• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შექმენით თქვენი დაუვიწყარი ისტორია „მალიბუსთან“ ერთად

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღის დაგეგმვა უამრავ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მით უფრო, თუ გვსურს, რომ ეს ღონისძიება იყოს განსხვავებული და მორგებული ჩვენს ინტერესებსა თუ გემოვნებაზე. სწორედ ამ სერვისს გვთავაზობს ივენთ კომპანია „მალიბუ“, რომელიც უკვე 10 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. რასაკვირველია, კომპანიის უკან თავისი საქმის პროფესიონალი გუნდი და მისი დამფუძნებლები, მარიამ კლდიაშვილი და ლიკა ჯიღაური დგანან, რომლებიც „მალიბუს“ საქმიანობის შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობენ.

უპირველესად, გაგვეცანით და გვიამბეთ ივენთ კომპანია „მალიბუს“ შესახებ. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და საიდან გაგიჩნდათ იდეა?

(ლიკა): საიდან დავიწყეთ? ყველაზე აქტუალური კითხვაა. 10 წელი შეგვისრულდა წელს და ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ახლა ვიწყებთ მუშაობას. ერთი მხრივ კარგია, რადგან ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი არ დაგვიკარგავს ენთუზიაზმი და მუდმივად იმაზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, როგორ განვავითაროთ ეს სფერო და რა სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, რთული იყო ამ სფეროში გეპოვა კომპანია, რომელიც განსხვავებულ ვიზუალს შემოგთავაზებდა, არ იქნებოდა დეკორი უბრალოდ მაგიდაზე დადებული ყვავილი ან სტანდარტული გაფორმება, რომელიც შენამდე უკვე მრავალ სხვა ადამიანს ჰქონდა.

დიდი როლი შეასრულა ჩვენმა პროფესიამაც, რადგან ორივეს სამხატვრო აკადემია გვაქვს დამთავრებული, არქიტექტურის განხრით, ხელოვნების სფეროში გვიწევს მუდმივად ყოფნა და ჩვენი პროფესიაც დაგვეხმარა განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბებაში.

დავუშვით ბევრი შეცდომაც ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ნაწილობრივ ამ შეცდომების დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ, ვქმნით ისევ განსხვავებულ პროდუქტს. ნებისმიერი სიახლის კეთებას ხომ გამოცდილების დაგროვება სჭირდება, გამოცდილებასთან ერთად შეცდომებს უშვებ, ალბათ ამის შემდეგ მოდის წარმატებაც.

 

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

(მარიამი): წლების გასვლასა და განვითარებასთან ერთად, გაფართოვდა ჩვენი მომსახურების სფეროც. ამ ეტაპზე ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს სრულ სერვისს, რაც მისი ღონისძიებისთვის არის საჭირი – დაგეგმვის პირველივე წუთიდან ღონისძიების დასრულებამდე.

ჩვენი მომსახურება გათვლილია არა მარტო ქართველ მომხმარებელზე, არამედ უცხოელ წყვილებზეც, რაც თავის მხრივ პოპულარიზაციას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ამ მხრივ აქტიურად ვართ ჩართული, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ, სხვა რაკურსით ვაჩვენოთ საზოგადოებას და გავაკეთოთ სხვადასხვა საინტერესო პროექტები საქართველოს უცნობი ადგილებიდან.

ღონისძიებებზე მუშაობასთან ერთად ასევე გვაქვს დამატებით მეორე მიმართულებაც, რომელიც წლის განმავლობაში მუშაობს კორპორაციულ საჩუქრებზე. განსაკუთრებით აქტუალურია ეს მიმართულება საახალწლოდ და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს „მალიბუს“ ბუნებრივი წიწვისგან აწყობილი სხვადასხვა ზომის ხელნაკეთი ნაძვის ხეები. არც გაზაფხულის დღესასწაულები ჩამოუვარდება ახალ წელს, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადი მოთხოვნა კომპანიების მხრიდან თაიგულებსა და სხვადასხვა შემადგენლობის სასაჩუქრე ნაკრებზეა.

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „მალიბუს“ უკან დგას.

(ლიკა): გუნდი? ვფიქრობთ, საუკეთესო კითხვაა. რომ არა ის ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა, „მალიბუ“ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ სახით, როგორსაც დღეს მომხმარებელი ხედავს, სრულიად სხვა რეალობაში ვიქნებოდით. შეიძლება არც კი გაგვეგრძელებინა ამ სფეროში მოღვაწეობა, როგორც ბევრი სხვა კომპანია, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გაიხსნა და მალევე მოუწიათ დახურვამ.

ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის უბრალოდ გუნდის წევრები, ამ წლების განმავლობაში „მალიბუმ“ ერთ დიდ ოჯახად ჩამოგვაყალიბა. ვხუმრობთ ხოლმე – ვინც ჩვენთან მოდის, აქ რჩება, თუმცა ხუმრობა აღარ არის ეს და ჩვენი რეალობაა. ალბათ გარკვეული დადებითი ენერგეტიკაა, რომელიც ამდენ განსხვავებულ ადამიანს გვაერთიანებს და ერთ გუნდად გვკრავს.

სწორედ ჩვენი გუნდის წევრების თავდაუზოგავი შრომა არის კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები, რისთვისაც მათ გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ და კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელოთ წინსვლა და განვითარება.

რა ტიპის ღონისძიებების გაფორმებას უზრუნველყოფს „მალიბუ“?

(მარიამი): გულწრფელად რომ ვთქვათ, კონკრეტულად „ქორწილით“ დაინტერესებამ გვიბიძგა ამ სფეროში მუშაობისკენ, რადგან ვფიქრობ, ამოუწურავი თემაა. თითოეული წყვილისთვის ინდივიდუალური ისტორია იქმნება ჩვენი მეშვეობით და საამაყოა, როდესაც ამდენი ადამიანი მისთვის განსაკუთრებული დღისთვის გირჩევს შენ. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ჩვენთვის სხვა თემატიკის ღონისძიებებიც, როგორიც არის კორპორაციული ღონისძიება, იუბილე თუ რომელიმე ბრენდის პრეზენტაცია, შოურუმის გახსნა ან გამოფენა/გაყიდვები. თითოეული ღონისძიება მოითხოვს განსაკუთრებულ ხედვას და ძალისხმევას, რასაც არ ვიშურებთ და ვქმნით ინდივიდუალურ კონცეფციას მოთხოვნის შესაბამისად.

 

რა არის „მალიბუს“ ნიშა? რატომ უნდა ავირჩიოთ თქვენი კომპანია?

(ლიკა): როდესაც კომუნიკაციას ვიწყებთ წყვილებთან, ყოველთვის ვცდილობთ პირადად შევხვდეთ და გავესაუბროთ, დეტალურად გავიგოთ მათი სურვილები, რა მოლოდინი ან წარმოდგენა აქვთ. სწორედ ეს პირველი შეხვედრა არის განმსაზღვრელი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის. არ მახსენდება შემთხვევა, გასაუბრების შემდეგ გაეგრძელებინოთ სხვა კომპანიის ძიება და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გვენდობა და სჯერა ჩვენი შესაძლებლობების.

რა შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს მომხმარებელს? – „მალიბუ“ არის ის, რაც მათ სჭირდებათ. თუ ეძებს კომფორტს, არ უნდა, რომ ზედმეტი რესურსი და დრო დაეხარჯოს, უნდა დროულად ჰქონდეს საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია, მიიღოს ის, რისი მოლოდინიც აქვს, ჰქონდეს ახალი იდეები, არ ჰგავდეს სხვას და აირჩიოს მასზე მორგებული სერვისი – ამ ყველაფერს ნამდვილად იპოვის ჩვენთან.

 

ბოლოს სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

(მარიამი): დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ საუბრის ნაცვლად ფაქტებით ვაჩვენოთ სიახლეები. მაგალითად, ამ ეტაპზე ახალი სივრცე გვაქვს, რომელსაც მუშაობის პროცესთან ერთად ვცვლით და ვამუშავებთ, ისე, რომ ჩვენი კომპანიის ხასიათს, ჩვენ, როგორც „მალიბუს“ გამოგვხატავდეს. ჩვენთან მოსულმა სტუმარმა ფეხის შემოდგმის წუთიდან უნდა იგრძნოს მუხტი, დადებითი ენერგია, გაუჩნდეს სიმყუდროვის შეგრძნება, რომ ეს ის არის, რასაც ამდენი ხანი ეძებდა. შეგვიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტი ზრდისა და განვითარებისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად, ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ ამ წელს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ცნობილ ბრენდებთან საინტერესო კოლაბორაციები და ახალ-ახალ პროდუქტების ადა სერვისების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?

#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?

April 23, 2025
#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

May 4, 2021
#OK! პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი: ASAP Rocky და Rihanna!

#OK! პაემანზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი: ASAP Rocky და Rihanna!

July 12, 2021
#OK! „მეგი, ჩვენი სიამაყე ხარ“ – სოსო პავლიაშვილის მიმართვა მეგი გოგიტიძეს

#OK! „მეგი, ჩვენი სიამაყე ხარ“ – სოსო პავლიაშვილის მიმართვა მეგი გოგიტიძეს

March 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები