახალი გატაცება მაქვს – თევზაობა. რა თქმა უნდა, დაჭერილ თევზს ისევ ვუშვებთ.

(სალომე): მეც ძალიან მიყვარს ფილმებისა და სერიალების ყურება, სეირნობა და ჭამა, ყველაფერი ეს გვიყვარს ნენესთან ერთად.

 

რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

(სალომე): ქართულს და განსაკუთრებით გვიყვარს მეგრული სამზარეულო. ძალიან მიყვარს ღომი ფუჩხოლიათი, ასევე მჭადი და ყველი.

(გიორგი): ქართული სამზარეულოს შემდეგ გამოვარჩევდი იტალიურს. ძალიან მიყვარს პიცა, პასტა, რავიოლი.

 

ხშირად სტუმრობთ „სხვას“? რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

(გიორგი): „სხვაში“ ერთ-ერთი კორპორაციული საღამო მიმყავდა, ძალიან მომეწონა მაშინ და შემდეგ უკვე სადილზე წამოვიყვანე სალომე და ნენე. მას შემდეგ ხშირად მოვდივართ აქ, თან ტერიტორიულად ჩვენთან ძალიან ახლოსაა. გარდა ამისა, ოჯახური გარემოცაა და ბავშვის მენიუც აქვთ, ძალიან უყვარს ნენეს ხინკლუკები, მეც, როგორც ხორცეულის მოყვარული, „სხვაშიც“ ხორცეულს ვანიჭებ უპირატესობას.

 

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ჯანსაღ ურთიერთობას?

(სალომე): იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი და გიორგის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ჩვენს ურთიერთობაში მთავარი არის ნდობა.

(გიორგი): ვეთანხმები სალომეს, ნდობა მნიშვნელოვანია, ასევე, საუბარი ერთმანეთთან ყველაფერზე და ურთეირთობაში მრავალფეროვნების შემოტანა. არ უნდა გადაიზარდოს რუტინაში, უნდა შეეცადო, რომ ყოველდღე სიახლე შესთავაზო პარტნიორს.

 

 

შეგცვალათ მშობლობამ? თავს როგორ გრძნობთ ამ ამპლუაში?

(გიორგი): ძალიან. ჩვენი ცხოვრება იყო ნენემდე და ნენეს შემდეგ. ცდილობ ყველაფერი უფრო კარგად გააკეთო, უფრო მოინდომო და შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო, რადგან შვილს უკეთესი მომავალი და ცხოვრება შეუქმნა.

(სალომე): დედობამ ბევრი ახალი თვისება შემძინა, კარგიც და ნეგატიურიც. უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენ ჩემი თავის მიმართაც კი. პასუხისმგებლობას თავი რომ დავანებოთ, ცოტა მშიშარაც გავხდი.

 

რა მთავარი ღირებულებები გინდათ თქვენს შვილს ასწავლოთ?

(სალომე): თავისუფლება. მინდა, რომ იყოს თავისუფალი, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. ვფიქრობ, ამ მთავარ ღირებულებას ჩვენ ნენეს გადავცემთ, თუ ხელს შევუწყობთ მის განათლებას. განათლება მგონია ყველაფრის საწყისი, მათ შორის პრობლემების მოგვარების საუკეთესო ალტერნატივა.

(გიორგი): ვეთანხმების სალომეს, თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე, მინდა კეთილი ადამიანი იყოს, თუმცა ნენე უკვე არის ძალზე კეთილი.

 

 

ტექსტი: სოფია მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: სხვა •skhva

 

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები