სწრაფი რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნებზე, ოპერატიული გუნდი, ხელმისაწვდომი 24/7 რეჟიმით, ოპტიმალური ფასები, დამკვეთზე ორიენტირებული კომპანია − ეს იმ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „სანდო ჯგუფი“ მომხმარებლებს სთავაზობს.
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „სანდო ჯგუფი“ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და დამკვეთის ნდობა მცირე დროში დაიმსახურა, რაც მენეჯმენტის სწორმა ნაბიჯებმა და განვითარებისკენ მუდმივად სწრაფვამ განაპირობა. ადგილობრივ ბაზარზე თუ უცხოელ პარტნიორებთან კომპანიამ მალევე მოიპოვა აღიარება. სხვა დანარჩენზე „სანდო ჯგუფის“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსი, სოფი როსტიაშვილი გვიამბობს.
სოფი როსტიაშვილი: „სატრანსპორტო კომპანია „სანდო ჯგუფი“ ახორციელებს სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპისა და აზიის მიმართულებით. ჩვენი მთავარი ამოცანა იმპორტიორ-ექპორტიორი პროდუქტის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაა.
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „სანდო ჯგუფი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ სწრაფ, საიმედო და ხარისხიან მომსახურებას“.
რა სახის სერვისებს სთავაზობთ დამკვეთს?
რეფრეჟერატორი, ტენტი, სტანდარტული, 120-კუბიანი − ეს ტრანსპორტის ის სახეობებია, რომლებსაც ჩვენს დამკვეთს ვთავაზობთ. რაც შეეხება ლოგისტიკურ მომსახურებას, ვახდენთ ნებისმიერი − არაგაბარიტული, სახიფათო თუ ნაკრები ტვირთის გადაზიდვას.
გარდა ამისა, „სანდო ჯგუფის“ საკუთრებაშია ავტოპარკი, სადაც ჩვენი ტრანსპორტი მომსახურებას ბონუსად იღებს, თუმცა, რასაკვირველია, სხვა კომპანიის ავტომობილებსაც ვემსახურებით და თანაც − სპეცშეთავაზებით.
რა მიგაჩნიათ კომპანიის ძირითად უპირატესობად?
ძირითადი უპირატესობა მაინც ტრანსპორტირების ოპტიმალური ვადები და ტარიფებია. ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელია შეარჩიოთ ის კომპანია, რომელსაც თქვენი საქმიანობისთვის საჭირო რესურსი და გამოცდილება აქვს. ეს ყოველივე ჩვენ უკვე გვაქვს, რასაც დამკვეთის რაოდენობაც ხაზს უსვამს. ნდობა და უსაფრთხოება ის საკითხებია, რომლის გარეშე ვერც ერთი გადაზიდვა ვერ შესრულდება. „სანდო ჯგუფი“ თვეში დაახლოებით 400 გადაზიდვას ასრულებს.
სატრანსპორტო კომპანიაში არაერთი რისკია გასათვალისწინებელი. „სანდო ჯგუფი“ როგორ იცილებს რისკ-ფაქტორებს?
დამკვეთის ძირითადი და აუცილებელი მოთხოვნა ტვირთის უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირებაა. რასაკვირველია, გზებზე მოძრავი ტრანსპორტი ყოველთვის რისკის შემცველია. ხშირია ზვავი, მეწყერი და სხვა უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი. სრულყოფილი სადაზღვევო პაკეტი ჩვენი დამკვეთის ნდობას კიდევ უფრო ამყარებს. „სანდო ჯგუფი“ სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ დახმარებით ნებისმიერი სახის რისკს საკუთარ თავზე იღებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მომხმარებელი დაზარალებული არასდროს იქნება. „სანდო ჯგუფი“ ნამდვილად ამართლებს საკუთარ სახელწოდებას.
ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, კონკურენციას როგორ უმკლავდებით?
„სანდო ჯგუფი“ ყოველთვის მზადაა ნებისმიერი სახის გამოწვევისთვის, რადგან ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით ვმუშაობთ. კომპანია მსოფლიო მასშტაბით ოპერირებს, თუმცა დსთ-ის ყოფილ ქვეყნებში, მაგალითად, როგორიც არის, ყაზახეთი, უზბეკეთი − თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტო ვართ.
რას ნიშნავს, იყოთ ლიდერი კომპანია?
„სანდო ჯგუფი“ ბაზარზე ლიდერი რომ არის, ეს ჩვენთვის უპირველესად დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა. დაარსების დღიდან არ შეგვიცვლია მომსახურების ხარისხი, მეტიც − დამკვეთის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ.
ვინ დგას „სანდო ჯგუფის“ უკან?
„სანდო ჯგუფის“ უკან 30-ზე მეტი თანამშრომელი დგას. ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომპანიას მაშინ შემოუერთდნენ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდით. საკმაოდ რთული პერიოდი იყო − საქმიანობას მინიმალური კაპიტალით და დიდი ამბიციებით ვიწყებდით, თუმცა ენთუზიაზმმა და შრომისმოყვარეობამ მოგვცა შესაძლებლობა, ბაზარზე თავი ღირსეულად დაგვემკვიდრებინა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „სანდო ჯგუფი“ ერთი დიდი ოჯახია.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
საკუთარი ავტოპარკი რომ შევქმენით, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ დასახული მიზნებისა და გეგმების განხორციელება თამამად გამოგვდის. ამიტომ, რა თქმა უნდა, წინ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. მადლობას ვუხდით ნდობისთვის ჩვენს დამკვეთს და ვპირდებით, რომ იმედს არასდროს გავუცრუებთ.
ტექსტი: სოფიო ბოჭორიძე
ფოტო: თორნიკე სააკაძე