• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სასტუმრო „მუზეუმი“ – ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე

October 9, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

თბილისის ამ ისტორიულ შენობაში, სადაც ადრე დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა და ხშირად სალონურ შეხვედრებს მართავდა, დღეს სასტუმრო „მუზეუმია“ განთავსებული. ბუტიკური სტილის სასტუმროს მშენებლობის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი იყო გათვალისწინებული, რომელიც შენობას თავის პირვანდელ იერსახეს შეუნარჩუნებდა. საინტერესო კონცეფციითა და განსხვავებული დიზაინით გამორჩეული „მუზეუმის“ შენობა სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს – დახვეწილი სტილის სასტუმროს, ქართულ რესტორანს „სირაჯხანას“, ფრანგულ სტილში გადაწყვეტილ კაფე „მუზეუმს“, ლაუნჯბარს – სივრცეს თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად და საკონფერენციო დარბაზს. მუზეუმის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად სასტუმროს მენეჯერი, მერი ოთარიშვილი და სასტუმროს ღონისძიებების მენეჯერი, სოცმედია მენეჯერი ნინო თევზაძე გვესაუბრნენ.

 

როგორია სასტუმრო „მუზეუმის“ შექმნის ისტორია?

(ნინო თევზაძე): სასტუმრო „მუზეუმი“ მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობაა, რომელიც საუკუნეების წინ მაიკო ორბელიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა. აქ სალონური შეხვედრები და დარბაზობები ხშირად იმართებოდა.

აღნიშნული შენობა 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. 2016 წლიდან კი, ამ უნიკალურ შენობაში სასტუმრო „მუზეუმი“ განთავსდა. ბუტიკური სტილის სასტუმროს გამორჩეულმა არქიტექტურამ და რეკონსტრუქციამ ორჯერ, 2017 და 2019 წლებში საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებზე გაიმარჯვა.

 

 

როგორია „მუზეუმის“ კონცეფცია?

სასტუმრო „მუზეუმი“ თავის სივრცეში 46 სასტუმროს ნომერს, ორ კვების ობიექტსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. თითოეული ნომერი დაპროექტებული და მოწყობილია გამორჩეული, ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული სტილითა და დიზაინით.

შენობის ინტერიერის დიზაინი ისეთივე უნიკალურია, როგორიც მისი კონცეფცია. მას გამოარჩევს მყუდრო ატმოსფერო, ინდივიდუალური, ელეგანტური სტილი, რაც მე-19 საუკუნის ისტორიისა და თანამედროვე ხედვების ორგანული შერწყმით მიიღწევა.

შენობის ქვედა სართულზე განთავსებულია სახელგანთქმული ქართული რესტორანი „სირაჯხანა“, რომელიც Gault & MIllau-ს რჩეული რესტორანი გახდა. პირველ სართულზე არსებული ფრანგული სტილის „კაფე მუზეუმი“გამოირჩევა არტდეკოს ელემენტებით, ღია გამწვანებული ტერასით, უგემრიელესი დესერტებითა და ევროპული მენიუთი.

მეექვსე სართულზე საუცხოო ხედებით წარმოდგენილია ლაუნჯბარი, დახურული ღონისძიებიებისთვის განკუთვნილი იდეალური სივრცე, იმავე სართულზე არსებული საკონფერენციო დარბაზით.

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

(მერი ოთარიშვილი): კომფორტულ დასვენებას, უგემრიელეს სამზარეულოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათზე მორგებულ, საუკეთესო სერვისს, რადგან ჩვენთან დაგროვილი გამოცდილება და ემოციები საუკეთესოდ პასუხობს კითხვას, რას ვთავაზობთ საზოგადოებას? – დასამახსოვრებელ, განსაკუთრებულ ემოციებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებელს ქართულ რესტორანში განახლებული მენიუ დახვდება. ამასთანავე, 80-მდე ღვინის სახეობის გარდა, რესტორანში საკუთარი წარმოების ღვინიდან ქისის, წარაფის, მწვანესა და რქაწითელის დაგემოვნებაა შესაძლებელი. რესტორნის მენიუში ასევე იპოვით ჭაჭის ბაზაზე დამზადებულ საავტორო კოქტეილებს, რომლებიც მხოლოდ ქართული პროდუქტითა და უნიკალური რეცეპტით მზადდება.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს სასტუმროს ბაზარზე?

(მერი ოთარიშვილი): სასტუმრო ქალაქის ცენტრში ბუნებრივად არის შერწყმული ძველ უბანთან. იდეალურ ლოკაციასთან ერთად, მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ნომრებს, ყველა შესაძლო კომფორტით, დახვეწილ რესტორნებს უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოებით და, რაც მთავარია, კონფერენციებისა და სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის განსხვავებულ სივრცეებს თვალისმომჭრელი ხედით ძველ თბილისზე. თუმცა ის, რაც ყველასგან გამოგვარჩევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიზაინის გარდა, სასტუმროს ცნობადობასა და წარმატებულობას „ქართული ფესვები” განაპირობებს. ნებისმიერი სტუმრისთვის აქ დაბინავება თუ, უბრალოდ, რესტორანში ვახშამი სრულიად ახალი, უნიკალური გამოცდილებაა – მოგზაურობა ქართულ ისტორიაში, ორბელიანების სამყაროში.

 

რა არის თქვენი ხელწერა ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით?

(ნინო თევზაძე): ხელწერას რაც შეეხება: სასტუმრო „მუზეუმის“ ყველა სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი ინსპირაციით შექმნილი ღონისძიება საუკეთესო და დასამახსოვრებელი ხდება.

კაფე „მუზეუმი“ თავისი მწვანე ტერასით იდეალურია გლამურული ღონისძიებებისთვის, დეკორიც კი არ სჭირდება სივრცეს, იმდენად თვითმყოფადია, ძველებურ პარიზულ დარბაზს მოგაგონებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი დამკვეთები ხშირად გეგმავენ საქორწინო ღონისძიებებს, „გეთსბი“ ფართის და სხვადასხვა ტიპის კოსტიუმირებულ ღონისძიებას.

ქართული რესტორანი „სირაჯხანა“ იდეალური ადგილია ტრადიციული და არა მხოლოდ წვეულებებისთვის. მისი ინტერიერი ეთნოხასიათის მატარებელია, რაც განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მომხმარებელს.

 

 

ყველაზე დასამახსოვრებელ რომელ ღონისძიებას გაიხსენებდით?

(ნინო თევზაძე): 7 წლის განმავლობაში არაერთი ცნობილი და მეგაღონისძიებების მასპინძლები ვყოფილვართ, როგორებიცაა: „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის“ წითელი ხალიჩის ღონისძიება და გალა დინერი, „თბილისი ფეშენ ვიკის“ მსოფლიო პრესის და ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტების საღამო, როგორიც არის vogue, conde nast traveler და სხვ. ასევე, მოგვიწყვია ცნობილი დიზაინერების გამოფენები და მათი დახურული ღონისძიებები, ერთ-ერთი მათგანი იყო დევიდ კომა, რომელიც მოგვიანებითაც რამდენჯერმე გვეწვია, რაც ჩვენს მაღალ სერვისზე მეტყველებს. გარდა ამისა, ვახორციელებთ ბევრ ინოვაციურ პროექტს, ვუმასპინძლეთ ცნობილი სოცჯგუფის „ბლექ მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვას. ასევე, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვართ ცნობილი ონლაინ თუ ბეჭდური მედიის ღონისძიებების ორგანიზატორები და მასპინძლები.

ამასთანავე, ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი ღონისძიებებითაც ვანებივრებთ, მათ შორის ძალიან საინტერესო სალონური საღამო გვქონდა „დავით ტურაშვილთან ერთად“, რომელმაც გააცოცხლა და ადგილზე შეკრებილ სტუმრებს უამბო სასტუმრო „მუზეუმის“ შენობის ისტორია. აღნიშნული თემატიკის ღონისძიებაც გაიმართა, სადაც „სასიყვარულო ბარათების“ კონკურსი ჩატარდა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

სამომავლო გეგმები

(მერი ოთარიშვილი): 2023 წლის თებერვლიდან სასტუმროს ესპანურ-ქართული მენეჯმენტ კომპანია HCI – Hotel Collection International მართავს. ჩვენი მიზანია ბევრი ლოიალური სტუმარი. ახალი მომხმარებლების სასტუმროში მოზიდვის ამოცანა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ერთხელ მოსული მომხმარებლის ლოიალურ სტუმრად ქცევაა.

გახსნის დღიდან ზრდისა და განვითარების პროცესი არ შეწყვეტილა, შესაბამისად, ამბიციურებიც ვართ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი რესტორან „სირაჯხანაზე“ გვაქვს, რომელიც მრავალი მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილია. რესტორნის ძირითადი სეგმენტი ქართველია, თუმცა ბევრი უცხოელიც სიამოვნებით გვსტუმრობს. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ თანამედროვე ქართველ ხელოვანებთან, მუსიკოსებთან, მომღერლებსა და მწერლებთან, ისეთ ადამიანებთან, ვისთვისაც ქართული ისტორია და კულტურა მნიშვნელოვანია. ჩვენთან ყოველ პარასკევს დაანონსებულია ქართული ქალაქური მუსიკა ცოცხალი შესრულებით, დაგეგმილია სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა და დიდი ღონისძიებების ჩატარება.

 

 

სამომავლო გეგმები ძლიერი გუნდის გარეშე, ცხადია, ვერ განხორციელდება. განყოფილების მენეჯერების უმრავლესობა გახსნისას პირველად პოზიციებზე შემოუერთდა გუნდს და შემდეგ ეტაპობრივად დაწინაურდა. ზრდის პერსპექტივა ულიმიტოა, მთავარია გიყვარდეს მასპინძლობა. ეს არა მხოლოდ ჩვენი პროფესია, არამედ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მუდმივი სწრაფვა საუკეთესო მასპინძლის სტატუსისთვის.

ზოგადად, სასტუმროს ცნებაც ხომ უწყვეტი, მუდმივი მომსახურებაა. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით სიახლეებისკენ, რათა მომხმარებლის ყოველი სტუმრობა სიახლეებითა და საინტერესო გამოცდილებით იყოს გაჯერებული. თითოეულ წარმატებულ მასპინძელს დიდი წვლილი აქვს ტურიზმის განვითარებაში, ნებისმიერი დადებითი შეფასება და სტუმრის უკუკავშირი არა მხოლოდ სასტუმროზე ახდენს გავლენას, არამედ კიდევ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ამ დარგის განვითარებასა და საქართველოს პოპულარიზაციას მის ფარგლებს გარეთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: შაკო მამუკელაშვილი/ნაკანი-მამასახლისი

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

June 23, 2021
#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE  ქალბატონებისთვის

#OK! „ტრესორი“ – ყველაზე ​ბრჭყვიალა საახალწლო GIFT GUIDE ქალბატონებისთვის

December 23, 2023
#OK! შეიგრძენი სილამაზე… – კიდევ ერთხელ Dadvan’s Beauty Room-ის შესახებ

#OK! შეიგრძენი სილამაზე… – კიდევ ერთხელ Dadvan’s Beauty Room-ის შესახებ

December 5, 2022
#OK! ვალენტინობის ბარათების ისტორია

#OK! ვალენტინობის ბარათების ისტორია

February 22, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

#OK! ბრიუს უილისი დემენციის გამო ოჯახისგან მოშორებით იცხოვრებს – რას პასუხობს მსახიობის ცოლი კრიტიკოსებს?

September 5, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები