• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროფესია ჟურნალისტი

June 2, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

1 ივნისს, ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალრეიტინგული არხი, რუსთავი 2 29 წლის გახდა. ქართული OK! ულოცავს რუსთავი 2-ის არაჩვეულებრივ გუნდს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, თქვენ კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ რუსთავი 2 -ის ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ სახეებს, გადაცემა „შუადღის“ წამყვანებს ანა კოშაძეს, ნინუცა ორჯონიკიძეს, სოფიკო ნარჩემაშვილსა და სანდრო სანაიას.

რას ნიშნავს მათთვის რუსთავი 2 და საქმე, რომელსაც ემსახურებიან, როგორ ემზადებიან თითოეული ეთერისთვის და ღელავენ თუ არა გადაცემის დაწყების წინ, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენს ძვირფას რესპონდენტებს კონსერვატორიის დარბაზში ელეგანტური OK!-ფოტოსესიის შემდეგ ვესაუბრეთ.

 

რას ნიშნავს თქვენთვის საქმე, რომელსაც ემსახურებით?

(სოფიკო): სულ სხვა პროფესიის ვარ, მაგრამ ალბათ განგების სურვილია ის, რომ უკვე მრავალი წელია ტელევიზიაში ვარ. ძალიან მიყვარს და მომწონს, რასაც ვაკეთებ. ჟურნალისტიკა ჩემი საქმეცაა, ჰობიც და მუდმივად განვითარების საუკეთესო საშუალებაც.

 

 

(ანა): ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. დიდი მიზიდულობის ძალა აქვს ტელევიზიას. სტრესისა და დაღლის მიუხედავად, რაც ტელეჟურნალისტიკას უფრო ახასიათებს, ვიდრე სხვა პროფესიებს, ეს საქმე და განსაკუთრებით პირდაპირი ეთერი ძალიან მიმზიდველია, მასზე დამოკიდებულს გხდის. იცი, რომ უამრავი ადამიანი გიყურებს, დაშვებულ შეცდომას ვეღარ დააბრუნებ და სრულიად მობილიზებული ხარ, მაგრამ ამავდროულად ეს არის უდიდესი ადრენალინი, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებს.

 

(ნინუცა): ტელევიზიაში მუშაობა ნიშნავს ცხოვრების 80%-ის მისთვის დათმობას. თუ ამ პროფესიით მთლიანად არ ხარ მოცული, მასში დიდ შრომას არ დებ, არაფერი გამოვა. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჩვენი საქმე მხოლოდ იმ ნაწილს მოიცავს, რასაც ეკრანებზე უყურებენ, სინამდვილეში კი ეს არის უდიდესი შრომა. დღის 70%-ს სამსახურში ვატარებ, შაბათ-კვირის ჩათვლით. ჟურნალისტებს ძალიან დინამიკური ცხოვრებისეული რეჟიმი გვაქვს. ეს საქმე იმდენად ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ფიზიკურმა და ემოციურმა დაღლამ, რაც მას ახლავს, მნიშვნელობა დაკარგოს.

 

(სანდრო): ეს არ არის პროფესია, როცა მუშაობას საღამოს 6 სთ-ზე დაასრულებ, ლეპტოპს დახურავ და შინ წახვალ. თუ გინდა, რომ ჟურნალისტიკაში რამეს მიაღწიო, ამ საქმით უნდა იცხოვრო, სხვა გზა არაა. ეს არის პროფესია, რომელსაც ცხოვრება უნდა მიუძღვნა და, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნება მიიღო მისგან. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: შარშან ზაფხულს ერთი კვირის განმავლობაში ბორჯომში ვცხოვრობდი და ხანძრის ამბებს ვაშუქებდი. პარასკევს გამთენიის 3 სთ-ზე ჩამოვედი თბილისში, სახლში მივედი, შხაპი მივიღე და არც დამიძინია, ისე წავედი სამსახურში და წავიყვანე ეთერი მთელი დღის განმავლობაში. ასეთია ჩემი პროფესია.

 

 

როგორ ემზადებით გადაცემისთვის?

(სოფიკო): მაყურებელი უყურებს უზარმაზარი გუნდის მთელი კვირის მუშაობის ნაყოფს და ალბათ ვერც აღიქვამს, რამდენი შრომა დგას ამ საათნახევრიანი გადაცემის უკან. ბევრი დეტალი და მომენტია გასათვალისწინებელი.

 

(ნინუცა): წინასწარ განვიხილავთ თითოეული თემის დანიშნულებას, რამდენად სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდება ის ჩვენი აუდიტორიისთვის. ეს ყველაზე რთული პროცესია ჩვენს საქმეში. ამ დროს მთელი გუნდი ერთად ვმუშაობთ და ეს პროცესი რამდენიმე საათს გრძელდება, ყოველი ეთერის შემდეგ. გადაცემის საათ-ნახევარი ჩვენი საქმის მხოლოდ 5 %-ია.

 

(სანდრო): ასეა, გადაცემა მხოლოდ აისბერგის თავია. მისთვის მზადება, იდეების, აზრების გაცვლა არის ყველაზე მუშა პროცესი. ხელმძღვანელები, პროდიუსერები და ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ, რომ ის საუკეთესო პროდუქტი მივიღოთ, რაც ჩვენი, ყველას მიზანია.

 

ეთერის წინ ღელავთ?

 

(ანა): ყოველი გადაცემის წინ ვიმყოფებით ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობაში, სრულ მობილიზაციაში. პირდაპირ ეთერში არის ფორსმაჟორული მომენტებიც, ხან სტუმარი აგვიანებს, შეიძლება აირიოს ეთერი, კურიერის საინფორმაციო შემოვიდეს დაუგეგმავად, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ამ დროს კიდევ უფრო მობილიზებული ვხდებით, რომ უხერხული პაუზები არ გაჩნდეს.

 

(სოფიკო): ასეთ დროს პროდიუსერიც ვერ გშველის და მხოლოდ საკუთარი თავისა და მეწყვილეების იმედზე რჩები. ფორსმაჟორს ისე უნდა გაუმკლავდე, რომ მაყურებელმა ვერ იგრძნოს. ასეთ დროს ერთმანეთი გამოგვყავს მდგომარეობიდან. ძალიან დიდი კომფორტია, როცა პარტნიორებს შენი უსიტყვოდ ესმით.

 

(სანდრო): ვერც დავითვლი, რამდენი ეთერი წამიყვანია, მაგრამ ყველა გადაცემის წინ ძალიან ღელავ.

 

 

(ნინუცა): პირდაპირი ეთერი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ვერცერთ წუთს, წარმოთქმულ სიტყვას თუ ფრაზას უკან ვერ დააბრუნებ და ვერ შეცვლი. მაყურებელს კი არაფერი გამოეპარება და არც გპატიობს შეცდომებს. ამიტომაც ყოველთვის ვღელავ ეთერის წინ.

 

გამორჩეული ეთერი თუ გახსენდებათ, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო?

(სანდრო): კურიერში ბევრი საინტერესო ეთერი მახსოვს: ომის დაწყების, ასევე, არჩევნების პერიოდები, დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება… წელიწადში რამდენჯერმე არის ისეთი ეთერები, რომლებიც, ალბათ, არასდროს დამავიწყდება.

 

(ნინუცა): ჩემთვის მეფის კორონაციაზე სიუჟეტი იყო გამორჩეული.

 

 

რომ არა ჟურნალისტიკა, სად, რომელ სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

(სანდრო): უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჟურნალისტიკაში აღმოვჩნდი, სხვა საქმე არასოდეს მიკეთებია. თუმცა ძალიან მაინტერესებს პროგრამირება და რამდენიმე თვეა ვსწავლობ. ალბათ ოდესმე, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, წავალ ამ მიმართულებით.

 

(ნინუცა): მე პედაგოგობას ავირჩევდი. მგონია, რომ ძალიან დიდი ბედიერებაა ახალ თაობებთან სიახლოვეს მათ მიერ აღქმული სამყაროს მოზიარედ ყოფნა. დედა ლექტორია და ძალიან უყვარს თავისი სტუდენტები. ალბათ მისგან გამომყვა დადებითი ემოციები პედაგოგიკის მიმართ.

(სოფიკო): დიპლომატიაში 6 წელი ვიმუშავე და ჩემი ოცნებაა, კვლავ იქ დავბრუნდე.

 

(ანა): მგონია, რომ შეიძლება კარგი სპორტსმენი ვყოფილიყავი. მომწონს ყველანაირი სპორტული აქტივობა და ჩემი აზრით, სპორტსმენები არიან ადამიანები, ვისაც ცხოვრების განსაკუთრებული ხიბლი აქვთ დაჭერილი.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის რუსთავი 2, არხი, რომელსაც თქვენი ცხოვრების ამდენ დროს, რესურსსა და ენერგიას უთმობთ?

(ნინუცა): დილაობით, როცა სამსახურში მივდივარ, ხშირად ვფიქრობ: რა ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ არხზე, რომლის ყურებაშიც გავიზარდე. ახლა კი მაქვს შესაძლებლობა, ვთქვა: ეს არის ჩემი სახლი, ჩემი ტელევიზია და მე ვარ მისი ერთ-ერთი სახე. ძალიან სასიამოვნო განცდაა.

 

(სანდრო): ჩემთვის ძალიან ორგანულია აქაურობა. სახლივითაა ჩემთვის რუსთავი 2.

 

(ანა): ძალიან მიყვარს. უდიდესი გამოცდილების მქონე, გამორჩეულად ძვირფასი ბრენდია რუსთავი 2, სიამაყის განცდაც სდევს მის ნაწილად ყოფნას. რუსთავი 2 არის მედიაპლატფორმა, რომელმაც ჩვენს ისტორიაში ბევრი რამ შეცვალა და დიდი დამსახურებები აქვს.

 

(სოფიკო): ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რუსთავი 2-ზე მუშაობა, რადგან ეს არხი ყოველთვის იყო და არის საუკეთესოთა შორის. და კიდევ, პირადად ჩემთვის რუსთავი 2 არის საუკეთესო გუნდი, ის არაჩვეულებრივი ადამიანები, ვისთან ერთადაც სიამოვნებით ვმუშაობ და უამრავ დროს ვატარებ.

 

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: თაკო გვაზავა

ლოკაცია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ასევე გაეცანი

#OK! მოძრავი სინათლე – ანკას სამყაროს მარადიული ხმა…
OK! ბათუმი

#OK! მოძრავი სინათლე – ანკას სამყაროს მარადიული ხმა…

December 28, 2025
#OK! გულწრფელობა უვადო პიარია – ნათია თოფჩიძე
OK! ბათუმი

#OK! გულწრფელობა უვადო პიარია – ნათია თოფჩიძე

December 28, 2025
#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის
OK! ბათუმი

#OK! ნიკოლოს გზა – ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გადის

December 28, 2025
#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია
OK! ბათუმი

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK!  შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

#OK! შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

May 27, 2023
#OK! ემი უაინჰაუსის მამა შვილის მეგობრებს სასამართლოში უჩივის

#OK! ემი უაინჰაუსის მამა შვილის მეგობრებს სასამართლოში უჩივის

December 12, 2025
#OK! ნატალია კვანტალიანის განვლილი გზა…

#OK! ნატალია კვანტალიანის განვლილი გზა…

August 12, 2024
#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

June 16, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პრინცმა ჰარიმ პოლოს ჩემპიონატზე უელსელის გვარით იასპარეზა

#OK! პრინცმა ჰარიმ პოლოს ჩემპიონატზე უელსელის გვარით იასპარეზა

December 26, 2025
#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

#OK! 2025 წლის მთავარი სამკაულები

December 26, 2025
#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

#OK! Netflix-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელეს

December 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები