• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! OCEAN DRIVE – მუსიკალური ენერგია, რომელიც უნდა შეიგრძნო!

December 29, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

მათი მუსიკა ძლიერი ენერგეტიკითაა სავსე და იმ განსაკუთრებული თავისუფლებითაა გაჯერებული, რაც მხოლოდ ზღვისპირა ქალაქს შეუძლია მიანიჭოს მუსიკოსს.

Ocean Drive-ი თითოეულ ბგერას გარდაქმნის ემოციად, სცენაზე კი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ საღამო ერთ დიდ, მრავალფეროვან და ბედნიერ მუსიკალურ წარმოდგენად იქცევა.

ჯგუფის შექმნის გზაზე, დამახასიათებელ სტილზე, სამომავლო გეგმებსა და მათთვის ყველაზე ძვირფას მუსიკალურ მისწრაფებებზე OK! ბათუმთან  ბენდის პროდიუსერმა და მენეჯერმა ნანუკა დუმბაძემ, მევიოლინე დავით გურგენაძემ და ვოკალისტმა ლიზა შავაძემ ისაუბრეს.

 

 

ნანუკა, მითხარით, როგორც Ocean Drive-ის მენეჯერმა და პროდიუსერმა, რა იყო ის პირველი ნიშანი, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ამ ბენდს განსაკუთრებული პოტენციალი ჰქონდა?

როცა Ocean Drive-ის პირველ ლაივს ვესწრებოდი, პირველი, რამაც გამაოცა, იყო მათი ენერგია და შემართება სცენაზე, რომლითაც თითოეულ სიმღერას ასრულებდნენ. მაშინვე გავაცნობიერე, რომ ეს ბენდი არ არის უბრალო მუსიკალური ჯგუფი – ისინი ქმნიან ისეთ ემოციას, რომელსაც შეუძლია მსმენელის მონუსხვა და მათთვის საუკეთესო განწყობის შექმნა. მათი უნიკალური უნარი, შეიქმნას პირდაპირი კონტაქტი აუდიტორიასთან, მათ განსაკუთრებულობასა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

 

როგორია თქვენი ყოველდღიური როლი Ocean Drive-ის მუშაობაში და რა სტრატეგიას იყენებთ ბენდის განვითარებისა და ბაზარზე სწორად პოზიციონირებისთვის?

როგორც იცით Ocean Drive-ის მენეჯერი და პროდიუსერი ვარ, ჩემი ყოველდღიური სამუშაო მოიცავს უპირველეს ყოვლისა მუსიკოსების კოორდინაციას. ვგეგმავ ბენდის ლაივ კონცერტებსა და ღონისძიებებს, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ტექნიკურ გუნდთან და ვაკვირდები ბაზრის ტენდენციებს. ასევე, ხშირად ვესწრები ჩვენს დაგეგმილ ღონისძიებებს, რათა დავიცვა ბენდის ინტერესები და მათთან ერთად მივიღო დაუვიწყარი ემოციები. ჩვენი სტრატეგია მარტივია: თითოეული ღონისძიება უნდა იყოს მაღალი სტანდარტის და მასში უნდა იგრძნობოდეს ბენდის უნიკალური სტილი. მუდმივად ვეძებთ ახალ სიმღერებს, მუსიკალურ ტენდენციებს და ვატარებთ ისეთ ლაივებს, რომლებიც ჩვენი აუდიტორიის გულს მოიგებს.

 

 

სამწლიანი გზის განმავლობაში რა მნიშვნელოვან ნაბიჯსა ან წარმატებას  გამოარჩევდით, რომელმაც Ocean Drive-ი უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიყვანა?

სამწლიანი გზის განმავლობაში განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბოლო წელს, როცა ბენდი განახლდა და ახალი შემადგენლობით დაუბრუნდა სცენას. ეს ცვლილება მართლაც გადამწყვეტი იყო, რადგან საშუალება მოგვეცა, უფრო ფართო აუდიტორიის წინ გავსულიყავით და ბენდი ადგილობრივ ბაზარზე უფრო სტაბილურად ყოფილიყო. თითოეული კონცერტი, თითოეული წვეულება იყო ნაბიჯი იმისკენ, რომ Ocean Drive ცნობილი, მოთხოვნადი და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ბენდი გამხდარიყო.

 

როდის შეიქმნა Ocean Drive-ი და რამდენი მეგობრის გაერთიანებით დაიწყო თქვენი მუსიკალური ისტორია?

დავით გურგენაძე:  ბენდი Ocean Drive უკვე სამ წელს ითვლის, დღესაც მახსოვს ლიზას (ჩვენი ვოკალისტის) ზარი ტელეფონზე, როცა მან ბენდის შექმნის სურვილი გამოთქვა, მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და მაშინვე შევუდექით საქმეს. ბენდის შექმნის პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ დაიანა შავაძე და ქეთი ჯიჯავაძე, რომლებმაც, ჩვენთან ერთად, თავიანთი წვლილი შეიტანეს ბენდის ჩამოყალიბებაში. რადგან ამ სფეროში გამოცდილები ვიყავით, ყველაფერი მარტივად აეწყო და მუსიკოსების მოძიებაც არ გაგვჭირვებია. თავიდან 6 მუსიკოსი ვიყავით, ერთ-ერთი არის ბაჩი, ჩვენი დრამერი, რომელიც ბენდის შექმნიდან დღემდე ჩვენს გვერდით დგას.

 

რა იყო ის მთავარი იდეა ან ემოცია, რამაც ერთმანეთს შეგახვედრათ და ერთი გუნდის შექმნისკენ გიბიძგათ?

დავით გურგენაძე: ალბათ, ყველაზე  მთავარი მუსიკის სიყვარული და საერთო ხედვები იყო, ამან განაპირობა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. არ იყო მარტივი აქამდე მოსვლა, მაგრამ ეს ყველაფერი  იმხელა სიამოვნებას გვანიჭებდა, რომ ნამდვილად ღირდა ამად.

 

როგორ დაახასიათებდით Ocean Drive-ის მუსიკას – რა ენერგეტიკის მატარებელია თქვენი რეპერტუარი?

დავით გურგენაძე: ჩვენი რეპერტუარი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. სიმღერებზე მუშაობის პროცესში ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და ენერგეტიკას. ჩვენი მთავარი მიზანი ამ სიმღერების განსხვავებული არანჟირებით მიწოდებაა, ვცდილობთ ამა თუ იმ სიმღერის ჩვენეული ვერსია შევთავაზოთ აუდიტორიას, რაც მსმენელში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს.

 

მუშაობთ მრავალ ჟანრზე და სხვადასხვა ჰიტების ქავერ ვერსიებზე. როგორ არჩევთ, რომელი სიმღერები მოხვდება კონკრეტულ ღონისძიებაზე თქვენს სიაში?

ლიზა შავაძე: დიახ, სწორად აღნიშნეთ,  ჩვენი რეპერტუარი მრავალ ჟანრსა და სტილს მოიცავს. სიმღერების შერჩევა კი უშუალოდ ლაივ რეჟიმში ხდება: ვაკვირდებით აუდიტორიის განწყობას, ასევე, იმას თუ რა ჟანრი და რომელი არტისტია მათთვის გამორჩეული. სცენაზე ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ, რათა თითოეული გაჟღერებული ბგერა, ჩვენი მსენელის გულთან მივიტანოთ. მათი ემოციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.

 

 

რომელი ჟანრი ან სიმღერა იწვევს ყველაზე დიდ ემოციას თქვენს მსმენელებში და თავად რომელ კომპოზიციას უკრავთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

ლიზა შავაძე: ჩვენი ბენდის ფავორიტი სიმღერა არის Beyoncé-ს crazy in love, ამ მუსიკის არანჟირება და მისი ენერგია ნამდვილ დრაივში გვაგდებს მთელს ბენდს, ხოლო, ჩვენი მსემენელის საყვარელი სიმღერა გახლავთ ლელა წურწუმიას – მხოლოდ მე გამანდე. ჯერ ისე არ ჩაუვლია ჩვენს საღამოებს, რომ ამ სიმღერაზე ერთად არ გვეცეკვა ჩვენ და ჩვენს მსენელს. როცა ამ სიმღერის დაკვრას ვიწყებთ, პირველივე წამიდან ყველა ფეხზეა და ყველა დიდი საიმოვნებით ცეკვავს სიმღერის ბოლო წამამდე. სწორედ ამ დროს ვარ ყველაზე ბედნიერი. რაღა დაგიმალოთ და ეს სიმღერა ჩემი  საყვარელი სიმღერაცაა, ვინაიდან ქალბატონი ლელას სიმღერებზე გავიზარდე და დღემდე საუკეთესო ემოციებს აღძრავს ჩემში მისი სიმღერები.

 

სამი წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა მსმენელთან და რა გამოხმაურებებს იღებთ ყველაზე ხშირად?

დავით გურგენაძე: თავიდან ჩვენი მიზანი აუდიტორიისთვის ჩვენი მუსიკისა და თავის გაცნობა იყო, სამი წლის განმავლობაში კი ჩვენი ურთიერთობა მსმენელთან მნიშვნელოვნად გამყარდა. უკვე ვიცით რა მოსწონთ მათ და ვცდილობთ, რომ ამით ჩვენც სიამოვნება მივიღოთ.

დადებითი ემოციები და გამოხმაურებები, რასაც ხალხისგან ვიღებთ, ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, ეს გვაძლევს საშუალებას სამომავლოდაც ხარისხიანი და განსხვავებული სიმღერები შევთავაზოთ მათ.

 

Ocean Drive-ს უკვე აქვს საკუთარი საავტორო სიმღერა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნამუშევარი და გეგმავთ  თუ არა საავტორო კომპოზიციებზე იმუშაოთ მომავალშიც?

ლიზა შავაძე: Ocean Drive-ს უკვე აქვს საკუთარი საავტორო სიმღერა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ნამუშევარი არის ჩვენი შემოქმედების გამოხატულება, საშუალება, რომ აუდიტორია ჩვენს უნიკალურ ემოციებსა და სტილს ვაზიაროთ. მომავალშიც აუცილებლად გვსურს საავტორო კომპოზიციებზე მუშაობა, რადგან სწორედ ეს გვაძლევს თავისუფლებას, ჩავაქსოვოთ მუსიკაში ჩვენი ხედვა, ემოციები და ინდივიდუალურობა. ჩვენი მიზანია თითოეული ახალი ნამუშევარი ისეთივე ენერგიითა და გულწრფელობით მივაწვდინოთ მსმენელს, როგორც ჩვენი ლაივებია.

 

როგორია Ocean Drive სცენაზე, რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას და რა ენერგია გადაეცემა თქვენგან მსმენელს?

ლიზა შავაძე: სცენაზე ყველაზე დიდ მოტივაციას გვაძლევს სწორედ აუდიტორიის ემოციები – როცა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს ჩვენს მუსიკას, ცეკვავს და ერთობა. ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ჩვენი ენერგია სცენიდან პირდაპირ მსმენელთან გადადის და ქმნის იმ მთლიან, დადებით ატმოსფეროს, რომელშიც ყველანი ერთად ვერთვებით.

 

 

ქორწილები, კორპორატიული საღამოები, კერძო წვეულებები – რა არის თქვენი მთავარი მისია თითოეულ ღონისძიებაზე? როგორ ახერხებთ, რომ ნებისმიერ სტუმარს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოთ?

ნანუკა დუმბაძე: ჩვენი მთავარი მისიაა, თითოეული ღონისძიება იყოს დაუვიწყარი და ემოციურად მდიდარი. Ocean Drive-სთვის თითოეული კონცერტი, ქორწილი თუ კორპორატიული საღამო არის შესაძლებლობა, შევქმნათ განსაკუთრებული ატმოსფერო. მუსიკით ვეხმარებით სტუმრებს ემოციების გამოხატვაში და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი მომენტები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მსმენელის მეხსიერებაში. თითოეული შესრულება ჩვენთვის ინოვაციისა და ხარისხის კომბინაციაა.

 

როგორ გრძნობთ ზღვისპირა ქალაქის ენერგეტიკას თქვენს მუსიკაში? როგორია ბათუმელი მსმენელი? რით განსხვავდება ზღვისპირა აუდიტორია და რა ემოციას გაძლევთ სწორედ ამ ქალაქში პოზიციონირება?

ლიზა შავაძე: ბათუმელი აუდიტორიის ენერგია ძალიან ძლიერია. ზღვის, მზის და ქალაქის ატმოსფერო პირდაპირ ჩვენს მუსიკაზე და განწყობაზე აისახება. ბათუმელი მსმენელი ძალიან გულღიაა. ზღვისპირა აუდიტორია სხვანაირია: უფრო დაუფარავად ერთვება, ცეკვავს, იღიმის, ჰყვება მუსიკას. სწორედ ამიტომ გვქვია Ocean Drive – ჩვენი მუსიკა, ზღვასავით თავისუფალია და ყველა ადამიანში იწვევს ზღვა ემოციას, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს.

 

როგორ ხედავთ Ocean Drive-ის მომავალს?  რა გეგმები გაქვთ შემდეგი წლებისთვის, რა სიახლეებს უმზადებთ გულშემატკივარს?

ნანუკა დუმბაძე: სამომავლო გეგმები  ძალიან ამბიციური და განვითარებადი გვაქვს. გვინდა, კიდევ უფრო მეტი საავტორო სიმღერა შევქმნათ და აქცენტი ქავერებიდან საკუთარ კონცერტებსა და პროექტებზე გადავიტანოთ. სხვადასხვა ქალაქებში ვგეგმავთ კონცერტებს, ახალ აუდიტორიასთან გვინდა შეხვედრა, რათა ახალი და ენერგიული გამოცდილება მივაწოდოთ და ჩვენი მუსიკა თითოეული მსმენელის გულთან მივიდეს. Ocean Drive-ის მიზანია დარჩეს ცოცხალი, თანამედროვე და მოთხოვნადი მუსიკალური ჯგუფი ქართულ სცენაზე.

 

რამდენი წევრისგან შედგება Ocean Drive-ის გუნდი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ბენდის დღევანდელ სახეს ქმნიან?

დავით გურგენაძე: ბენდში  7 წევრი ვართ: ვოკალი – ლიზა შავაძე, კლავიში – ქეთი ზარქუა, ვიოლინო – დავით გურგენაძე, დრამი – ბაჩი დუმბაძე, ბას გიტარა – საბა სამნიძე, გიტარა – ნიკა მიქიაშვილი და ბენდის პროდიუსერ/მენეჯერი – ნანუკა დუმბაძე.

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „მორალურად მოძველებული“ სიმბოლო – როგორ გაჩნდა ლონდონში სატელეფონო ჯიხურები და რატომ შეღებეს ისინი წითლად?

#OK! „მორალურად მოძველებული“ სიმბოლო – როგორ გაჩნდა ლონდონში სატელეფონო ჯიხურები და რატომ შეღებეს ისინი წითლად?

October 14, 2025
#OK! ფარელის სადებიუტო კოლექცია Louis Vuitton-ისთვის და ვარსკვლავები ახალი კოლექციის ჩვენებაზე

#OK! ფარელის სადებიუტო კოლექცია Louis Vuitton-ისთვის და ვარსკვლავები ახალი კოლექციის ჩვენებაზე

June 21, 2023
#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort  კოლექცია

#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort კოლექცია

June 29, 2022
#OK! სემ სმიტის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Perfect Magazine-ისთვის

#OK! სემ სმიტის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Perfect Magazine-ისთვის

February 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

January 8, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები