• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რა არის ციფრული ფსიქოლოგია და რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში – ინტერვიუ ნინო გოზალიშვილთან

January 9, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

„მე ვარ ნინო გოზალიშვილი, ციფრული ფსიქოლოგი და 5 შვილის დედა“, – საუბარს ამ წინადადებით იწყებს. უჩვეულოდ ბევრ შეკითხვას ვუსვამ, რადგან თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ჯერ კიდევ ახალია ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდად მპასუხობს და ეს სიმშვიდე გადამდებია. ანუ გამოდის, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თავის მიმღებლობასთან და ჩვენი მე-ს შეცნობასთან მივყავართ? – განვაგრძობ მე, – „დიახ, ციფრული ფსიქოლოგია ადამიანებს ეხმარება საკუთარი ძლიერი მხარეების პოვნასა და მათ რეალიზებაში. ის გეხმარება გონების დისციპლინის ჩამოყალიბებასა და ემოციების მართვაში“.სიუცაი-ს მეცნიერება 10 წლის წინ დაარსდა და 181 ქვყანაშია რეგისტრირებული, მათ შორის არის საქართველოც. დღევანდელი ჩემი რესპონდენტი აქტიურად არის ჩართული ციფრული ფსიქოლოგიის დანერგვასა და მის პოპულარიზაციაში. მიზანი კი ერთია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოსავლის პოვნა.  „მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს, რომ მისი რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სხვებისთვის სარგებლობას, დახმარებასა და შესაძლებლობების გაჩენას, რასაც საბოლოოდ ადამიანები წარმატებამდე მიჰყავს“, – აღნიშნავს ნინო და განაგრძობს საუბარს თემაზე, რომელიც ერთდროულად ძალიან საინტერესო და უცხოა.

 

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ

ნინო გოზალიშვილი: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განხრით. ამას გარდა, ბოლო 5 წელია ვსაქმიანობ საინვესტიციო მიმართულებით – კომპანია BLACK SEA TRAIDING-ის დამფუძნებელი ვარ. ციფრული ფსიქოლოგიის მიმართულებით კი ორი წელია კონსულტაციებს ვატარებ, თუმცა ორი თვეა, რაც აქტიური გავხდი სოცქსელებში. ამასთანავე, ვმუშაობ პირად კონსულტაციებზე და ჩართული ვარ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, რომლებიც ზრუნავენ კადრების მენტალურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციფრული ფსიქოლოგიის არსებობას ამ კუთხით უდიდესი როლი და შედეგი აქვს.

რატომ დაინტერესდით ციფრული ფსიქოლოგიით?

ციფრული ფსიქოლოგიის მასტერკლასზე შემთხვევით მოვხვდი, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მასტერკლასის შემდეგ პირადი კონსულტაცია გავიარე, სადაც ისეთ კითხვებზე მივიღე პასუხები, რასაც დიდი ხანი ვეძებდი. ყველაფერი უფრო ნათლად დავინახე და ცხოვრებაში სხვადასხვა თემა უფრო ლოგიკურად და თანამიმდევრულად დავალაგე. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ციფრული ფსიქოლოგია სიღრმისეულად უნდა შემესწავლა. გავემგზავრე დუბაიში, ჩავაბარე ციფრული ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და დავიწყე სწავლა. მალევე სტამბულში ჩავედი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

რას ნიშნავს ციფრული ფსიქოლოგია? და რაში გვეხმარება ის?

სიუცაი არის შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ეფუძნება რაჯა იოგას ან ე.წ. სამეფო იოგას უძველეს პრინციპებს. ის გვასწავლის გონების დისციპლინას ანუ ემოციების მართვას.

ციფრული ფსიქოლოგია ადამიანის დაბადების თარიღიდან გამომდინარე სწავლობს ადამიანის თანდაყოლილ უნარებს, ძლიერ და სუსტ მხარებს, კომპეტენციებს, ხასიათის თავისებურებებს, რის მიხედვითაც აკეთებს ანალიზს ადამიანის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილება, შეძენილი მორალი: როგორ ოჯახში გაიზარდა, სად ისწავლა და ა.შ.

რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერი ციფრის გამოთვლას?

ცნობიერი ციფრი ეს არის ერთგვარი პროგრამა – თუ როგორ აღიქვამს სამყაროს და ადამიანებს ამა თუ იმ ციფრის ნიშნით დაბადებული ადამიანი, ასევე, რა მორალი აქვს ამ ადამიანს, რა უხარია, რა სურვილები აქვს და სხვ. 33 წლამდე ცნობიერის ციფრი გამოითვლება დაბადების ციფრით ან ციფრთა ჯამით. ხოლო 33 წლის მერე აქტიურდება ახალი ციფრის ენერგია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის მისიას, რომლის გამოთვლა ხდება ადამიანის სრული (დღე, თვე, წელი) დაბადების ციფრთა ჯამით.

შესაძლებელია თუ არა ციფრის გაგებით წარმატების მიღწევა?

ზოგადად, ციფრული ფსიქოლოგია ადამიანს ეხმარება გონების დისციპლინის ჩამოყალიბებაში, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის წარმატებაზეც. ჭკუის დისციპლინა არის ბალანსი, მართო საკუთარი თავი და აკონტროლო ემოციები. ძლიერი ფიქრები და აზრები ეს არის ემოცია, რაც მეტია ემოცია, მით უფრო ნაკლებია ენერგია.

საკუთარი ცნობიერის შესწავლა ადამიანს ეხმარება საკუთარ მინუსებზე დაფიქრდეს და დაიწყოს ამაზე მუშაობა. შენ თუ იცი, როგორ პროგრამაში ხარ დაბადებული, უკვე გზასაც ხედავ. თუ შენ არ იცი, რა ენერგია როგორ გმართავს, მაშინ გზაც ბუნდოვანია. ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ დავანგრიოთ ილუზიები, ბედნიერება არის რეალობაში.

 

რა როლი აქვს ამ პროცესში ფსიქოლოგს? როგორ ეხმარებით ადამიანებს?

ჩემი როლი არის, უპირველესად, ანალიზის გაკეთება და მერე უკვე დავეხმარო ადამიანს, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანოს პრაქტიკაში და გაიხადოს ცხოვრების წესად.

მე ხალხმა მომცა ყველაზე დიდი მოტივაცია. იმ ადამიანებმა, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ და ციფრული ფსიქოლოგიის დახმარებით ამ ადამიანების ფეხზე დაყენება შევძელი.

ნებისმიერი პრობლემის მოგვარება იწყება შიგნიდან. შენ იწყებ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მერე გადადის ეს ყველაფერი ფიზიკურზე. მიზიდულობის ძალა = ჩამოცილებას ანუ განზიდვას. ანუ, რაც უფრო ებრძვი შენთვის ყველაზე ძვირფასს, მით უფრო შორდები მას. მშვიდად ხარ მაშინ, როცა მენტალურად ჯანმრთელად ხარ.

ნინო, ხუთი შვილის დედა ხართ. როგორ ახერხებთ პირადის და კარიერის დაბალანსებას?

ალბათ, ღირებულებებს გააჩნია. ზოგადად, ერთია რეალიზაცია და მეორეა წარმატება. წარმატებაში თავისთავად მოიაზრება საკუთარი თავის და ემოციების ფლობა, რეალიზაცია და ურთიერთობა. როცა ეს სამივე კომპონენტი ერთად გაქვს, ეს არის ბედნიერების ფორმულაც. თუ რომელიმე მათგანი არ გაქვს, გამოდის, რომ ბედნიერიც არ ხარ.

ეს ყველაფერი როცა ვიცი, ასე თუ ისე ვცდილობ დავაბალანსო, თუმცა არ არის მარტივი რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებელია. როცა დილას ფიზიკური აქტივობით იწყებ, ამ დროს ემოცია ქრება და რჩება საღი აზრი. ის დანარჩენი არის ჩვენი წარმოსახვა, რაც ხელს გიშლის მოქმედებაში.

რაც შეეხება ჩემს შვილებთან ურთიერთობას, სიუცაი, რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარა მათთან ურთიერთობაში. ციფრულ ფსიქოლოგიაში ადამიანები იყოფიან 9 ტიპის ინდივიდებად, შესაბამისად, როცა იცი, ვის რა მორალი აქვს, ვის რა უხარია და რა სწყინს, აღარ ებრძვი მათ და იცი, როგორ მიუდგე. სიუცაის მიზანია, ადამიანებმა ამ ცოდნით საკუთარ თავზე იმუშაონ და არა სხვების გამოსწორებაზე. ადამიანმა საკუთარი მორალი საკუთარ თავს უნდა მოახმაროს და თავისი საქმით სხვა ადამიანებს მოუტანოს სარგებელი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისი არსებობა გამართლებული.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ლოკაცია: Radisson RED Tbilisi

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

March 31, 2022
#OK! Doctors – ზაალ კოკაია

#OK! Doctors – ზაალ კოკაია

October 7, 2024
#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი Lacoste-ს ორეულით!

#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი Lacoste-ს ორეულით!

September 1, 2021
#OK! პაემანზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! პაემანზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

February 18, 2026
#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

February 20, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები