• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ცნობილი მომღერალი თათია კობალაძე მსმენელს ახალ სიმღერასა და ვიდეორგოლს წარუდგენს

March 4, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქალები სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. დიდი სურვილისა და შრომის შედეგად ყველა იმ ოცნების ასრულებაა შესაძლებელი, რომელზეც ბავშვობაში მალულად გვიოცნებია; ყველა იმ მიზნის მიღწევა, რომელზეც სხვები გვეუბნებოდნენ – „ახლა ამის დრო არ არის… ახლა ამისთვის მზად არ ხარ“… თუ გულით გინდა და გჯერა, სწორედაც რომ ამის დრო და ადგილია, იმის, რომ სხვებს კი არა, შენს მე-ს, რომელსაც ეჭვი შეეპარა საკუთარ შესაძლებლობებში, დაუმტკიცო და აჩვენო, რომ ამას იმსახურებ; შენ ეს შეგიძლია და ხარ უნიკალური და განსხვავებული შენი ოცნებებითა და მიზნებით. დღევანდელი ჩემი გმირის ისტორია საქართველოში მიღებული უარით იწყება და საზღვრებს გარეთ აღიარებით გრძელდება. მომღერალი თათია კობალაძე გვესაუბრა თავის მარცხზე, დიდ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე, რომელიც ამერიკულ ოცნებას უკავშირდება.

 

დავიწყოთ თავიდან. გაიხსენეთ, როდის გაჩნდა სიმღერა თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან პატარა ვიყავი, როცა სიმღერა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა გამზრდელმა ბებომ და ბაბუამ აღმოაჩინეს, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. 3-4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამოვედი სცენაზე და მას მერე სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

 

თუ გახსოვთ, როდის დადგა გარდამტეხი მომენტი, როცა გაიფიქრეთ, რომ მუსიკაა თქვენი მთავარი ცხოვრებისეული გზა?

გარდამტეხი მომენტი ან დღე არ მახსენდება, ეს თავისთავად მოხდა. შეიძლება ითქვას, თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე ვერ იქნებოდა. სიმღერა ჩემი დადებითი თუ უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში მეხმარება.

 

წარმატებისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია…

ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა. ერთ-ერთი იყო ის უარი, რომელიც მივიღე საქართველოში ჩატარებულ ერთ-ერთ კონკურსში, მაშინ, როდესაც მე უკვე ვმღეროდი ორკესტრის თანხლებით ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ცოცხლად ვასრულებდი საკმაოდ რთულ სიმღერებს და ჩემი კარიერა ასე თუ ისე წარმატებული იყო.

ორმაგად მტკივნეული იყო ეს უარი, რადგან ჩემს ოჯახში უთანხმოება არსებობდა დედასა და მამას შორის. მამაჩემს არ უნდოდა სცენაზე ვმდგარიყავი, მიაჩნდა, რომ მომღერლობა ქალის საქმე არ იყო. სწორედ ამიტომ ყოველი ჩემი სცენაზე გასვლა უკავშირდებოდა ძალიან დიდ ნერვიულობას. როდესაც მამა წავიდა ჩვენგან, მახსოვს, დედას უთხრა, ამისგან მომღერალი არ დადგება და ამას მალე მიხვდებიო, თუმცა დედას ჩემი სჯეროდა და ყოველთვის მხარში მედგა. როგორც აღვნიშნე, მამაჩემის გამო სულ იმის მტკიცებაში ვიყავი, რომ სიმღერა შემეძლო და ვიმსახურებდი სცენაზე დგომას. სწორედ ამ დროს ვცადე ბედი ერთ-ერთ მასშტაბურ ტელეკონკურსში, სადაც ერთ-ერთმა ცნობილმა პროდიუსერმა მითხრა, რომ მე მონაცემები არ მქონდა, ჯობდა სახლში წავსულიყავი და შვილი გამეზარდა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, თუმცა ამან უფრო გამაძლიერა და უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რათა მათთვის დამემტკიცებინა, რომ ძალიან მწარედ შეცდნენ.

მინდა იმ ადამიანებს, ვინც ვერ ბედავენ და ჩუმად ოცნებობენ, ვუთხრა, თუ ძალიან გინდათ, შეუძლებელი არაფერია, არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებაზე, ყოველთვის იბრძოლეთ მის მისაღწევად.

 

 

თათია, საზღვრებს გარეთ არაერთ კონკურსში მონაწილეობდით, თან წარმატებით… რომელს გამოარჩევდით?

დიახ, არაერთ წარმატებულ საერთაშორისო კონკურსებში ვმონაწილეობდი. პირველი იყო უკრაინის „X ფაქტორი“, სადაც ფინალში გავედი; თურქეთის ,Voice’, ასევე ფინალში გავედი; საქართველოს „X ფაქტორის“ მონაწილეც ვარ; ყაზახეთის Voice – სუპერფინალისტი და თურქესტანის Voice-ს გამარჯვებული გავხდი. ყოველი ახალი კონკურსი არის ახალი გამოწვევა, ახალი გამოცდილება, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და ახლის სწავლა. თუმცა გამოვარჩევდი უკრაინის „X ფაქტორს“, რადგან ის კარები, რომელიც საქართველომ დამიკეტა, გამიღო უკრაინამ და მომცა შანსი. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ პროდიუსერისა და ადამიანის, ვინც აღნიშნულ პროექტს აკეთებდა. ძალიან მეამაყება, რომ უკრაინული „X ფაქტორის“ ფინალისტი ვიყავი. გარდა კონკურსისა, მქონდა სოლო კონცერტები მილანსა და ბათუმში.

 

ბოლოს იყო ავტორ-შემსრულებელთა კონკურსი, ამის შესახებაც გვესაუბრეთ…

დიახ, ჩემი საავტორო სიმღერა მქონდა გატანილი. ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ტოპ 15-ში გავედი, შემდეგ ეტაპზე უკვე ხმებით წყდებოდა გამარჯვება. რა თქმა უნდა, საკმაოდ წარმატებული შედეგი ვაჩვენე, რადგან როდესაც შენი საავტორო სიმღერა ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში გადის, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა ამაზე არ გავჩერებულვარ, კიდევ ერთ კონკურსში გავიტანე ჩემი საავტორო სიმღერა, ჯერ ვერ გეუბნებით რომელ კონკურსში, წინ დიდი გეგმები მაქვს, რომელთა შესახებ პირველს თქვენ გეტყვით.

 

 

რა ან ვინ არის თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მოტივატორი?

საკუთარი თავი. ჩემი თავი მაძლევს მოტივაციას, რომ ვაკეთო უფრო მეტი და, რა თქმა უნდა, ჩემი შვილებიც. როცა მაქსიმუმს ვაკეთებ, ისინი ხედავენ, თუ როგორ იბრძვის და შრომობს დედა წარმატებისთვის. ამით ისინი მაგალითს აიღებენ, რომ შრომისა და მონდომების გარეშე არაფერი გამოვა. მანამდე კი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარიც და მოტივატორიც იყო ჩემი ბებია, რომელიც ამაყობდა ჩემით, დღეს ის აღარ მყავს.

 

ამაჟამად საქართველოში იმყოფებით, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დიახ, ამჟამად საქართველოში ვარ, მალე ვგეგმავ კლიპის პრემიერას ერთ-ერთ სიმღერაზე და კიდევ ერთი საავტორო სიმღერის გამოშვებასაც. რაც შეეხება უფრო მასშტაბურ სამომავლო გეგმებს, უკავშირდება ჩემი ოცნების ქვეყანას – ამერიკას. დღეს საკუთარ თავს მე ვფუთავ, ეს იქნება პიარი თუ სხვა ნიუანსი, მინდა მომავალში პროფესიონალთა გუნდმა იმუშაოს ჩემზე. ვფიქრობ, როდესაც ამერიკაში წავალ, ამ ყველაფერს იქ შევძლებ.

 

თათია, წარმატებები!

გმადლობთ.

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ჩაცმულობა: TAKO MEKVABIDZE

ტექსტი: სოფიო მალანია

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები