• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ვიდეო OK! სხვა კითხვები

 #OK! სისხლიანი რევოლუცია – როგორ შეიცვალა ირანელი ქალების ცხოვრება 1979 წლის მოვლენების შემდეგ?

June 28, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

2020 წლის 12 იანვარს, ირანელმა ტაიკვანდოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა კიმია ალიზადემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლოს ტოვებს. კიმია ერთ-ერთია მილიონობით ქალს შორის, რომელიც ირანიდან ჩაგვრას გაურბის.

 

ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა კიმია ალიზადე, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ტაიკვანდო მოიცავს სხეულის მოძრაობებს, რომლებიც მუსლიმი ქალის ღირსებას არ შეესაბამება.

რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი განცხადება ჭადრაკის საერთაშორისო არბიტრმა შოჰრე ბაიატმა გააკეთა. მისი თქმით, ირანში აღარ დაბრუნდება, რადგან ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ინტერნეტში შანხაიში გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ფოტოები გავრცელდა. რამდენიმე ფოტოზე შოჰრე თავსაბურავის გარეშე მოჩანს, რაც ირანულმა მედიამ ისლამური კანონების დაუმორჩილებლობად აღიქვა.

 

„მობილური ჩავრთე და ვნახე, რომ ეს ფოტო ყველგან იყო გავრცელებული. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ისე ჩაიცვან, როგორც მათ სურთ, არ უნდა აიძულებდნენ გარკვეული წესის მიხედვით ჩაცმას. იმიტომ ვიცავდი ამ წესებს, რომ ირანში ვცხოვრობდი და სხვა გზა არ მქონდა. ასობით ქალი სწორედ იმის გამოა ციხეში, რომ სავალდებულო დრესკოდის მოთხოვნები ვერ შეასრულეს. თუ დავბრუნდები, შეიძლება საჩვენებლად დამსაჯონ, რათა სხვა ქალებმა არ მომბაძონ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.“– ამბობს შოჰრე ბაიატი.

 

 

ირანელი ქალების უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაა. ქალებს შარიათის კანონებით ცხოვრება ევალებათ, მათთვის  მკაცრი დრესკოდი და ქცევის წინასწარ განსაზღვრული ნორმებია დაწესებული.

 

1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ირანელი ქალების უფლებები კანონმდებლობითაც დაცული იყო და საკმაოდ ფართო შესაძლებლობებითაც სარგებლობდნენ. მოქმედებდა „კანონი ოჯახის დაცვის შესახებ“, რომელიც ქალებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან იცავდა. ქალები მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებოდნენ, მიტინგებსა და საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდნენ და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ქალები თავად ირჩევდნენ, როგორი ტანსაცმლით გამოჩენილიყვნენ საზოგადოებაში.

 

 

1970-იანი წლების ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. სახელმწიფოში გადატრიალება მოხდა. რევოლუციის შედეგად სეკულარული (საერო) სახელმწიფო შარიათის კანონებზე დაფუძნებულ ისლამურ რესპუბლიკად გადაიქცა. ქალებისთვის სავალდებულო დრესკოდი დაწესდა, მეუღლის ღალატის ან „წესრიგის დარღვევის“ შემთხვევაში კი ქვებით ჩაქოლვა დაკანონდა.

„სისხლიანმა რევოლუციამ“ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო ირანის პირველი ქალი მინისტრი, ფარუხრუ ფარსა, რომელიც 1980 წლის მაისში დახვრიტეს. ქალმა შვილებს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა, რომელშიც ვკითხულობთ:

„მე ექიმი ვარ, ამიტომ სიკვდილი არ მაშინებს. სიკვდილი მხოლოდ წამია. სამარცხვინო სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. არასდროს დავემორჩილები მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩემს ნახევარსაუკუნოვან ბრძოლას თანასწორობისთვის ვინანებ. არ ვაპირებ ჩავიცვა ჰიჯაბი და წარსულში დავბრუნდე”.

 

 

რევოლუციის შემდეგ ირანელების ნაწილი ახალ წესრიგს დაუპირისპირდა და პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გავიდა, თუმცა ხელისუფლება მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამიერიდან ირანელმა ქალებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილს ფატიმას უნდა მიბაძონ და მასავით ღვთისმოშიშნი, მორჩილნი და ერთგულნი გახდნენ.

 

 

ახალი წესრიგი ქალების ცხოვრების სხვა სფეროებსაც შეეხო. 1979 წლის შემდეგ ირანში გოგოებს სკოლის დაწყებითი კლასებიდან მუქი ტანსაცმლის ტარებას აჩვევენ, რომელიც სხეულს მთლიანად ფარავს. ამ წესის შესრულებას სპეციალური საპოლიციო სამსახური აკონტროლებს. ირანელ ქალებს ეკრძალებათ ცეკვა, სიმღერა, საფეხბურთო მატჩებზე დასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მამაკაცებთან ერთად მგზავრობა და თანამდებობის დაკავება.

 

გარდა ამისა, ირანელი ქალები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ. თუ ირანელი ქალი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, მისი ოჯახი ბევრად ნაკლებ კომპენსაციას მიიღებს, ვიდრე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი.

ახალმა ხელისუფლებამ 1980 წელს რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც კულტურის სფეროსაც შეეხო: დაიხურა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამსახურიდან გაათავისუფლეს ასობით მასწავლებელი, ხოლო დაწყებით სკოლებში მთავარ საგნად ისლამის სწავლება დაწესდა. ცვლილებები შეეხო მედია საშუალებებსაც. ქვეყანაში შემოიღეს ცენზურა, ხოლო ჟურნალისტების უმრავლესობამ სამუშაო დაკარგა.

 

 

სისასტიკისა და უსამართლობის მიუხედავად, ირანელი ქალები ტირანიას მაინც აპროტესტებენ, რაც ნათელი მომავლის იმედს აჩენს.

 

 

გაიგე მეტი: #WomeninIran#ირანისსისხლიანირევოლუცია

ასევე გაეცანი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 18, 2025
#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი
OK! ბათუმი

#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი

December 16, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…
OK! ბათუმი

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ბელა ჰადიდის 80-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

OK! ბელა ჰადიდის 80-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

June 25, 2021
#OK! მეგი მითაიშვილი − SOCAR ENERGY GEORGIA პროტოკოლისა და ღონისძიების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, კომპანიის პრესსპიკერი

#OK! მეგი მითაიშვილი − SOCAR ENERGY GEORGIA პროტოკოლისა და ღონისძიების დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, კომპანიის პრესსპიკერი

March 8, 2021
#OK! Euphoria-ს მე-2 სეზონის აუდიო ეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა

#OK! Euphoria-ს მე-2 სეზონის აუდიო ეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა

April 6, 2022
#OK! მადონას 16 წლის ვაჟიშვილის ეპატაჟური გამოჩენა კაბით

#OK! მადონას 16 წლის ვაჟიშვილის ეპატაჟური გამოჩენა კაბით

June 22, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

#OK! კენდო – გოგონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოდური სამოსი

December 15, 2025
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები