• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სითი ფიზიო – ხერხემლის პათოლოგიებისა და სპორტული ტრავმის პირველი თანამედროვე რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოში

July 4, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

სქოლიოზი მოზარდი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც დროულად სჭირდება დიაგნოსტირება და შემდეგ მკურნალობა. ჟურნალი OK! დაინტერესდა კლინიკა „სითი ფიზიოს“ საქმიანობით, რომელიც უკვე ერთი წელია გამოჩნდა სამედიცინო ბაზარზე და თანამედროვე მეთოდებით საზოგადოებას ხერხემლის პრობლემების საფუძვლიან მკურნალობას სთავაზობს. კლინიკაში, რომლის დამფუძნებლებიც ირაკლი და მერაბ ვარძუკაშვილები არიან, შესაძლებელია სქოლიოზის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მისი სწორად მართვა.

 

ბატონო ირაკლი, უპირველესად, თქვენი საქმიანობის შესახებ გვიამბეთ.

უკვე 15 წელია, რაც ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ვერტობროლოგი ვარ. ჩემი სფერო ძირითადად მოიცავს მოზრდილთა და ბავშვთა ტრავმას, ორთოპედიულ და ხერხემლის პათოლოგიებს. მივმართავ მკურნალობის როგორც კონსერვატიულ, ასევე ქირურგიულ მეთოდებს.

 

გვიამბეთ „სითი ფიზიოს“ საქმიანობაზე.

„სითი ფიზიო“ არის ერთადერთი კლინიკა საქართველოში, სადაც გაერთიანებულია სპორტული ტრავმა და ხერხემლის პათოლოგიები, რომლებიც ერწყმის ერთმანეთს და მიმდინარეობს სწორი და თანამედროვე მკურნალობა, რეაბილიტაცია და პრევენცია, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ძალიან პრობლემატურია და სწორ მენეჯმენტს მოითხოვს. პათოლოგიები, რომლებიც ბოლო პერიოდში წამოვიდა, ასოცირებულია როგორც სპორტულ, ისე არასპორტულ არასწორ დატვირთვასა ან გადატვირთვასთან, ასევე პასიური ცხოვრებიდან მომენტალურად გააქტიურებასთან, რა დროსაც თავს იჩენს ხერხემლის პათოლოგიები და ამის მართვა მხოლოდ ხერხემლის ექიმის მიერ არასწორია, რადგან მთელი ეს პროცესი უნდა განხორციელდეს შერწყმულად როგორც ექიმ-რეაბილიტოლოგთან, ფიზიოთერაპევტების გუნდთან, ასევე ხერხემლის სპეციალისტთან ერთად. ჩვენს კლინიკაში კი ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს და გუნდურად მიმდინარეობს.

სპორტულ ტრავმატოლოგიაში ჩართული გვყავს მერაბ ვარძუკაშვილი, რომელიც ძალზე ცნობილი ექიმია სპორტულ სამყაროში, მას აქვს საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კლინიკაში წარმოდგენილია კონსერვატიული მკურნალობის სხვადასხვა სახეობა, ასევე რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს სამკურნალო ვარჯიშებს, მათ შორის შროტის მეთოდით ვარჯიშები, რომელიც სქოლიოზის კონსერვატიული მართვის გზაა და ეს ყველაფერი მაქსიმალურ შედეგს უზრუნველყოფს. ეს არის უნიკალური კლინიკა ამიერკავკასიაში, სადაც შესაძლებელია სქოლიოზების ადრეული დიაგნოსტირება და შემდგომში მის სწორი მართვა. ცალკე აღსანიშნავია შროტის მეთოდით ვარჯიშები სქოლიოზების მართვისთვის, რომელიც არის უნიკალური და მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება.

 

 

რამდენი ხანია, რაც კლინიკა „სითი ფიზიო“ სამედიცინო ბაზარზე ოპერირებს?

ეს არის ხერხემლისა და სპორტული ტრავმების კლინიკა, რომელიც დაახლოებით ერთი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და შეიქმნა ჩემი და მერაბ ვარძუკაშვილის მიერ. ყოველთვის გვქონდა იდეა, გაკეთებულიყო თანამედროვე რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც სწორად იქნებოდა შერწყმული ხერხემლისა და სპორტული ტრავმა. ეს ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც ამ ორ თანმხვედრ პათოლოგიასა და მომიჯნავე სფეროს აერთიანებს. რაც უფრო სწორად არის მართული დაავადება, მით უფრო მაქსიმალურია შედეგი.

თითოეული მკურნალობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად და საერთაშორისო პროტოკოლებით, რომლის შედგენასაც სპორტული კუთხით მერაბ ვარძუკაშვილი კურირებს.

სწორედ ამ თანამედროვე მიდგომებით ხდება სწორი მკურნალობა და მენეჯმენტი. რაც შეეხება ხერხემლის პათოლოგიებს, ერთადერთი კლინიკაა, სადაც კომპლექსურად მიდის ხერხემლის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით, თუმცა ძირითადი მეთოდია დიაგნოსტირება სამგანზომილებიანი სკანერით, რომელიც ამიერკავკასიაში მხოლოდ „სითი ფიზიოში“ გვაქვს და ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა შროტის მეთოდით, რაც მაქსიმალურ შედეგს იძლევა სქოლიოზის მკურნალობაში. ეს არის ლიცენზირებული მეთოდი. ჩვენმა ფიზიოთერაპევტებმა საბერძნეთში გაიარეს სპეციალური კურსი და შემდეგ მოხდა მისი დანერგვა ჩვენს ცენტრში.

ჩვენს კლინიკაში ყველა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ნეირორეაბილიტაციისა. ჩვენთან წარმოდგენილია ბოლო თაობის თანამედროვე აპარატურა, რომელიც ყველა სფეროს ფარავს.

 

რამდენად ხშირია მსგავსი ტიპის დეფორმაციები და ძირითადად რა ასაკში ვლინდება?

სქოლიოზი არის ბავშვთა ასაკის ყველაზე ხშირი დეფორმაცია და ვლინდება 6-7 წლიდან. პირველი ვიზიტი სწორედ ამ ასაკში უნდა განხორციელდეს ორთოპედთან და თუ საჭირო გახდა, შემდეგ უნდა წარიმართოს მკურნალობა მისი მეთვალყურების ქვეშ. აქ მთავარია განისაზღვროს, ეს არის ხერხემლის დეფორმაცია (სქოლიოზი, კიფოზი), თუ კუნთოვანი დისბალანსი (ტანდეგობის დარღვევა). სწორად დასმული დიაგნოზი მკურნალობის მაქსიმალურ შედეგს განსაზღვრავს.

 

 

რა ახასიათებს ამ პრობლემას? დეფორმაციის გამომწვევ მიზეზებზეც მოგვიყევით.

პირველ რიგში, ვიზუალური დისბალანსი, რომელსაც ამჩნევს მშობელი, მიჰყავს ბავშვი ორთოპედთან და ის განსაზღვრავს, საიდან მოდის პრობლემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად წარიმართოს მკურნალობა. ამაში გვეხმარება ჩვენს ცენტრში არსებული ხერხემლის სკანერი, რომელიც  ვიზუალურად აჩვენებს, თუ საიდან მოდის პრობლემა, – არის კუნთოვანი თუ ძვლოვანი, რაც ექიმს სწორი ტაქტიკის განსაზღვრას უმარტივებს.

პრობლემის პირდაპირ გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი, თანაც, ძირითადად გოგონების დაავადებაა. 10 გოგოზე 1 ბიჭი მოდის. პირველადი ყურადღება 8-10 წლის ასაკში უნდა მიექცეს, შემდეგ უკვე გოგონებში ციკლის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, ბიჭებში კი წვერ-ულვაშის წამოსვლიდან 2 წელი, ანუ გარდატეხის ასაკშია განსაკუთრებით საყურადღებო.

 

პროფილაქტიკაზეც გვიამბეთ.

პირდაპირ ასე გაწერილი პროფილაქტიკა არ არსებობს, თუმცა სასურველია დავკავდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტიპის პრობლემები.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Squid Game-ის 79 წლის ვარსკვლავმა ო იონგ-სომ ოქროს გლობუსი მიიღო

#OK! Squid Game-ის 79 წლის ვარსკვლავმა ო იონგ-სომ ოქროს გლობუსი მიიღო

January 11, 2022
#OK! 22 იანვარს, ახალი წელი და ახალმთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა – რას უნდა ველოდეთ ამ წლისგან?

#OK! 22 იანვარს, ახალი წელი და ახალმთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა – რას უნდა ველოდეთ ამ წლისგან?

January 21, 2023
#OK! მატილდა გვარლიანი Models.com-მა TOP 50 ახალგაზრდა მოდელში შეიყვანა

#OK! მატილდა გვარლიანი Models.com-მა TOP 50 ახალგაზრდა მოდელში შეიყვანა

April 2, 2024
#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

June 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

February 13, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 17, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები