• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქოუჩინგი – პიროვნული და პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი (ინტერვიუ თამარ ბოკერიასთან)

November 24, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება
თითოეული ჩვენგანი შიგნიდან, ყოველთვის ვგრძნობთ, რომ რაღაც მეტი გვსურს, რომ უფრო მეტი რესურსია ჩვენში, რომ უფრო მეტად შეგვიძლია ვაქციოთ საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრება უკეთესი, თუმცა ზოგჯერ არ ვიცით რა არის ეს?! როგორ ამოვწიოთ ეს რესურსი?! ბევრ რამეს მოვცდით, ვეძებთ, ეს შესანიშნავი პროცესია განვითარებისთვის და ერთ დღესაც საკუთარი დაბადებიდღესავით მნიშვნელოვანი დღე დგება, როდესაც ბევრი ძიების შემდეგ შინაგანი ხმა გიდასტურებს, რომ სწორედ ეს არის “ვინც ხარ”, “რაც ხარ” და “რაც უნდა აკეთო”. გავსებს, განთებს ეს გაცნობიერება, მიგნება და მიდიხარ მიზნისკენ წინ, ისე რომ ყველა დაბრკოლების გადალახვის ძალას და შესაძლებლობას გაძლევს სწრაფვა საკუთარი თავისკენ… ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ OK! გიამბობთ პერსონალური ქოუჩის, სპიკერის და მოტივატორის თამარ ბოკერიას შესახებ.

გვიამბეთ სწავლის პროცესზე, სად დაეუფლეთ ამ პროფესიას?

პირველდი პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა სულ პატარა ასაკიდან მაინტერესებდა ადამიანების სიღრმეები, მათი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ,  მათი ფსიქოლოგია…

დედა ფსიქოლოგი გახლავთ, იმ პატარა ბავშვს მე რომ ვიყავი ყოველთვის აინტერესებდა თუ რა ცოდნას ფლობდა დედა ასეთს, რომ მასთან ვიზიტიდან გამოსული ადამიანები, ბევრად ლაღები და უფრო თავდაჯერებულები გამოდიოდნენ…

შემდეგ უკვე ჟურნალისტიკამ გადაწონა ჩემი ბავშვობის სურვილები… ვფიქრობ რომ 17-18 წლის ასაკში ზოგჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულნი თუ რისი კეთება გვსურს. რა არის ჩვენი მოწოდება?! და ზოგჯერ პროფესიას პროფესიისთვის ვირჩევთ, თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა აკეთებ იმას, რაც შენი შინაგანი გამოძახილია…

ქოუჩინგს დავეუფლე “ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებულ ქოუჩინგის სკოლაში”. პიროვნული ზრდის ცენტრში მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი, როდესაც პირველმა ნაკადმა დაასრულა სწავლა ქოუჩინგის სკოლაში და ვხედავდი როგორ იცვლებოდა მათი განწყობები. ცხოვრებისადმი დამოკიდებულებები, როგორი არფრთოვანებულები იყვნენ და ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების ხარისხის ნიშნული სწრაფად იწევდა, ჩემს გონებაში კარგად მივიწყებულმა, მაგარამ ძლიერმა სურვილმა გაიღვიძა, მეც შემძლებოდა საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრება გამეხადა უფრო მოტივირებული, ლაღი, მრავალფეროვანი.

“ქოუჩინგის სკოლის” დამფუძნებელმა ფსიქოლგმა ხათუნა მუზასვილმა მომცა ეს შესაძლებლობა, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები… სწავლის პროცესი არ იყო ჩემთვის მარტივი, დილიდან 7 საათამდე ვმუშაობდი, 7 დან 10 მდე ლექციებს ვესწრებოდი, ფაქტობრივად ოჯახს მოწყვეტილი ვიყავი, თუმცა მეუღლემ და შვილმა ძალიან შემიწყვეს ხელი. ყველა საქმე გადანაწილებული გვქონდა და რაც მთავარია სჯეროდათ ჩემი წარმატების, მოტივაციას მაძლევდნენ. ერთი სიამოვნება იყო სასწავლო პროცესი თავად. ისეთი ფსიქოლოგების მოსმენა როგორებიც არიან ქ-ნ ხათუნა მუზაშვილი ქ-ნ მარიამ ტატუაშვილი, ქ-ნ ნანა გოგიჩაშვილი, ქ-ნ ეთერი მაზანაშვილი, ბ-ნ ზაზა ქოიავა, მათ პროფესიონალიზმზე რომ ვფიქრობ, მგონია რომ როჯერსმა, ფროიდმა, მასლოუმ გამოგზავნეს ისინი, ადამიანების კეთილდღეობისთვის, პიროვნული ზრდისთვის.

 

რამდენად პოპულარულია საქართველოში ეს მიმართულება?

ქოუჩინგი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. მოტივაცია ყოველთვის და ყველა სფეროში გვჭირდება დამეთანხმებით. მეტად თავდაჯერებულობა, მიზნების დასახვა და დასახულ მიზნამდე ეფექტურად სვლა, რა თქმა უნდა მოგვწონს ადამაინებს. როდესაც საკუთარ თავში მეტი რესურსის აღმოჩენა და ძლიერი მხარეების წინ წამოწევა შეგვიძლია, რასაც ქოუჩის დახმარებით ბევრად უფრო სწრაფ დროში და ეფექტურად ვახდენთ.

 

როგორ ფიქრობთ რა გამორჩეული ნიშან-თვისებები და უპირატესობა გააჩნია ქოუჩინგს სხვა მსგავსი მიმართულებებისგან?

ქოუჩინგი არის პიროვნული, პროფესიული განვითარების სწრაფი მეთოდი. ყველა ადამიანს აქვს რესურსი მიაღწიოს იმას რაც სურს, ჩვენს გონებაში იბადება ის სურვილები, რაც რეალურად შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ. მაგ: მე არასოდეს მომინდება გავხდე ქიმიკოსი, ეს რესურსი ჩემში არ დევს, თუმცა რაზეც ვოცნებობთ, თუ სურვილი გვიჩნდება ე.ი სადღაც  მისი განხორციელების რესურსიც გაგვაჩნია. სწორედ ამ რესურსების წამოწევაში ასრულებს ქოუჩი დიდ როლს, რომ გავაცნობიეროთ რა გვსურს?! რატომ გვსურს?! და წავიდეთ წინ… ქოუჩი გვჭირდება მაშინ, როდესაც აწმყოდან მომავალში გვსურს საკითხზე მუშაობა. ხშირად შენიშვნაც მსმენია, რატომ ქოუჩინგი?! დაწერერეთ ქართულად! სამწუხაროდ ზუსტი შესატყვისი არ გვაქვს. საწყისი მნისვნელობით- ქოუჩი ნიშნავს ეტლს, დამხმარე საშუალებას, გადვადგილდეთ ცხოვრების ერთი ნიშნულიდან მეორეზე.

 

გვესაუბრეთ თქვენი მიდგომებისა და მუშაობის სპეციფიკაზე.

მე ჩემს უძვირფასეს მსმენელებთან ვურთიერთობ შემდეგი პრინციპით-ეს არის განვითარებაზე, მეტი რესურსის აღმოჩენაზე, მიზნების დასახვასა და ამ მიზნების ეფექტურად განხორციელებაზე მოქმედების სტილი. პირველ რიგში აუცილებლად ვარკვევ  მას ვჭირდები მე ქოუჩი, ესაჭიროება ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი? თუ მას ნამდვილად ქოუჩი სჭირდება ვიწყებთ მუშაობის პროცესს, სხვა შემთხვევაში ვამისამართებ მისი საჭიროებისდა მიხედვით.

ჩემთვის  თითოეული განსაკუთრებულად მინიშვნელოვანი და ძვირფასია. ვფიქრობ რომ ქოუჩს პირველ რიგში კარგი მოსმენა უნდა შეეძლოს, რათა დასვას სწორი კითხვები, ამ კითხვებზე პასუხებით ადამიანი თავად აკეთებს დიდ გაცნობიერებებს. თითოეული ადამაინის წინსვლის მხარდაჭერა მხოლოდ საკუთარი საქმიანობა კია არა, პირადი წარმატების, სიხარულის ტოლასი უნდა. კანით, სულით, გულით უნდა გრძნობდე თითოეულ ადამიანს ვინც მოგმართა და საკუთარი ზეიმივით უნდა ზეიმობდე შედეგს. ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ, გულწრფელ მხარდამჭერს ყველა გრძნობს და ეს შესანიშნავია…

 

რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად და გამარჯვებად?

სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება თუ გამარჯვებები, იგი თითოეული იმ ადამიანის შედეგია ვინაც მომმართა და მათივე მზაობით ბევრი ბედნიერი, წარმატებული შედეგები იწვნიეს საკუთარ თავზე. ეს იმხელა სიხარულია, მიტირია კიდეც სიხარულისგან. არის ისთი შემთხვევებიც, როდესაც ვიცი ხვალ მნივნელოვანი, ნანატრი “შედეგეგი უნდა გაუფორმოს” საკუთარ თავს ჩემმა მსმენელმა, ღამე ვერ ვიძინებ, ვფიქრობ მასზე და წინასწარ მიხარია, რადგან ვიცი რომ შეძლებს…

ჩემი გამარჯვება იმ საქმის კეთებაა, რაც მიყვარს და მავსებს. ჩემი გაამრჯვება ჩემი ოჯახია, შვილია, მეგობრებია, ძვირფასი ადამიანებია. მე ყოველთვის ურთიერთობებს ვაგროვებ და ეს ყველაზე დიდი განძია და ბოლოს სიყვარულია ჩემი გამარჯვება, სიცოცხლის უპირობო სიყვარული… გვიყვარდეს ერთმანეთი, ამაზე ძვირფასო არც არაფერი ქონია კაცობრიობას..

“ადამიანი ადამიანისთვის დღეა”- ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა, გენიოსი გურამ დოჩანაშვილის გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის და დაე ვიყოთ დღე ერთმანეთისთვის.

 

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

May 15, 2024
#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

June 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები