• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! OLD CITY PANORAMA ახალი სიცოცხლე ძველ თბილისს

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამშენებლო კომპანია Apart Development-მა თავისი უნიკალური პროექტით ახალი სული შთაბერა ძველ თბილისს ისე, რომ შეუნარჩუნა პირვანდელი იერსახე. აღსანიშნავია, რომ Old City Panorama გახლავთ ის მასშტაბური პროექტი, რომლის სახელიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა და აალაპარაკა უცხოური არქიტექტურული პრესაც. მის ექსტერიერში ორგანულადაა შერწყმული თანამედროვე და ძველი თბილისური არქიტექტურული დეტალები, რომელიც ჰარმონიულია მდებარეობასთან. ყოველივე ამას კი განსაკუთრებულობას ანიჭებს უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალა, რომლის საგულდაგულო არჩევა ევროპაში ხორციელდება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Apart Development-ის აღმასრულებელ დირექტორს, თათა დგებუაძეს.

გვესაუბრეთ თქვენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

კომპანია Apart Development-ის სახელით, 2019 წელს, პირველი პროექტი განვახორციელეთ ძველ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე. მას შემდეგ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი წამოვიწყეთ ამავე უბანში და მინდა გითხრათ, რომ უკვე „ახალ ბუხაიძეს“ უწოდებენ ამ ტერიტორიას, იმდენად გაალამაზა და ორგანულად შეერწყა ჩვენი შენობები არსებულ გარემოს.

მთავარი ნიშა, რომელიც Old City Panorama-ს მშენებლობას გამოარჩევს…

ზოგადად, კომპანიის მთავარი ხედვა და მისია, ძველი თბილისის განახლება და ურბანული განვითარებაა, რომელიც სწორედ მისი არქიტექტურული სახის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას გულისხმობს.

Old City PANORAMA კი ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელზეც უკვე არა მხოლოდ ქართული მედია, არამედ უცხოური გამოცემებიც წერენ, რადგან უნიკალურია როგორც მდებარეობით, ისე არქიტექტურითა და კონცეფციით. კომპლექსი წარმოდგენილი იქნება 3 მცირე ზომის კორპუსის სახით. ექსტერიერში ორგანულადაა შერწყმული თანამედროვე და ძველი თბილისური არქიტექტურის დეტალები. ასევე, პროექტი მოიცავს ყველა იმ კომფორტს, რომელიც შესაძლოა მცხოვრებელმა მოისურვოს: სპა, ფიტნესი, ღია და დახურული საცურაო აუზები, კაფე-რესტორნები, დაცვისა და დასუფთავების სერვისები, „რუმ სერვისი“, გაქირავების სერვისი და სხვა.

რა სახისა და ხარისხის მასალას გამოიყენებთ მშენებლობისას? 

მშენებლობა გამორჩეულია იმითაც, რომ როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო სამუშაოებისთვის ვიყენებთ ძირითადად ევროპული წარმოების, მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, თუმცა ასევე გვეამაყება, რომ შენობის ფასადი მოპირკეთებული იქნება ქართული აგურით და ალუმინის კომპოზიტური პანელებით. ასევე, ვდგამთ არა მეტალპლასტმასის, არამედ მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებს; შიდა კედლები გაილესება „როტმანდით“, სადარბაზოებში გათვალისწინებულია მარმარილოსა და გრანიტის ფილები, „ოტისის“ ბრენდის ლიფტი და ა.შ.

გვიამბეთ იმ უნიკალურ ხედებზე, რომელთა სიმდიდრითაც გამოირჩევა Old City Panorama.

ხედები მართლაც უნიკალურია. ჩვენი კომპლექსიდან პანორამულადაა გადაშლილი საოცარი სანახაობა ძველი თბილისიდან ლისის ტბის ჩათვლით: მთაწმინდა, ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ციხე და სხვა. ამაში ჩვენთან მოსული ნებისმიერი დაინტერესებული პირი დარწმუნდება. ამიტომაც გავაკეთეთ ობიექტზე ღია ფანჯარა, საიდანაც ჩვენს მობინადრეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე დატკბნენ თავისი მომავალი საცხოვრებლის ხედით.

 

გაგვაცანით Old City Panorama-ს მდებარეობის უპირატესობა.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, Old City Panorama-ს პროექტი ძველ თბილისში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კომერციული თვალსაზრისითაც;

  • სამების საკათედრო ტაძარი − 200 მეტრი
  • რიყის პარკი − 800 მეტრი
  • თავისუფლების მოედანი − 950 მეტრი
  • ახალი აღმაშენებელი − 1200 მეტრი
  • ნარიყალა − 1540 მეტრი

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ძველ თბილისში ახალი მშენებლობის ნებართვის აღება თბილისის მერიისგან საკმაოდ რთული საკითხია, რადგან აკრძალულია მაღალსართულიანი კორპუსები, ასევე დემონტაჟისას გასათვალისწინებელია, რომ აქ მდებარე უმეტესი შენობა ისტორიული ძეგლია. შესაბამისად, ბევრ კომპანიას უბრალოდ არ უღირს შემცირებული მოგების გათვლით დაიწყოს მშენებლობა და ვერც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ჩვენთვის კი ეს გარკვეული სოციალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რომ ულამაზესი, თუმცა ავარიული შენობები გავამაგროთ, გავაშენოთ, დავაკმაყოფილოთ თბილისელი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად შესაძლოა სხვა უბანში მშენებლობა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო.

გვიამბეთ „აპარტ დეველოპმენტის“ სპეციალურ შეთავაზებასთან დაკავშირებით.

გაყიდვების მიმართულებით, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი იმდენად გამორჩეული და თითით საჩვენებელია, რომ ფაქტობრივად ჩავხსენით ყველანაირი სარეკლამო/მარკეტინგული აქტივობები, რადგან დაინტერესებული მომხმარებლების ნაკადი არ წყდება. თან, ამ პროექტში შეზღუდული რაოდენობის ბინებია და სამწუხაროდ, ბევრის მოთხოვნას ვერც კი ვაკმაყოფილებთ. თუმცა მაინც გასათვალისწინებელია, რომ ფასები მშენებლობის პირველ ეტაპზე მეტად დაბალია, ვიდრე რამდენიმე თვის შემდეგ, როცა შენობის სრული კარკასი უკვე მზად იქნება. ასევე, გვაქვს გადახდის ხელსაყრელი პირობები, რაც გულისხმობს როგორც შიდა უპროცენტო განვადებას მოქნილი გრაფიკით, ასევე შუამდგომლობას პარტნიორ ბანკთან, რომელიც გამარტივებული წესით უმტკიცებს იპოთეკურ სესხს ჩვენს პროექტში ბინის შეძენის მსურველებს. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი, მნიშვნელოვან საშეღავათო ტარიფს ვთავაზობთ ჩვენს მომავალ მობინადრეებს.

სამომავლო გეგმები.

ჩვენი კომპანია ჯერ სულ რაღაც 2 წლისაა და უკვე დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციები გვაქვს. სამომავლოდაც, ცხადია, ვაპირებთ აღებული გეზი და ტემპი არ დავკარგოთ, გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი ქართული არქიტექტურული შენობებით და გარკვეული წვლილი შევიტანოთ თბილისის ურბანულ განვითარებაში.

პარალელურად, გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი ბუხაიძის ქუჩაზე. ვგეგმავთ კიდევ ერთი, დიდი მასშტაბის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას ამავე რაიონში. ჩვენ გვინდა, ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და შევქმნათ მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისი.

„აპარტ დეველოპმენტი“ ძველ თბილისში ახალი ცხოვრების სტილს ამკვიდრებს.

www.apart.ge

Fb: Apart Development აპარტ დეველოპმენტი

ტელ: 544 44 44 39/ 544 44 44 31

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

#OK! ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის ფერფლი მთვარეზე დაკრძალეს?

December 12, 2025
#OK! ჰეილი ბიბერი Saint Laurent-ის ის გამჭვირვალე კაბით Tiffany & Co-ს კიერ გამართულ წვეულებაზე

#OK! ჰეილი ბიბერი Saint Laurent-ის ის გამჭვირვალე კაბით Tiffany & Co-ს კიერ გამართულ წვეულებაზე

October 27, 2022
#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

February 16, 2023
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო „ოსკაროსანი“  მსახიობი ქალი დაასახელა

#OK! Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო „ოსკაროსანი“ მსახიობი ქალი დაასახელა

February 26, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები