• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

September 5, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

„თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ“

მას შემდეგ, რაც სამი შვილის დედა გავხდი, ბოლო 6 წელია ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე და საქართველოს ბედ-იღბალზე. ვფიქრობ, როგორ გავზარდო ჩემი შვილები თავიანთი ქვეყნის პატრიოტებად. მხოლოდ თეორიულად ვერაფერს ასწავლი, გრძნობაა საჭირო, განცდაა მნიშვნელოვანი. სამშობლო უნდა შეაცნობინო და დედასავით ახლობელი გახადო, რათა შემდეგ სულ სხვა ფაქიზი გრძნობები აშალო მათში. საქართველოს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა რომ დაუაროთ და ყველგან, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში სიამაყით თქვან: მე ქართველი ვარ. ეს ფიქრები, ჩემმა რესპონდენტმა ამიშალა, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან ამაყია თავისი ქართველობით და წარმატება ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ სავალ გზაზე, სამშობლოს გულწრფელ სიყვარულშია. მაშ ასე, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ფარიკაობაში − სანდრო ბაზაძე, სამშობლოსა და თავის კარიერაზე მეუღლესთან, სალომე გლოველთან ერთად.

სანდრო, როდის და რატომ დაინტერესდით სპორტის იმ სახეობით, რომელშიც დღეს ასე წარმატებული ხართ?

მამაჩემისა და ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ ამ სპორტში აღმოვჩნდი. ისიც მოფარიკავე იყო და ბუნებრივია, რატომაც დამაინტერესა სპორტის ამ სახეობამ. ფარიკაობა დაახლოებით 14 წლის ასაკში დავიწყე. ამბობენ, რომ ამ სპორტისთვის ეს ასაკი ცოტა გვიანია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა. ძალიან მალე ავუღე ალღო და იმდენად შემიყვარდა, რომ დავრჩი კიდეც სპორტის ამ სახეობაში.

 

ბუნებრივია, შრომა ყველა სპორტს სჭირდება, მაგრამ არის რაიმე  განსაკუთრებული, რასაც ფარიკაობა აუცილებლად მოითხოვს?

რა თქმა უნდა, როგორც ყველა სპორტი, ფარიკაობაც უდიდეს შრომას, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, რადგან ყველა კუნთი მუშაობს, მთელი ტანი დატვირთულია და მუდამ სათანადო ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო. განსაკუთრებული კი ის აქვს, რომ ძალიან დიდი სიმშვიდე და სიდინჯე სჭირდება ამ სპორტს. ეს ძალიან რთულია, რადგან ფარიკაობა საბრძოლო ხასიათის სპორტია და ამ დროს შენ უნდა იყო ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, საკუთარი თავი აკონტროლო. რთულია ამის მიღწევა, მაგრამ საკუთარ თავთან დიდი მუშაობის შედეგად შესაძლებელია.

 

სალომე, რამდენად რთულია სპორტსმენის ცოლობა?

სპორტსმენის ცოლობას სირთულეები ნამდვილად ახლავს. უპირველესად, ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა და ცხოვრება. გარდა ამისა, როგორც პროფესიონალ სპორტსმენს, ძალიან ბევრ რამეში სჭირდება მკაცრი რეჟიმის დაცვა, დაბალანსებული საათობრივი კვება, ვარჯიში და სრულფასოვანი ძილი. ყველამ ვიცით, რომ სპორტულ კარიერას ძალიან დიდი სტრესი ახლავს და ამ ყველაფერს ვცდილობთ ერთად გავუმკლავდეთ, რათა სანდრომ დაუბრკოლებლად განაგრძოს მიზნისკენ სვლა. როდესაც შეჯიბრი იწყება, ჩემი ყველა საქმე გადადებული მაქვს, ბოლომდე ჩართული ვარ სანდროს ბრძოლებში და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი მის გამარჯვებას. სირთულეებს, რომლებიც სპორტსმენის ცოლობას ახლავს, მთლიანად ფარავს მისი თითოეული გამარჯვება. ყოველი მოგების შემდეგ უდიდესი სიყვარულით და სიამაყით ვივსები ხოლმე.

ევროპის ოთხგზის ჩემპიონისგან უფრო საინტერესოა მოვისმინოთ − რას ნიშნავს თქვენთვის ევროპული ფასეულობები? რა მოგწონთ ყველაზე მეტად ევროპულ კულტურაში?

ევროპა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით გამოვყოფდი იტალიას, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა − თავისი ისტორიით, ხალხით, ტრადიციებით. ბოლო ერთი წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და ძალიან მომწონს, როგორ დიდ პატივს სცემენ ადამიანები წესრიგს. ჩემთვის ევროპა − ეს არის შინაგანი კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ერთმანეთის პატივისცემა, სწორი ღირებულებები.

ალბათ, ხშირად ყოფილა შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყანაში  ასპარეზობის შესახებ. გიფიქრიათ საქართველოდან წასვლა?

რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ყოფილა დიდი ქვეყნებიდან შემოთავაზებები, მაგრამ ყველა ხედავს და ჩანს, რომ მე კიდევ საქართველოში ვარ და ვიბრძვი იმისათვის, რათა ჩემი ქვეყანა ვასახელო. საკუთარი თავისა და ჩემი ქვეყნის იმედი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უპირველეს ყოვლისა, ქართული დროშის ქვეშ მივაღწიო მიზანს.

სალომე, სანდრო, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე ღირებული საქართველოში, რომლის გამო ჩვენი ქვეყანა ასე ძალიან ხიბლავს უცხოელებს?

(სალომე):  ვიტყოდი, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა − თავისი კულტურითა და მრავალფეროვანი ტრადიციებით. ჩვენ გვაქვს ზღაპრული ბუნება, უნიკალური კულტურული ძეგლები, საოცარი კუთხეები, ერთმანეთისგან განსხვავებული ზნე-ჩვეულებებით. ალბათ, ქართველი ხალხის სტუმარ-მასპინძლობა და ქართული სუფრა, ქვევრის ღვინო, ძალიან ხიბლავთ უცხოელებს. ასევე, თავისთავად, დიდ ყურადღებას იპყრობს ჩვენი მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა.

(სანდრო):  ალბათ, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის სილამაზე ხიბლავთ. სხვადასხვა კუთხე, თავისი ტრადიციებით. ასევე, გამოვყოფდი სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებებს და მრავალფეროვან ქართულ სამზარეულოს, რაც ნებისმიერ უცხოელში იწვევს აღფრთოვანებას.

სანდრო, ბუნებრივია, თქვენ პოლიტიკოსი არ ხართ და არც მსურს პოლიტიკურ ჭრილში რომელიღაც თემის განხილვა. უბრალოდ, ეს ნომერი ევროპისკენ სავალ გზას ეხება და როგორ ფიქრობთ, რა გზა აქვს გასავლელი საქართველოს ევროპამდე?

ჩემი აზრით, საქართველო ევროპისკენ კი არ უნდა მიდიოდეს, უკვე ძალიან დიდი ხნის მიჩნეული უნდა იყოს ევროპის ნაწილად. მე უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ საქართველო მათ შორის ყველაზე ლამაზი და საოცარი ქვეყანაა, ბევრ მათგანს არც კი შევადარებ ჩვენს ქვეყანას თავისი სილამაზით, ტრადიციებით, ისტორიით, ჩვენი გენიოსებით. გული მწყდება, რომ დღეს გვიწევს საუბარი და განხილვა, არის თუ არა საქართველო ევროპის წევრი. მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა, ხალხმა უნდა გააცნობიეროს როგორი ქვეყნის პატრონები ვართ, უფრო მეტად დააფასონ და უფრო უნდა შეუყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, პატივი სცენ და იამაყონ საკუთარი ქართველობით. ქართველობა არ არის სამარცხვინო, პირიქით − საამაყოა. და მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოს ამის დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ ასე იქნება. მთავარია, გულწრფელად გვიყვარდეს ეს ქვეყანა და შედეგსაც მალე დავინახავთ.

სალომე, თქვენი საქმიანობის შესახებაც მოგვიყევით.

სანდრომ იმდენად შემაყვარა ფარიკაობა, რომ ჩემი საქმიანობაც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული. ამჯერად, ვარ ფარიკაობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი. ფარიკაობის ოჯახთან ერთად, ვცდილობთ ეს სახეობა საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ და ახალი კამპანია წამოვიწყეთ, რომლის ფარგლებში სკოლებში დავდივართ იმისათვის, რომ ბავშვებს უკეთ გავაცნოთ სპორტის ეს სახეობა.

სამომავლო გეგმები…

(სანდრო):  ჩემი მთავარი მიზნისთვის ბრძოლა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. უკვე ძალიან ახლოს ვიყავი ამ მიზანთან, მაგრამ რაღაცებმა ხელი შემიშალა. თუმცა, ჩემი მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმალურად დავიხარჯები და ვასახელებ ჩვენს ქვეყანას.

სანდრო, ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ იმ შინაგანი ემოციის გამოხატვა, რომელიც გამარჯვებას მოაქვს, რომელ სიტყვას აირჩევდით?

იმდენად რთულია ამ გრძნობის გადმოცემა სიტყვებით, რომ არც კი ვიცი… მაგრამ, ალბათ, მაინც ბედნიერება ჰქვია ამ შეგრძნებას…

 

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ვიზაჟი: სოფია საენკო

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დედამიწიდან ორბიტამდე: ექვსმა ქალმა ახალი ისტორია დაწერა!

#OK! დედამიწიდან ორბიტამდე: ექვსმა ქალმა ახალი ისტორია დაწერა!

April 21, 2025
#OK! “ის ნამდვილი ბარბია” – სპეციალურად მარგო რობისთვის “ვალენტინომ” ბარბის კაბა შექმნა

#OK! “ის ნამდვილი ბარბია” – სპეციალურად მარგო რობისთვის “ვალენტინომ” ბარბის კაბა შექმნა

June 26, 2023
#OK! 64 წლის მადონას ახალი შეყვარებული 29 წლის ჯოშ პოპერია

#OK! 64 წლის მადონას ახალი შეყვარებული 29 წლის ჯოშ პოპერია

April 27, 2023
#OK! გახდი Laka Elité Club-ის ნაწილი, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა…

#OK! გახდი Laka Elité Club-ის ნაწილი, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა…

January 23, 2025

კვირის ჰიტები

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები