• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

80 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბალეტის ,,სუხიშვილების’’ ანსამბლი პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე Carnegie Hall-ის Stern Auditorium / Perelman Stage-ზე, ნიუ იორკში.

კონცერტი ნიუ იორკში 17 იანვარს გაიმართება, რომელიც მოიცავს „სუხიშვილების“ სრული ფორმატის წარდგენას. შესრულდება ანსამბლის ყველაზე აღიარებული და პოპულარული ნომრებით დაკომპლექტებული პროგრამა- ენერგიული და ტექნიკურად რთული ქორეოგრაფია მამაკაცების შესრულებით, ქალთა დახვეწილი და ელეგანტური ცეკვები და ორიგინალი კომპოზიციები ცოცხალი ორკესტრის აკომპანიმენტით.

საღამოს 2,700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მათ შორის – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვნების ორგანიზაციები, პარტნიორები და ამერიკაში მცხოვრები ქართული საზოგადოების წევრები.

 

 

ქ. ნინო როგორ ემზადებით ამ კონცერტისთვის და რას ნიშნავს თქვენთვის და ანსამბლისთვის Carnegie Hall-ის Stern Auditorium / Perelman Stage-ზე პირველად გამოსვლა?

,,ნიუ იორკის კარნეგი ჰოლში გამოსვლა რა საკვირველია, თან პირველად, ჩვენთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან ამაღელვებელი და ამავე დროს ძალიან სასიხარულო, რადგან ეს არის ისეთი დონის დარბაზი სადაც ანსამბლს ნამდვილად ეკადრება გამოსვლა.

კონცერტის პროგრამისთვის შეირჩა 80 წლის განმავლობაში ჩვენს ანსამბლში დადგმული საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციები, როგორც კლასიკური პროგრამიდან, ისევე ბოლო 25 წლის განმავლობაში დადგმული ახალი კომპოზიციები.

ყველა ქვეყანაში და ყველა დარბაზში განურჩევლად გაგვაქვს ჩვენი ქვეყნის ფაქტიურად განძი, ჩვენი საცეკვაო ხელოვნება, რომელშიც ისახება ქვეყნის ისტორია, ტრადიციები და მაყურებელს ვუყვებით ჩვენი ქვეყნის შესახებ ყველასთვის გასაგებ- ცეკვის ენაზე, რაც პოპულარობას უზრდის ჩვენს ქვეყანას ყველგან.

რადგან კარნეგი ჰოლის დარბაზის სტრუქტურა ტრადიციული თეატრებისგან განსხვავდება და სივრცე სხვაგვარად არის განლაგებული-არ აქვს ფარდა და ყველა ადგილიდან თანაბრად კარგად ჩანს სცენა, ბუნებრივია, რომ უნდა მოვერგოთ დარბაზის ამ სპეციფიკას, ეს ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან სხვადასხვა ტიპის დარბაზებში არაერთხელ გამოვსულვართ და ყოველი კონცერტის წინ ყოველთვის ვატარებთ რეპეტიციას, რათა გარემოს მაქსიმალურად მოვერგოთ. სწორედ ამიტომ, კარნეგი ჰოლში გამოსვლა ჩვენთვის კიდევ ერთი უნიკალური და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

ჩემთვის პირადად, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელისთვის და გენერალური დირექტორისთვის, დიდი პასუხისმგებლობაა საერთოდ იმ მემკვიდრეობის და ტრიუმფალური ისტორიის ღირსეულად გაგრძელება, რომელიც გრძელდება 80 წელი და ასევე გაგრძელდება მსოფლიოს სხვა ცნობილ სცენებზე’’.

 

 

პროექტის სრულ ციკლზე პასუხისმგებელია Emolas Corporation, აშშ-ში დაფუძნებული პროგრამა სალომე ლილუაშვილის მიერ, რომელიც მუშაობს საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების

ღონისძიებების ორგანიზებასა და პოპულარიზაციის მიმართულებით. Emolas Corporation ერთ-ერთი პრიორიტეტია სტრატეგიული პარტნიორობა კულტურულ ინსტიტუტებთან, მედიაორგანიზაციებთან და კორპორაციულ სპონსორებთან საიმისოდ, რომ ყოველი ღონისძიება ემსახურებოდეს არტისტულ ინტეგრაციას და შეესაბამებოდეს მაღალ ორგანიზაციულ სტანდარტებს.

 

ქ. სალომე როგორი იყო თქვენთვის ამ პროექტზე მუშაობა და როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს ატარებს ეს კონცერტი როგორც  ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლისთვის?

,,მოლაპარაკებები, ბევრი საფეხური გავიარეთ და დაახლოებით 5-6 თვეა, რაც ამ ყველაფრის დაანონსება დავიწყეთ. აქამდე ყველა ჩვენი კონცერტი იყო ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი, სუხიშვილები არის ქართული, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა, რომელიც ყველას აინტერესებს.

კულტურული ხიდი არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური საყრდენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენი კომპანიის Emolas Corporation- ის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ კულტურის გავლით კიდევ უფრო განამტკიცოს ეს მნიშვნელოვანი ხიდები. სუხიშვილები ჩვენი ქვეყნის მთავარი კულტურული სიმდიდრეა და ისინი 80 წელია ახერხებენ პლანეტარული მასშტაბით იყვნენ კულტურული ელჩები საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის’’.

 

 

საქართველოს პირველი პროფესიონალური სახელმწიფო ანსამბლი – საქართველოს ეროვნული ბალეტი “სუხიშვილები”, რომელიც 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დააფუძნეს, უკვე რვა ათწლეულია მუდმივად ინარჩუნებს და ავითარებს ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ტრადიციებს და შემდეგ წარმოაჩენს მსოფლიოს წამყვან საკონცერტო და თეატრალურ სცენებზე, როგორებიცაა Royal Albert Hall, Metropolitan Opera, Madison Square Garden და ბოლოს Teatro alla Scala, სადაც, აღსანიშნავია, რომ სწორედ “სუხიშვილები” გახდა პირველი ფოლკლორული ანსამბლი, რომელსაც დიდებული თეატრის სცენაზე გამოსვლის პატივი ერგო. როგორც ანსამბლის დამფუძნებლების მესამე თაობის ხელმძღვანებლები ნინო სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი დღემდე წარმატებით წარმოადგენენ საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე თავიანთი გამორჩეული ტექნიკით, ორკესტრის ცოცხალი შესრულებითა და ტრადიციული კოსტიუმების განსაკუთრებული სტილით. 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში “სუხიშვილებმა’’ განახორციელეს 500-ზე მეტი საერთაშორისო ტურნე, მოიარეს ხუთივე კონტინენტი და 90-ზე მეტი ქვეყანა, გამართეს 10,000-ზე მეტი კონცერტი, რომელსაც საერთო ჯამში 50 მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. ,,სუხიშვილების’’ ანსამბლი არის და ყოველთვის იქნება კულტურული ელჩი, რომელიც ქართული ტრადიციების სილამაზეს მსოფლიოს მასშტაბით აცნობენ.

 

 

ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს კონცერტამდე დაგეგმილია ექსკლუზიური ღონისძიება, ღვინის საღამო კონცერტის წინა დღეს, 16 იანვარს როკფელერის ცენტრში, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურული იდენტობის  ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო- ქართული ღვინო და ბორჯომი. ღონისძიების პროგრამა მოიცავს მისასალმებელ სიტყვას, მცირე კულტურულ პრეზენტაციებსა და შეხვედრას სუხიშვილების შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, ახლოს გაეცნონ ანსამბლის მემკვიდრეობასა და ხელოვნებას და მეტი გაიგონ საღამოზე, რომელიც კარნეგი ჰოლში გაიმართება.

 

პროექტის ოფიციალური პარტნიორები არიან: UM Georgia, საქართველოს ბანკი, მეტროპოლი, ასკანელი, ბორჯომი, e-consul.

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 23, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ
OK! News

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დედა-შვილი ბათუმიდან, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია

#OK! დედა-შვილი ბათუმიდან, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია

June 19, 2021
#OK! ნუცა ბუზალაძის სასცენო სტილი!

#OK! ნუცა ბუზალაძის სასცენო სტილი!

April 19, 2023
#OK! ელენე კვერნაძე ჰოლისტური ჯანმრთელობის შესახებ

#OK! ელენე კვერნაძე ჰოლისტური ჯანმრთელობის შესახებ

February 1, 2022
#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: რომანტიკულ შეხვედრაზე მიმავალი ემილი რატაკოვსკი და ერიკ ანდრე

#OK! ახალი ვარსკვლავური წყვილი: რომანტიკულ შეხვედრაზე მიმავალი ემილი რატაკოვსკი და ერიკ ანდრე

January 16, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მუსიკიდან დიდ ეკრანამდე – Bad Bunny ფილმ „Porto Rico“-ში მთავარ როლს შეასრულებს

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები