„პუპაცო“ ქართულ ბაზარზე 4 წელია, რაც ფუნქციონირებს. იგი მომხმარებელს შექმნის დღიდან უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ანებივრებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ წარმოდგენილი პროდუქცია გამოირჩევა მრავალფეროვნებით, დახვეწილი დიზაინითა და ეკო-მეგობრულობით. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „პუპაცო“-ს დამფუძნებელს, ნინო კობახიძეს.
გვიამბეთ„პუპაცო“-ს შესახებ.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პუპაცო“ 4 წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ „პუპაცო“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ეკო-სათამაშოების იმპორტი დაიწყო და აქტიურად ეწევა მის პოპულარიზაციას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების დისტრიბუციაზე. ამაზე მეტყველებს „პუპაცო“-ს მთავარი მისიაც, რომელიც მდგომარეობს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. კერძოდ, ჩვენი კომპანიის „ბუნება“ მთლიანად ეკო-მიმართულებას მოიცავს.
გვესაუბრეთ თქვენს პარტნიორ ბრენდებთან დაკავშირებით.
კომპანია სანდო პარტნიორებთან ერთად მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ჩვენი მომწოდებლები არიან პრემიუმ ბრენდები, რომლებსაც სათამაშოების მსოფლიო ბაზარზე მოწინავე ადგილები უკავიათ:
- Hape (ხის გერმანული ბრენდი);
- Beleduc (ხის გერმანული ბრენდი);
- Eurakakids ( განმავითარებელი სათამაშოების ესპანური ბრენდი);
- Arias ( ვინილის თოჯინების ესპანური ბრენდი);
- Hartan (გერმანული საბავშვო ეტლების ბრენდი, რომელიც MERCEDES BENZ-თან კოლაბორაციით ქმნის მერსედესის ლიცენზირებულ ეტლებს);
- Poly M (გერმანული კუბიკები);
- Fehn (ჩვილის გერმანული სათამაშოები);
- Pupabe (ამერიკული ეტლი, საქრთველოში შემოვიყვანეთ ჩვენი ბრენდინგით).
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენი მრავლფეროვანი პროდუქცია მოიცავს:
- ხის სათამაშოებს;
- ბამბუკის სათამაშოებს;
- ბრინჯზე დამზადებულ სათამაშოებს;
- ვინილის ხელნაკეთ თოჯინებს;
- მერსედესის ლიცენზირებულ ეტლებს;
- ეტლებს, B-Touch ავტომატური მუქხრუჭის ფუნქციით;
- ჩვილის რბილ სათამაშოებს 0 თვიდან;
- „უმცროსი გამომგონებლის“ ხაზს (სამეცნიერო ექსპერიმენტები 4 წლიდან)
- Quadrilla – გერმანელი ინჟინრების მიერ და ვინჩის შემოქმედების ინსპირაციით შექმნილ სათამაშოებს (ასაკი: 4-99 წ)
- ქვიშის სათამაშოებს;
- აბაზანის სათამაშოებს;
- ასაკობრივ სათამაშოებს;
- ველოსიპედებს.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
„პუპაცო“-ს მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ჩვენს მაღაზიაში, ასევე ონლაინ.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „პუპაცო“?
ჩვენი მაღაზია საქართველოში ერთადერთია, სადაც პროდუქციის დაახლოებით 70% 700-მდე დასახელების ხის სათამაშოს მოიცავს.„პუპაცო“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ სათამაშოები 0 თვის ასაკიდან. ჩვენთან წარმოდგენილი სათამაშოები არის 100%-ით უსაფრთხო, ისეთი ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, როგორებიცაა ხე, ორგანული ბამბა, იაპონური ბრინჯი და ბამბუკი.
მთავარი ნიშა, რაც „პუპაცო“-ს სათამაშოებს გამოარჩევს.
„პუპაცო“ მუდმივად ზრუნავს თქვენი შვილების ჯანსაღ გართობაზე, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენი სათამაშოები შეესაბამება უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
„პუპაცო“-ს მომხმარებელს კარგად აქვს გააზრებული ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების მავნე ნივთიერებების შემცველობა რამხელა საფრთხეს წარმოადგენს პატარებისთვის. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანიახარისხიანი პროდუქცია, ბავშვის ჯანმრთელობა, მისიმენტალური განვითარება, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ექსკლუზიურად საქართველოში „პუპაცო“-ს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ 100%-ით ესპანეთში დამზადებული Arias-ის ბრენდის ვინილის თოჯინები, ე.წ. “Reborn“. თოჯინებმა ეს სახელი მიიღეს ცოცხალ ბავშვებთან მაქსიმალური მსგავსების გამო. ჩვილის გარეგნობის (ვარდისფერი ლოყები, მოხატული ტუჩები, ნაკეცები, წარბები, ფრჩხილები, ემოციები მათ სახეზე, ნამდვილი საბავშვო სამოსი), სიმაღლისა და წონის წყალობით ბავშვებს ძალიან უყვართ მათთან თამაში.
აგრეთვე ჩვენთან შესაძლებელია მსოფლიოში პირველი მომრგვალებული ასაწყობი კუბიკიPoly-M-ის შეძენა, რომელიც დამზადებულია გერმანიაში 100% გადამუშავებადი პლასტმასისგან. რბილი და მოქნილი სტრუქტურის წყალობით, Poly-M გთავაზობთ ბავშვების შეუზღუდავ გართობას მათი ჯანმრთელობის გარანტიით!
„პუპაცო“-ში ასევე წარმოდგენილია Hartan-ის Mercedes Benz Avatgarde და AMG ლიცენზირებული Luxury ეტლები.თითოეული ეტლი დამზადებულია გერმანიაში პრემიუმ ხარისხის მასალებისგან.
ჩვენთან როგორც უკვე აღვნიშნე შესაძლებელია PUPABE-ს ეტლების შეძენა, რომელსაც რევოლუციური B-touch ავტომატური დამუხრუჭების ტექნოლოგია გააჩნია.Pupabe-ს ეტლის სახელური აღჭურვილია სენსორებით, რათა უზრუნველყოს ეტლის მოძრაობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მშობელი ეტლის სახელურს ეხება. ხელის მოშორებისთანავე, ეტლი ავტომატურად ამუხრუჭებს. Pupabe-ს თვითშეჩერების მახასიათებლის დახმარებით, არასდროს იდარდებთ თქვენი ეტლის დაგორებაზე. ამდენად, თქვენს შვილებთან ერთად სეირნობა უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო გახდება.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საბავშვო ეტლების ხარისხით, საიმედოობით, პრაქტიკულობით, ელეგანტურობით და დახვეწილობით და გეპატიჟებით, რომ თავად დარწმუნდეთ ამაში.
პუპაცოში ასევე წარმოდგენილია ფრანგული და ამერიკული თვითგორიები და ველოსიპედები.
გვიამბეთ „პუპაცო“-ს ფასდაკლებების შესახებ.
„პუპაცო” მომხმარებელს, პერიოდულად სთავაზობს სხვადასხვა სახის აქციებს, პრემიუმ კლასის ბრენდებზე, რომელიც ძირითადად, სრულ ასორტიმენტს ეხება, შესაბამისად, მომხმარებელს ვთაზობთ, რომ მათი ბავშვებისთვის შეარჩიონ სასურველი პროდუქცია, სასურველ ფასად.
ამჟამად, ჩვენს ქსელში 20 ივლისის ჩათვლით ვრცელდება გრადირებული ფასდაკლება, რაც მდგომარეობს შემდეგში:
0-100 ლარამდე შენაძენზე – 10% ფასდაკლება;
150-350 ლარამდე შენაძენზე – 15% ფასდაკლება;
30 ლარიდან ზემოთ შენაძენზე -20% ფასდაკლება.
ვცდილობთ, მომხმარებელთან ვიყოთ მუდმივ ინტერაქციაში, რომ მივიღოთ უკუკავშირი, რას ისურვებენ, რას ელოდებიან, შესაბამისად, იგეგმება ჩვენი შეთავაზებები.
ჩვენს სოციალურ გვერდზე, შეხვდებით სხვდასხვა ტიპის შეთავაზებებს, არა მხოლოდ ფასდაკლებას, არამედ გათამაშებებს, საჩუქრებს, ამიტომ გირჩევდით, რომ ადევნოთ თვალი ჩვენს სოციალურ გვერდებს.
ჩვენი მისამართია: ჭავჭავაძის გამზირი 56ა, სითი მოლი საბურთალო და დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქ. 4. ახლო მომავალში იგეგმება მეოთხე ფილიალის გახსნაც.
https://www.facebook.com/Pupazzotoys
https://www.instagram.com/pupazzo.ge/
595505500