• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! რას გულისხმობს დენტალური იმპლანტაცია? – ინტერვიუ ზურაბ შეყილაძესთან

December 26, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცოდა, რას გააკეთებდა მომავალში და რა იქნებოდა მისი პროფესია. ექიმობის გარდა სხვა არაფერზე უოცნებია, რადგან ბავშვობიდან ჰქონდა სხვების დახმარების სურვილი. ოცნება აისრულა, დაეუფლა სტომატოლოგიას და დღეს ცდილობს მაქსიმალურად განვითარდეს, ფეხი აუწყოს დარგის სიახლეებს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და ეს გამოცდილება ქართველ პაციენტებთან გამოიყენოს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ თავისი საქმის პროფესიონალს, წარმატებულ სტომატოლოგს, ქირურგ‑იმპლანტოლოგს, ზურაბ შეყილაძეს, რომელიც დენტალურ იმპლანტაციაზე გვესაუბრა. დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეს სტომატოლოგთან ვიზიტი ტკივილსა და შიშთან აღარ ასოცირდება. პაციენტები უახლესი აპარატურის საშუალებით პირის ღრუს მკურნალობას უმოკლეს დროში ახერხებენ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს ამოღებული აქვს კბილი, არარსებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ხდება ხელოვნური კონსტრუქციის – იმპლანტის მოთავსება.

 

 

ზურაბ, მოგვიყევით თქვენ შესახებ…

ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, რადგან მსურდა სხვებს დავხმარებოდი. ეს სურვილი იმ დოზით მქონდა, რომ სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ახლაც, თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ექიმად შედგომის გზამდე რაც არსებობს, სხვა პროფესიას არც დღეს არ ავირჩევდი.

ჩემი მიკროქირურგიული სამყარო მაქვს შექმნილი, რომლითაც ვეხმარები პაციენტებს სრულ რეაბილიტაციაში, რაც მოიცავს დენტალურ იმპლანტაციას. უნდა ითქვას, რომ სტომატოლოგიის ეს მიმართულება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ იმპლანტაცია. სასურველი შედეგის მისაღებად გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, როგორიცაა ყბის ძვლის და რბილი ქსოვილების მდგომარეობა, რადგან სრულფასოვანი შედეგი სხვაგვარად ვერ მიიღება. ხშირ შემთხვევაში, იმპლანტაციასთან ერთად, რბილი და მაგარი ქსოვილების მიმართული რეგენერაცია არის საჭირო (ძვლის და ღრძილის პლასტიკური ქირურგია).

 

რა უნდა გააკეთოს პაციენტმა იმპლანტაციამდე?

პირველ რიგში, შიში და განცდა არ უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე რთულ და საშიშ ოპერაციასთან ასოცირდებოდეს.

 

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციისას?

ეს პროცედურა არის უმტკივნეულო და არ წარმოადგენს სირთულეს პაციენტებისთვის. ფობია ვისაც აქვს, ვეტყვი, რომ ოპერაციის მსვლელობა და შემდგომი რეაბილიტაცია ძალიან მარტივია, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ნებისმიერ ეტაპზე.

 

რა უპირატესობები გააჩნია დენტალურ იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

ჯერჯერობით უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს უკბილობით გამოწვეული დისფუნქციის სარეაბილიტაციოდ. დღეს დენტალური იმპლანტაციით შესაძლებელია სრული რეაბილიტაციის მიღება, როგორც ფუნქციურად, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით.

პაციენტის მკურნალობის დაგეგმარებასა და მართვაში აუცილებლად ერთვება მთელი გუნდი, ორთოპედი, თერაპევტი, პაროდონტოლოგი და ხშირ შემთხვევაში ორთოდონტიც, რომ სრულფასოვანი შედეგი მივიღოთ.

 

რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?

იმპლანტის ექსპლუატაციის ვადა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, პაციენტების ზოგადი ჯანმრთელობის სტაბილურობაზე, რადგან ორგანიზმში იმუნური ცვლილებების ფონზე ვერც დენტალური იმპლანტატი იქნება გამონაკლისი.

უნდა გახსოვდეთ, რომ სწორი და კარგი პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა და გეგმიური ვიზიტები ექიმთან, შედეგის ექსპლუატაციის ვადას ზრდის. თუმცა, სამწუხაროდ, რჩება პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ექიმს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმართავს და არა გეგმიურ ვიზიტებზე, რომელთა დენტალური იმპლანტების საექსპლუატაციო პროგნოზის გაკეთება რთულდება.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

უპირველესად, შესაბამისი ცოდნა და სიყვარული იმ საქმისა, რასაც ემსახურები. ექიმობა ისეთი პროფესიაა, რომ ვერანაირი ანაზღაურების სანაცვლოდ ვერ იმუშავებ 24/7-ზე, თუ ჰარმონიაში არ მოდის საკუთარ თავთან პროფესია.

მნიშვნელოვანია, ექიმს გააჩნდეს გულისხმიერება და ემოციური კავშირი პაციენტებთან, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ექიმის დახმარება ყველას სჭირდება, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც აქვთ ფობია პაციენტებს.

გარდა ამისა, აუცილებელია მუდმივი სწავლა და საკუთარი თავის განვითარება საკუთარ პროფესიაში.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მუდმივად სწავლა და სიახლეებიის ძიება ჩემს პროფესიაში მაძლევს სტიმულს და ძალას, ისეთივე შემართებით ვმუშაობდე დღემდე, როგორც 15 წლის წინ. დავაარსე „პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების მიმართული რეგენერაციის ასოციაცია“, რისი მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში დარგის განვითარება.

ვსწავლობ სადოქტორო პროგრამაზე. ვიმედოვნებ, მსგავსი შემართება გამყვება ცხოვრების ბოლომდე, რათა განვავითარო საკუთარი თავი ჩემს პროფესიაში, განვავითარო დარგი და დავეხმარო ბევრ პაციენტს, რომლისგანაც მიღებული მადლიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ექიმისთვის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025
#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია
OK! ბათუმი

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი ბოლდვინის მონოქრომული იმიჯი! მოდელი სანტა-მონიკაში გამოჩნდა!

#OK! ჰეილი ბოლდვინის მონოქრომული იმიჯი! მოდელი სანტა-მონიკაში გამოჩნდა!

March 11, 2021
#OK! ახალი მომაჯადოვებელი სურნელი Sorvella Perfume Georgia-სგან

#OK! ახალი მომაჯადოვებელი სურნელი Sorvella Perfume Georgia-სგან

April 12, 2021
#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის ორეულით! მოდელის განსხვავებული და მოდური იმიჯი!

#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის ორეულით! მოდელის განსხვავებული და მოდური იმიჯი!

April 24, 2021
#OK! რჩევები პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტისგან

#OK! რჩევები პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტისგან

March 7, 2024

კვირის ჰიტები

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია

#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია

December 13, 2025
#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

December 19, 2025
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები