• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შეანელესვლა

April 1, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წელს საქართველოში 5469 ავტოსაგზაო შემთხვევა აღრიცხა. სხვადასხვა საგზაო წესის დარღვევის გამო, გასულ წელს 7517 ადამიანი დაშავდა, 430 კი დაიღუპა. საჯარიმო სანქციებისა და რეგულაციების პერიოდულად გამკაცრების მიუხედავად, საგზაო უსაფრთხოება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ ჟურნალი OK! კამპანიას – #შეანელესვლა აგრძელებს. კამპანიის მიზანი, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. თემის გარშემო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევკრიბეთ და ვკითხეთ, რა განაპირობებს საგზაო შემთხვევებს და როგორ დავიცვათ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.

 

პაატა ლომაძე – ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი

გასულ წელს 43 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 7 ათასი სხეულის დაზიანებით, 500 კი გარდაცვალებით დასრულდა. რეალობა საგანგაშოა, თუმცა მისი შეცვლა შეიძლება და ამ პროცესში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ყველაფერი კი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით იწყება: ნუ მიანდობ გაუმართავ მანქანას საკუთარ და სხვის ბედს, დაუთმე გზა ქვეითად მოსიარულეს, შეანელე სვლა და დააზღვიე სიცოცხლე!

 

შოთა არველაძე – საფეხბურთო მწვრთნელი

სამწუხაროდ, ჩვენს გზებზე გადაადგილება არც ადვილია და არც უსაფრთხო. იმის მიუხედავად, რომ გზები მოწესრიგდა, ავტობანი უკეთესია და ქალაქიდან ქალაქებში მისასვლელი მანძილი და დრო შემოკლდა, დიდი პრობლემაა სიჩქარის გადაჭარბება და საგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი. ალბათ, მანქანის მართვის პირველივე წუთიდანვე უნდა ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რაც გვეკისრება როგორც ჩვენი მგზავრების, ისე სხვების მიმართ. მას შემდეგ ვატარებ მანქანას, რაც სრულწლოვანი ვარ, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, დღის განმავლობაში, ამდენი მანქანით მოსიარულე ადამიანი სხვა არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, ესეც პრობლემაა. ძალიან ბევრი, მათ შორის თბილისის ქუჩებში, გადაადგილდება დასაშვებზე მაღალი სიჩქარით და ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია.

 

აჩი არველაძე – ვეტერანი ფეხბურთელი

მანქანით გადაადგილების დროს მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი ფეხით ან ტრანსპორტით მოსიარულეს როლშიც წარმოვიდგინოთ. დარწმუნებული ვარ, ასე უფრო დამთმობები გავხდებით და საცობების გარდა, თავიდან არასასურველ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულ შემთხვევებსაც ავირიდებთ. მანქანის მართვის დროს ჩვენზე გავლენას ბევრი რამ ახდენს – საცობი, ტელეფონის ზარი, ხშირად უკან მსხდომი ბავშვები, შემხვედრი მანქანის არასწორი მანევრი, ფეხით მოასიარულეების მხრიდან წესების დარღვევა და ა.შ. ამიტომ, რადგან მანქანით სიარულს ვირჩევთ, მხოლოდ ჩვენს სწორ სიარულზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული, უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი გარემოც და ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირველად გამოდის ქუჩაში მანქანით. ჩვენს ქვეყანაში მართვის მოწმობა წლების მანძილზე ძალიან მარტივად იყო ხელმისაწვდომი. დღეს, რამდენადაც ვიცი, გამოცდას დაემატა ქალაქში გადაადგილების კომპონენტი, რაც სხვა უნარებს მოითხოვს. თუ იქნება ისეთი რეგულაციები, როგორიც ევროპის ქვეყნებშია, თუ მანქანები იქნება გამართული და ფეხით მოსიარულეები დაიცავენ წესებს, დიდ ქალაქებში შემცირდება მოძრაობა და არასასიამოვნო შემთხვევების რიცხვიც.

 

შალვა ოგბაიძე

თითოეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ეს არის ერთგვარი სარკე. როგორც სტატისტიკა ამბობს, სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების უმრავლესობა დაკავშირებულია გადაჭარბებულ სიჩქარესთან. ნელა და ფრთხილად სიარული, მოძრაობის წესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მნიშვნელოვანია გადაადგილების დროს ვიყოთ მანქანის მართვაზე კონცენტრირებული. ყურადღებას ხშირად ბევრი რამ ფანტავს – მათ შორის ხმამაღალი მუსიკა, ტელეფონზე საუბარი, წერა და სხვა.. ასე რომ, ვიაროთ ნელა, ვიაროთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიცოცხლოთ დიდხანს.

 

ნოდარიკო ხუციშვილი – მომღერალი

უკვე დიდი ხანია გადავედი ველოსიპედზე, რადგან ჩვენს ქალაქში გადაადგილება ასე უფრო კომფორტული და შესაძლებელია. ზოგადად, დიდი ხანია მძღოლი ვარ და პერიოდულობით ახლაც ვჯდები საჭესთან. მთავარი, რასაც მივხვდი წლების განმავლობაში, არის ის, რომ ყველაფერი წამზეა დამოკიდებული. პატარა ასაკში ამ საკითხს ვერ ვაცნობიერებდი და ძალიან მსუბუქად ვუყურებდი. რეალურად კი ერთმა პატარა მომენტმა შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი, თანაც ისე, რომ შენი და სხვისი ცხოვრებაც გააუბედურო. თუ კარგად დავფიქრდებით, სისწრაფეში დაზოგილი რამდენიმე წუთი საბოლოოდ არაფერს წყვეტს. მესმის, რომ დღევანდელ დღეს ცხოვრება აჩქარებულია და ყველას სადღაც აგვიანდება, თუმცა საკუთარ თავზე ამხელა რისკის აღება, არაფრის ფასად არ ღირს. ყველას მოგვდის რაღაც შეცდომა, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება ფატალური იყოს.

 

თეონა თავართქილაძე – დიზაინერი

როდესაც საჭესთან ზიხარ, დიდ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე, შენს მგზავრებზე და სხვა ყველა დანარჩენზე, ვინც საგზაო მოძრაობის მონაწილეა. სწორედ ეს უნდა გავიაზროთ კარგად. მე, პირადად, მქონია ისეთი გამოცდილება, რომ მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენებას ჩემთვის საფრთხე შეუქმნია და ბოლო წამს დამიმუხრუჭებია. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს შეტყობინება, ტელეფონი გვერდით გადავდოთ იქამდე, სანამ ავტომობილს ვმართავთ. მნიშვნელოვანი პრობლემაა სიჩქარის გადაჭარბებაც და ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით ახალბედა მძღოლებს ახასიათებს, რაც ორმაგი საფრთხეა. შეანელე სვლა და გაუფრთხილდი სიცოცხლეს!

 

გვანცა დარასელია – ტელეწამყვანი

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებამ ან რამდენიმე ორგანიზაციამ კი არ იზრუნოს საგზაო უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენ, მოქალაქეებმა. განსაკუთრებით იმათ, რომლებიც საკუთარი ტრანსპორტით გადავადგილდებით.

ეს წესები რეალურად არის ძალიან მარტივად დასაცავი, თუ გავიაზრებთ, რომ ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ავტომიბილით გადაადგილებისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვინც ფიქრობს, რომ მას რამე არ დაემართება და ამის ფონზე რისკავს, სწორედ ის არის ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ.

 

ლიზა ბაგრატიონი – მომღერალი

წლებია უკვე საჭესთან ვზივარ და პრაქტიკულად არ ვარღვევ მოძრაობის წესებს. საგზაო მოძრაობის წესებიდან გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვანს – დავუთმოთ გზა ქვეითად მოსიარულეს. ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა სწორედ ზებრაზე ხდება. მძღოლებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ერთდროულად საკუთარ და სხვების სიცოცხლეზე ვართ პასუხისმგებლები. წესების დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ქვეითების მხრიდანაც. მიხარია ამ კამპანიის არსებობა და ეს არის თემა, რომელზეც ხშირად და ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს.

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ევროვიზიის” გამარჯვებული ჯგუფი Måneskin რუსეთში ყველა კონცერტს აუქმებს

#OK! “ევროვიზიის” გამარჯვებული ჯგუფი Måneskin რუსეთში ყველა კონცერტს აუქმებს

March 24, 2022
#OK! ბრედ პიტის გენდერნეიტრალური კოსმეტიკური ბრენდის Le Domaine-ის დაფუძნების ისტორია

#OK! ბრედ პიტის გენდერნეიტრალური კოსმეტიკური ბრენდის Le Domaine-ის დაფუძნების ისტორია

January 20, 2024
#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

#OK! ჯანი ვერსაჩე – მოდის ლეგენდა, ანუ ხელოვნებისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში

July 15, 2025
#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

November 16, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! წლის პირველი ახალმთვარეობა ზოდიაქოს 6 ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

#OK! წლის პირველი ახალმთვარეობა ზოდიაქოს 6 ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

January 16, 2026
#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები