• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სად მიდის შენი ენერგია

ქეთო ლომსაძის ბლოგი

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გიფიქრია, რამდენ რამეზე გითქვამს უარი სტრესის, გაფანტულობის, უდროობის, უენერგიობის გამო? რამდენი დრო გაქვს დაკარგული წარსულზე დარდში – სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი… რამდენი გეგმა დასახე მომავლისთვის – მოგზაურობა, ახალი მანქანა, რემონტი… და თითქმის არასოდეს ფიქრობ იმაზე, ახლა სად ხარ, ახლა რას აკეთებ, ახლა რას გრძნობ. იქნებ, იმიტომაც ხარ დასტრესილი, რომ მთელ ენერგიას ხარჯავ იმაზე დარდში, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შეცვლი. ან იქნებ, მომავლის გეგმებში ხარჯავ მთელ ენერგიას და ახლა, მომენტში რომ იცხოვრო, აღარ გყოფნის – ხარ დაღლილი, გამოფიტული, სურვილებისგან დაცლილი.

სადაც არის შენი ყურადღება, იქ მიდის შენი ენერგია. ეს ფრაზა, ალბათ, პირველად ჩემგან არ გაიგე. აქ და ახლა ცხოვრებაზეც უამრავი ვიდეო გინახავს და შეიძლება გაღიზიანებს კიდეც. ჩაიკითხე ბლოგი ბოლომდე, მარტივად აგიხსნი, რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი.

 

აქ და ახლა

იცხოვრო აქ და ახლა – ნიშნავს სრულად იმყოფებოდე მიმდინარე მომენტში, აცნობიერებდე შენს ფიქრებს, ემოციებსა და შეგრძნებებს, მთელ ენერგიას არ ხარჯავდე წარსულსა თუ მომავალზე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გაანალიზო წარსული ან არ დაგეგმო მომავალი. ეს უფრო საკუთარი ყურადღებისა და კონცენტრაციის სამართავი ხელსაწყოა. მაგალითად, როცა მეგობარს ესაუბრები, თან საყიდელი ნივთების სიას არ უნდა ადგენდე გონებაში; ჭამის დროს უნდა გრძნობდე კერძის გემოს და არ სქროლავდე; როცა შვებულების დროს უყურებ მზის ჩასვლას, დატკბი მომენტით და ნუ იფიქრებ საქმეზე, რომელიც სამსახურში დაგხვდება; მომენტში ყოფნა ფოკუსის მართვის უნარია.

თუ არ ცხოვრობ მომენტში – კარგავ კონტაქტს საკუთარ თავთან, რეალურ საჭიროებებთან, გრძნობებსა და სურვილებთან. არ გესმის შინაგანი ხმა, რომელიც გკარნახობს, რა გჭირდება და რა არის შენთვის კარგი. ცხოვრობ სხვისი სცენარებით, სტანდარტებითა და მოლოდინებით. კარგავ კონტაქტს გარე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ვერ ამჩნევ ცხოვრების სილამაზესა და უნიკალურობას; არ აფასებ იმას, რაც გაქვს და ვერ ტკბები მომენტით. ადამიანებს ისეთებად კი არ აღიქვამ, როგორებიც არიან სინამდვილეში, არამედ შენი წარმოსახვით. ვერ ამყარებ გულწრფელ და ღრმა ურთიერთობებს, რადგან არ იხსნები და არ ენდობი. კარგავ კონტაქტს რეალობასა და საკუთარ შესაძლებლობებთან. ვერ ხედავ რეალურ სიტუაციას. არ მოქმედებ – გადადებ ან თავიდან იცილებ. ეჭვი გეპარება, თვალს ხუჭავ მნიშვნელოვან და რთულ ამოცანებზე. არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე და ელოდები, რომ ვინმე შეცვლის მას.

 

 

 

როგორ მივხვდეთ, რომ არ ვცხოვრობთ მომენტში:

 

ბევრი საქმის ერთად კეთება – მცდელობა, გააკეთო რამდენიმე საქმე ერთდროულად, ფანტავს შენს ყურადღებას და გიტოვებს განცდას, რომ კარგად არაფერს აკეთებ.

 

ციფრული გადატვირთვა – სმარტფონები, სოციალური ქსელები და უსასრულო შეტყობინებები მუდმივად იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

 

პერფექციონიზმი – იდეალისკენ სწრაფვა გვაიძულებს მუდმივად შევადაროთ რეალობა წარმოსახვით სურათს, რაც ხელს გვიშლის დავტკბეთ იმით, რაც არის.

 

დისკომფორტთან გამკლავების უუნარობა – როგორც კი ვგრძნობთ მოწყენილობას, სევდას ან შფოთვას, პირველი რეაქციაა დაუყოვნებლივ გადავიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გამოვიაროთ ეს მდგომარეობა.

 

მომენტში ცხოვრების უნარის გამომუშავება შესაძლებელია. ეს არის საფუძველი, რომელიც გასწავლით საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების შემჩნევას განსჯის გარეშე. დაიწყე მარტივით: დაუთმე 3-5 წუთი იმას, რომ უბრალოდ, ადევნო თვალი სუნთქვას – იგრძენი, როგორ შედის და გამოდის ჰაერი და რბილად დააბრუნე ყურადღება სუნთქვაზე, როდესაც ფიქრები შორს წაგიყვანს. სეირნობისას ყურადღება მიაქციე შეგრძნებებს ტერფებში, მოუსმინე ხმებს და იგრძენი სურნელი. ჭამე ნელა, იგრძენი გემო და გადადე გაჯეტები.

 

გამოიყენე დამიწების ტექნიკა. როგორც კი შფოთვა მოიმატებს და ფიქრი გაგექცევა, დააბრუნე საკუთარი თავი რეალობაში ხუთი შეგრძნების დახმარებით: დაასახელე 5 ნივთი, რომელსაც ახლა ხედავ; 4 ნივთი, რომელსაც შეგიძლია შეეხო; 3 ხმა, რომელიც გესმის; 2 სუნი, რომელსაც შეიყნოსავ; 1 გემო, რომელსაც შეიგრძნობ.

 

მოაწყვე ციფრული დეტოქსი. გამოყავი დრო, როდესაც ცნობიერად გადადებ ტელეფონს და გამორთავ შეტყობინებებს. მაგალითად, ჭამის დროს ან ძილის წინ ერთი საათით ადრე.

 

მოიწყვე ჩაის ან ყავის პაუზა. ეს იყოს შენი პატარა რიტუალი. სანამ სასმელი მზადდება, კონცენტრირდი მხოლოდ ამ პროცესზე: შეისუნთქე არომატი, იგრძენი ჭიქის სითბო, დატკბი თითოეული ყლუპით და სრულად იყავი ამ მარტივ მომენტში.

 

იმედიტირე, რაც დაგეხმარება გონების დამშვიდებაში, მოდუნებაში – ასე უფრო მარტივი ხდება საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარება.

 

ამ ვარჯიშების რეგულარული პრაქტიკა გაგიუმჯობესებს კონცენტრაციას და ეტაპობრივად გასწავლის, როგორ იცხოვრო აქ და ამჟამად ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი.

 

 

აქ და ახლა ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამორთო ფიქრები წარსულსა და მომავალზე და ყურადღება გაამახვილო მიმდინარე მომენტზე. ასეთ მდგომარეობაში ქრება შფოთვა, ბრუნდება ნდობა, ჰარმონია და ბედნიერების განცდა, იოლად პოულობ პასუხებს კითხვებზე და შეგიძლია პრობლემების გადაჭრა. ეს გაცნობიერების გზაზე შედგომაა, რომელსაც საკუთარ თავთან მიჰყავხარ. აწმყოში ცხოვრება არ ნიშნავს წარსულსა და მომავალზე უარის თქმას. წარსულსა და მომავალს თავისი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ არ უნდა განსაზღვრავდეს შენს აწმყოს. წარსული – გამოცდილების, გაკვეთილებისა და მეხსიერების წყაროა, მომავალი – მიზნების, ოცნებებისა და იმედების. მაგრამ ცხოვრება მხოლოდ აწმყო დროში შეგიძლია, და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობ დღეს, დამოკიდებულია როგორი იქნება შენი ხვალინდელი დღე. შეჩერდი, შეაბრუნე მზერა შიგნით, დააკვირდი და დატკბი ცხოვრებით. ხომ გახსოვს, ამ პროცესში მე შენთან ვარ.

 

 

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები