33 წლის მომღერალი, რადიო NRJ-ის ვარსკვლავი Rihanna საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის გლამურულ და მდიდრულ საცხოვრებელში ცხოვრობს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალმა ბევერლი ჰილზში მდებარე, 13,8 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი შეიძინა.
სახლი 1930 წელს აშენდა, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გარემონტდა და ახლა ის თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. მომღერლის მიერ შეძენილ საცხოვრებელში უზარმაზარი ტერასა, საცურაო აუზი, სპა და უამრავი ბუხარია.