• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

January 10, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

 

მხოლოდ პროგრესულად უნდა იფიქრო, რომ წლიდან წლამდე გაზარდო როგორც აკადემიური, ასევე, ბიზნესგანვითარებაში მიღწეული წარმატების რაოდენობა – პროგრესელებისთვის ეს ის მთავარი პრინციპია, რომელიც ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესს“ 21 წელია საგანმანათლებლო ასპარეზზე ლიდერ პოზიციას უცვლელად და ღირსეულად უნარჩუნებს. 2023 სასწავლო წელსაც მიზანი უცვლელია, თითოეული პროგრესელი მზად უნდა იყოს ნებისმიერი თანამედროვე გამოწვევისთვის. „პროგრესის“ გუნდმა კი ეს მოცემულობა ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ინიციატივებით, საინვესტიციო ღირებულებებითა და ახალი ინოვაციური ინფრაქსტრუქტურული პროექტებით შეძლო.

 

„პროგრესი“ – უპრეცედენტო აკადემიური მიღწევები საერთაშორისო განათლებაში!

საერთაშორისო პროგრამები „პროგრესის“ ძლიერი მხარეა, რომელზე წვდომის შესაძლებლობა მოსწავლეებს საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქვთ – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 2023 წლის AP (Advanced Placement) პროგრამის შედეგები სამივე სკოლაში მაღალია და შესაბამისად, „პროგრესის“ მოსწავლეების საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. 2023 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ინგლისურენოვან სერტიფიცირებას English Language Arts (ELA)-ს კურსის საშუალებით, რომელიც შეისწავლის ინგლისურ ენასა და ლიტერატურას მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მეშვეობით. პროგრესის სკოლები, College Counseling-ს, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის განმსაზღვრელი ნაწილია, მოსწავლეებს 2002 წლიდან სთავაზობს. სამივე სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და ფუნქციონირებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მსურველს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება (ძირითადი და არჩევითი საგნები), AP საგნები, PSAT, SAT, IELTS, FCE, TOEFL-ის გამოცდებისთვის მომზადება, ზოგადი ინგლისური ენის კურსი. „პროგრესში“ აკადემიურ მიმართულებასთან ერთად ასევე, პრიორიტეტულია მოსწავლეების მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტის განვითარება. 2023 სასწავლო წელს დაიგეგმა სკოლის ფსიქოლოგთან ინდივიდუალური შეხვედრები თვითრეფლექსიისა და თვითრეალიზების მხარდასაჭერად. 2023 წელს მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გაცვლითი პროექტები და დიპლომატიური ვიზიტები ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ნატო-ს შტაბბინა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ევროპის რეგიონთა კომიტეტი; ბრაიტონის სკოლის საზაფხულო პროგრამა, გაეროს მოდელირების კონფერენცია რომში. NASA-ში გაემგზავრა პროგრესის ორი მოსწავლე, სადაც შექმნეს პროექტი „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“. ახლახან „პროგრესის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ გაიმარჯვა ინოვაციების კონკურსში და მისი პროექტით ეწვევა NASA-ს. პარტნიორებთან ერთად განხორციელდა არაერთი ფართომასშტაბიანი, რეგიონალური პროექტი: აღსანიშნავია, ესეების კონკურსი „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ , რომელიც ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 2023 წლიდან „პროგრესის“ სამივე სკოლას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს: ხელი მოეწერა მემორანდუმს „პროგრესისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ „კონფუცის კლასს“ შორის; არაფორმალური დეპარტამენტი განვითარდა ახალი კლუბებით: ვიკი კლუბი, სამართლის კლუბი, რობოტიკის კლუბი, მათემატიკის კლუბი. „პროგრესის“ მოსწავლეებისგან შემდგარი ეკოკლუბი „მწვანე პროგრესი“ „ნიკო კეცხოველის პრემია 2023“-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა; „პროგრესმა“ 11 ამერიკელ პედაგოგს უმასპინძლა. ისინი 6 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში და „პროგრესის“ მასწავლებლები შეასწავლიდნენ მათ ქართულ ენას. პროგრესი უკვე 10 წელზე მეტია გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორია პროექტში „გერმანული ენის გამოცდები მოზარდებისთვის“. კამპუსზე ასევე ფუნქციონირებს ოფიციალური საგამოცდო ცენტრი, სადაც ბარდება A1, A2, B1 და B2 დონის სასერტიფიკატო გამოცდები. ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით, ოლიმპიური სტანდარტის შესაბამის სპორტდარბაზში ხორციელდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა კალათბურთი (Progress Basketball Academy), ფეხბურთი (Dolphins) და მხატვრული ტანვარჯიში. 2023 წელს მოხდა მნიშვნელოვანი კოლაბორაცია Re:School-სა და „პროგრესს“ შორის, რის შედეგადაც გაიხსნა საბავშვო ტექსკოლა Re:School. ამავე წელს, „პროგრესის“ ბათუმის სასკოლო კამპუსმა უმასპიძლა აჭარის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციების ბანაკს, სადაც პროგრესის მოსწავლეებმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს; პროგრესის სკოლებში, STEM განათლება კვლავ მოწინავეა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

 

ტრანსფორმაციული ლიდერი: პროგრესული მომავალი სტრატეგიული ბიზნესის ხედვით

 

ნინა ჩიკვაშვილი, „პროგრესის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი:

 

 

იყო საგანმანათლებლო ლიდერი, ნიშნავს მნიშვნელოვანი როლი გეკავოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში. „პროგრესის“ ბრენდი, როგორც კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურა, წარმატებით მოღვაწეობს ბიზნესის სექტორის განვითარების კუთხით და როგორც განათლების სფეროში, ახალ სტანდარტებს ამყარებს. 2023 წლის დეკემბერში „პროგრესი“ გაწევრდა საქართველოს ბიზნესასოციაციაში (Business Association of Georgia, BAG), რომელიც წარმოადგენს ჰოლდინგური სახის კომპანიებს და ზრუნავს მათ ეკონომიკურ ინტერესებზე.

აღსანიშნავია ასევე, რომ ახლახან ნინა ჩიკვაშვილი Forbes-ის ჟურნალის მსოფლიოს 45 ყველაზე წარმატებულ მეწარმეს შორისაა.

 

ბაია თორაძე, „პროგრესის“  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი):

 

 

დინამიკური მარკეტინგული მიდგომა არა მხოლოდ არსებითია საგანმანათლებლო ხარისხის ხელშეწყობისთვის, რომელიც განსაზღვრავს „პროგრესის“ ბრენდს, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს იდენტობის ჩამოყალიბებაში, როგორც მუდმივად მზარდი ბიზნესი გლობალურ ასპარეზზე. „პროგრესის“ ბრენდი 2023 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე უფრო ძლიერად იძენს ხილვადობას, ამის ერთ-ერთი მაგალითი ფილიპ კოტლერის საერთაშორისო გამოცემაში „პროგრესის“ ბრენდზე, როგორც უცვლელ არქეტიპზე დაგეგმილი სტატიაა. პროგრესის ბრენდს აქვს ჩამოყალიბებული Key Performance Indicators (KPI) და Customer Relationship Management (CRM). ორივე პროგრამა გუნდს საშუალებას აძლევს, ეფექტურად გაანალიზოს მარკეტინგული სტრატეგიები.

 

ბექა ჯიშკარიანი, „პროგრესის“ ფინანსური დირექტორი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი):

 

 

სკოლის ფუნქციონირება, როგორც ბიზნესი და კომპანია, არის პროგრესული მიდგომა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მსგავსი მიმართულება საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ბიზნესპრინციპები ფისკალური პასუხისმგებლობისთვის, რაც უზრუნველყოფს „პროგრესის“ ბრენდის მდგრადი ფინანსური მოდელის შექმნას. ERP & Payroll-ის სისტემების ინტეგრაცია ფინანსური პროცესების სამართავად, „პროგრესის“ ბრენდს აძლევს საშუალებას, მიიღოს მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომებსა თუ ადმინისტრაციულ ხარჯებს.

 

გურანდა გოგიტიძე, „პროგრესის’“ აღმასრულებელი მენეჯერი (ბათუმი):

 

 

ამერიკული-საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ წამყვანი ინსტიტუციაა, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მრავალფეროვანი ინიციატივებით დატვირთულ 2023 წელს, „პროგრესის“ გუნდმა გადადგა კრიტიკულად გადამწყვეტი ნაბიჯები, რომლებიც მომავალ წლებს „პროგრესის“ მიზნებს უფრო დიდ აუდიტორიას მიაწვდენს!

 

თიესა მორჩაძე, „პროგრესის“  ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი):

 

 

„პროგრესის“, როგორც ლიდერი საგანმანათლებლო კომპანიის, ერთ-ერთი ძლიერი ქვაკუთხედი წარმატებული HR სტრატეგიებისა და სისტემების არსებობაა. მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ხედვის არის „პროგრესის“ მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, სკოლაშივე გაიარონ სტაჟირება. ამ პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან მიმდინარეობს წარმატებული პროექტი – „360-გრადუსიანი შეფასების მოდელი“, რომელიც უზრუნველყოფს უკუკავშირს კომპანიის ყველა მხრიდან – როგორც ხელმძღვანელებისგან, ასევე კოლეგებისგან.

 

ირაკლი გოგოლიშვილი, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორი:

 

 

„ანაგი“ თავისი 34-წლიანი ისტორიის მანძილზე გამუდმებით ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით. 2022 წელს, „ანაგი“, განათლებასთან პარტნიორობით ქ.ბათუმში სკოლა „პროგრესის“ ახალი ინოვაციური ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომლის ინვესტიცია 7 მილიონი ევრო იყო. წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ახლა უკვე მიმდინარეობს ქ.თბილისში „პროგრესის“ ახალი კამპუსის პროექტირება, რომლის ინვესტიცია 10 000 000 ევრო იქნება.

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “კიმ კარდაშიანი ქალი-კატას იმიჯს ირგებს – ვარსკვლავი $600,000-იანი Lamborghini Urus-ის ფონზე პოზირებს

#OK! “კიმ კარდაშიანი ქალი-კატას იმიჯს ირგებს – ვარსკვლავი $600,000-იანი Lamborghini Urus-ის ფონზე პოზირებს

June 17, 2022
#OK! თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

#OK! თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

November 3, 2022
#OK! დედაქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი Axis Towers-ისგან

#OK! დედაქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი Axis Towers-ისგან

July 2, 2022
#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

#OK! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!“ – გიორგი ქოჩორაშვილი!

April 29, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები