• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! საქართველოში ინიციატივა – „გაიცანი დილიჟანი“ წარადგინეს

September 25, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

საქართველოში წარადგინეს ინიციატივა „გაიცანით დილიჟანი“, რომელიც დილიჟანს ტურისტული დანიშნულების საკვანძო ადგილად ასახელებს.

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, “ტურიზმის სტანდარტების“ მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კოფერენცია 2020 წლიდან, ყოველ წელს იმართება. ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სპეციელისტებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ტურისტულ სტანდარტებსა და რეგულაციებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, კონფერენცია ქსელური ურთიერთობებისა და მრავალფეროვანი თანამშრომლობის შექმნის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

სომხეთი პირველად მონაწილეობდა ამ კონფერენციაში და მას Green Rock Management Company და Green Rock Foundation წარმოადგენდა.

ინიციატივა „გაიცანი დილიჟანი“ცალკე ღონისძიების სახითაც იყო წარმოდგენილი საქართველოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, სომხეთის ტურიზმის კომიტეტი, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია(GNTA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია(GTA).


ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს Green Rock Foundation-სა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA) შორის.

„გაიცანი დილიჟანი“ ინიციატივის მიზანია, წარმოაჩინოს დილიჟანის, როგორც წამყვანი ტურისტული ადგილის, უნიკალური მიმზიდველობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, სიღრმისეულად აღმოაჩინონ ქალაქი – მისი ბუნება, მდიდარი კულტურა, სამზარეულო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. ძირითადი მიზანია, საქართველოს ბაზარზე დილიჟანის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.


“ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის გულში, ვისაუბრო დილიჟანზე, ულამაზეს ქალაქზე. დილიჟანი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ქალაქია, რომელიც მდებარეობს თბილისსა და ერევანს შორის. საბჭოთა პერიოდში, ის ცნობილი იყო თავისი სამკურნალო კურორტებით, შემდეგ კი მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად იქცა. ძალიან გვიხარია, რომ დილიჟანი საკმაოდ პოლულარულია ქართველ ტურისტებს შორის და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“ – თქვა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სომხეთი ჩვენი კომბინირებული ტურების მთავარი დანიშნულების ადგილი ხდება და იმედი მაქვს, დღევანდელი პრეზენტაცია ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოშობს. ამ ერთობლივი პროდუქტის ჩაშვება ჩვენ მზარდ სიძლიერესა და რეგიონული თანამშრომლობისადმი ერთგულებაზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, რომ Green Rock-თან ჩვენი ახალი პარტნიორობა წარმატებული იქნება. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველი იმას, რასაც ერთად მივაღწევთ“ – საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარე-ნატალია კვაჭანტირაძე.

„დილიჯანის ამ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქალაქის ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოსაჩენად, არამედ სომხეთის პოზიციის გასაძლიერებლადაც, რეგიონულ ტურისტულ რუკაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დილიჟანს შეუძლია გახდეს ხიდი სომხეთისა და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის, თავისი ხელსაყრელი ლოჯისტიკის, ახლო გეოგრაფიული მდებარეობისა და მოკლევადიანი მოგზაურობების ხელმისაწვდომობის წყალობით. გარდა ამისა, დილიჟანს აქვს დიდი პოტენციალი კომბინირებული რეგიონული ტურებისთვის, რაც მიმზიდველია  საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სურთ ერთ მოგზაურობაში შეათავსონ სომხეთი და საქართველო. ამ კონფერენციაში მონაწილეობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც იმის საჩვენებლად, რომ სომხეთი მზადაა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ახალ დონეზე წარსდგეს“, – აღნიშნა Green Rock Foundation-ის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ.


სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსინე გევორგიანმა,
თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა, რომ დილიჟანში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება. მისი თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დილიჟანი რეგიონის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. გევორგიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ტურისტები დილიჟანს სრულიად ახალი პერსპექტივიდან აღმოაჩენენ.

ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ დილიჟანის მდიდარ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HoReCa სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ეს სექტორი იქნება  საქართველოდან ტურისტული ნაკადის ზრდის მთავარი მიზეზი.

„Green Rock“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატერინა დანეკინამ, დილიჟანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრა. ეს იქნება სომხეთის უდიდესი დასასვენებელი და გასართობი ცენტრი, რომელიც ქალაქის გულში განთავსდება. ეს პროექტი ახალ ბიძგს მისცემს მთელი რეგიონის განვითარებას და გახდება ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი და ახალი,მიმზიდველი წერტილი სომხეთის რუკაზე, უცხოელი  ტურისტებისთვის. გარდა ამისა, მან წარადგინა „აგურის სახლი“-ახალი გასართობი ცენტრი ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.

ფონდის საქმიანობაზე საუბრისას, „Green Rock“-ის ფონდის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ, აღნიშნა, რომ დილიჟანში სულ ახლახანს გაიხსნა სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სკოლა „აპისიუს არმენია“. მან ასევე ისაუბრა ფონდის სხვა პროექტებზე, მათ შორის: „მწვანე ტაქსის“ ეკო-სერვისზე, რეგიონული ტურიზმის ფორუმზე და დილიჟანის სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის პროექტზე.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო რეგიონული განვითარების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში. სესიამ, რომლის მოდერატორიც იყო გაიანე „გაიცანით დილიჟანიდან“, შეკრიბა ბიზნესისა და სტუმართმასპინძლობის წამყვანი წარმომადგენლები, მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად.

პანელის საპატიო მონაწილეებს შორის იყვნენ: გურამ ავალიანი-BTL Georgiaს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი; სებასტიან ვინსენტი-Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალური მენეჯერი; დებორა სივერსტენი-Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის გენერალური მენეჯერი; თამარ ახალბედაშვილი-Museum Hotel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი და ირმა კოდუა-Grata Dmc-ის ხელმძღვანელი.

მათი ერთობლივი  შეფასებით განისაზღვრა რეგიონის, როგორც ინვესტიციებისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანი ლოკაციის პოზიციონირების პერსპექტივები.

ღონისძიების ფოტოები ხელმისაწვდომია ბმულზე

Green Rock Foundation ფონდის შესახებ:

ფონდი Green Rock Foundation Green Rock – ის არაკომერციული განყოფილებაა, რომელიც ორიენტირებულია დილიჯანის, როგორც ცოცხალი და მდგრადი ქალაქის განვითარებაზე.

ფონდი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებენ ეკონომიკისა და ტურიზმის

ზრდას განათლებასთან, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან, სოციალურ ინკლუზიასთან და გარემოს დაცვასთან.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ფონდი ავითარებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანური პოტენციალის, ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მდგრადობის განვითარებასკენ. მისი მისიაა, ყველა მაცხოვრებელს მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს დილიჟანის მომავლის ფორმირებაში და აქციოს ქალაქი მდგრადი რეგიონული განვითარების მოდელად, სადაც ბუნება, კულტურა და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობენ.

https://greenrock.am/

ასევე გაეცანი

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა
OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო
OK! News

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“
OK! News

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია
OK! News

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

#OK! ქეით მიდლტონი და ჯილ ბაიდენი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

June 12, 2021
#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

#OK! მეგან ფოქსის ქუჩის სტილი! მსახიობი იმიჯს Prada-ს ჩანთას უხამებს!

April 13, 2021
#OK! სანდო ჯგუფი – შენი ბიზნესის საიმედო პარტნიორი

#OK! სანდო ჯგუფი – შენი ბიზნესის საიმედო პარტნიორი

December 1, 2022
#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

March 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

January 22, 2026
#OK! ქეით მიდლტონმა წლის პირველ სახელმწიფო მიღებას უმასპინძლა

#OK! ქეით მიდლტონმა წლის პირველ სახელმწიფო მიღებას უმასპინძლა

January 16, 2026
#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები