• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველთვის ცდილობს, მომხმარებლები სიახლეებითა და ახალი შესაძლებლობებით გააოცოს. დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ბიზნესლაუნჯით სარგებლობა შეეძლებათ. აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა საერთაშორისო კომპანია VISA-სთან, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრული გადახდების სფეროში, ბიზნესლაუნჯის სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს პარტნიორობა, ამ საკითხზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი გვესაუბრება:

 

 

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დეკემბრიდან ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი – ბიზნესლაუნჯი გვემატება, რომელიც ჩვენს აეროპორტს ახალი განვითარების ეტაპზე გადაიყვანს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს, VISA-ს, ვინც ინტერესი გამოხატა და გაფრენის სივრცეში ბიზნესლაუნჯს მოაწყობს. ერთობლივად დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე, მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ ჩვენი პარტნიორობა წარმატებით განხორციელდა და სულ მალე, წლის ბოლოსთვის, ჩვენი მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნესლაუნჯით, რომელიც გაფრენის დარბაზში მდებარე 270 კვ. მ. სივრცეში განთავსდება. 5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნესლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნესლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს, მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად, დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც. ბიზნესლაუნჯი საშუალებას მისცემს ჩვენს მგზავრებს, გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, რათა ფრენა ნაკლებად სტრესული და დამღლელი იყოს. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი ფრენის დაწყებამდე.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩვენს მთავარ პარტნიორს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. შესაბამისად, VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.

ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.

 

 

რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. რა ფაზაშია პროექტი, რას მოუტანს ეს მასშტაბური, 240-მილიონიანი პროექტი ქუთაისის აეროპორტს და, ზოგადად, იმერეთის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით?

პირველ რიგში, მსურს ხაზი გავუსვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება მსგავსი მასშტაბის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო აეროპორტის სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ახლიდან მშენებლობაზე. მკითხველმა რომ უკეთ გაიგოს, სააეროდრომო ინფრასტრუქტურა გულისხმობს როგორც თვითმფრინავის სადგომებს, იმავე ბაქანს, სამიმოსვლო ბილიკსა და თავად ასაფრენ-დასაფრენ ზოლს.

აქტიურ ფაზაშია მშენებლობა. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.

პარალელურად, 35 000 კვ. მ.-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომების მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვ. მ.-ს შეადგენს, ასევე, მიმდინარეობს დაახლოებით 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.

პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. ეს ყოველივე კი საშუალებას მოგვცემს, მომავალში კიდევ უფრო მეტ მგზავრსა და ტვირთს მოვემსახუროთ.

ამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, IATA კონსალტინგმა დაასრულა.

კიდევ რა სიახლეები იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც ავიამიმართულებების, ისე სერვისების განვითარებისა და ტექნოლოგიური სიახლეების კუთხით?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.

აეროპორტში ამოქმედდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანიის, RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის. სისტემა გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

უკვე დამონტაჟებულია, თუმცა ტექნიკურად გაიმართება და აგვისტოს ბოლოსთვის ამოქმედდება ე.წ. e-gate – საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საშუალებით, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.

ასევე, წლის ბოლოსთვის გვექნება გაფრენის დარბაზში დაახლოებით 180 კვ. მ. Led ვიდეოკედელი, უახლოეს მომავალში ამუშავდება baggage drop off-ის სისტემა და მგზავრი ბარგის ჩაბარებას რეგისტრატორის გარეშე შეძლებს.

რაც შეეხება ავიამიმართულებებს, სულ ახლახან, 3 ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატა და პარიზისა და ნიცას შემდეგ ეს იქნება მესამე ქალაქი, რომელიც პირდაპირი საჰაერო გზით საქართველოსა და საფრანგეთს დააკავშირებს.

 

 

ტექსტი:   ნანა კუკულავა

ფოტო: გიორგი ებანოიძე

ასევე გაეცანი

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში
Fashion

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026
#OK! GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

#OK! GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

January 13, 2026

ახლა კითხულობენ

# OK! ტრამპის შვილიშვილმა საკუთარი ბრენდის სამოსი თეთრი სახლის ფონზე წარადგინა

# OK! ტრამპის შვილიშვილმა საკუთარი ბრენდის სამოსი თეთრი სახლის ფონზე წარადგინა

September 27, 2025
#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში

#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში

May 17, 2023
#OK! სელინ დიონის “დიდი დაბრუნება” – VOGUE France

#OK! სელინ დიონის “დიდი დაბრუნება” – VOGUE France

May 6, 2025
#OK! სასტუმრო „გრანდ გლორია“ მზადაა სეზონისთვის…

#OK! სასტუმრო „გრანდ გლორია“ მზადაა სეზონისთვის…

March 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

January 27, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები