• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! როგორ შევარჩიოთ სწორად სარემონტო მასალები

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

რემონტი ყოველთვის უკავშირდება არეულობას, ხარჯებს, უძილო ღამეებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ რემონტის დროს ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას და ნაკლებად ვითვალისწინებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ესა თუ ის მასალა. რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც გვინდა რემონტი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გავაკეთოთ? რომელი კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები და რას გვთავაზობს დღეს ბაზარი?

დღეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მშენებლობა და რემონტის პროცესი გაუვლია, გეტყვით, რომ მასალების სწორად შერჩევა არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც მთელ ამ საქმიანობას ან დააჩქარებს, ან საგრძნობლად უკან დახევს. მასალების რაოდენობა, ერთმანეთთან თავსებადობა და რაც მთავარია, მათი ხარისხი − ყოველივე ამის გასათვალისწინებლად რიგით მომხმარებელს პროფესიონალის დახმარება სჭირდება. იმისათვის, რათა სახლის რემონტი ეკოლოგიურად სუფთა გამოგვივიდეს და შინ ჯანსაღი გარემო შევქმნათ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მასალის ტიპს და წარმომავლობას, რომელიც რაც უფრო ახლოსაა ბუნებრივთან, მით უკეთესია მისი გამოყენება.

თუ გაინტერესებთ, რომელი კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები, ამისათვის უპირველესად მისი წარმომავლობა უნდა განვსაზღვროთ − რომელი ქვეყნის ნაწარმია და რამდენად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. ვეცადოთ, ე.წ. „დსპ“-ს მაგივრად „მდფ“-ი გამოვიყენოთ.

ჭერის გასაკეთებლად დღეს აქტიურად თაბაშირ-მუყაო გამოიყენება.  ხშირად ამ მასალას ხის თხელი ფილებითაც ანაცვლებენ, რაც თაბაშირ-მუყაოს კარგი შემცვლელია, იმ განსხვავებით, რომ თუ კარგად არ არის დამუშავებული, ანუ ხარისხიანად არ არის გაკეთებული, ადვილად ფუჭდება და მალე გასდის ექსპლუატაციის ვადა. ასევე, შეგვიძლია შევარჩიოთ გასაჭიმი ჭერებიც, რომლებსაც ბევრი ევროპული ქვეყანა წარმატებით აწარმოებს.

მეტალპლასტმასას და ალუმინის კარ-ფანჯრები 21-ე საუკუნის მასალაა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც კერძო, ისე მრავალსართულიანი სახლებისთვის. მათი დიდი უპირატესობა, სხვა მასალებთან შედარებით, ის არის, რომ აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. ხის კარ-ფანჯარა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, განსხვავებით ზემოაღნიშნულებისა, მეტად ატარებს სუფთა ჰაერს, არ ახდენს შიდა სივრცის სრულ კონსერვაციას, თუმცა კარგი დამუშავების გარეშე, შედარებით მალე გამოდის მწყობრიდან და გამოსაცვლელი ხდება.

 

საქართველოში ძალიან პოპულარულია აზბესტის მასალით გადახურვა. ეს მასალა, მისი მავნე თვისებების გამო, ევროპის ყველა ქვეყანაშია აკრძალული. მზის გულზე გახურებისას (ალბათ შემჩნეული გექნებათ, როგორ ასდის ოხშივარი) გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ კიბოს გამომწვევ მიზეზად არის დასახელებული. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრობლემის გადაჭრა ჯერჯერობით იდეის დონეზეც კი არ დგას. ამ ყველაფრის ალტერნატივა შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ პოპულარული კრამიტი იყოს. კრამიტი ეკოლოგიურად საკმაოდ სუფთა და ბუნებრივი მასალისგან, ზედმეტი ქიმიური ჩარევის გარეშე არის დამზადებული.

სამწუხაროდ, ურბანულ სამყაროში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე მილიარდს აჭარბებს და ქალაქებში მილიონობით ადამიანი ერთად ცხოვრობს, ხის სახლის აშენება დიდი კომფორტია. ასევე − დიდი ხარჯი. მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბეტონის ცივი კედლები, რომლებიც ძირითადად თაბაშირ-მუყაოთი იფუთება და კარგი გარეგანი დამუშავების შემთხვევაში, ადამიანს ზიანს აღარ აყენებს. უნდა შეირჩეს ადგილები, სადაც სასურველია, თაბაშირ-მუყაოს ნაცვლად პირდაპირ გაილესოს კედლები. ასეთი ადგილებია სამზარეულო და აბაზანა. ასევე, სწორად უნდა შეირჩეს საღებავი. მიაქციეთ ყურადღება, რა აწერია შეფუთვას, უკვე გახსნილი ხომ არ არის. ეცადეთ, შეიძინოთ ბრენდულ მაღაზიებში, სადაც მეტი გარანტია იმისა, რომ ნამდვილად იმას ყიდულობთ, რაც შეფუთვაზე აწერია. ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს ძალიან ძვირადღირებული სარემონტო მასალები. მათ ვისაც სურს, სახლი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით მოაწყოს და ეს დიდ თანხებს არ უკავშირდებოდეს, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოს: თუ იყენებთ იაფ თაბაშირ-მუყაოს, ეცადეთ იყიდოთ შედარებით კარგი საღებავი და აუცილებლად გამოიყენეთ გრუნტი, რომელსაც შპალერის გაკვრის შემთხვევაში წაუსვამთ კედელზე. იატაკზე გამოიყენეთ ლამინატი, მაგრამ ეცადეთ, ხარისხი საშუალოზე მაღალი მაინც იყოს და მალე არ გაფუჭდეს. ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის საღებავი, ამაში ფულს ნუ დაზოგავთ, თორემ შედეგით კმაყოფილი ვერ დარჩებით, ვიზუალური მხარე ყოველთვის ბევრ რამეს წყვეტს. გამოიყენეთ მეტალპლასტმასა, თუ ამის საშუალება გაქვთ, ოღონდ ხშირად გაანიავეთ სახლი.

 

ასევე გაეცანი

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025
#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში
Décor

#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

April 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საკულტო ვარსკვლავების სამოსით შთაგონებული 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სტილი

#OK! საკულტო ვარსკვლავების სამოსით შთაგონებული 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სტილი

March 16, 2023
#OK! BEAUTY RULES – სივრცე, სადაც თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეულია

#OK! BEAUTY RULES – სივრცე, სადაც თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეულია

October 20, 2024
#OK! დარეჯან დედოფლის სასახლე

#OK! დარეჯან დედოფლის სასახლე

October 8, 2022
#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 27, 2022

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები