• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნინუცა ორჯონიკიძე FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

October 21, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ოქტომბრის ნომრის დამატება Fashion Book-ია, რომლის მოწვეული რედაქტორი ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ მასთან ერთად ჟურნალზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, განვიხილეთ უამრავი მნიშვნელოვანი თემა და საბოლოო ჯამში, მკითხველამდე მივიტანეთ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი, თუმცა იქამდე, სანამ Fashion Book-ის კითხვას შეუდგებით, აუცილებლად წაიკითხეთ ინტერვიუ.

ნინუცა, თქვენ ხართ OK! Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ. ყოფილხართ თუ არა აქამდე მსგავს ამპლუაში?

არასოდეს მქონია მსგავსი შეხება ჟურნალთან. ჩემთვის ეს არის პირველი გამოცდილება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და ვეცნობოდი მსგავსი ტიპის ჟურნალებს, ახლაც კი შენახული მაქვს ყველა მათგანი.

მუდმივად მეჩვენებოდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა ჟურნალზე მუშაობა. ასეც არის, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. მიხარია, რომ მქონდა საშუალება ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამომეცადა და მიმეღო ასეთი ტიპის გამოცდილება.

 

 

გვესაუბრეთ თემებზე, რომლებსაც მკითხველი ოქტომბრის ნომერში წაიკითხავს.

ვინაიდან ამ ნომრისთვის თემების შერჩევა მე მომანდეთ, გადავწყვიტე ჟურნალ OK!-ის მკითხველისთვის მეჩვენებინა, თუ როგორია ჩემი თვალით დანახული სამყარო. გვერდი ავუარე იმ აქტუალურ თემებს, რომლებზეც უკვე არაერთხელ გვისაუბრია. ვკონცენტრირდი იმ საკითხებზე, რომლებიც ჩემთან და ჩემს შინაგან სამყაროსთან არის ახლოს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოვიდა. წლების განმავლობაში, დიდწილად ტელევიზია კარნახობდა საზოგადოებას, თუ რა იყო აქტუალური, როგორ იცვლებოდა ტენდენციები და ამიტომ მეც გადავწყვიტე გვესაუბრა ტელესახეებზე, მათ სტილზე, იმიჯზე, ვარცხნილობაზე, ჩაცმულობაზე. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რაც არ მომწონს და მიუღებელია ჩემთვის, რომ იკარგება ინდივიდუალიზმი და ყველა ერთმანეთს ემსგავსება. უფრო მეტი მიმბაძველობაა, ვიდრე საკუთარი უნიკალური სტილის შექმნა. ეს მიმბაძველობა ტანისამოსით დაიწყო და ახლა უკვე ინიექციების დიდი დოზით გამოყენებაშიც აქტიურად გამოიხატება. კიდევ უამრავ სხვა საინტერესო თემას შეხვდება ჟურნალის მკითხველი OK!-ის ოქტომბრის დამატებაში.

 

 

რა არის თქვენთვის მოდა?

მოდა ჩემთვის ცხოვრების სტილია. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენ გარშემო, სად დადის ხალხი, რაც იცვამენ, როგორ დიეტას იცავენ, რას მიირთმევენ და ასე შემდეგ.

მოდა არ არის მხოლოდ სამოსი, მოდა არის ყველგან და ყველაფერში. მიმაჩნია, რომ ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის ანარეკლია, თუ რა არის მოდაში. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მოგვწონს და როდესაც ისინი გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ვექცევით მათი ზეგავლენის ქვეშ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ადამიანი თავისი ქცევით, ჩაცმის სტილით, ყოველდღიური რუტინით, ქმნის საკუთარ იმიჯს და ამ იმიჯით ახდენს თავისი თავის პოზიციონირებას სოციუმში.

როგორია თქვენი ჩაცმის ყოველდღიური სტილი?

ჩემთვის ძალიან კომფორტულია თეთრი ან შავი მაისური და ჯინსი. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულად ლამაზი სამოსი არ არის ყოველდღიურობისთვის შესაფერისი, რადგან მაინც მგონია, რომ ჩვენს რეალობაში მთავარი კომფორტია, თუმცა აქცენტის გამახვილება შეგვიძლია ტუჩსაცხზე, სამკაულზე, აქსესუარზე.

არ მაქვს გამორჩეული სტილი, ყოველთვის ვცდილობ საკუთარი განწყობა გადმოვცე ჩემი სამოსით და ეს განწყობაც მუდმივად ცვალებადია. ზოგჯერ მინდა უფრო მეტად სადა ვიყო, ზოგჯერ პირიქით. ყოველთვის არის შესაძლებელი იპოვო ახალი გზა იმისთვის, რომ გამოხატო საკუთარი თავი.

გაგვიმხილეთ თქვენი თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა.

ყოველდღიურად არ ვიყენებ მაკიაჟს, პირიქით − რაც შეიძლება ნაკლებად ვარ მომხმარებელი. ერთადერთი, რაც მართლა უზომოდ მიყვარს და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მზისგან დამცავი. 25-30 წლიდან ზემოთ აუცილებელია დამატენიანებელი კრემი − ეს არის ერთადერთი საშუალება, რამაც შეიძლება გაახანგრძლივოს კანის ახალგაზრდა ელფერი.

მაკიაჟს ვიკეთებ მხოლოდ ტელევიზიისთვის ან განსაკუთრებული დღეებისთვის. ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს და მუდმივად ვიყენებ, ეს არის ტუში.

 

 

 

რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

ალბათ არ ვიქნები განსხვავებული, და თავისუფალ დროს, რა თქმა უნდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. ძალიან დიდი ოჯახი და სამეგობრო მაქვს და უზომოდ გვიყვარს ყველას ერთად შეკრება და სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბარი. განტვირთვისთვის ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ის, რაც ძალიან გინდა გააკეთო მომავალში…

ძალიან დიდი ხანია მინდა საკუთარი Youtube-არხის შექმნა, რადგან მიმაჩნია, რომ ბევრად თავისუფალი ხარ ამ პლატფორმაზე. ძალიან მიყვარს წერა, კონტენტის შექმნა, ვიზუალური ესთეტიკა, მაკიაჟის გაკეთება სხვაზე, ფოტოების გადაღება… უბრალოდ, მიმაჩნია – ჯერ კიდევ არ მაქვს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, თუმცა ძალიან ახლო მომავალში აუცილებლად იხილავს მაყურებელი ჩემს პირად Youtube-არხს. ეს იქნება ჩემი საავტორო პროექტი, რომელზეც ნიჭიერ ადამიანებთან ერთად ვიმუშავებ.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში განათლებას და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ცოდნის მიღებას. მუდმივად სწავლის პროცესში ვარ − ზოგჯერ ონლაინ, ზოგჯერ პირადად პედაგოგთან დავდივარ. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება და ყოველთვის ვცდილობ რაიმე ახალი შევიძინო და გავერკვიო სხვადასხვა პროფესიაში. ჩემი ყოველი დილაც სიახლეებით იწყება. გაღვიძებისთანავე ვეცნობი რა ხდება სამყაროში, არ არის ახალი, რა შეიცვალა…

დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით…

რაც ძალიან მომწონს, ისაა, რომ არასოდეს ვნებდები, ვარ ცნობისმოყვარე და ასევე, ოპტიმისტი.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სამოსი, როგორც თავის პოზიციონირების საშუალება

#OK! სამოსი, როგორც თავის პოზიციონირების საშუალება

October 1, 2021
#OK! “ერთხელაც ვთქვი, ამიერიდან ხალხს ვეტყვი, რომ რუსეთიდან ვარ“ – რატომ უჭირდა უკრაინიდან ამერიკაში ჩასულ მილა კუნისს საზოგადოებაში ინტეგრაცია

#OK! “ერთხელაც ვთქვი, ამიერიდან ხალხს ვეტყვი, რომ რუსეთიდან ვარ“ – რატომ უჭირდა უკრაინიდან ამერიკაში ჩასულ მილა კუნისს საზოგადოებაში ინტეგრაცია

April 12, 2022
#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

March 16, 2022
#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

#OK! ლილი რეინჰარტის შავ-თეთრი ფოტოსესია! მსახიობი საშა სამსონოვას ობიექტივში!

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025
#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

December 22, 2025
სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

სითბოთი შექმნილი სივრცე – მაია გათენაძე და მანიკოს ხის ნაკეთობები

December 26, 2025
#OK! ქეით მიდლტონმა და პრინცესა შარლოტამ ფორტეპიანოზე დუეტი შეასრულეს

#OK! ქეით მიდლტონმა და პრინცესა შარლოტამ ფორტეპიანოზე დუეტი შეასრულეს

December 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები