• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქალაქი შენთვის! „ლელოს“ მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის ბრძოლა

September 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

თბილისის მერობა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდ სიყვარულს მოითხოვს. წლების განმავლობაში უსიყვარულოდ განვითარებული ქალაქის შედეგები არავის მოგვწონს. რა თქმა უნდა, OK! ვერ გამოტოვებდა მასთან საუბრის შესაძლებლობას. წარმოგიდგენთ ანა ბიბილაშვილს − თბილისის იდენტობის შესანარჩუნებლად მებრძოლ მერობის კანდიდატს. არქიტექტორი და ურბანისტი, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, მუდმივად იყო და არის ადამიანებისა და ქალაქის მწვავე, პრობლემური საკითხების გადაწყვეტისთვის ბრძოლის პირველ ხაზზე.

ანა, რატომ გადაწყვიტეთ ამ ბრძოლაში ჩაბმა?

ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანები თავად ქმნიან იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობენ. მე არ მომწონს ის, რაც ჩვენს ქალაქს ემართება, რაც იკარგება. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი ადამიანებისთვის. ახლა სწორედ ადამიანია უკან გადაწეული, თითქოს ქალაქში მათი ადგილი აღარაა − ბეტონის ჯუნგლებიდან დაწყებული, უამრავი სხვა პრობლემის დავიწყებით დამთავრებული. არც მე და არც სხვებს ეს არ მოგვწონს. დროა, ვიმოქმედოთ და დავიბრუნოთ ქალაქი, რომელიც ყველას გვიყვარს, შევინარჩუნოთ მისი იდენტობა, თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ და აღვადგინოთ მისი ყველა ისტორიული შენობა, მისი სიმწვანე, შევუნარჩუნოთ ხასიათი და არ ვაქციოთ უსახურ დასახლებად.

უზარმაზარ ბუნებრივ სიმდიდრეს ფლობს თბილისი − საოცარი ლანდშაფტით, ულამაზესი შენობებით, თბილისური ეზოებითა და ხასიათით. ეს ყველაფერი გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ. გავაცოცხლოთ მტკვარი, რომელიც ყოველდღიურად ბინძურდება − ქალაქის მთავარი შტრიხი, რომელთანაც უამრავი ტრადიციაა დაკავშირებული. და რაც მთავარია − ქალაქი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას უნდოდეს აქ იცხოვროს, არავის მოუნდეს მისი დატოვება.

 

ანა, ქალი მერი − ძალიან დიდი სიახლეა. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ცვლილების მოტანა შეუძლია ქალ მერს ქალაქისთვის?

სამწუხაროდ, არაერთი მავნე სტერეოტიპი არსებობს, რომლის მიხედვით ქალებს გარკვეულ პროფესიებს აკუთვნებენ და ერთგვარ ჩარჩოებში აქცევენ, რაც ჩემი აზრით, უამრავ ქალს არ აძლევს შესაძლებლობას, განვითარდეს საკუთარი სურვილების მიხედვით. პროფესიის არჩევისას და შემდეგაც, არაერთხელ მახსენებდნენ, რომ ჩემი, ქალის შესაფერისი პროფესია არ მქონდა არჩეული. მჯეროდა და მჯერა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა ვიცი, რომ ბევრი ქალია ჩვენს ქვეყანაში, ვისაც სჭირდება ამ რწმენის გაჩენა და გაძლიერება.

საკუთარი გამოცდილებითა და შედეგებზე დაკვირვებით, ზუსტად ვიცი, რომ ქალებს მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, სასარგებლო ცვლილებების მოტანა შეგვიძლია და ჩემს გამარჯვებასაც სწორედ აქეთ მოვმართავ.

მე დედა ვარ და მინდა, ჩემი შვილი კარგ ქალაქში ცხოვრობდეს. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ის 2 ოქტომბერს 18 წლის ხდება და წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იმ არჩევნებში, სადაც დედამისი მერობისთვის იბრძოლებს.

ანას ქალაქი როგორია?

შეკითხვაზე შეკითხვით გიპასუხებთ: რა სჭირდება ადამიანს ქალაქში?

პასუხი არის იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უნდა იყოს ქალაქის მერის საყრდენი და ამოსავალი წერტილი. ეს არ უნდა იყოს ფასადური, საჩვენებელი აქტივობა, როდესაც თითქოს ეკითხებიან ადამიანებს მათ საჭიროებებს, თანაგრძნობით სავსე სახით უსმენენ და შემდეგ, არცერთ, სულ მცირე, ქმედით ნაბიჯსაც არ დგამენ.

არადა, ამ ქალაქს, მიუხედავად იმ ძალადობისა, რაც მის მიმართ წლების განმავლობაში ჩაიდინეს, ჯერ კიდევ აქვს რესურსი იყოს ყველა ჩვენგანის, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ქალაქი, სადაც უპირველეს ყოვლისა, დაცულია ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ქალაქში, სადაც ერთ დილას აღარ დაგხვდებათ გვერდით საფრთხის შემცველი კორპუსის ფუნდამენტი, რომლის მშენებლობა თქვენი შიშის, ნერვიულობისა და შფოთვის ხარჯზე მიმდინარეობს და რომლის ირგვლივ ვერასდროს იღებთ პასუხებს.

ქალაქი, რომელიც ეტაპობრივად განიტვირთება ავტომობილებისგან და თქვენ მიხვდებით, რომ თურმე ამ ქალაქში სუნთქვა შეიძლება. თქვენ ირგვლივ, თქვენსავე ჩართულობით, გაჩნდება მწვანე სივრცეები და იმ, ხშირად ნახსენები ევროპული ქალაქის მოდელი, ნამდვილად ხელშესახები გახდება. ჩვენ ირგვლივ არსებული არაერთი მიგდებული, ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობა თავის ღირსებას დაიბრუნებს. თბილისი ნამდვილად გახდება მის სტუმრებზე მორგებული ქალაქი, რომლის გზამკვლევი იქნება მოხერხებული, ჯანსაღი გარემო, მორგებული ინკლუზიურ ტურიზმზე.

თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რომ თბილისი რეალურად მწვანე იყოს და ეს შესაძლებელია. თბილისში ნარჩენები დახარისხდება და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა იმუშავებს; ნაგავსაყრელი მოწესრიგდება და არ იქნება ის უამრავი საშიშროება, რაც დღეს გვაქვს.

ჩემს თბილისში მდინარეები ბეტონისგან გათავისუფლდება, და ქალაქს დავუბრუნებ საკუთარ ბუნებრივ ლანდშაფტს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ გვქონდეს „ევრორემონტიანი“ პარკები, ყველა ხეს მოვუვლით და აუცილებლად ისევ მწვანე ქალაქად ვაქცევთ.

 

როგორც არქიტექტორ-ურბანისტს, მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. ეს პროფესია რატომ  აირჩიეთ?

ჩემი მშობლები ინჟინრები არიან. ბავშვობიდან მინდოდა, მათ გზას გავყოლოდი. მუდმივად ვხაზავდი. როცა სხვები ხატავდნენ, მე გეომეტრიული ფიგურების აგებას ვცდილობდი და ამ გატაცებისთვის არასდროს მიღალატია.

როგორც კი ხელში ფანქარი დავიჭირე, უკვე ვიცოდი, რომ არქიტექტორი გავხდებოდი, თუმცა ამ პროფესიის არჩევისას, არავისგან მქონია მხარდაჭერა. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალის პროფესია არ იყო და მამაკაცებით დომინირებულ სფეროში თავს ვერ დავიმკვიდრებდი. მაგრამ არავის ვუსმენდი, ბავშვს ვუვლიდი და პარალელურად, ვმეცადინეობდი.

ჩემი სულ პირველი წერილი, რომელიც მშობლებს გავუგზავნე უცხოეთში სწავლისას, იმ მთავარი გზავნილის მატარებელია, რაც დღესაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის − შევუქმნა ადამიანებს მათზე მორგებული გარემო. სივრცე, რომელიც ერგება მათ საჭიროებებს.

ანას პროფესიული შეფასება არის დღეს თბილისი − ადამიანების ქალაქი?

თბილისი უკვე დიდი ხანია გასცდა მისი განვითარების ჰარმონიულ გზას და იქცა ადგილად, სადაც სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება ადამიანებისთვის. მათ ადგილს ანაცვლებს უსახური და საფრთხის შემცველი შენობები, რომლებიც იტაცებენ ადამიანებისთვის აუცილებელ მწვანე საფარს. საკუთარ ქალაქში ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ ვსუნთქავთ. მეწყრული პროცესები, რომელიც ბოლო ხანებში ძალიან თვალსაჩინო გახდა, სწორედ დაუგეგმავი და გაუაზრებელი მოქმედებების შედეგია. არ შეიძლება, ებრძოლო ბუნებას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დამკვიდრდა მავნე პრაქტიკა, როდესაც ხალხის აზრის კითხვის გარეშე, მმართველი პირები წყვეტენ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. გაუაზრებელ და ხშირად მოძველებულ პრაქტიკებს ევროპულ მოდელად გვასაღებენ და არასდროს არავინ კითხულობს ადამიანების, მოქალაქეების აზრსა და შეფასებას. არავინ ინტერესდება, რა სჭირდება ქალაქის მცხოვრებელს, არის თუ არა შეთავაზებული სიახლეები ამ ადამიანებზე მორგებული, თუ პირიქით. ადამიანებს ბარიერები ექმნებათ და ხელს უშლიან იცხოვრონ თავისუფლად.

მმართველ პირებს ძალიან უყვართ ევროპული ქალაქების მაგალითად მოშველიება, თუმცა ავიწყდებათ, რომ იმ ქალაქებში მთავარი ფასეულობა ადამიანია. მერი უნდა ემსახურებოდეს ქალაქს, უნდა უსმენდეს, უნდა უყვარდეს. არცერთი, თუნდაც კარგი პროექტის ბრმად კოპირება, არ შეიძლება, თუ ის არ ერგება ქალაქს.

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია
OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა
OK! ბათუმი

#OK! კოსმეტოლოგია, რომელსაც გრძნობ – ცირა გოგრაჭაძის პროფესიული ხელწერა

December 28, 2025
#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი  რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას
OK! ბათუმი

#OK! პრაქტიკა, პროფესიონალიზმი და შედეგი რატომ ირჩევენ სტუდენტები ბათუმის სამედიცინო აკადემიას

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ომი და ქორწილი

#OK! ომი და ქორწილი

March 4, 2022
#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

February 28, 2023
#OK! “ის 80 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება” – ჰარისონ ფორდის უახლესი კადრები დასავლეთ ჰოლივუდიდან

#OK! “ის 80 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება” – ჰარისონ ფორდის უახლესი კადრები დასავლეთ ჰოლივუდიდან

November 4, 2022
#OK! ეკა კახიანი თავისი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ საუბრობს

#OK! ეკა კახიანი თავისი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ საუბრობს

December 15, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

December 26, 2025
#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

December 26, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! 2026 წლის ნაქსოვი ტანსაცმელი  – მთავარი ტრენდები და მასალები

#OK! 2026 წლის ნაქსოვი ტანსაცმელი – მთავარი ტრენდები და მასალები

December 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები