• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! Ramada by Wyndham Tbilisi old City – კარგ კომპანიებს კარგი ადამიანები ქმნიან

December 2, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi old City ოფიციალურად 27 ოქტომბერს გაიხსნა. სასტუმრო 107-ნომრიანია და თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში − ავლაბარში მდებარეობს. Ramada by Wyndham Tbilisi old City-ის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლონ აქ წარმოდგენილი სპა-ცენტრით, ღია და დახურული აუზით, დატკბნენ ტერასებიდან გადაშლილი ულამაზესი ხედებითა და ხუთი მიმართულების რესტორნით; ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოთი. აქ არსებული მარანი კი ქართული ელემენტებით შემკული ღვინისა და ჭაჭის  უგემრიელესი არომატებით დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.

 

გიორგი ჟორჟოლიანი − სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi old City-ის კომერციული დირექტორი

გუნდს ერთი თვის წინ შემოვუერთდი. მაქვს 7-წლიანი გამოცდილება სასტუმროების მიმართულებით. ჩემს უშუალო მოვალეობას სერვისების სწორად წარმოჩენა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, ჩემი დეპარტამენტი შუამავალი რგოლის ფუნქციას ასრულებს გაყიდვების, მარკეტინგის, PR-ის, ფინანსების ნაწილთა გაერთიანებით და უზრუნველყოფს მენეჯმენტის კმაყოფილებასა და მომხმარებლების ინტერესების დაცვას.

 

ნინა შენგელია − სასტუმროს გენერალური მენეჯერი

ვარ ჰოტელიერი და მაქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. Ramada by Wyndham Tbilisi old City ჩემთვის ნამდვილად საინტერესო გამოწვევას წარმოადგენს. გუნდს ახლახან შემოვუერთდი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, აქ მოსულ თითოეულ სტუმარს დავახვედრო ისეთი სასტუმრო და სერვისები, როგორიც ძველ თბილისს შეეფერება. ახალგაზრდების დასაქმება ჩემთვის მუდამ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

 

ედუარდ გეორგიანი − შეფი

მაქვს 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. გუნდს რამდენიმე კვირის წინ შემოვუერთდი. ჩემი მოვალეობაა Ramada by Wyndham Tbilisi old City-ის თითოეულ სტუმარს დავახვედრო დაუვიწყარი გემოები, რომლებიც ქართველებს გაახსენებს ახალი ელემენტებით შემკულ ძველ ტრადიციულ კერძებს, უცხოელებს კი მისცემს საშუალებას სასტუმროდან გაუსვლელად ეზიარონ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.

 

თამარ ჯინჯიხაძე − დასუფთავების მენეჯერი

ამ მიმართულებით 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებას ვფლობ. გუნდს ერთი კვირის წინ შემოვუერთდი. უდიდესი სურვილი მაქვს, სხვა სასტუმროებში მიღებული საკუთარი გამოცდილება მაქსიმალურად მოვახმარო Ramada by Wyndham Tbilisi old City-ის. მთელი გუნდი თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის, რომ აქ მოსული თითოეული ადამიანი დარჩეს კმაყოფილი და ნასიამოვნები.

 

ზაზა კურატაშვილი − კვებისა და სასმელების განყოფილების მენეჯერი

დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოში მიღებული 19-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ამ კომპანიას ორი წლისა და ორი თვის წინ შემოვუერთდი. მაქსიმალურად ვეცადეთ ორიგინალური პროდუქტი შეგვექმნა. რაც შეეხება რესტორნის სახელს, „განდაგანა“ მომდინარეობს აჭარული ცეკვიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენს თანამშრომლებს გავლილი აქვთ ტრენინგი და ისწრაფვიან იმისაკენ, რომ ძველი მამაპაპური სტუმარ-მასპინძლობა თითოეულ დეტალში იგრძნობოდეს.

 

ამირან მახარაძე − HR, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მენეჯერი

გუნდს სამი თვის წინ შემოვუერთდი. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ჩემი საქმიანობა კი პირდაპირ უკავშირდება ამ ადამიანებისთვის კარგი გარემოს შექმნას. შესაბამისად, საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მაქვს დავალებული, თუმცა გუნდური მუშაობით შევძელით მაღალი შედეგის მიღწევა.

 

მურმან შუკაკიძე − გაყიდვების მენეჯერი ტურისტული კომპანიების მიმართულებით

გუნდს ხუთწლიანი გამოცდილებით ორი თვის წინ შემოვუერთდი. ჩემს ძირითად საქმიანობას ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა კონტრაქტების დონეზე, მათი ჯავშნების სტიმულირება და მთლიანი ტურისტული ბაზრისთვის ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ, რაც შედეგებზეც აისახება. ჩვენი მიზანია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ტურისტულ და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ლაურა ზოიძის მთავარი არჩევანი

#OK! ფოტოგრაფია – ლაურა ზოიძის მთავარი არჩევანი

October 20, 2024
#OK! რა საჩუქარი მიიღო პრინცმა ლუიმ მეხუთე დაბადების დღეზე

#OK! რა საჩუქარი მიიღო პრინცმა ლუიმ მეხუთე დაბადების დღეზე

April 26, 2023
#OK! ჯესიკა ჩესტეინის თვალისმომჭრელი გამოჩენა Michael Kors-ის სამოსით George & Tammy-ის პრემიერაზე

#OK! ჯესიკა ჩესტეინის თვალისმომჭრელი გამოჩენა Michael Kors-ის სამოსით George & Tammy-ის პრემიერაზე

November 22, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

#OK! ავტოსაგზაო შემთხვევას მარკეტერი ვასკა ჩუბინიძე ემსხვერპლა

February 6, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები