• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ
Funny girl trying to protect herself from pollen and allergens

Funny girl trying to protect herself from pollen and allergens

#OK! როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას გაზაფხულზე

აპრილი 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

გაზაფხულის დადგომა ყველას უხარია. თბილი და მზიანი ამინდი, ბუნების სიმწვანე პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, თუმცა მცენარეული საფარველის აყვავებასთან ერთად მილიონობით ადამიანს მსოფლიოში აწუხებს სეზონური ალერგია, ანუ პოლინოზი, რაც გულისხმობს მცენარის მტვრისადმი რეაქციას. მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. სწორედ ეს მარცვლები, რომელიც თვალისთვის უხილავია, შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს, რომელსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია. ამ და სხვა, ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგს, მედიცინის დოქტორ ნინო ლომიძეს.

ქალბატონო ნინო, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იმატა სეზონურმა ალერგიამ. რით ხასიათდება სეზონური ალერგია და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი?

სეზონური ალერგია გულისხმობს ალერგიას მცენარეული მტვრის მიმართ. მცენარეული საფარველი იწყებს ყვავილობას თებერვლის დასაწყისიდან და ყვავილობის პერიოდი გრძელდება ოქტომბრის მიწურულამდე. გაზაფხულზე, მარტი-აპრილის პერიოდში, განსაკუთრებით მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა კვიპაროსი. საქართველოში კვიპაროსი ბუნებრივად არ არის გავრცელებული, თუმცა ფართოდ გამოიყენება გარემოს გამწვანებაში, დარგულია ქალაქის რეკრეაციულ ზონებში, ტყე-პარკებში, დასახლებულ უბნებზე. თუ ადამიანებს გაზაფხულის დასაწყისში აღენიშნებათ ინტენსიური ცემინება, სურდო, ცხვირის, თვალების, ყელის ქავილი და ხველა, ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ კვიპაროსის ყვავილობას უკავშირდება. გაზაფხულის მეორე ნახევარში მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა ბალახოვანი და მარცვლოვანი მცენარეები, ხოლო შემოდგომაზე − სარეველა მცენარეები, რომელთაგან ამბროზია განსაკუთრებით ალერგიულია.

როგორ უნდა განვასხვაოთ სეზონური ალერგია მარტივი გაციებისგან?

სეზონური ალერგია და გაციება ხშირად ჰგავს ერთმანეთს. იმისთვის, რომ გავარჩიოთ ალერგიული სურდო ჩვეულებრივი გაციებისგან, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ სიმპტომებს: ალერგიის დროს ცხვირიდან უფერო, თხელი, წყლისებრი გამონადენია, ხშირია ცხვირის ქავილი, ცხვირის გაჭედვა ნესტოების მონაცვლეობით; ჩივილებს ტემპერატურა არ ახლავს, სიმპტომები იწყება ალერგენთან კონტაქტისთანავე და გრძელდება ხანგრძლივად, „დამნაშავე“ ალერგენების ზემოქმედების გამო. გაციების დროს კი ცხვირიდან ჯერ წყლისებრი, ხოლო შემდეგ მოყვითალო ფერის შესქელებული გამონადენია; შესაძლებელია ახლდეს ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი.

 

რა ასაკში ხდება ძირითადად სეზონური ალერგიის გამოვლინება?

სეზონური ალერგია შესაძლებელია გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა პირველი სიმპტომები იწყება სკოლამდელ ასაკში და პიკს მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდში აღწევს.

როგორ უნდა დავადგინოთ სეზონური ალერგიის გამომწვევი მიზეზი?

სეზონური ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება მცენარეული მტვრის ალერგენების მიმართ, რომელიც მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა და პასუხიც მალე, 30 წუთშია. ასევე, დიაგნოსტიკა შესაძლებელია პაციენტის ვენური სისხლითაც.

რას გვეტყვით ალერგიის მკურნალობის მეთოდებზე?

ალერგიული რინიტის მკურნალობის ყველა საფეხურზე მოწოდებულია ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. არჩევანის გაკეთებისას აუცილებელია ხარისხიანი ანტიჰისტამინის გამოყენება, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე ცხოვრების რიტმს, სტილს, არ გამოიწვევს ძილიანობას, იქნება უსაფრთხო, საჭიროების შემთხვევაში, დოზის გაზრდის პირობებშიც. მოქმედებას დაიწყებს სწრაფად, მისი ეფექტურობა შენარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სრულად გააკონტროლებს პაციენტის ალერგიული ხასიათის ჩივილებს. ასეთია „ბილასტინი“ („ნიქსარი“), რომელიც ორი დოზით არის ხელმისაწვდომი საქართველოში. 20 მგ-იანი ტაბლეტი ინიშნება 12 წლის ასაკიდან, ხოლო 10 მგ-იანი 6 წლის ასაკიდან.

მედიკამენტური მკურნალობის გარდა, პაციენტს შესაძლებელია დაენიშნოს სპეციფიკური იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს მზარდი დოზით „დამნაშავე“ ალერგენის (მაგ. მცენარეული მტვრის ალერგენი) ორგანიზმში შეყვანას იმისთვის, რომ მოხდეს ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! 5 უცნაური ფაქტი ჯონი დეპის შესახებ!

#OK! 5 უცნაური ფაქტი ჯონი დეპის შესახებ!

ივნისი 9, 2021
#OK! ორქიდეის ბაღი სინგაპურში

#OK! ორქიდეის ბაღი სინგაპურში

მაისი 1, 2022
#OK! 24K BIRTHDAY COLLECTION: კაილი ჯენერმა საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად შექმნილი კოლექცია წარადგინა!

#OK! 24K BIRTHDAY COLLECTION: კაილი ჯენერმა საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად შექმნილი კოლექცია წარადგინა!

აგვისტო 13, 2021
#OK! ანია ტეილორ-ჯოი ვენეციის კინოფესტივალზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი ვენეციის კინოფესტივალზე: მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა!

სექტემბერი 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აგვისტო 8, 2022
#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

#OK! აგვისტოს ომი ფოტოებში

აგვისტო 8, 2022
OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 12, 2022
#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

#OK! დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი პატივს მიაგებს მარო მაყაშვილს – ქართველ ანა ფრანკს

აგვისტო 9, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×