• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! შეგიძლია გეშინოდეს და მაინც იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე – ირმა კვაჭაძე მუშკი.

October 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

დიაგნოზის გაგების შემდეგ ადამიანს სჭირდება სივრცე, სადაც თამამად შეძლებს თქვას, რომ ეშინია. ონკოლოგიური დიაგნოზი უამრავ კითხვას აჩენს როგორც მკურნალობაზე, ასევე მომავალსა და ურთიერთობებზე. ამ დროს ქალს შესაძლოა ერთდროულად უწევდეს როგორც რთულ სამედიცინო გადაწყვეტილებებთან გამკლავება, ისე შიშის, გაურკვევლობის, სევდისა და ცვლილებებთან დაკავშირებული განცდების გადამუშავება. როგორ ვიყოთ ქალის გვერდით ისე, რომ მხარდაჭერის ნაცვლად კიდევ ერთი მოთხოვნა არ წავუყენოთ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრა ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ტრენერი – ირმა კვაჭაძე მუშკი.

 

რა ემართება ადამიანს ფსიქოლოგიურად იმ მომენტში, როდესაც პირველად იგებს ონკოლოგიური დიაგნოზის შესახებ?

დიაგნოზის გაგებამ შეიძლება მკვეთრად შეარყიოს ადამიანის უსაფრთხოებისა და ცხოვრების წინასწარ განჭვრეტის განცდა. ზოგს მაშინვე მომავლის შიში ეუფლება, ზოგი პრაქტიკულ კითხვებზე კონცენტრირდება, ზოგს კი მოსმენილის გააზრებისთვის დრო სჭირდება. ადამიანი სწყდება აწმყოს, რადგან მასში ბევრი გაურკვევლობა, დაბნეულობა და შიშია, ხოლო ცნობიერება გადადის მომავალში, რომელიც ჯერ არ არსებობს და ჩნდება კითხვები: „რა მელის?“, „როგორ გავუძლებ მკურნალობას?“… ხშირად ადამიანი ჯერ კიდევ ექიმის კაბინეტშია, მაგრამ ფიქრებით უკვე საშიშ მომავალში აღმოჩნდება.

რეაქციები ცხადია სხვადასხვაგვარია: ზოგი ტირის, ზოგი ბევრ კითხვას სვამს, ზოგი თითქოს იყინება და ვერაფერს გრძნობს. ძლიერი ემოციური დაძაბულობისას შეიძლება შეფერხდეს ინფორმაციის გაგება და დამახსოვრება. ყურადღება ვიწროვდება, ადამიანმა გაიგო სიტყვა „კიბო“ და შეიძლება საუბრის დანარჩენი ნაწილი ბუნდოვნად ახსოვდეს. ასეთ დროს სასარგებლოა ინფორმაციის მცირე ნაწილებად მიწოდება და მნიშვნელოვანი საკითხების განმეორება.

როგორც თერაპევტისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ვიჩქარო ადამიანის რეაქციის შეფასება. გარეგნული სიმშვიდე ყოველთვის სიმშვიდეს არ ნიშნავს, ისევე როგორც ტირილი უუნარობას. ემოციური „გაუტკივარება“ ხშირად ის გზაა, რითაც ადამიანი მეტისმეტად მძიმე ინფორმაციის გადამუშავებას და თანდათან გათავისებას იწყებს. თითოეული ადამიანის გამოცდილებას ცალკე მოსმენა სჭირდება. ამ მომენტში არ მოვითხოვდი, რომ ადამიანმა დიაგნოზი დაუყოვნებლივ „მიიღოს“.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უშუალოდ დიაგნოზის გაგების შემდეგ? რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას მკურნალობის პროცესში?

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფორმა ადამიანის სურვილსა და საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. ყველას ერთნაირი ინტენსივობის დახმარება არ სჭირდება. ზოგისთვის პირველი საყრდენი ახლობელი ადამიანი და სამედიცინო გუნდთან გასაგები კომუნიკაციაა. სხვას ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ფსიქოონკოლოგის კონსულტაცია ან მხარდამჭერი ჯგუფი ეხმარება. ფსიქოსოციალური დახმარება შეიძლება შეეხებოდეს როგორც ემოციურ სირთულეებს, ისე ოჯახურ ურთიერთობებსა და ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებას.

ფსიქოთერაპიაში ადამიანს შეუძლია ისაუბროს იმაზეც, რასაც სხვებთან მალავს – ბრაზზე, მარტოობაზე, სხეულის ცვლილებებზე, ფინანსურ სირთულეებსა და სიკვდილის შიშზეც კი. ხშირად ხდება ისე, რომ შესაძლოა ახლობლების გაფრთხილების სურვილით საკუთარ განცდებს იკავებდეს და თანდათან აღმოჩნდეს მდგომარეობაში, სადაც თვითონ ამშვიდებს ყველას.

თერაპიულ ხედვაში ყურადღებას ვაქცევთ იმას, რა ხდება ადამიანისთვის ახლა: როგორ განიცდის ამ საუბარს, სად გრძნობს დაძაბულობას, რა ეხმარება მცირედით მაინც დამშვიდებაში, ვისთან შეუძლია თავისუფლად ყოფნა. სხეულებრივ გამოცდილებასთან მუშაობაც ფრთხილად, თანხმობით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. ფსიქოთერაპიული ინტერვენციის მთავარი ამოცანაა ცხოვრების ხარისხის მხარდაჭერა, დახმარება იმის აღმოჩენაში, რა აძლევს მას საყრდენს ახლა და იმ გამოცდილებასთან მდგომარეობასთან გამკლავებაში, რომელსაც დაავადება და მკურნალობა მოაქვს.

 

დიაგნოზის გაგების შემდეგ პაციენტებს ხშირად ესმით ფრაზა „ძლიერი უნდა იყო და პოზიტიურად იფიქრო“. რამდენად სასარგებლოა? აპაციენტმა ხომ არ უნდა იგრძნოს, რომ შიშის ან ბრაზის გამოხატვის უფლება აქვს?

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებს ხშირად ზრუნვა და ახლობლების შფოთვა უდევს საფუძვლად, მაინც არაერთგვაროვნად ისმინება. ფრაზა „ძლიერი უნდა იყო“ ზოგჯერ ასე ისმის: „არ იტირო, არ შეგეშინდეს, შენი სასოწარკვეთა არ გვაჩვენო“. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ემოციებით სხვებს ამძიმებს.

დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის სირთულედ იქცევა მომენტი, როდესაც პოზიტიურობა მოვალეობა ხდება და მკურნალობის შედეგსაც მას უკავშირებენ. არ გვაქვს საფუძველი, პაციენტს ვუთხრათ, რომ გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია მუდმივად პოზიტიური ფიქრები და საბრძოლო განწყობა. ეს დამატებით მორალურ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აკისრებს მას, დაავადების მიმდინარეობა ადამიანის სიმტკიცის საზომი არ არის.

ქალს უნდა შეეძლოს თქვას: „ძალიან მეშინია“, ისე, რომ პასუხად მაშინვე გამხნევების ინსტრუქცია არ მიიღოს. „მესმის, რომ გეშინია. გინდა მომიყვე, ყველაზე მეტად რა გაწუხებს?“ ან: „ახლა საუბარი გირჩევნია თუ, უბრალოდ, შენთან ვიყო?“ – ეს ის გულწრფელი ფრაზებია, რომელიც პაციენტს საკუთარი ემოციების გულწრფელად დანახვაში დაეხმარება. თუმცა, არც ემოციების გამოხატვა უნდა ვაქციოთ ვალდებულებად. ზოგს საუბარი ეხმარება, ზოგს წერა, ზოგს დროებით ჩვეულ საქმიანობაზე ყურადღების გადატანა. ადამიანს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, როდის, ვისთან და რამდენი თქვას.

 

როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი და პარტნიორი, რომ რეალურად დაეხმაროს ქალს?

ჩემთვის მხარდაჭერა ნიშნავს ურთიერთობას, რომელშიც იმედსაც აქვს ადგილი და შიშსაც. ადამიანს არ სჭირდება ერთ-ერთი განცდის დამალვა იმისთვის, რომ მეორე დაიტიოს.

ზოგადი შეთავაზება „თუ რამე დაგჭირდება, მითხარი“, კეთილგანწყობილია, მაგრამ დახმარების ორგანიზებას ისევ ქალს აკისრებს. უფრო მოსახერხებელი იქნება კონკრეტული წინადადება: „ხუთშაბათს შემიძლია ექიმთან გამოგყვე. გინდა?“ ან: „ხვალ სადილს მოგიტან, თუ ეს გამოგადგება“.

ოჯახის ეკოლოგიური მხარდაჭერა ნიშნავს ზრუნვას, რომელიც ქალის არჩევანსაც ითვალისწინებს და ოჯახის წევრების შესაძლებლობებსაც. მნიშვნელოვანია, მისი თანხმობის გარეშე არ გაავრცელონ დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, არ ჩამოართვან ის საქმეები, რომელთა კეთებაც თავად სურს და შეუძლია. დახმარების საჭიროება არ აუქმებს ადამიანის არჩევანის უფლებას – ეს მთავარია!

პარტნიორთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიახლოვეზე საუბარი. „რა გაწუხებს?“, „თავს როგორ გრძნობ?“ „როგორ შემიძლია შენთან ახლოს ვიყო?“. სიახლოვეს და კონტაქტს სხვადასხვა ფორმა აქვს. მიახლოება და დისტანცირება ურთიერთთანხმობით უნდა იყოს.

თავის მხრივ, ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ დასვენება, პასუხისმგებლობების განაწილება და საკუთარი განცდებისთვის სივრცე. ხანგრძლივმა ზრუნვამ შეიძლება მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედოს. მხარდაჭერა უფრო მდგრადია, როდესაც ყველაფერს ერთი ადამიანი არ იღებს საკუთარ თავზე. პაციენტის მხარდაჭერა უფრო ეკოლოგიურია მაშინ, თუ ოჯახის წევრებიც შეძლებისდაგვარად ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას.

 

 

როგორ შეიძლება ქალმა გადალახოს სკრინინგთან დაკავშირებული შიში?

უპირველესად, მნიშვნელოვანია გავიგოთ, კონკრეტულად რისი ეშინია: პროცედურის, ტკივილის, პასუხის, შესაძლო მკურნალობის, ხარჯების თუ მარტო დარჩენის. პირველი ნაბიჯის გადასადგმელად აუცილებელი არ არის, შიში სრულად გაქრეს. შეიძლება ჯერ მხოლოდ გავარკვიოთ, სად ტარდება გამოკვლევა, რა დაგვჭირდება და ვინ შეძლებს ჩვენს თანხლებას. სასარგებლოა წინასწარ ვიცოდეთ, როდის მივიღებთ პასუხს და ვისთან განვიხილავთ მას, თუ ეს გვჭირდება.

სკრინინგის მიზანია დაავადების აღმოჩენა მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება. ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და დროული მკურნალობა ამცირებს მისი ინფატალურობის რისკს. თუ ქალმა უკვე შენიშნა კვანძი, კანის ან დვრილის ცვლილება, უჩვეულო გამონადენი, გეგმურ სკრინინგს არ უნდა დაელოდოს. საჭიროა ექიმის შეფასება და კი, ძალიან სტრესულია ამ გარემოების პირისპირ დადგომა – თუმცა იგნორირებით პრობლემა არ გვარდება.

შეგიძლია გეშინოდეს და ამავე დროს იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამასთან, სკრინინგის მნიშვნელობაზე საუბარი არ უნდა გადაიქცეს იმ ქალების დადანაშაულებად, ვისთანაც დაავადება გვიან გამოვლინდა. სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ყველასთვის ერთნაირი არ არის და არც დაავადების ყველა შემთხვევა ვითარდება ერთნაირად.

 

როდის იქცევა შფოთვა ან ემოციური გადაღლა იმ ნიშნად, რომ ადამიანს პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება?

დახმარების მისაღებად ადამიანს არ სჭირდება უკიდურეს მდგომარეობამდე მისვლა. საკმარისი მიზეზია განცდა: „ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება ძალიან მიჭირს“. პროფესიონალთან შეხვედრა შეიძლება სასარგებლო იყოს მანამდეც, სანამ ყოველდღიური ცხოვრება მკვეთრად დაირღვევა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა შფოთვა ან სევდა ძლიერდება, ადამიანს თითქმის აღარაფერი ანიჭებს სიამოვნებას, უჭირს ძილი, ურთიერთობა, თავის მოვლა ან სამედიცინო ვიზიტებზე მისვლა. ასევე მუდმივი უიმედობა, საკუთარი თავის ტვირთად აღქმა და ძლიერი თვითდადანაშაულება. თუ დეპრესიული ნიშნები უმეტეს დღეებში დაახლოებით ორი კვირას ან მეტხანს გრძელდება, აუცილებელია შეფასება; ძლიერი სიმპტომების შემთხვევაში ამ ვადის გასვლას არ უნდა დაველოდოთ.

მხარდაჭერის საჭიროება მკურნალობის დასრულების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. მაშინ, როდესაც გარემო თითქოს ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებას ელის, ქალს შესაძლოა ჯერ კიდევ ჰქონდეს განმეორების შიში ან დაღლილობა.

 

რა გზავნილს დაუტოვებდით „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქალებს, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი აქვთ?

მინდა გითხრათ, რომ ამ გამოცდილების გავლის ერთადერთი სწორი გზა არ არსებობს. შეგიძლიათ ერთ დღეს იმედიანად იყოთ, მეორე დღეს კი შიში ან დაღლა იგრძნოთ. შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს დიაგნოზზე ან დაიცვათ პირადი სივრცე. თქვენ არ გევალებათ, ყველასთვის სიმტკიცის მაგალითი გახდეთ.

დიაგნოზმა შეიძლება თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავოს, მაგრამ თქვენში კვლავ არის ადგილი ურთიერთობებისთვის, ინტერესებისთვის, სურვილებისთვის და იმისთვისაც, რაც, უბრალოდ, გსიამოვნებთ. ამ ყველაფერს კი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ გზავნილიც მინდა გასცდეს მოწოდებას „იყავი ძლიერი“. ვისურვებდი, თითოეულ ქალს ჰქონდეს დროული სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ურთიერთობა, რომელშიც შეუძლია გულწრფელად თქვას: „ახლა მიჭირს, ჩემ გვერდით იყავი“.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები