• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! SACOOR BROTHERS – ინტერვიუ „ლენდმარკ ჯორჯიას“ დირექტორ მოჰანად ალსამიერთან

August 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

Sacoor Brothers ქართულ ბაზარზე გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობითა და მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს. აქ მოსულს სასიამოვნო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება დაგხვდებათ. Sacoor Brothers-ის თითოეული თანამშრომლისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი მომხმარებლების კმაყოფილება და მათთვის კომფორტული და პროფესიული მომსახურების შეთავაზება გახლავთ. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ლენდმარკ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ მოჰანად ალსამიერს.

 

გვიამბეთ Sacoor Brothers-ის საქართველოს ბაზარზე გამოჩენის ისტორია.

Sacoor Brothers-ის ამბის მოყოლა შეუძლებელია ოთხი ძმის სანუკვარი ოცნების გახსენების გარეშე, რომლებმაც 1989 წლის 15 ნოემბერს წარმოუდგენელი თავგადასავალი წამოიწყეს ბრენდის შესაქმნელად. მათ დაიწყეს ლისაბონში, პატარა მაღაზიით, სადაც თავიდან მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელს ყიდდნენ, დატვირთულ პორტუგალიურ ქუჩაზე, სადაც ახლად მოდუღებული ესპრესოს და გემრიელი საკონდიტრო ნაწარმის სუნი ტრიალებდა.

დღესაც, ბრენდი თავის მაღაზიებში მისულ მომხმარებელს ესპრესოთი უმასპინძლდება, რათა გააგრძელოს ტრადიცია, რომლითაც თავის დროზე საფუძველი ჩაეყარა ისეთ გლობალურ და მოდურ ბრენდს, როგორიც Sacoor Brothers-ია. დღეს Sacoor Brothers წარმოდგენილია 19-ზე მეტ ქვეყანაში, 115-ზე მეტი მაღაზიით, და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება.

საქართველოში, კერძოდ თბილისში პირველი მაღაზია, 2020 წლის 24 დეკემბერს გაიხსნა „ლენდმარკ-ჯორჯიას“ მიერ, რომელიც Sacoor Brothers-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ძალიან მალე გაიხსნება მეორე მაღაზიაც, საბურთალოს „სითი მოლში“, რაც უფრო მეტ მომხმარებელს მისცემს ჩვენთან სტუმრობის შესაძლებლობას. „ლენდმარკ-ჯორჯიასთვის“ ეს პირველი ნაბიჯებია ქართულ ბაზარზე, და უახლოეს მომავალში უამრავ სიახლეს გპირდებათ.

 

გვესაუბრეთ Sacoor Brothers-ში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ.

Sacoor Brothers არ კმაყოფილდება მხოლოდ ტანსაცმლის დამზადებით. ჩვენ ვქმნით პრემიუმ-ტიპის სამოსს, რომელიც ასახავს ემოციებსა და ესთეტიკას.

დღეს ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ იხილოთ მამაკაცისა და ქალის სამოსი, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობითა და დახვეწილი სტილით. ამასთან, არის მოდური და თანამედროვე. მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მატერია კი, რომლითაც Sacoor Brothers-ის ტანსაცმელი მზადდება, უზრუნველყოფს კომფორტს და იდეალურად ერგება ყოველდღიურობას.

მთავარი ნიშა, რომელიც Sacoor Brothers-ს გამოარჩევს.

Sacoor Brothers-ს გამოარჩევს პრემიუმ-ტიპის მომსახურება და გამოცდილება, რომელიც კომპანიის „დნმ“-ის ნაწილი გახდა. ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი ხარისხის მომსახურებას და თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მოამზადოს საკუთარი თანამშრომლები თავისსავე ბიზნესსკოლის მეთოდებით და დანერგოს მაღაზიებში თბილი, პორტუგალიური სტუმართმოყვარეობის პრინციპები.

სწორედ ამის ნაწილია ესპრესოს კუთხე ყველა მაღაზიაში, სადაც მომხმარებელი შინ გრძნობს თავს. ჩვენს მაღაზიებში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო სამკერვალო მომსახურებით, რაც საშუალებას მოგცემთ გადააკეთოთ და უკეთ მოირგოთ ჩვენთან შეძენილი სამოსი. ამ სტრატეგიით, Sacoor Brothers-მა ძალიან მალე მიიზიდა ერთგული მომხმარებლები და სწორედ ამ წარმატების დასტურია უამრავი ჯილდო და ტიტული, რომლებიც ბრენდს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს მოპოვებული მომსახურების კუთხით.

 

სად შეუძლია მომხმარებელს Sacoor Brothers-ის პროდუქციის შეძენა?

ამჟამად, მომხმარებელს შეუძლია გვესტუმროს „თბილისი მოლის“ მეორე სართულზე. ასევე, ძალიან მალე ვხსნით მეორე მაღაზიას საბურთალოს „სითი მოლის“ პირველ სართულზე, რათა უფრო მეტმა მომხმარებელმა შეძლოს ჩვენთან სტუმრობა.

სამომავლო გეგმები.

„ლენდმარკ-ჯორჯია“ გეგმავს Sacoor Brothers-ის მაღაზიების ქსელის გაფართოებას. შემდეგი მაღაზია გაიხსნება უახლოეს დღეებში, საბურთალოს „სითი მოლში“. ასევე, უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ სხვა ცნობილი ბრენდების ჩამოტანას საქართველოში.

 

Sacoor Brothers-ის საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: SacoorBrothersgeorgia

Instagram: sacoorbrothers-ge

მის.: თბილისი მოლი, მე-2 სართული.

ტელ.: 0322 206 444

Whats app: +995 577 115 154

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! GULFფილოსოფია – კარგი ადამიანები კარგ კომპანიას ქმნიან

#OK! GULFფილოსოფია – კარგი ადამიანები კარგ კომპანიას ქმნიან

September 30, 2021
#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

September 24, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ბრაზილია

December 26, 2022
#OK! ანია ტეილორ-ჯოი რიგით 73-ე Emmy Awards-ის წითელ ხალიჩაზე!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი რიგით 73-ე Emmy Awards-ის წითელ ხალიჩაზე!

September 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

January 17, 2026
#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

January 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები