• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! ორგანიზმის გაჯანსაღება, ხარისხიანი დასვენება და ენერგიის აღდგენა – PARK RESORT TSKALTUBO

August 9, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

Park Resort Tskaltubo ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი სასტუმროს, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს და რესტორანს აერთიანებს. ჟურნალი OK! მარკეტინგის მენეჯერ ლანა ლანჩავას ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო კურორტის უნიკალური თვისებებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ლანა, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

Park Resort Tskaltubo-ს სახით, გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებოდათ ერთმანეთისთვის იდეალურად შეეთავსებინათ მკურნალობა, გაჯანსაღება და დასვენება, ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. წყალტუბოს უნიკალური, ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, ბალნეოთერაპიაა, თუმცა Park Resort Tskaltubo არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან გაქცევა, სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ, უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს. ხშირად ხდება, რომ შვებულების ან დასვენების დღეების შემდეგ, სამსახურს, ძალების აღდგენის ნაცვლად, კიდევ უფრო დაღლილი ვუბრუნდებით, ამიტომ ვფიქრობთ, ორგანიზმის გაჯანსაღება, ხარისხიანი დასვენება და ენერგიის აღდგენა ყველა ასაკის ადამიანისთვის პრიორიტეტულია. ამასთან, ქალაქის გამორჩეული არქიტექტურა, 80 ჰექტარზე გადაჭიმული პარკი, ირგვლივ მდებარე უნიკალური მიკროკლიმატის მქონე კარსტული მღვიმეები, არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენს სტუმრებზე და ჩვენთან გატარებულ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

რაში მდგომარეობს კურორტის უნიკალურობა?

წყალტუბო მრავალფუნქციური, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ბალნეოლოგიური კურორტია, მისი ძირითადი მინერალური რესურსი კი აქ არსებული სამკურნალო თერმული წყალია, რომელიც გამორჩეულია თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით და მსოფლიოში ძნელად მოეპოვება ანალოგი. რადონულ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ჯამში 60-მდე დაავადებას კურნავს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. განსაკუთრებით ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სამკურნალოდ, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემების, კანის სხვადასხვა დაავადების დროს. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს 33-35 გრადუსია, პროცედურა მიმდინარეობს გამდინარე წყალში, რის გამოც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებას და ტემპერატურას. სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო, წყალტუბო დღემდე იზიდავს დამსვენებლებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

 

როგორც ცნობილია, კურორტზე წარმოდგენილია გამაჯანსაღებელი ცენტრი. გვიამბეთ ამის შესახებ.

Park Resort Tskaltubo-ს შემადგენლობაშია ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი – Be Healthy. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კომპლექსში, სტუმრებს საშუალება აქვთ პროფესიონალ ექიმ რეაბილიტოლოგ-კურორტოლოგთა მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალონ თერმულ-რადონული, მინერალური წყლის აბაზანებით, ისარგებლონ უახლესი ფიზიოაპარატურით, აიმაღლონ იმუნიტეტი და ჩაიტარონ ისეთი სამკურნალო პროცედურები, როგორიცაა ხერხემლის ჰორიზონტალური წყალქვეშა გაჭიმვა, შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპები, წყალქვეშა მასაჟი, ტალახის სამკურნალო აპლიკაციები და სხვადასხვა ფიზიოპროცედურა. აქტიურია წონის საკორექციო და დეტოქს-პროგრამებიც, რომლებიც კვალიფიციური ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტუალურია პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა. გარდა ამისა, გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს კოსმეტოლოგიურ კაბინეტს, რომელიც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ცენტრის სტუმრებში და გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ბი ჰელსი“ არის ადგილი, სადაც ჩვენი ყველა სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ პროცედურას − იქნება ეს გამაჯანსაღებელი, სახისა და სხეულის მოვლის, თუ უბრალოდ, სარელაქსაციო, სპა-პროცედურები.

გვესაუბრეთ სასტუმროზე.

რაც შეეხება სასტუმროს, Park Hotel Tskaltubo დამსვენებელს სთავაზობს 45 ნომერს, ხედით ცენტრალურ პარკზე, ლობი ბარსა და პატარა ტერასას. იქვეა ბავშვთა სათამაშო და დასასვენებელი სივრცე, ველოსიპედები, ჩოგბურთის მაგიდა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა. სტუმრებს საშუალება აქვთ, დილით, სუფთა ჰაერზე, გამწვანებულ პარკში სეირნობით დატკბნენ, შუადღისას გამაჯანსაღებელი პროცედურებით ისიამოვნონ, ხოლო საღამოები ჩვენს ტერასაზე, ცოცხალი მუსიკის ფონზე გაატარონ.

ლანა, რისი დაგემოვნება შეუძლიათ დამსვენებლებს რესტორანში?

ჩვენს რესტორანს, წყალტუბოს მსგავსად, დიდი ხნის ისტორია აქვს, რომლის დასაწყისს ჯერ კიდევ 1950‑იან წლებამდე მივყავართ. ეს იყო ადგილი, რომელიც აერთიანებდა ოჯახურ, მეგობრულ შეკრებებსა თუ უბრალოდ, დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს. „მაგნოლია“ ჩვენთვის წარსულისა და აწმყოს, ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზია. შესაბამისად, აქ მოსულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო, აღმოაჩინოს ახალი გემოები, აღნიშნოს გამორჩეული მომენტები და გახადოს მისი დღე ოდნავ უფრო განსაკუთრებული.

როგორია Park Resort Tskaltubo-ს სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წყალტუბოს უნიკალურობის წარმოჩენას და პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. წყალტუბოს დიდი პოტენციალი და ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცეს ვიზიტორებისთვის.

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

#OK! Emmy 2025-ის საუკეთესო კაბები წითელ ხალიჩაზე

September 15, 2025
#OK! ემა რობერტსის გლამურული ფოტოსესია Tatler Magazine-ისთვის: ვარსკვლავი გამოცემის 2022 წლის მარტის ნომრის გარეკანზე

#OK! ემა რობერტსის გლამურული ფოტოსესია Tatler Magazine-ისთვის: ვარსკვლავი გამოცემის 2022 წლის მარტის ნომრის გარეკანზე

February 10, 2022
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 17, 2025
#OK! მარიამ გეგუჩაძე იუბილარია – იხილეთ კადრები დაბადების დღიდან!

#OK! მარიამ გეგუჩაძე იუბილარია – იხილეთ კადრები დაბადების დღიდან!

October 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 6, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები