• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! უნიკალური პროდუქტები თავის მოვლისა და სილამაზისთვის

February 6, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

 

თავის მოვლა წლის ნებისმიერ სეზონზე უმნიშვნელოვანესია, რათა ასაკის მატებასთან ერთად ჯანსაღი და ახალგაზრდა იერსახე შევინარჩუნოთ. ამისათვის აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ჩვენი კანის ტიპზე მორგებული პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება და ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. OK! გიამბობთ Stunner Beauty-ს შესახებ, რომელიც მეხუთე წელია წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს თავის მოვლის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელს, თამუნა ნინიძეს, ვესაუბრეთ, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო Stunner Beauty-ს საქმიანობის შესახებ.

 

თამუნა, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე ვარ თამუნა ნინიძე, დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, მყავს მეუღლე და 16 წლის შვილი. ბოლო 10 წელია, რაც 2 ქვეყანას/ქალაქს შორის ვცხოვრობ – საქართველო/ბათუმი და უკრაინა/კიევი. ძალიან მიყვარს მოგზაურობა.

11 წელი ბანკში ვიმუშავე, ამათგან 9 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. ვფიქრობ, ჩემი პროფესიონალური განვითარების საწყისი სწორედ ამ პერიოდში იღებს სათავეს. შემდგომი ეტაპი იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო დეველოპერული კომპანია, სადაც დღემდე ვმუშაობ საერთაშორისო მიმართულებით (მაგრამ არა იმ დატვირთვით), სადაც ასევე საკმაოდ საინტერესო პროფესიული გზა გავიარე.

 

საიდან გაგიჩნდათ იდეა, თავი სილამაზის სფეროში გეცადათ?

როდესაც კიევში გადავედი, მუდმივად ვადევნებდი თვალყურს ბიუთი სიახლეებს. აქ სულ სხვა ეტაპზე არიან – ხელმისაწვდომია მეტი ინფორმაცია, პროფესიონალი ექიმები, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები. ყოველდღიურ მოვლაში მეც სისტემატურად ვიყენებდი შერჩეულ პროდუქტებს წლების მანძილზე და პირად ინსტაგრამგვერდზე ვუზიარებდი მეგობრებს. სწორედ აქტიურმა უკუკავშირმა და დაინტერესებამ გამიჩინა აზრი, ჩამომეტანა და ჩვენც გვქონოდა ეს პროდუქტები. გვერდის მთავარი იდეაც ეს არის – პროდუქტები, რომელიც საქართველოში არ გვაქვს.

 

 

როდის დააფუძნეთ Stunner Beauty და როგორ მიიტანეთ ქართველ მომხმარებლამდე?

Stunner Beauty შეიქმნა 2019 წელს. მაშინ, როცა საქართველოში სოცქსელებში ონლაინგაყიდვები ჯერ კიდევ უცხო იყო.

თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო – უცნობი ბრენდები, პროდუქტები.

მოგეხსენებათ, საქართველოში სპეციფიკური მიდგომები გვაქვს, მეტად ნდობასა და პირად გამოცდილებაზე დამყარებული, თუმცა დღეს უკვე რამდენიმე ათას კმაყოფილ მომხმარებელს ვითვლით.

რაც შეეხება მომხმარებლამდე მიტანას, უარი ვთქვი პროფესიონალურ ფოტო-ვიდეო გადაღებებზე, სტანდარტულ შაბლონურ ტექსტებზე და საკუთარი სიტყვებით, მაქსიმალურად მარტივად მივიტანე მომხმარებლებამდე პროდუქტი, რათა მეტად ხელშესახები ყოფილიყო მათთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტანდარტული ონლაინპლატფორმა არ არის. Stunner Beauty-ს მომხმარებლები გრძნობენ, რომ გვერდი „ცოცხალია“, ესაუბრებიან ადამიანს და არა, უბრალოდ, ონლაინმაღაზიას, მე უფრო კომუნიკაციასა და ადამიანურ ურთიერთობებზე ვარ ორიენტირებული, ინდივიდუალური მიდგომა და მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. იციან, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოიწერონ რჩევისთვის და მათ აუცილებლად დაეხმარებიან.

 

რა სახის და რომელი ბრენდის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Stunner Beauty იყო პირველი საქართველოში, ვინც ქართველ მომხმარებელს შესთავაზა ისეთი ბრენდები, როგორიცაა Babor, Rexaline, Medik8, Perricone MD, St. Barth, Valmont და ა.შ. რომლებიც სათითაოდ და საგულდაგულოდ ავარჩიე Stunner Beauty-სთვის. დღეს კი უკვე ამ ბრენდების ცნობადობა საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხება პროდუქტებს. თითოეულ შერჩეულ ბრენდში სათითაოდ ირჩევა პროდუქტებიც. ხშირ შემთხვევაში იტესტება ჩემ მიერ, ასევე ვეყრდნობი უკუკავშირებს და ექიმების რეკომენდაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება Stanner-ის შეთავაზებებში.

გვერდი ორიენტირებულია კოსმეცეპტიკაზე, ბრენდებზე, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალური მოვლის დროსაც, კოსმეტოლოგიურ კაბინეტებშიც, რეკომენდაციას უწევენ ექიმები. მიუხედავად მოთხოვნისა, მეიქაფ პროდუქტებიც კი ირჩევა ამ პრინციპით – მოვლის შემცველი კოსმეტიკა.

ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ა.შ.

ასორტიმენტში წარმოდგენილია ძირითადად პრემიუმ და ლუქს ბრენდები.

არჩევისას მთავარია ხარისხი.

განსხვავება პრემიუმ კოსმეტიკასა და მასობრივ ბაზარზე არსებულ კოსმეტიკას შორის არ არის მხოლოდ ფასი, არც ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველობა, მთავარი განსხვავება არის ინგრედიენტების ხარისხში და შედეგად, პროდუქტის ეფექტიანობაში, ეფექტიანობის ხანგრძლივობაში. თუმცა ეს ყოველივე არ გამორიცხავს ცალკეულ შემთხვევებში ბიუჯეტური პროდუქტის ეფექტიანობასაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ვერ ნახავთ აუთლეტ ხაზებს, არაორიგინალ პროდუქტებს და რეპლიკებს. თითოეულ პროდუქტს აქვს ქართულენოვანი აღწერილობა, რომელსაც თავად ვწერ დეტალურად.

 

თქვენი ყოველდღიური რუტინა გაგვიზიარეთ.

მე არ მიყვარს სიტყვა რუტინა, უბრალოდ, მოვლას ვამჯობინებ. ძალიან ხშირად ვმოგზაურობ, სულ ვეცნობი ახალ ბრენდებს, სიახლეებს, დიდი რაოდენობის პროდუქტს ვტესტავ საკუთარ თავზე, აქედან გამომდინარე, ვცვლი ხოლმე მათ.

ჩემი სახის კანის მოვლაში უპირობო ეტაპია სახის დაბანა დაძინებამდე, ჩემი კანის ტიპის შესაბამისი დასაბანი საშუალებით.

შეიძლება მოვლის ყველა ნაბიჯი არ გავიარო, თუმცა დაბანა და შემდეგ დატენიანება აუცილებელია.

ჩემი მოვლის შეუცვლელი და მუდმივი კომპონენტი ზამთარ-ზაფხულ არის C ვიტამინი. სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს შრატი, დასაბანი თუ დამატენიანებელი.

სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში გავიგონე, რომ C ვიტამინს ზაფხულში არ იყენებენ, რაც არ არის სწორი, ეს არის კომპონენტი, რომელსაც წლის ყველა სეზონზე ვიყენებთ, თუკი გვინდა გვქონდეს ნათელი, ერთგვაროვანი და ჯანსაღი სახის კანი.

ჩემი გრძელი თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ხშირი ფრენებიდან გამომდინარე, ძალიან მიშრება. მიყვარს კერატინის შემცველი პროდუქტები, რადგან სწორედ კერატინია ბზინვარებაზე პასუხისმგებელი. დაბანის შემდეგ ვიყენებ თმის ზეთს. განსაკუთრებით მომწონს ამერიკული ბრენდი Chi.

კოვიდის შემდგომ თმის ცვენა დამეწყო და მივაგენი ერთ ძალიან საინტერესო ბრენდს DSD de Luxe, ტრიქოლოგიური ესპანური პროფესიონალური ბრენდი თმისა და სკალპის მოვლისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი დატესტვის შემდეგ მომხმარებელსაც შევთავაზე.

სამწუხაროდ, სხეულის მოვლას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ზამთარში, ძირითადად, მაისიდან აქტიურდება სხეულის მოვლის პროდუქტებზე ინტერესი. არადა მინდა ვთქვა, სანამ კანი გამოშრება და სიმშრალისგან ნაოჭები თავს იჩენს, სანამ სტრიები გაგვიჩნდება და კანი დაკარგავს სიმკვრივეს, რაზეც აუცილებლად მოქმედებს დაბალი ტემპერატურა და სიმშრალე, აუცილებელია მანამდე ვიზრუნოთ, ყოველდღიურად, ჩვენს სხეულზე. სხეულის მოვლაში ჩემი ფავორიტია ფრანგული ბრენდები La Sultame de Saba და Lighne St. Barth.

შემიძლოა ჩამოვთვალო ჩემი ფავორიტი პროდუქტები: სახის დასაბანი valmont bubble falls და perricone md citrus cleanser, შრატი წლების მანძილზე უცვლელად მაქვს medik8 c tetra serum, პარალელურად სხვა შრატებთან ერთად. თვალის კრემი valmont v firm და medik8 c tetra eye. სახის კრემებიდან perricone me tinted moisturizer, photo-brightening moisturizer, Babor reversive cream rich. სხეულისთვის ძალიან მიყვარს sultan de saba-ს მუშკი, საკმევლისა და ვანილის სკრაბი და ლოსიონი, ხოლო ზეთებიდან ჩემი ფავორიტია st. Barth premium care oil მშრალი ავოკადოს ზეთი.

 

როგორ შევარჩიოთ პროდუქტები ჩვენი კანის ტიპის მიხედვით?

პროდუტების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად კანის ტიპის, ასაკის, მდგომარეობის, პრობლემის მიხედვით.

C ვიტამინი არის კომპონენტი, რომელსაც ყველას ვურჩევდი, ჩართოს მოვლაში, ასაკის მიუხედავად, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხომ არ აქვთ ინდივიდუალური მგრძნობელობა კომპონენტისადმი. ხშირია შეკითხვები, რომელიც საჭიროებს აუცილებლად პროფესიონალის ჩართულობას და ჩემი მხრიდან ასეთ შემთხვევებს ყოველთვის ექიმთან გადავამისამართებ.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მამაკაცების მოვლა არ არის განვითარებული, მოთხოვნადი და იმედი მაქვს, მომავალში ესეც გამოსწორდება.

დღევანდელ დღეს თითქმის ყველა პროდუქტის ყიდვაა შესაძლებელი ჩინეთის ბაზარზე, დუბაის ქარხნების წარმოებებიც მარტივად ხელმისაწვდომია.

პროდუქტი ჩვენთან იმაზე ნაკლები ვერ ეღირება, რაც ოფიციალური ფასი აქვს.

ამიტომ საეჭვოდ დაბალ ფასთან ერთად ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ სად ყიდულობთ და რას ყიდულობთ, როცა საქმე თქვენს სახის კანს და ჯანმრთელობას ეხება.

 

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს კანის მოვლასთან დაკავშირებით?

თუკი გვინდა გვქონდეს ჯანმრთელი კანი, ჯანსაღი და ლამაზი იერი, თანაბარი ტონი და რელიეფი, ძილის წინ აუცილებლად უნდა დავიბანოთ სპეციალური დასაბანი საშუალებით, ჩავსვათ მოვლაში C ვიტამინი, ყოველდღიურად გამოვიყენოთ სპფ დამცავი, თვეში ერთხელ, სახლის პირობებში, გავიკეთოთ ექსფოლაცია და კანის ტიპის შესაბამისად დავიტენიანოთ იგი.

 

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, Stunner Beauty მე-5 წელია საკმაოდ წარმატებულად მუშაობს ბრენდების ცნობადობასა და სანდოობაზე საქართველოში. შემდეგი ეტაპი აუცილებლად იქნება რამდენიმე მათგანის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Ray11-ის მულტივერსის დასაწყისი

#OK! Ray11-ის მულტივერსის დასაწყისი

July 6, 2023
#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

July 9, 2021
#OK! ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – მოქშა ფეიქარი

#OK! ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – მოქშა ფეიქარი

May 10, 2025
#OK! 20 საუკეთესო ფილმი იდეალური საზაფხულო განწყობის შესაქმნელად!

#OK! 20 საუკეთესო ფილმი იდეალური საზაფხულო განწყობის შესაქმნელად!

July 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

#OK! მეგან მარკლი კინოს უბრუნდება

November 7, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები