• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Studio 995 – ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის სამყარო თბილისში

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სივრცეს, სახელად Studio 995, განსხვავებული ისტორიის, ვიზუალის, ემოციის, ეპოქისა და საუკუნის ნივთები ავსებენ. ამ ჯადოსნურ გარემოში პირველსავე შემოსვლისას სხვა სამყაროში ხვდები და ნივთებთან ერთად დროში მოგზაურობას იწყებ. ჟურნალი OK! Studio 995-ის დამფუძნებელ დავით ჭოჭუას ესაუბრა, რომელმაც იდეის, პროდუქციის, კოლექციის შერჩევის პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრა და ადგილის ირგვლივ საინტერესო დეტალები გაგვაცნო.

გაგვაცანით შოურუმი Studio 995. რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდით და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?

Studio 995 შოურუმის სახით 5 წლის წინ გაიხსნა, თუმცა ვინტაჟური ნივთებით ჩემი გატაცება გაცილებით ადრე დაიწყო. თინეიჯერობიდან მოყოლებული, ძველებური ნივთები განსაკუთრებით მიზიდავდა. ის, რომ მათ უკან სხვადასხვა ისტორიაა და ყოველ ნივთს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. ცხოვრების გარკვეული პერიოდი ჰოლანდიაში გავატარე და იქ ჩემი ჰობი ფაქტობრივად უკვე პროფესიად იქცა. გამორჩეული და იშვიათი ნივთების პოვნა და ამ ძველი ნივთებიდან განსაკუთრებულის შერჩევა მახვილ თვალსა და ალღოს მოითხოვს. როგორც ჩანს, მე ეს არც ისე ცუდად გამომდის. დღეს ჩვენს სტუდიას უამრავი კმაყოფილი და ერთგული კლიენტი ჰყავს. ძალიან მახარებს, როდესაც ჩვენი დამკვეთისთვის ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ზუსტად ისეთი ნივთი ჩამოგვაქვს, როგორიც მას სურდა, ან უკეთესიც.

იდეა, ჰობი ბიზნესად გარდამექმნა, ბუნებრივად გამიჩნდა, რადგან პირადი კოლექციისთვის ნაყიდი ნივთები აღარსად მეტეოდა. ზოგადად, ძალიან აზარტული საქმიანობაა, რადგან ევროპაში უამრავი ვინტაჟური ბაზრობა და ბევრი კოლექციონერია. შესაბამისად, გამორჩეული ნივთების პოვნა და ამორჩევა ყოველთვის დასწრებაზეა.

შოურუმი ბაზარზე საკმაოდ განსხვავებული ნიშნით ოპერირებს. გვიამბეთ, რა არის Studio995-ის მთავარი ნიშა და უპირატესობა?

როდესაც ვინტაჟზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ვინტაჟი არ ნიშნავს უბრალოდ ძველს. აუცილებელია, ვინტაჟური ნივთი ლიმიტირებული რაოდენობის იყოს. როგორც წესი, ჩვენ მიერ შერჩეულ ავეჯს კონკრეტული ავტორი და დიზაინერი ჰყავს, გამორჩეული ხელწერით. ვინტაჟური ნივთების შერჩევა პროცესის გააზრებულ ცოდნას მოითხოვს. ინტერიერის დიზაინით და ავეჯის ისტორიით 17 წლიდან ვარ გატაცებული, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ძველმანებით გავსებული კონტეინერები არ ჩამოგვაქვს. ყოველ კოლექციას დიდი ყურადღებითა და დაკვირვებით ვარჩევთ. ცოდნასა და გამოცდილებაზე დამყარებული შერჩევის შედეგია ის უნიკალური, უცხო და გამორჩეული ნივთები, რომლებიც ჩვენს შოურუმში ხშირად დაგხვდებათ. შესაძლოა ეს იყოს „ბაუჰაუზის“ სტილის სავარძლები ან XX საუკუნის 50-60-იანი წლების მოდერნის სხვადასხვა საავტორო ნივთი.

 

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენთან დაგხვდებათ სახლისა თუ სხვა ნებისმიერი სივრცის მოსაწყობად საჭირო ნივთები. წვრილმანებით დაწყებული, სავარძლებითა და კარადებით დამთავრებული. ახალ კოლექციაში ფაეტონსაც კი შეხვდებით. ფაეტონების დიდი, უნიკალური კოლექცია წელს შევიძინე და ნელ-ნელა ვაჩენ. სტუდიაში ნივთებს თანდათანობით ვამატებ, როგორც მუზეუმის ექსპონატებს. მომხმარებლებს studio 995-ის ნივთების შეძენა ონლაინ, ჩვენი ვებგვერდის www.studio995.ge საშუალებითაც შეუძლიათ. რაც შეეხება მიწოდების სერვისს და არეალს, სასურველი ნივთის შეძენასა და მიწოდებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც უზრუნველყოფთ. ბევრი ადამიანი ჩვენს შოურუმს უბრალოდ დასათვალიერებლად ან ფოტოების გადასაღებად სტუმრობს, მე კი ჩემი აღმოჩენებით მათი გაოცება ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ვთანამშრომლობთ ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, კაფე-ბარებისა და რესტორნების დამფუძნებლებთან. ზოგი კომერციული ფართისთვის ყიდულობს ავეჯს, ზოგი − სახლისთვის. ასევე გვსტუმრობენ კოლექციონერებიც, ხშირად მოდიან ფოტოგრაფები და რეჟისორები. თუ პროექტი ჩვენთვის საინტერესოა, მზად ვართ სივრცე გადაღებებისთვისაც დავუთმოთ.

ძირითადად რომელი ქვეყნის პროდუქციაა წარმოდგენილი თქვენს შოურუმში?

ავეჯი ძირითადად დასავლეთ ევროპიდან ჩამომაქვს. ჩავდივარ ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში და იქ პირადად ვეძებ საინტერესო ნივთებს. ვცდილობ, კოლექცია წელიწადში რამდენიმეჯერ განვაახლო.

სად მდებარეობს Studio995?

ჩვენი სივრცე ვერ წარმომედგინა ვერცერთ თანამედროვე მოლში ან მოლის ტიპის მსგავს ობიექტში. შოურუმის სივრცე, ჩვენი პროფილის შესაბამისად, შევარჩიე ყოფილ ელექტროავტომატების ქარხანაში. აქ ჩვენს განკარგულებაში უზარმაზარი ტერიტორიაა, რომელსაც რამდენადაც შესაძლებელი იყო ხელი შევავლეთ, თანამშრომლებისა და მომხმარებლების კომფორტისათვის. ჩვენი მისამართია ვახტანგ გორგასლის 115. ადრე უჭირდათ ამ ადგილის პოვნა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ბევრმა იცის ჩვენი შოურუმის მდებარეობა და მარტივად გვპოულობს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლახან ჩამოვაყალიბეთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია − Factory 995, რომელიც შოურუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. დიდი სურვილი გვაქვს, ახალგაზრდა არქიტექტორების გუნდთან ერთად თავიდან ბოლომდე ვიმუშაოთ კერძო სახლების, ბინების პროექტებზე, და აშენების შემდეგ, ინტერიერის მოწყობაზეც ვიზრუნოთ. ამ მიმართულებით ახლა ბევრს ვმუშაობთ და იმედია ჩვენი მომხმარებლები ზუსტად ისევე მოგვენდობიან ამ საკითხში, როგორც ავეჯის შერჩევაში გვენდობიან უკვე ბევრი წელია.

Facebook: Studio995

www. Studio995.ge

Adress: Vakhtang Gorgasali street #115

Telephone: 599 61 21 66

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

March 8, 2026
#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

August 24, 2021
#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

October 11, 2022
#OK!  შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

#OK! შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

May 27, 2023

კვირის ჰიტები

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები