• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! სუხიშვილები – ლეგენდა, რომელსაც დრო ვერ მოერია

October 14, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

„ტრიუმფის 80 წელი“ – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია იშვიათი ფოტოები, ძველი პოსტერები,  ძვირფასი ქვებით გაფორმებული  სასცენო კოსტიუმები და ა.შ.

 

ქართული ნაციონალური ბალეტი, რომელსაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უფრო „სუხიშვილების“ სახელით იცნობენ,  საქართველოს სავიზიტო ბარათი და ეროვნული საგანძურია, რომელიც მსოფლიოს ქართული ცეკვის ხიბლითა და ენერგიით აოცებს.

ყველაფერი 1945 წელს დაიწყო, როდესაც ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ცეკვის გადარჩენის იდეით გაერთიანდნენ და ანსამბლი შექმნეს. მანამდე ქართული ცეკვები ძირითადად ოჯახურ წვეულებებზე და სახალხო ზეიმებზე, არაფორმალურ გარემოში სრულდებოდა. ილიკომ და ნინომ თაობიდან თაობამდე გადაცემული ცეკვები გადაარჩინეს და ინოვაციები ისე დანერგეს, რომ ტრადიციასა და ქართული ცეკვის თავისებურებებთან კავშირი არ გაეწყვიტათ. ქართულ ცეკვაზე შეყვარებულმა ხელოვანებმა ფოლკლორული ცეკვისა და ბალეტის ელემენტები გააერთიანეს, მუსიკის რიტმი ააჩქარეს და ცეკვა მეტად სანახაობრივი გახადეს. ასე შეიქმნა ტრადიციული ქართული ცეკვების ახლებური ფორმა, რომელიც დღემდე მსოფლიოს აოცებს.

 

„ანსამბლის შექმნის იდეა 1935 წელს გამიჩნდა, როდესაც ლონდონში მოცეკვავეთა დასთან ერთად მსოფლიო ხალხური ცეკვის ფესტივალზე წავედი. დავინახე, თუ რა აღფრთოვანებას და აჟიოტაჟს იწვევდა მრავალფეროვანი ცეკვები მაყურებელში. ეს თემა მაწუხებდა და მე და ნინომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი…“ – ილიკო სუხიშვილი.

 

ეროვნული ბალეტის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, როცა „სუხიშვილების“ სახელი ქვეყნის ფარგლებს გასცდა, დასმა პირველი უცხოური ტურნე მოაწყო. ისინი არა მარტო საქართველოდან, არამედ, საბჭოთა კავშირიდანაც პირველები იყვნენ, ვინც კაპიტალისტურ ქვეყნებში გავიდა და  მსოფლიოს გააცნო ქვეყანა, რომელზეც ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა.

“ჩემთვის და ნინოსთვის მთავარი იყო იმ რიტმების ამოცნობა, იმ მოძრაობების პოვნა და დახვეწა, რომლებსაც ქართული ჯიშისა და კავკასიური მოდგმის წინაპრებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მიაგნეს“- ილიკო სუხიშვილი.

 

1966 წელს ეროვნული ბალეტის გასტროლები ინგლისში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა. „სუხიშვილების“ კონცერტს ფეხბურთის მეფე  – პელეც დაესწრო, რომელიც მოცეკვავე გოგოების სილამაზემ მოხიბლა, დედოფალმა ელისაბედმა კი ილიკოს მადლიერების ოქროს მედალი პირადად გადასცა.

1967 წელს, იტალიაში, მილანის „ლა სკალას” სახელგანთქმული თეატრის სცენაზე  ქართული ეროვნული ბალეტის დასმა  საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია – ის პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა, თან უბრალოდ კი არ გამოვიდა,  ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს ბისების რეკორდი მოხსნა და ფარდა 14-ჯერ ასწია.

 

 

„ლა-სკალაში“ ასეთი ტრიუმფით ჯერ არავინ გამოსულა, ქართველებმა ჩვენი გული და გონება დაიპყრეს“, – წერდა მაშინ იტალიური პრესა.

 

აშშ-ში სუხიშვილების გამოსვლა ბროდვეიზე ორჯერ დაასახელეს საუკეთესო წარმოდგენად.

„ვაშა როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო!” – ასე გამოხატა ემოციები ქართული ფოლკლორული ანსამბლის ჟენევაში გამოსვლით შემდეგ გრიგოლ რობაქიძემ.

„სუხიშვილებმა“ 80 წლის მანძილზე, ტრიუმფებითა და ანშლაგებით ორასზე მეტი ტურნე ჩაატარეს, მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში 19 200-ზე მეტი წარმოდგენა გამართეს და 60 მილიონზე მეტი მაყურებელი  ქართული ცეკვის ჯადოსნურ ძალას აზიარეს.

 

ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ სუხიშვილების ისტორიიდან - Sputnik საქართველო

„ქართველებმა სამეფო თეატრის კარები ჩაამსხვრიეს“; „თქვენ დაიპყრეთ პარიზი! პარიზს არასდროს უნახავს მსგავსი რამ!“; „მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეებისგან ზღაპრული სენსაცია“; „ფანტასტიკური, ცეცხლოვანი, ელექტრო“; „არასდროს, არასდროს, არასდროს უნახავს ამერიკას ასეთი ბრწყინვალე სანახაობა“; „ვენა ქართველებთან ერთად ცეკვავს“; „ქართული ბალეტი ფენომენია!“ – ასე ეხმიანებოდა მსოფლიო პრესა ქართველი  მოცეკვავეების ტრიუმფალურ გამოსვლებს.

 

სუხიშვილები - ცეკვით მოყოლილი საქართველოს ისტორია | The diary

„სუხიშვილებს“ სხვადასხვა დროს ტაშს უკრავდნენ: ჯონ კენედი, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო და მრავალი სხვა.  

ილიკოს და ნინოს წარმატებული გზა შვილმა, თენგიზ სუხიშვილმა გააგრძელა, 2007 წლიდან კი სუხიშვილების ეროვნულ ბალეტს  დამფუძნებლების შვილიშვილები ილიკო და ნინო ხელმძღვანელობენ. ილიკო სუხიშვილი უმცროსი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია, ნინო სუხიშვილი – დირექტორი.

 

სუხიშვილების ანსამბლი | Ambebi.GE

„ვინც ანსამბლის წევრი ხდება, ყველას ვეუბნები: „შენ დიდი ოჯახის წევრი ხდები და შენი გვარია სუხიშვილი. ეს გვარი აღარ არის, პროფესიაა. თუ არასწორად მოიქეცი, არავინ იტყვის, ნუცუბიძე ხარ თუ გაგოშიძე. იტყვიან, რომ სუხიშვილებში ეს მოხდა; სუხიშვილის მოცეკვავემ ეს გააკეთა, ეს იკადრა. არავის ვაპატიებ, ვინც არამარტო ჩვენს საქმეს, არამედ, ჩემს გვარს შეურაცხყოფს.“ ილიკოს და ნინოს დროიდან მოყოლებული, ყველას სუხიშვილები გვქვია. ხალხმა დაგვარქვა“ – ნინო სუხიშვილი.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე ადრეული ფოტოები 1929 წლით თარიღდება, აქვე ნახავთ 1935 წლის ფოტოს, სადაც მთელი დასია აღბეჭდილი. ამ დღეს ლონდონის ფესტივალზე ილიკო სუხიშვილმა ბრიტანეთის მეფისგან ოქროს მედალი მიიღო. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ფოტოგრაფების ფოტოები, როგორიცაა ტომაშ დვორჟაკი, ლეონიდ ლუბიანიცკი და იური მეჩითოვი. საკონცერტო კაბებში გამოწყობილი მანეკენები სხვადასხვა წლების კადრების ფონზეა გამოფენილი.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სუხიშვილების ეროვნული ბალეტისადმი მიძღვნილი გამოფენა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! „ხორუმი“, რომელმაც უნდა მოიგოს ომი – „ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!“

ასევე გაეცანი

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა
OK! News

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა
OK! News

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 19, 2025
#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის
OK! News

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი სახლის ეზოში პოზირებს!

#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი სახლის ეზოში პოზირებს!

April 1, 2021
#OK! „დოდოკა და ემოციები“ – ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბრენდის ჩვენება გაიმართა

#OK! „დოდოკა და ემოციები“ – ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბრენდის ჩვენება გაიმართა

July 22, 2024
#OK! “ლეონარდო დიკაპრიო მეგობრებს ჯიჯი ჰადიდის შესახებ აზრს ეკითხება” – ვარსკვლავური წყვილის პარიზის მოდის კვირეულზე ერთად შენიშნეს

#OK! “ლეონარდო დიკაპრიო მეგობრებს ჯიჯი ჰადიდის შესახებ აზრს ეკითხება” – ვარსკვლავური წყვილის პარიზის მოდის კვირეულზე ერთად შენიშნეს

October 6, 2022
#OK! კაილი ჯენერის პირველი გამოჩენა ორსულობის გასაჯაროების შემდეგ!

#OK! კაილი ჯენერის პირველი გამოჩენა ორსულობის გასაჯაროების შემდეგ!

September 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025
#OK! სიტყვის საზღვრებს მიღმა  – მარია აჭარელის ცხოვრების გზა და მიგნებები

#OK! სიტყვის საზღვრებს მიღმა  – მარია აჭარელის ცხოვრების გზა და მიგნებები

December 17, 2025
#OK!  2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

#OK! 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

December 18, 2025
#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები